დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გაგა ძალიან გვთხოვს, რომ სიცოცხლე ვაჩუქოთ! საქართველოში მას ყელის კიბოს დიაგნოზი დაუდგინ! ჩვენს ქვეყანაში კი, ეს განაჩენია! საშინელებაა! გაგას ხომ, სამი მცირეწლოვანი შვილი, მოსიყვარულე მეუღლე და მოხუცი დედა ჰყავს! მისი სიკვდილის შემთხვევაში კი, დანარჩენების სიკვდილიც არ დააყოვნებს! მაღაროელის უსაყვარლესი, ყველაზე უმცროსი შვილი, შვიდი წლის მიშაც ხომ, მძიმედ ავად არის! სასწრაფოდ სჭირდება გამოკვლევა! მაგრამ, საიდან ექნებათ ფული?! უფალო, ამ მოსიყვარულე ოჯახს მარჩენალის გარეშე ნუ დატოვებ!

შემოწირულია

₾11,501.41

დონორი

921

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! 11 წლის ანანოს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ავთვიასებიან სიმსივნესთან ბრძოლის 7 ქიმიოთერაპიის და 12 რადიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა ჩვენმა მაგარმა გოგომ – სასიკვდილო გამოწვევები ხერხემლის სიმსივნესთან ბრძოლაში! ამ დღეებში მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი, საბედისწერო ბრძოლა იწყება! ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელია ბავშვის ფინანსურად შეიარაღება. ჩვენ შეგვიძლია მასთან ერთად გავიდეთ „ბრძოლის ველზე“, მაგრამ იჩქარეთ მისი შეიარაღება, მეგობრებო! „შიშველი ხელებით“ სასიკვდილო მტერს ვერ დავამარცხებთ!

შემოწირულია

₾11,249.80

დონორი

574

დიახ! მსურს დახმარება!
1 4

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

SOS! SOS! SOS! ორი შვილის მამა სიკვდილს ებრძვის. 41 წლის ოთარი უკვე ექვსი თვეა უგონოდ წევს და ფაქტობრივად, ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის არის “გაჭედილი”.მეგობრებო, ეს საშინელებათა ფილმის სცენარი არ გეგონოთ. ახალგაზრდა კაცს თავის ქალიდან ძვლები ამოუღეს. ყველაზე საშინელი სანახავი კი ის არის, რომ მისი სხეული ჩონჩხად გადაიქცა. დიახ, საწყალი კაცი – ცოცხალი “მიცვალებულია”. გაიმარჯვებს თუ დამარცხდება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლაში ორი შვილის მამა, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ღვთისნიერო ადამიანებო.

შემოწირულია

₾9,594.11

დონორი

639

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„ნაგვის ურნაში ჩააგდე!“ – მხეცმა ქმარმა მომცა ასეთი რჩევა. საკუთარი შვილი სანაგვეზე როგორ უნდა გადააგდო?! ნუთუ, ასეთი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად? და ამის მერე, თავს ადამიანებად თვლიან? დავუჯერე, ოღონდ შვილი კი არა ის მოვიშორე, მე და ჩემმა გოგონამ კი, ცალკე დავიწყეთ ცხოვრება! ნაგვის ურნაში კი, მისი ნამუსი და ღირსება აღმოჩნდა! დაე, ამის შესახებ იცოდეს ყველამ! „ან მე, ან ის!“ – ასე მითხრა და წავიდა სამუდამოდ. თავის ცხოვრებიდან მხოლოდ მე კი არა, საკუთარი ღირსება და ნამუსი ამოშალა!

შემოწირულია

₾9,408.91

დონორი

722

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
175 - 180 of 1259 items
1 28 29 30 31 32 210

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის