“ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. დედა სულ მარტოა ამდენი პრობლემის წინაშე. მინდა, მოვითმინო შიმშილი, სიცივე… და იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრება ვისწავლო, რაც არ მაქვს, თუმცა აუცილებელია არსებობისთვის… მეუბნებიან, რომ ნაადრევად გავიზარდე, რადგან ასე ვიბრძვი… მაგრამ, რა ვქნა?! არ მინდა, დედა უფრო მეტად შევაწუხო… ერთხელ, როდესაც უფრო პატარა ვიყავი, შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ მეტირა, პირზე სკოჩი გადავიკარი… ვიფიქრე, ასე, ჩემს ხმას არავინ გაიგებდა…“ – გული მოგვიკლა საოცრად უჭკვიანესი გოგონას, ნათიას ამ სიტყვებმა. ღმერთო, ნუთუ შეიძლება, ჩემს საქართველოში მოზარდები ასეთ თემებზე საუბრობდნენ?! მათ ხომ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრებისათვის?!