ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება

page info icon
2021 ნოემბერი 3
page info icon
1866
„მოდით, ჭამეთ!“ - ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში... პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ... ოჰ, ეს წყეული ვერმიშელი, არა და არ გამოილია!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
4,714.44 ₾
( 349 დონორები )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაცб მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
        „მოდით, ჭამეთ!“ - ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში... პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ... ოჰ, ეს წყეული ვერმიშელი, არა და არ გამოილია!
          რისთვის არიან დასჯილი ეს პატარები, ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ იმაში, რომ ჭამა უხაროდეთ ისევე, როგორც უხარიათ ჩვენს შვილებს, როცა სუფრასთან ვეძახით... ოჰ, რა გემრიელია! რა გემრიელ საჭმელს ამზადებს მოსიყვარულე დედიკო... გავუგზავნოთ მათ პროდუქტი... ცოტ ცოტა მაინც, ამ პატარა, ლამაზი ბიჭუნებისთვის მაინც. მაგრამ მუდმივად... ძალიან ცოტა!.. თითოეულმა ჩვენთაგანმა, თვეში ერთხელ მაინც, თითო ნამცეცი რომ გაუგზავნოს თავისი სუფრიდან, - ეს ბავშვები მთელს ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ანგელოზები იქნებიან! მთელს მსოფლიოში, მეგობრებო. ჩვენ კი თავადაც ვიამაყებთ ამით მთელი დარჩენილი ცხოვრება.
        არ შეჭამ - მშიერი დარჩები... და რამდენიმე საათში, მისი ჭამა მაინც მოგიწევს. ამ საზიზღარი, გულის ამრევი, საშინელი ვერმიშელის. იმიტომ, რომ დედას სხვა არაფერი აქვს. 
       გიო და გაბი ზიზღით მანჭავენ სახეს და მაჩვენებენ, როგორ მობეზრდათ: „ბე-ე-ე!“ დედა, თათია კი ისევ ვერმიშელს უმზადებს. ბავშვებს ხომ ვერ ეტყვის, რომ მათი ერთადერთი საშველია ეს, თორემ უბრალოდ ვერ გადარჩებიან? და ეს ორი უღიმღამო, ნესტიანი ოთახიც, დაფლეთილი კედლებით, თვეში 300 ლარად, - დიდი საქმეა და უსახლკარო ცხოვრებისგან გადარჩენის ერთადერთი ხერხი. კარს მომდგარი ზამთარი და ცარიელი, ცივი, მოუწყობელი სახლი, ტელევიზორის, გაზქურის, სარეცხი მანქანის და წყლის გამაცხელებლის გარეშე... ჩამონათვალი გრძელია! დიახ, უარაფრო! და ამ სახლში, ორი ბავშვი და მათი დედა, რომლებსაც მისჯილი აქვთ შიმშილსა და  სიცივეში ყოფნა, განწირულები არიან და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ...
ხის შემოსასვლელ კარებს, ქარი წარამარა უხეშად აღებს, ღუმელი ცივია - შეშა არ არის. ბევრ რამეს თუ ჩაიცმევ და ერთმანეთს ჩაეხუტები, ძალიან აღარ შეგცივდება.
            – თათია, აქ ხომ თაგვი კუდს ვერ მოიქნევს. როგორ ეტევით სამნი ამ ერთი ბეწო ოთახში?
თათია: როცა სახლში მთელი დღე არ ვართ, ბავშვები როგორღაც უძლებენ. გიო სკოლაში დადის და ამ რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც, ბავშვი შევიწროებულად არ გრძნობს თავს. გაბი ბაღში უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერჯერობით, კარანტინია. ამ ტაბურეტზე დაბრძანდით. ოღონდ ფრთხილად, - უკან სათლი დგას... და მილს არ მიარტყათ თავი... უხერხულია, ბოდიშს გიხდით, უბრალოდ არ მაქვს სხვა ადგილი, რომ დავდგა... ქურთუკი არ გაიხადოთ, გაიყინებით... ყველაზე მეტად ცივ ამინდში გვიჭირს. ბავშვები იღლებიან ამ სივიწროვეში, ნერვიულობას და წუწუნს იწყებენ. გაბი ისევ გამიცივდა და ქსუტუნებს. ეს ხომ სახლი არაა, ფიცრულია, მაგრამ ამაშიც ფულია გადასახდელი... 
           – და რა არის ამ ასანთის კოლოფის საფასური? მაპატიეთ, უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოვუძებნე...
            თათია: ამ ორი ციცქნა ოთახის ქირაობაც კი, ამაზე უარესი          რაღა უნდა იყოს - თვეში 300 ლარი ღირს. ბინის მეპატრონეს ვეცოდებით და კომუნალური გადასახადების თანხას არ გვართმევს. სოციალური დახმარება მხოლოდ 400 ლარი გვაქვს: ნინის ქირა - 300 ლარი, ჩვენ - 100 ლარი. ხომ ხვდებით, რა საშინელებაა? მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. 

გიო: „დღეში ორჯერ ვჭამთ. დილით, მერე საღამოს რვა საათზე. სულ ასე ვართ. მაგრამ გაბის უკვე მგელივით შია. აი, შეხედეთ, ვეღარ ითმენს. რვა საათი კი ჯერ არ მოსულა.“

დეიდა, შენ შეგიძლია, 8 საათამდე რომ ითმინო?
         – სად გძინავთ? აქ ხომ მხოლოდ ეს პატარა დივანი დგას...
         თათია: მე და გაბის დივანზე გვძინავს. კარს მიღმა კიდევ ერთი ოთახია. ოთახი რა... უბრალოდ დასაძინებელი ადგილია. კარი სანახევროდ იღება. გიოს შეუძლია შეძვრეს და ლოგინზე დაწვეს. აი, ნახეთ, თავი შეყავით და ისე... 
          – ღმერთო ჩემო…
         გიო: დეიდა, მე გამხდარი ვარ და ადვილად შემიძლია შევძვრე. აი, ნახე!
  „გვერდულად უნდა შეხვიდე“ - მაჩვენებს გიო
„აი, შევძვერი, შიგნით კი საკმარისი ადგილია. შენ არც ეცადო, გაიჭედები“
            – მართლაც...
            თათია (სევდიანად): გგონიათ, ვერ ხვდება, რა ცუდ დღეში ვართ? ხომ ხედავს, გარეთ გადის, სხვა ბავშვებთან თამაშობს, შედარებას აკეთებს... დამალვას აზრი არა აქვს, სიმართლეს ვეუბნები. რომ სრულიად მარტოები ვართ, რომ ფული არ გვაქვს და ჯერ არ ვიცი, როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი... (და ეს მართლაც ასეა. ქორწინების შემდეგ ორ შვილს ვზრდი, ალიმენტებს კი არ ვიღებ), სკოლა რომ დაიწყო, გიოსთვის ტანსაცმელი მეზობლებმა გვაჩუქეს. არც კი ვიცი, რა არის უარესი, -  სკოლაში სიარული, თუ ონლაინ გაკვეთილები.  სკოლაში რომ იაროს, ტანსაცმელი და ფეხსაცმელია საჭირო, ონლაინისთვის - ინტერნეტი და ტელეფონი. (ოხრავს.)ცხოვრებას სულ ჩამოვრჩით. გიო მამშვიდებს, მაგრამ თვითონ, ხშირად არის ჩაფიქრებული და სევდიანი. 
          – სამსახურში სიარულის შესაძლებლობა არ გაქვთ?
         თათია: ადრე საწარმოში ვმუშაობდი, სადაც ნახევარფაბრიკატებს, - ხინკალსა და ბლინებს ამზადებდნენ... ახლაც მოვეწყობოდი დამხმარედ, მაგრამ ბავშვებს ხომ მოვლა სჭირდებათ. გიოს ვამეცადინებ. გაბი უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს. მთელი დღე უჩემოდ როგორ იქნებიან? ჯერჯერობით არ გამომდის. 
            – ვხედავ, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ გსურთ... და ეს თქვენი უფლებაა... 
           თათია (ოხრავს): ქორწინებამ ძალიან მტკივნეული მოგონებები დამიტოვა. მინდოდა ობოლი ბიჭისთვის, ჩემი ქმრის შვილისთვის დედობა გამეწია, მაგრამ ბავშვმა კატეგორიულად არ მიმიღო. ბავშვური ეჭვიანობა ჩაირთო - ისტერიკები, ტირილი, წყენა... იყო მომენტი, - ღმერთო, მაპატიე, ამას რომ ვყვები, - გერმა ორსულს ფეხი დამიდო და საავადმყოფოში აღმოვჩნდი სისხლდენით. ალბათ, დედას ვერავინ შეუცვლის. ძალიან გთხოვთ, დავხუროთ ეს თემა.
         – დიახ, რა თქმა უნდა... თათია, და ალიმენტები? შეეგუეთ და მორჩა?
        თათია: საერთოდ არაფერი. ეს მცირეოდენი დახმარება მაინც იქნებოდა.
          (მეგობრებო, იქნებ რომელიმე თქვენგანი იურისტია და შეძლებს, ამ საბრალო ქალს შვილებისთვის ალიმენტის მოპოვებაში რომ დაეხმაროს? ალიმენტს ხომ დედას კი არა, შვილებს უხდიან, რომლებიც სიხარულით ჩასახეს და კიდევ უფრო დიდი სიხარულით მიატოვეს ისე, როგორც ქუჩის ძაღლები...)
          – ანუ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ?
          თათია: საკუთარი თავის, ღმერთისა და კეთილი ადამიანების... ვიცი, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს. რამდენჯერ ყოფილა, რომ სახლში ნამცეციც კი არ გვქონია და მზად ვიყავი, სასოწარკვეთილებისგან ხმამაღლა მეტირა. ღმერთს ვთხოვდი, უბედურება აეცილებინა ჩვენთვის, და უცებ, ისმოდა გადამრჩენელის ზარი  - დედას, ან დას ცოტაოდენი პროდუქტი ჰქონია ჩვენთვის გადანახული. შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან... ან მეზობლებს სურთ, რომ სადილი გაგვიყონ. ძმამ თითქოს გულიდან ამომშალა. რისთვის? იმისთვის, რომ ცხოვრებაში არ გამიმართლა? ძალიან მტკივა გული. მითხარით, შეიძლება ასე მოექცე ახლობელს? ასე შეიძლება? (ცდილობს ტირილი შეიკავოს, ველოდები, სანამ ცოტა დამშვიდდება). 
ველოდები, მშვიდდება ნელ-ნელა.
        – ადრე რაზე ოცნებობდით, თათია?
        თათია: იმდენად გადატვირთული ვარ პრობლემებით, და ისეთი დადარდიანებული ვარ, თითქოს უკვე ნახევარი საუკუნეა ვცხოვრობ. აღარც მახსოვს, გულიანად ბოლოს როდის ვიცინე. გული მაქვს დამძიმებული, ცუდად ვარ. 
         ძალიან მინდოდა მეან-გინეკოლოგის პროფესიას დავუფლებოდი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე საინტერესო და საოცარი პროფესიაა, - ახალი სიცოცხლის დაბადებას რომ უყურებ. ნემსების კეთება ვიცი და შვილებსაც, როცა ავად არიან თავად ვმკურნალობ. არ ვიბნევი, პირიქით, უფრო მობილიზებული ვხდები საგანგებო ვითარებაში. 
           – თქვენი შვილების დაბადების დღეები როგორ დაგამახსოვრდათ? ეს ხომ განსაკუთრებული დღეებია ყველა დედის ცხოვრებაში...
           თათია: რა თქმა უნდა! ცხოვრებაში ყველაზე მეტად, ჩემი ბიჭებით ვამაყობ. უფროსი შვილის დაბადების წინ წმინდა გიორგი ვნახე სიზმარში, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, ბავშვს რას დავარქმევდი. გიო სექტემბრის ცხელ დღეს - 15 რიცხვში დაიბადა. დროც მახსოვს: 12:50... მალე მისი ტირილიც გაისმა... (იღიმის). უმცროსის დაბადების წინაც წმინდანები დამესიზმრა - მამა გაბრიელი, წმინდა გიორგი და წმინდა ნინო. მახსოვს, რომ ველაპარაკე კიდეც. ასე რომ, უმცროსი ბიჭის სახელიც, მათ მიკარნახეს. 
         გაბი სუსტი მუხლებით დაიბადა და ტკივილები აწუხებდა. ამის გამო ნორმალურად სიარული არ შეეძლო. იაშვილის კლინიკაში ძალიან დაგვეხმარნენ და ღვთის წყალობით, ყველა სირთულე გადავლახეთ. 
         რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ ჩემს შვილებს წმინდანები იცავენ და ყოველთვის დაგვიფარავენ. თუმცა, ნერვიულობას ვერ ვწყვეტ... 
ამ ბიჭუნას სახელი წმინდა გაბრიელის პატივსაცემად დაარქვეს
        - მესმის თქვენი. ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები გაქვთ მოსაგვარებელი...
        თათია: ბავშვებს ნორმალურად ვერ ვაჭმევ, ვერ ვაცმევ, ვერ ვათბობ, ვერ ვუქმნი ნორმალურ პირობებს, წრეებზე ვერ დამყავს... ჩემი გიო კი ხატავს...
         აი, ასე ვცხოვრობთ: ბანაობისთვის წყალს ქვაბით, შეშაზე, 40 წუთი ვაცხელებ. აბანავებ ბავშვებს და გეშინია, რომ არ გაცივდნენ გაყინულ ოთახში. შეშა არ გვაქვს, ამიტომ ღუმელს ზედმეტად აღარ ვანთებ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. გაზის ლურჯ ბალონზე, ბავშვებს საჭმელს ვუმზადებ. მომზადება ხმამაღალი ნათქვამია. ვერმიშელს ან კარტოფილს ვხარშავ. სულ ერთი და იგივე. ბავშვები უკვე იფურთხებიან. მაკარონზე და ვერმიშელზე გული ერევათ. თავი ჯალათი მგონია. შიში და საზარელი ფიქრები მოსვენებას არ მაძლევს. მუდმივად რაღაც ცუდის მოლოდინი მაქვს.
სახლი კი არა, ასანთის კოლოფია. რთულია, თავი აქ მყუდროდ იგრძნო.
ასეთ დრომოჭმულ ნიჟარას, ძველმანების ბაზარშიც ვერ იშოვნით
  თათია, ჩაცუცქული,  ბალონზე ამზადებს საჭმელს, როგორც 90-იანებში
           ვეცადე სოციალურ სასადილოში ჩაწერა. რამდენჯერაც მივედი, ადგილი არ დამხვდა. აქაც ბედი გინდა... გგონიათ ყველას წერენ? მერე ჩემთვის ერთი ადგილი კი იპოვეს, მაგრამ ჩემს რაიონში კი არა, გლდანში. იქამდე ხომ უნდა მიხვიდე,  სამგზავროდ ფული გჭირდება. ჩვენ კი ყოველ კაპიკს ვითვლით... ეს ვის აინტერესებს? მერიას მივმართე, ბინის ქირის გადახდაში ვითხოვე დახმარება. უპასუხოდ დამტოვეს. (თათია შეტრიალდა, თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დაემალა, ერთი ხელი მეორეს მაგრად მოუჭირა.)
        – ვხედავ, რომ ჩვენი საუბარი ძალიან გთრგუნავთ. ჩვენ კი ეს სულაც არ გვინდა. ასე მოვიქცეთ: მე ბავშვებს დაველაპარაკები, თქვენ კი მანამდე დამშვიდდით. არ იდარდოთ. ჩვენი მკითხველები აუცილებლად დაგეხმარებიან. 
           – აბა, გიო, რა ხდება სკოლაში, შენი არყოფნის შემდეგ?
          გიო: სანდრო ისევ ისეთი გათამამებულია, გიო კი ჩუმი. ჩემი მეგობრები არიან. ზოგიერთი ბავშვი გაიზარდა. დღეს რა მოხდა? სავარჯიშოდ გარეთ გაგვიყვანეს და წრეში ბურთს ვთამაშობდით. ბიჭები გოგოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგეთ! დღეს არაფერი დამიშავებია და არ მეჩხუბნენ. 
           – აჰა! და ისე აშავებ ხოლმე?
          გიო: ხანდახან. კარგია, როცა სკოლა ონლაინში არაა, თორემ მარტო ვიჯექი და ბავშვებს ვერ ვხედავდი. ისინი ერთმანეთს ხედავდნენ, მე კი ვერა. არ მინდა ონლაინში, - არც ტელეფონი მაქვს და არც ინტერნეტი. 
         – დედა ამბობს, რომ ხატავ...
         გიო: ადრე ვხატავდი...
         – ოჰ, თქვა, რა - ადრე! უფროსებმა იციან ასე თქმა: „აი, ადრე...“ ბავშვები ეგრე არ ამბობენ... 
          გიო: ხო, ადრე... როგორ არ გესმის, დეიდა? როცა ფანქრები და სახატავი რვეული მქონდა, ვხატავდი. ახლა კი მხოლოდ საშლელი დამრჩა და ვეღარაფერს ვხატავ...
ნახატები ძველი სახატავი რვეულიდან, რომელიც გათავდა
გიო: „ეს მხიარული ბარტყია, გემრიელად ჭამა უყვარს და მასაც ეზიზღება ვერმიშელი (იცინის). ბევრს ჭამს, დღეში ორჯერ კი არა“
        - აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! მაპატიე, მეგობარო, ვერ მივხვდი. ანუ ტელეფონი, კომპიუტერი და სახატავი მასალები გჭირდება? 
        გიო: რატომ მეკითხები, დეიდა? გინდა, რომ მომიტანო?
        გაბრიელის ხმა ისმის: რის მოტანა უნდა დეიდას? რა თქვა, გიომ? მეც მინდა, დე!
         – გიო, ჩვენს მკითხველებს ვუამბობთ და გაჩუქებენ.
         გიო: ისიც მოუყევი, რომ სკეიტბორდი მინდოდა ძალიან. ისეთი მაგარია. შემიძლია დავჯდე და ისე ვიარო. მეგობრები მაძლევდნენ ხოლმე ცოტა ხნით. დიდხანს დგომა ჯერ არ გამომდის, ხანდახან გამომდის. აი, ჩემი სკეიტი რომ მქონდეს, ვისწავლიდი.
გაბრიელი (ტირის): გიო ისევ ლაპარაკობს, მე კი არავინ მეძახის.
გიო: „ჩვენს გაბრიელს უყვარს ტირილი“.
         – ვაი, ვაი! მოდი აქ, პატარავ. მითხარი, აბა, რა გინდა?
        გიო: ოჰ, გაბი, რა პანიკიორი ხარ, რა! ორი წუთი ვერ მოგითმენია...
        გაბი: მარწყვის ტორტი მინდა! 
         – ნამცხვარი კი არა, დიდი ტორტი, ხომ ასეა?
        გაბი: კი, კი... ისე შევჭამდი, უჰ!..
        გიო: როცა ვმეცადინეობ, გაბიც იმახსოვრებს. მიდი, გაბი, თქვი. ჩიტო, ჩიტო, ნაცარა... მიდი, აბა! 
         გაბი: ჩიტო, ჩიტო ნაცარა,
                  ვის უგალობ, ვისა?
                  შენ გიგალობ, პატარავ,
                  დილა მშვიდობისა!
         – რა საყვარელი და ყოჩაღი ბიჭუნა ხარ! 
        გიო: გაბი, აბა, ინგლისურად თქვი „წითელი“?
        გაბი: „რედ“.
        გიო: შავი?
