მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.
მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…