ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როდესაც საკუთარი ფეხებით დადიხარ!

– ამბობს დამხმარე ეტლს მიჯაჭვული ლამაზი გოგონა, რომელიც მოდელობაზე ოცნებობს. „შემიძლია საათობით ვუყურო, მოდელები პოდიუმზე როგორ დადიან; როგორი ბედნიერები არიან, რომ სიარული შეუძლიათ... მეც მინდა, ძალიან მინდა... გინახავთ მათ ტაშს როგორ უკრავენ; როგორ უღებენ ფოტოებს ყველა მხრიდან? უჰ, რა კარგია! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიარულს აუცილებლად ვისწავლი, ზოგჯერ კი ვუყურებ ამ... ამ... ეტლს და ძლიერი სევდა მეუფლება. ვაითუ მთელი ცხოვრების გატარება ბორბლებზე მომიწიოს?“
1,782.5 ₾
134
დონორები
შეგროვებულია

პატარა მარიმ იცის: თუ რამეს ძალიან მოინდომებ, ის აუცილებლად მოხდება. ექიმები ამბობენ, რომ სასწაულები ხდება, მაგრამ არა ამჯერად, არა მარისთვის... ასე ცხოვრება როგორ შეიძლება? უნდა იცოდეს თუ არა ამის შესახებ პატარა ლამაზმანმა?

„დედა ამბობს, რომ ლამაზი ვარ და მეც მგონია, რომ სასიამოვნო სახე მაქვს... თქვენ როგორ გგონიათ? სიარული თუ შევძელი, ჩემგან კარგი მოდელი დადგება? მაკიაჟს და ვარცხნილობას მე თვითონ გავიკეთებ; ისიც კი ვიცი, პოდიუმზე როგორ მოვიქცევი“, - მარი თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს, როგორ დადის მაყურებლის წინაშე ლამაზი მორთულობით. მერე, თვალებზე ცრემლები ადგება და ჩუმად გვეკითხება: „გჯერათ, რომ შევძლებ? გჯერათ, რომ გამომივა?“

  მარიამ კასრაძის მშობლები, მანანა და ლევანი, ცხინვალიდან დევნილები არიან, რომლებმაც მშობლიური სოფელი, კეხვი იმით დატოვეს, რაც ზედ ეცვათ - სახლის ტანსაცმლით და ჩუსტებით. წეროვანში ცხოვრება თავიდან დაიწყეს. ჯერ ომი, რომელმაც მათ ყველაფერი წაართვა, შემდეგ კი ახალი დარტყმა - შვილის უკურნებელი სენი.

მანანა: ორსულობის მერვე თვეში შევიტყვე, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაიბადებოდა. ექოსკოპისტმა ეკრანი მიჩვენა და მითხრა, რომ მას უკვე ვეღარაფრით დავეხმარებოდით. მარი მცირეწონიანი დაიბადა, 1800 გრამი და ღია ჭრილობით - ძვლის ტვინი უჩანდა. მძიმე მდგომარეობის გამო,  ჟვანიას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია დაუნიშნეს. იმ დღეებში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რეალობიდან ვიყავი ამოვარდნილი, თითქოს თავში ჩაქუჩი ჩამარტყეს. სრულ დაბნეულობაში და სასოწარკვეთილებაში ვიყავი ჩავარდნილი, მაგრამ ერთ-ერთმა ექიმმა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მითხრა და აზრების მოკრებაში სწორედ ეგ დამეხმარა: „ახლა განცდებისა და ცუდი ფიქრების დრო არ არის. მოდუნების დრო არ გაქვს. იბრძოლე და შენი შვილი გადაარჩინე!“

მარის დიაგნოზი ხერხემლის თიაქარია. სამი წლის ასაკში მას მენჯის ოპერაცია გაუკეთეს. მაშინ, ჩვენ სოციალურად დაუცველ პირთა სტატუსი არ გვქონდა და ყველაფერს ჩვენით ვიხდიდით. 11 წლის ასაკში ჩემმა შვილმა უკვე ექვსი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ არც ერთმა მათგანმა მცირე შედეგიც კი არ მოუტანა. მას ქვედა ტანი პარალიზებული აქვს, ერთი ფეხი - მეორეზე მოკლე. მარი დილიდან საღამომდე ეტლში ზის. როგორ მინდა ისიც ისეთივე მოძრავი იყოს, როგორც მისი თანატოლები; რომ მეგობრებთან ერთად დამოუკიდებლად გასეირნება შეეძლოს; რომ უმარტივესი რაღაცები მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტკივილია. ჯერ ბოლომდე ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ჩემი გოგონა ფეხზე ვერასოდეს დადგება. მომკალით და ამას ვერაფრით ვეგუები. თუკი ათის წინააღმდეგ თუნდაც ერთი მოსაზრება მაინც არსებობს, რომ შეიძლება რაღაც გამოვიდეს, ჩვენ აუცილებლად ვცდით. ტერფების ოპერაცია წარუმატებელი იყო და არასწორად გაკეთდა - ამას ექიმებიც აღიარებენ. ამ პატარა იმედის სხივზე უარის თქმა არ მინდა, ხომ გესმით? მეშინია და გული ძალიან მტკივა, როდესაც ექიმისგან მესმის: „ილუზიებს ნუ იქმნით, ის ვერ გაივლის“.

  ჩვენს მთავარ პრობლემას ყოფითი პრობლემებიც ემატება, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებენ. პირველ რიგში, ჩვენ გადარჩენას ვცდილობთ. სწორედ ეს მაგიჟებს.

მარის რა სჭირდება? თქვენი ყოფა-ცხოვრების, სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ მოგვიყევით.

მანანა:საფენები მუდმივად გვჭირდება; თვეში, სულ მცირე, სამი შეკვრა. ერთი შეკვრა 37 ლარი ღირს. არადა, ბავშვი შარდვის სურვილს ვერ გრძნობს. მარისთვის - ნორმალური კვება. დამლაგებლის მათხოვრული ხელფასით რა შემიძლია? ზოგჯერ, სიღარიბე და უსახსრობა ამ სენზე მეტად გვტანჯავს. მარი ძალიან სუსტი დაიბადა, ძუძუს ვერ ვაჭმევდი; ხელოვნურ კვებაზე გადასვლა მოგვიწია. მაგრამ რა სახსრებით? ჩემმა ქმარმა დიდუბეში ერთი წერტილი იპოვა, სადაც Humana-ს ნარევს ვალად იძლეოდნენ. სანაცვლოდ, იქ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ტოვებდა. მწარედ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ბავშვისთვის ვალად მაწონი და ორცხობილა ვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს. მაღაზიიდან განადგურებული გამოვედი. სიღარიბე საშინელებაა, როდესაც შენი შვილი მშიერია და ავად არის.

მარი დედაქალაქში, კლინიკაში გვყავს სატარებელი, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის. ამ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს: ფიზიკური ვარჯიშები, პედაგოგთან მეცადინეობა. თვეში 10-ჯერ თბილისში ჩავდივართ. ყოველ ჯერზე, ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბავშვით ხელში, სამარშრუტო მიკროავტობუსში უნდა ახვიდე, ადგილი მოძებნო; ძალიან ხშირად, ყველა ადგილი დაკავებულია და ფეხზე დგომა გიწევს. ამ მდგომარეობას ცრემლებამდე მივყავარ. თუ ბავშვი ლევანს, ჩემს მეუღლეს მიჰყავს, ის ვეღარ ითმენს და ილანძღება. ზამთრის „ლოკდაუნის“ დროს, მგზავრობაზე უარი ვთქვით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღარ დადიოდა, ტაქსის მძღოლები კი ერთი მიმართულებით 40 ლარს ითხოვდნენ. სამწუხაროდ, საცხოვრებელი პირობები საქართველოში შშმ პირებზე მორგებული საერთოდ არ არის.

მაგრამ თუ თქვენ ასეთი ბავშვის მშობელი ხართ, ისწავლით იმას, რომ ძლიერები იყოთ. თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ დანებდეთ და იმედი დაკარგოთ. უბრალოდ ემსახურეთ თქვენს შვილს და გიხაროდეთ, როდესაც ის ბედნიერია.

მანანა, სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ თქვენი მეუღლე ყველაფერში მხარს გიჭერთ. ჩვენს მკითხველებს თქვენი გაცნობის ამბავი მოუყევით.

მანანა: ერთმანეთს ჩემი თანაკლასელის ქორწილში შევხვდით. ის კეხვში გათხოვდა. მომავალ ქმარზე ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო - მშვიდი, კეთილი ადამიანი. ორმხრივი სიმპათია ვიგრძენით, ერთმანეთს ყოველ დღე ვხვდებოდით. დიდხანს არ გვიფიქრია და გვიმკითხავია - ერთ თვეში დავქორწინდით; მე კეხვში გადავცხოვრდი. მისი ოჯახი ძალიან მომეწონა - დედა, მამა, ძმები... ისე ვიყავი სიყვარულსა და ბედნიერებაში გახვეული, მშობლიურ სახლში დაბრუნება სულაც არ მინდოდა, როგორც ეს ახალგამომცხვარ ცოლებს ემართებათ ხოლმე. გულწრფელად მეგონა, რომ საყვარელ ქმართან ერთად დავბერდებოდი და შვილიშვილებსაც მოვესწრებოდი. საკუთარი სახლის აშენება და სოფლის მეურნეობით დაკავება გვინდოდა. იქ ნაყოფიერი მიწაა; ბარაქიანი მხარეა; ძალიან ლამაზი ვაშლის ბაღებია. ასეთ ვაშლის ბაღზე მეც ვოცნებობდი. უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი ბაღში მუშაობის დროს. კიტრს, პამიდორს ვთესდი; ხალისით ვუვლიდი ძროხებს, ქათმებს ვაჭმევდი. მიწასთან ახლოს ყოფნა ბედნიერებაა. ბედნიერებაა კარგი მოსავლის აღება. ჩვენ კეთილდღეობაზე, მაძღარ და მშვიდობიან ცხოვრებაზე ვოცნებობდით; მაგრამ ომმა ყველაფერი დაასრულა...

სროლისთვის თავი რომ დაგვეღწია, ჩუსტებში და საშინაო ტანსაცმელში გამოწყობილები გამოვიქეცით. დავტოვეთ სახლი. ყველაფერი დავტოვეთ. გვეგონა, მალე დავბრუნდებოდით; გვეგონა, რომ ყველაფერი ჩაივლიდა და დავბრუნდებოდით, რომ ეს დროებითი იყო. მაგრამ სოფელი კეხვი დღემდე ოკუპირებულია.

ეს წამოსვლა ლევანმა განსაკუთრებით მძიმედ განიცადა. ყოველ დღე ტიროდა. იმ დღიდან თითქოს ლამაზი სიზმარი დასრულდა და დაიწყო გაჭირვებითა და სირთულეებით სავსე ცხოვრება. აქ, წეროვანში, ჩვენ - ლტოლვილებს, სახელმწიფოსგან კოტეჯები გველოდა. შემოსვლისთანავე შენობაში საწოლები, სამზარეულოს ავეჯი, აუცილებელი ტექნიკა და პირველ ჯერზე საკმარი სურსათი დავინახეთ.  ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, მარი დაიბადა, მოგვიანებით კი ჩვენი ბიჭი, ვლადიმერი.

ამ განსაცდელების წყალობით ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო ძლიერი და ერთსულოვანი გახდა.

სამსახურთან დაკავშირებით საქმე როგორ მიდის?

მანანა: ეჰ, განა საქმე სამსახურშია? ბევრი მზადაა სამსახურით ადამიანი საგონებელში ჩააგდოს. შეიძლება სამსახური გქონდეს, მაგრამ გქონდეს მწირი შემოსავალი. მე დამლაგებელი ვარ, ჩემი ქმარი კი მუშა. ხარჯებს ვერაფრით ვუმკლავდებით, ჩვენს ცხოვრებაში ვერაფერს ვცვლით. ჩვენი ნათესავებიც ლტოლვილები არიან. დროდადრო, დედაჩემი სურსათით გვეხმარება. თუ ნებას დამრთავთ, ერთ კარგ და მზრუნველ ადამიანზე მინდა გიამბოთ, რომელიც რთულ დროს გვერდში გვედგა და შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა. ეს ლევან ზაუტაშვილია, მცხეთა-მთიანეთის რაიონის ყოფილი გუბერნატორი. ის მარის ყოველთვის ყურადღებით ეკიდება, რამდენჯერ სურსათი და ტანსაცმელიც მოუტანია. ბავშვის არც ერთი დაბადების დღე არ გამოუტოვებია. ის კეთილი ადამიანია, ჩვენიანი. ამ ყველაფერს ფორმალობისთვის არ აკეთებდა.