        გაბი: „ბლექ.“
         გიო: დილა მშვიდობის.
         გაბი: „გუდ მონინგ.“ (დედას შეხედა) კიდევ დიდი თოფი და პატარა მანქანები მინდა.
         თათია (ცოტა დამშვიდდა და შვილს იხუტებს): კარგი ბიჭია,  დეიდა, ხედავ, რამდენი რამე იცის? მოუტანე სათამაშოები. ნეტა გიოს ინგლისურის ან ხატვის წრეში ტარება შემეძლოს. დასანანი იქნება, რომ მიატოვოს... ან ევროპულ ცეკვებზე - ეს გიოს სურვილია. სოფელში ნახა, ტელევიზორში. სადმე ახლოს რომ იყოს და ფეხით მისვლა რომ შეიძლებოდეს, ვატარებდი. ბავშვი, ცოტა ხნით მაინც რომ მოვაშორო ამ გაჭირვებას.
გიო გაჭირვებით შეძვრა პატარა ოთახში, რომლშიც სძინავს და ინგლისურის სწავლა დაიწყო.
ხმამაღლა კითხულობს, უკეთესად რომ დაიმახსოვროს (კარის ვიწრო ღრიჭოში მოვკარი თვალი)
მაგრამ გაბიმ სიმყუდროვე დაურღვია
საწოლზე ჭიდაობა და მერე ჩახუტობანა - ჯერჯერობით, გათბობის საუკეთესო ხერხია
          – დრო მოვიდა, რომ გაგამხნევოთ. თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგიმსუბუქოთ ყოფა?
          თათია: ნუთუ ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს ასეთი რამ?! ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია. ღმერთმა დაგლოცოთ! წყლის გამაცხელებლის, სარეცხი მანქანის და გაზის გამათბობლის გარეშე ძალიან ვწვალობთ. მეშინია, არ ვიცი, ბავშვები ამ ზამთარს როგორ გადაიტანენ. გიოს სუსტი წერტილი - ბრონქებია. ასთმური შეტევები, დიდი ხანია არ ჰქონია, მაგრამ ყურადღება სჭირდება. არ შეიძლება მისთვის ნესტში ყოფნა.
        საერთოდ არაფერი გაგვაჩნია - არც ტელევიზორი, არც მაცივარი. ჩვენი საცხოვრებელი პირობები, ალბათ შოკია თქვენთვის. რას ვიზამთ, ასეა. რა თქმა უნდა, ამას ცხოვრება არ ქვია. არც საჭმელი გვაქვს, არც ზამთრის ტანსაცმელი... ჯერჯერობით, ვუძლებთ. უფალი მოწყალეა, არ გაგვწირავს. ალბათ თქვენც, ხომ ასეა? მე თქვენი მჯერა და გელით, გვიშველეთ!
                                   ***
           ეს პატარა ოჯახი დიდ განსაცდელში აღმოჩნდა. გიო, გაბი და თათია, ამქვეყნად სრულიად მარტო არიან დარჩენილი, ზამთრის, შიმშილისა და სიცივის სამიზნედ ქცეულნი. სანამ სახელმწიფო მოხელეები მათთვის ზანტად ეძებენ  და ვერ პოულობენ ადგილს სოციალურ სასადილოში, ისინი შეიძლება დანებდნენ და მოტყდნენ. ფიქრის დრო არ გვაქვს. აუცილებლად უნდა მოვასწროთ, სანამ რაღაც საშინელი და გამოუსწორებელი მომხდარა. ამ საოცარმა, ლამაზმა ბავშვებმა არც კი იციან, რამხელა საფრთხე ემუქრებათ. ეს მხოლოდ დედამ იცის და ძალიან დაბნეულია. მაგრამ მას იმედი აქვს და ეს იმედი - ჩვენ ვართ! 
         მათი მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გუდამაყრის ქ. 2ბ
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი,  თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!           
გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ჩვენს პატარა თანამემამულეებს, იმედს ნუ გავუცრუებთ! დავანახოთ, რამდენად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
 ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: