რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს! გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. “ღრმული” სავსეა ჩირქით, შიგნით კი ჭიებია. ზეცაში იყურება ცრემლიანი თვალებით და შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. ამისთვის კი, ერთადერთი ოპერაცია არის საჭირო. ნათიას „ძვლის გაყინვის“ ოპერაცია ესაჭიროება. მაგრამ, მისი ღირებულება არის დაახლოებით 20 000 დოლარი და ახლა, საჭირო საბუთებს ვამზადებთ ამ საბრალო ადამიანების თურქეთში გადასაყვანად!
შემოწირულია
₾12,316.64
დონორი
858
ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.
₾12,418.48
998
„უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის… გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ – გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.
₾7,118.95
456
მრავალშვილიანი ოჯახები
ახალგაზრდა და მოსიყვარულე ოჯახი. ამდენი ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი აჩუქეს საქართველოს და ასეთი უბედურება შეემთხვათ… მეწყერმა მთლიანად დაანგრია მათი სახლი და სადაც მოახერხეს, იქ ნახეს თავშესაფარი. წვიმის დროს, მთელი ოჯახი ლოცულობს, რომ მალე გადაიღოს და საწოლები გაშრეს! წამებაა გუბეში ძილი! ზამთარში კი, შეიძლება ღრმად ჩაეძინოს ვინმეს და ვეღარასროს გაიღვიძოს, გაიყინოს ან დაიხრჩოს!
₾3,558.26
222
მარტოხელა მოხუცები
„არც კარგად ვარ… არც ცუდად. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. ჩემი მეუღლე და ერთადერთი შვილი ცივ საფლავში წვანან… მე კი, აქ ვარ კამოკეტილი, ოთხკედელ შუა.“ – ამბობს ლამარა ბებო ძალიან ჩუმად და მშრალ თვალებს ისრესს. მას შემდეგ 17 წელია გასული და ტირილიც კი აღარ შეუძლია, ცრემლები გაუშრა. ის სიბნელეში წევს და შინაგანად, უხმოდ ტირის. სიკვიდლი უნდა და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც დაკარგა, მაგრამ სიკვდილიც არ ეკარება და უსასრულო ტანჯვისთვის წირავს.
₾1,968.59
147
ავადმყოფი ბავშვები
რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა. „ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“
₾27,893.03
1813
დღის ცენტრი
პროგრამის მიზანი – გაჭირვებული ადამიანებისთვის ტანსაცმლის მიღებისა და განაწილების სისტემის ორგანიზება.
შემოგვიერთდით!
₾2.00
1
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 700 მარტოხელა მოხუცს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს.
ნონა თოფურიასთვის, მისი გერი – სოფიო, საკუთარ შვილზე უტკბილესი და უსაყვარლესია. გვინდა ამ საოცარი ოჯახის ისტორია გაგაცნოთ.
₾1,840.09
145
შოკი, ტკივილი, იმედგაცრუება! ასე დაიწყო 2018 წელი კორინთელების ოჯახში.
₾2,815.64
209
„ნუ გეშინია, ზღაპრის გმირ საშინელ მოხუცებს კი ვგავარ, მაგრამ გულით ახალგაზრდა ვარ. იცი, ცხოვრებაში რამდენი ტკივილი და ტანჯვა მაქვს ნანახი? ჰოდა, ვერ გავუძელი. ამიტომაც გამიჩნდა ეს კუზი. დავდივარ, ძლივს დამაქვს ფეხები, ხანდახან, დღე ისე გავა, რომ ხმასაც არ ამოვიღებ. სულ მარტო ვარ, არავინ მყავს, ერთი ჭიქა წყალი რომ მომაწოდოს, ან გულის ტკივილი რომ გავუზიარო…“
₾4,856.52
282
„ნინო დედიკოს რომ ეჯდა მუცელში, მეც პატარა ვიყავი, სულ ვეძახდი: „გამოდი, გამოდი!!!“ და დედიკოს მუცელზე ვუტყაპუნებდი ხელს. იქნებ, ამიტომ არის ავად ჩემი დაიკო და აღარ იკურნება? ეჰ, ისე ძალიან მინდოდა მყოლოდა და, თოჯინებით და რაღაცეებით, ერთად რომ გვეთამაშა“, – დარდობს შვიდი წლის ლიკა და სევდიანი თვალებით შესცქერის ნინოს, რომელიც კივის და თავში ირტყამს ხელს.
₾3,613.38
289