დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შვიდი ყველაზე ტკბილი, ულამაზესი, ქვეყნის საამაყო ქართველი ბავშვი სრულიად მოკლებულია ნორმალურ ადამიანურ საცხოვრებელ პირობებს! მათი მამა-მარჩენალი ციხეში იხდის სასჯელს! მაგრამ ფაქტობრივად, ამ სასჯელს მისი უდანაშაულო შვილები იხდიან! ისინი დარჩნენ ნორმალური ადამიანური საკვების, ახალი ტანსაცმლის, სათამაშოების, აუცილებელი სასკოლო ნივთების გარეშე და რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ მიტოვებული! მხოლოდ უფალი ღმერთია მათი ქომაგი, ისევე, როგორც ჩვენი! მაგრამ, პატარებმა ჯერ არ იციან, რომ უდიდესია მისი ძალა! არ იციან, გააზრებულად როგორ მიმართონ მას, მისი მოსიყვარულე ხელი როგორ ჩაიკრან გულში! მათ არ იციან, რომ ღმერთმა კეთილ ადამიანებს მისცა სული, სინდისი და პასუხისმგებლობა ჩვენი საერთო ქვეყნის, სიყვარულითა და სიკეთით სავსე დიადი საქართველოს მომავლის გამო, რომლის მოსახლეობაც ყოველწლიურად კატასტროფულად მცირდება!

შემოწირულია

₾3,662.67

დონორი

152

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

იმ ტრაგიკულ დღეს – 2022 წლის 7 ივლისს – ხუთი მცირეწლოვანი შვილის მამამ ვერ შეძლო საყვარელი შვილებისთვის საკვების ფული გამოემუშავებინა. როცა მან სახლის კარები გააღო და დაინახა ბავშვების შიმშილითა და მოლოდინით ანთებული თვალები, არაფერი უთქვამს მათთვის, მწარედ ატირდა და მეორე ოთახში ჩაიკეტა. სწორედ იქ ჩამოიხრჩო თავი… შეუნდე, შეუნდე ცოდვილს, უფალო! ჭეშმარიტება კი ის არის, რომ არაფერია იმაზე საშინელი მოსიყვარულე მშობლისთვის, ვიდრე შიმშილით დატანჯული შვილის ხილვა. ვილოცოთ, მეგობრებო, რათა უფალმა აპატიოს მონას ღვთისას!

შემოწირულია

₾4,563.10

დონორი

211

დიახ! მსურს დახმარება!
13 - 18 of 18 items
1 2 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

27 წლის გვანცა ახალგაზრდა დედაა, ის ცხრა თვის ორსულია, ბავშვს ელოდება. ის მძიმედ შრომობს ბოსტანში! ახალ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს! რა საშინელებაა! მთელი საქართველო ხომ, მის ჯანმრთელ შვილს ელოდება! მაგრამ, დანარჩენ ბავშვებს და ოჯახს ხომ, საკვები სჭირდებათ… დავეხმაროთ, მეგობრებო, ახალი სიცოცხლე რომ დაიბადოს!.. ქალი ილოცებს თქვენთვის, ჩვენ კი, ფონდში აღარ დავუშვებთ, რომ იმუშაოს… ყველა საჭირო პროდუქტს მივაწვდით, სანამ თქვენი გულები მის დასახმარებლად გაიხსნება… ამგვარად, ჩვენ ვიზრუნებთ მასზე და ყველას გვჯერა, რომ ეს ჩვენი მისიაა და უფლის ნება!

შემოწირულია

₾4,714.49

დონორი

347

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
13 - 18 of 271 items
1 2 3 4 5 46

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის