რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!

მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!

შემოწირულია

₾20,897.07

დონორი

1342

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

შემოწირულია

₾8,344.09

დონორი

833

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნუთუ პატარა საბა მოკვდება?! ქართველი ექიმები მხრებს იჩეჩავენ… ამჟამად ჩვენს ხელთაა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯება! მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. ჩვენ კი, უფლის იმედი გვაქვს! საბა ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ ვერ ილოცებს…

ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.

მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!

შემოწირულია

₾24,906.77

დონორი

1931

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,205.80

დონორი

7998

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

მძიმედ დაავადებული და-ძმის ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ

უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს. განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…

შემოწირულია

₾4,038.34

დონორი

128

მინდა დავეხმარო
13 - 18 of 50 items
1 2 3 4 5 9

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ბავშვები

ყოველდღიურად, თავში ერთი ჭიქის ოდენობის სითხე უგროვდებოდა

საბა შეიძლება ერთმა პატარა ნამცეცმა მოკლას. შეიძლება მოკლას ერთმა ლუკმა პურმა, ან ორცხობილამ. საბა რვა წლის არის, არ იცის არც პურის, არც ხორცის, არც შოკოლადის გემო. იმ წამსვე დაიღუპებოდა, რომ გაესინჯა. მისი კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა საშიშია. არავინ იცის, რა დროს გასკდება. ყველაზე საშინელ თრილერზე უფრო საზარელი სანახავია. საბა ხომ არ თამაშობს, ის თვალსა და ხელს შუა კარგავს სიცოცხლეს! პირიდან სისხლი შადრევანივით ამოსჩქეფს, მის ტანსაცმელზე, ლოგინსა და იატაკზე. საბა კი, იცლება და ძალებს კარგავს.

შემოწირულია

₾3,268.75

დონორი

189

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როდესაც საკუთარი ფეხებით დადიხარ!

– ამბობს დამხმარე ეტლს მიჯაჭვული ლამაზი გოგონა, რომელიც მოდელობაზე ოცნებობს.
„შემიძლია საათობით ვუყურო, მოდელები პოდიუმზე როგორ დადიან; როგორი ბედნიერები არიან, რომ სიარული შეუძლიათ… მეც მინდა, ძალიან მინდა… გინახავთ მათ ტაშს როგორ უკრავენ; როგორ უღებენ ფოტოებს ყველა მხრიდან? უჰ, რა კარგია! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიარულს აუცილებლად ვისწავლი, ზოგჯერ კი ვუყურებ ამ… ამ… ეტლს და ძლიერი სევდა მეუფლება. ვაითუ მთელი ცხოვრების გატარება ბორბლებზე მომიწიოს?“

შემოწირულია

₾1,806.50

დონორი

136

პროექტი დასრულდა
13 - 18 of 181 items
1 2 3 4 5 31