რა კარგია, რომ ასეთი მოხელეები არსებობენ. ეს იმედს იძლევა.

მანანა: სხვა მაგალითების მოყვანაც შემიძლია, როდესაც უცხო ადამიანები გვეხმარებოდნენ: ევიკო ბასიშვილი - ემიგრანტი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. ის წეროვანიდან წავიდა, მაგრამ ახლობლებს მაინც ეხმარება. როდესაც მათთვის ამანათი ჩამოდის, მასში აუცილებლად მარისთვისაც არის საჩუქრები. ეს ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა... ჩვენმა მეზობელმა, ჟურნალისტმა ნანა კახნიაშვილმა კი ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ გვიამბო და თქვენთან დაკავშირებაში დაგვეხმარა.

თქვენ საჭირო ადგილას იმყოფებით. ჩერნოვეცკის ფონდი მზრუნველი ხალხის მთელ არმიას აერთიანებს. შეგიძლიათ კონკრეტული პრობლემები დაასახელოთ და რეალური დახმარების იმედი იქონიოთ.

მანანა: ზოგჯერ იმედი მეკარგება და მძიმე ფიქრებს ვეძლევი; მაგრამ ეს უბრალოდ სისუსტეა. უფალს ჩვენ არ დავვიწყებივართ. ის ჩვენ არა მხოლოდ გამოცდას, არამედ გადაწყვეტილებებს და მინიშნებებსაც გვიგზავნის. თქვენი ფონდი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა. ჩვენ ამ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ძალიან გვჭირდება, რომ პრობლემებისგან ამოვისუნთქოთ.

მინდა, გაზის წყლის გამაცხელებელი ვითხოვო. სახლში, სადაც სნეული ბავშვი ცხოვრობს, ცხელი წყლის ნაკლებობა ნამდვილი საშინელებაა. საპირფარეშოში სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემებიც გვაქვს; ძილისთვის უვარგისი საწოლები. სასადილო მაგიდაც არ გვაქვს. მარის საწერი მაგიდა „ტერა-ბანკმა“ აჩუქა. ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის დიდად მადლობელები ვიქნებით.

მანანა, ონლაინ-სწავლება ხელს გიწყობთ და დღის წესრიგს გიმარტივებთ თუ თქვენ ამის წინააღმდეგი ხართ, მიუხედავად მარის გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეებისა?

მანანა:ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ჩემი გოგონა მარტო იყოს და მთელი ძალებით ვცდილობ, ეს არ დავუშვა. მარტო სახლში, დამხმარე ეტლში... არავითარ შემთხვევაში!

მადლობა უფალს, ჩვენს სოფლებში სკოლები უფრო ადრე გაიხსნა, ვიდრე დედაქალაქში. ის დილას ეტლით მიმყავს და საღამოს უკან ვბრუნდებით. ამის გამო, სამუშაოდ სკოლის დამლაგებლად მოვეწყვე, დაბალ სატარიფო განაკვეთზე, რომ მის გვერდით ვიყო. მარი საშინაო დავალებებს გახანგრძლივებულ სკოლაში ასრულებს, მერე კი სახლში მომყავს.

მე, როგორც სნეული ბავშვის დედას, ბევრი რამის მეშინია. თავიდან განსაკუთრებით ვნერვიულობდი: როგორ მიიღებენ მას სხვა ბავშვები? თავს ხომ არ აარიდებენ? ხომ არ გაირიყება? მაგრამ სულ ტყუილად მეშინოდა: თანაკლასელები მარის ძალიან უფრთხილდებიან, ეხმარებიან, რომ ეტლით ოთახიდან ოთახში გადაადგილდეს. მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ სკოლა დიდია, შესვენებაზე ბევრი ხალხია, ბავშვები თავქუდმოგლეჯილები დარბიან. მეშინია, არ წააქციონ.

ჩემთან ფსიქოლოგიც მუშაობდა, მასწავლიდა, შვილთან სწორად როგორ უნდა მოვიქცე; როგორ განვუვითარო თავდაჯერება.

რჩევები გაითვალისწინეთ? რა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში?

მანანა: დათრგუნვა, ინიციატივის წართმევა, ჩხუბი.

მარიმ დავალებების კეთება დაასრულა. ახლა შეგვიძლია მას თავად გავესაუბროთ, ხომ ასეა?

  მანანა: კი, ბატონო!

  მარი, პირველ რიგში რა საგანს მეცადინეობ ხოლმე?

  მარი (11 წლის):მათემატიკას, რადგან ის ყველაზე მეტად მიყვარს, შემდეგ კი ინგლისურს. მუსიკაც ძალიან მომწონს. თავისუფალი დრო თუ მრჩება, მაშინ მაკიაჟით ცდებს ვატარებ.

  საინტერესოა, ცდებს ვისზე ატარებ?

  მარი:ბებიაზე. (იცინის.) ის თანახმაა, რომ ტუჩები და თვალები შევუღებო. აბა, სტილისტის პროფესიას როგორ დავეუფლები, თავის გალამაზების უფლება თუ არავინ მომცა?

  გინდა სტილისტი გახდე?

  მარი:დიახ, ძალიან-ძალიან მინდა! ეს ჩემი ოცნებაა. რომ გავიზრდები, აუცილებლად ვისწავლი. იცით, მე ყველაფერი მიზიდავს, რაც სილამაზეს უკავშირდება. შემიძლია საათობით ვუყურო მოდელების პოდიუმზე სიარულს, მათ ლამაზ ტანსაცმელს, როგორ უკრავენ მათ ტაშს და როგორ უღებენ ფოტოებს ყველა მხრიდან. მეც ამას ვოცნებობ, ძალიან მინდა. დედა ამბობს, რომ ლამაზი ვარ და მეც მგონია, რომ სასიამოვნო სახე მაქვს.

  შენ მართლაც ულამაზესი ხარ!

მარი:და დიდი პრანჭია. დედა თმის შეჭრას მთხოვს, რადგან ჩემი გრძელი თმის მოვლა ძალიან უჭირს, მაგრამ არ ვთანხმდები. მინდა ლამაზი ვიყო, რომ ყველა მამჩნევდეს. სილამაზისთვის და გონებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ბევრს ვკითხულობ (ახლა, მაგალითად, „მაწანწალა რასმუსს“). და საუზმეზე შვრიის ფაფასაც კი ვჭამ; მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება რომ ჩემს ეტლს ვუყურებ და სევდა მეუფლება. ნეტავ იცოდეთ, მისი გადაგდება როგორ მინდა!

  მარი, ჩემო კარგო, დარწმუნებული ვარ, რომ სტილისტი აუცილებლად გახდები... და იცი? მოდელები შეიძლება ეტლშიც ისხდნენ.  

  მარი: დიდი მადლობა!

***

  ბავშვების ოცნებები ისეთი მსხვრევადია... მარის სიტყვებისგან თვალზე ცრემლები მადგება. თუ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მტკიცე რწმენას მივცემთ,  მისი ოცნებები აუცილებლად ასრულდება. სამწუხაროდ იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს მარი ცხოვრობს, რწმენის შენარჩუნება ძალიან რთულია. უკურნებელი სენის გარდა, არსებობს ყოფითი პრობლემები, უიმედობა, რასაც მშობლები ვერაფრით უმკლავდებიან. ისინი იბრძვიან, როგორც პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. დაუშვებელია, რომ მარის იმედი წაერთვას. იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე ბავშვი, რომელმაც საკუთარ თავზე ხელი ჩაიქნია; ბავშვი, რომელსაც არაფრის სჯერა და რომელიც არაფერზე ოცნებობს. ჩვენ ხომ არ დავუშვებთ იმას, რომ მარი სევდამ, დეპრესიამ და მარტოობამ მოიცვას? დაე, ის ბედნიერი იყოს! დაფიქრდით, რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ ამაში პირადად თქვენ.

და თუკი მისი მონახულება მოგინდებათ, აი, ოჯახის მისამართი: წეროვანი, ლტოლვილთა დასახლება, მე-11 რიგი, სახლი 555.ან დაურეკეთ მანანას! ტელეფონი: 577 92 40 45.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

  #GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

  (დანიშნულება:კასრაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: