რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როცა საყვარელი შვილი ყვირის, – დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს “დედიკო რატომ არ გვაჭმევო”?! რა გულმა უნდა გაუძლოს?

calendar ივნისი 16, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

„ყურებზე ხელები მაგრად მიიფარე და მალე შემოდი, თორემ ახლა დაიწყება!“ – მეუბნება ექვსი წლის ამირანი. „მორჩა, უკვე დაიწყო! დიდხანს გაგრძელდება, უნდა შეეგუოთ“, – მეუბნება რეზიკო და ხელებს ყურებზე იფარებს. ხუთი თვის ნინო და სამი წლის ლუკა ერთხმად, უნისონში ტირიან. ნინოს შია, ლუკა კი ბანს აძლევს. „ეგ ოღონდ ატირე“. – მეუბნება ამირანი და ბიჭუნა ოთახიდან გაჰყავს, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

როცა საყვარელი შვილი ყვირის, – დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს “დედიკო რატომ არ გვაჭმევო”?! რა გულმა უნდა გაუძლოს? 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ბავშვთა კვების მორიგი კოლოფი რომ გამოილევა, და ნინო ტირის, მინდა, მიწა გამისკდეს, გული მიკვდება…“

„ყურებზე ხელები მაგრად მიიფარე და მალე შემოდი, თორემ ახლა დაიწყება!“ – მეუბნება ექვსი წლის ამირანი. „მორჩა, უკვე დაიწყო! დიდხანს გაგრძელდება, უნდა შეეგუოთ“, – მეუბნება რეზიკო და ხელებს ყურებზე იფარებს. ხუთი თვის ნინო და სამი წლის ლუკა ერთხმად, უნისონში ტირიან. ნინოს შია, ლუკა კი ბანს აძლევს. „ეგ ოღონდ ატირე“. – მეუბნება ამირანი და ბიჭუნა ოთახიდან გაჰყავს, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.
რვა წლის რევაზი კი, ცდილობს თავის და, ნინო რომ დაამშვიდოს. როდესაც შია და გულამოსკვნილი ტირის, მხოლოდ ის ახერხებს, რომ დაამშვიდოს და ანუგეშოს. სანამ უფროსი ძმა, პაწუკას უხსნის, რომ საჭმელი არ არის და მალე მოიტანს დედიკო, საბრალო ქალი გიჟივით დარბის და ცდილობს იშოვოს, ისესხოს, ხვეწნა-მუდარით გამოართვას ვინმეს მორიგი კოლოფის თანხა, რომელიც მხოლოდ სამი დღე ეყოფა. ან, თუნდაც მაწონი… პატარა ხომ, თავისი ძმებივით ხმელი პურის ქერქს ჯერ ვერაფრით ვერ შეჭამს.

სანამ დედა ითხოვს მაწონს მეზობლებთან, ან მაღაზიაში, ნინოსთან უფროსი ძმა რჩება, მხოლოდ მას შეუძლია მისი დამშვიდება

– ნატალია, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ნატალია: ასე ვცხოვრობთ… თქვენ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეთ! ბავშვები შიმშილისგან ტირიან. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მათთვის საჭმელი არ მექნებოდა. ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემმა პატარებმა არ იშიმშილონ. განსაკუთრებით ნინომ, ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა! როგორია, როდესაც მთელი დღე ტირის, მერე კი, რომ დაიღლება, იძინებს?!
– საშინელებაა, როდესაც იცი, რომ ბავშვი შიმშილისგან ტირის და ვერაფერს შველი…
ნატალია: დავრბივარ, მეზობლებისგან ვსესხულობ. ღმერთო, ეს ბავშვთა კვება ისედაც ძვირია, და სულ იზრდება ფასი. ყველაფერი მესმის, კრიზისია, ყველაფერი გაძვირდა… მაგრამ ბავშვთა კვება? ასე როგორ შეიძლება? რა ვქნათ დედებმა, ვისაც რძე არ გვაქვს? შიმშილით დავხოცოთ შვილები? რა ვაჭამო? წყალში დამბალი პური? თუ ის საჭმელი, რომელიც სოციალური სასადილოდან მომაქვს? კი ბატონო, მაგრამ, ის ჯერ ძალიან პატარაა, არ შეიძლება.
 

„სასადილოს საჭმელი არც მე მომწონს, მაგრამ ხომ არ ვტირი!“

        – ასე, საარსებო წყაროს გარეშე როგორ დარჩით?
        ნატალია: დიდი სიყვარულით გავთხოვდი და იცით, ერთხელაც  არ მინანია! სერგო, ჩემი მეორე მეუღლეა, ის ყველაზე კეთილი და მზრუნველი მამაა. საკუთარი ბინა არცერთს არ გვაქვს. თვითნებურად შევსახლდით ამ შენობაში, და უკვე ცხრა წელია აქ ვცხოვრობთ. მე და ჩემს მეუღლეს გვეგონა, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს შევაკეთებდით და გავარემონტებდით, მაგრამ სამწუხაროდ… სერგო მძიმედ ავად არის, ახალგაზრდობაში მაგრად სცემეს. ძლივს გადარჩა. არ აქვს ხუთი ნეკნი, აკრძალული აქვს ფიზიკური დატვირთვა. სოციალური დახმარების დარიცხვიდან დარიცხვამდე ვცხოვრობთ და ყოველდღე ვლოცულობთ, ბავშვები მშივრები არ დარჩნენ. ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ვიცოდი, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა.
 

„მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტევაო. მაგრამ ამ „იდილიით ბავშვებს ვერ დაანაყრებ“

         – გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი სიყვარული?
         ნატალია: პატარა მაღაზიაში ვმუშაობდი და იქ დამინახა! დავიწყეთ მეგობრობა. მე ჩემს რთულ ცხოვრებას ვუყვებოდი, ის – თავისას. მივხვდით, რომ ერთად, სიძნელეებთან გამკლავება უფრო მარტივი იქნებოდა და ოჯახი შევქმენით. ამდენი ხანი გავიდა, ერთად ამდენის გადალახვა მოგვიხდა მაგრამ, ურთიერთობა უცვლელია. ყველა ქალისთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძნობდეს, რომ უყვართ.
– საერთოდ არავინ გეხმარებათ? ნათესავები არ გყავთ?
ნათელა: დახმარებისთვის ვერავის მივმართავთ. ყველა საკუთარი პრობლემებით ცხოვრობს. ნათესავებთან, მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. სიმართლე გითხრათ, არავის უნდოდა, ოჯახი რომ შეგვექმნა. აი, ასე ვცხოვრობთ.
 

„ნახე, კედელში რამხელა ფანჯარა გვაქვს!“

          – კი მაგრამ, როგორ ცხოვრობთ ამ ნახევრად დანგრეულ სახლში პატარა ბავშვებთან ერთად?
ნატალია: აბა, სად წავიდეთ? ასეა, თუ ისე, ჭერი მაინც გვაქვს თავზე… რა თქმა უნდა, ქარიან ამინდში ცოტა გვეშინია. გეგონება, სახურავი უნდა დაგვემხოს თავზე, კედლები იქეთ-აქეთ ქანაობს. კარ-ფანჯარა არაფრად ვარგა. აქ ყველაფერი ძველია, იშლება. დანგრეულ საწოლებზე გვძინავს, არ გვაქვს კარადა, ტანსაცმელი რომ შევინახოთ.

 „ბავშვებს მარტო ვერ ვუშვებ, მეშინია. სანამ სახლში ამოაღწევ, ათჯერ მოკვდები“

რეზიკო (8 წლის): მე არ მეშინია! კედელთან ახლოს უნდა დადგე და ისე გაიარო. ჩახტომისაც არ მეშინია!
– რა მაგარი ხარ! ალბათ, სპორტზეც დადიხარ?
რეზიკო: არა-ა, მხოლოდ სკოლაში. ყველა ფეხსაცმელი დახეული მაქვს, როგორ მიმიღებენ სპორტზე? სამაგიეროდ, სკოლა ძალიან მომწონს. ყველა საგანი მიყვარს იმიტომ, რომ ლამაზი მასწავლებელი მყავს! ყველაზე მეტად კი, ქართული ენა. ხატვაც მიყვარს. სახლში „სახატავები“ არ მაქვს, ამიტომ მხოლოდ სკოლაში ვხატავ. ჩემს ნახატებსაც კი ვერ განახებთ.

 „ჩემი ოცნებაა, სხვა ბავშვებივით ვიცხოვრო“

         – რაზე ოცნებობ? როგორ ისურვებდი ცხოვრებას?
        რეზიკო: ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ. მაგრამ იქაც დედა, მამა და ნინო რომ მყავდეს. ძმებზე მოვიფიქრებ. 
          – რატომ? გაბრაზებენ?
          რეზიკო: ამირანი „ისე რა“, ლუკა კი – ძალიან! თამაშის წესებს არ იცავს, მერე კი ტირის. დედა კი მე მეუბნება: „დაუთმე, პატარაა“. სულ ასეა.

 „ჩემთან თამაში არ უნდათ, მერე რა, რომ ვტირი?“

         – რა აქვთ სხვა ბავშვებს ისეთი, რაც შენ არ გაქვს?
         რეზიკო: ლამაზი სახლი აქვთ, სათამაშოები. „დაუხეველი“ ფეხსაცმელი. კიდევ, „გემრიელობები“ მოაქვთ სკოლაში და დასვენებებზე ჭამენ.
– ლუკა, ასე წარბშეკრული რატომ გვიყურებ?
ლუკა (3 წლის): არ მინდა შენთან ლაპარაკი! მარტო დედას ველაპარაკები!

 „მე თქვენ არ გეთამაშებით, და არც დაგელაპარაკებით“

        რეზიკო: ხედავთ, როგორი ბრაზიანია?! სულ ასეა!
        ამირანი (6 წლის): კი, მე და ჩემს ძმას ნორმალურად არ გვათამაშებს. სულ გვაბრაზებს და მერე ტირის.
– რომელია თქვენში ყველაზე დამჯერი? 
          ამირანი: რა თქმა უნდა, მე! ბაღში მეუბნებიან, რომ ძალიან კარგი ბიჭი ვარ. იქ, ბავშვები სათამაშოებს ყრიან, მე კი ვალაგებ!
 

„ბაღში კარგია, იქ სათამაშოები გვაქვს“

         – სად გირჩევნია, სკოლაში თუ ბაღში?
        ამირანი: იქაც და აქაც! იქ კუბიკებია და ბევრი სათამაშო, აქ კი რეზიკო, დედა და ნინო. და ლუკაც.
არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, ნატალია! ჩემი აზრით, თქვენს რთულ ბედთან შეგუებაში, სწორედ ისინი გეხმარებიან! რაზე ოცნებობთ?
ნატალია: რაზე უნდა იოცნებოს დედამ? ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ ჩემს შვილებს ელემენტარული არ მოაკლდეთ, საჭმელი რომ ჰქონდეთ, სითბო და სიმყუდროვე. ვოცნებობ, მონახონ საკუთარი ცხოვრების გზა და ბედნიერები იყვნენ.
– თქვენი აზრით, ახლა ოჯახში პირველ რიგში რა გჭირდებათ?
ნატალია: ახლა, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ბავშვის საკვები. ხელოვნური კვების ფასი კატასტროფულია, ერთი კოლოფი კი, მხოლოდ სამი დღე გვყოფნის. პამპერსი გვჭირდება, რომელიც ასევე, ძალიან ძვირია. რაც შეეხება დანარჩენს, უბრალოდ შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ. საწოლები გვჭირდება, ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პროდუქტი და პატარა გაზის ბალონი. ძალიან მერიდება თხოვნა, მაგრამ, იქნებ იატაკზეც დავაგოთ რამე? არც კი ვიცი, რა.
         – ბავშვებს?
         რეზიკო: ჩვენ არაფერი გვჭირდება. აი, ტელევიზორი მუშაობს ცუდად, შეკეთება შეგიძლიათ?

 „სახლში ყველაზე ლამაზ ადგილას დავდგით, ის კი მაინც ულამაზოდ აჩვენებს“

***
         ნატალია ლაღაძიშვილის ოჯახი საშინელ მდგომარეობაშია. რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, ვიდრე იმის ცქერა, შიმშილით როგორ იტანჯებიან შენი შვილები? როდესაც ჩვილი ბჟირდება, შენ კი, საჭმელი არ გაქვს. მათი მამა ავად არის და ვერ მუშაობს. შენობა კი, რომელიც გასულ საუკუნეში აშენდა, ლამისაა დაენგრეთ თავზე. ოთხი ბავშვი საშინელ პირობებში ცხოვრობს და აბსოლუტურად ყველაფერს არიან მოკლებული!
ახლა, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვთა კვება და პამპერსი. გარდა ამისა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ, არც ნორმალური საწოლები, არც კარადა, ყველაზე უბრალო ტექნიკაც კი. ბავშვები კი, ტელევიზორზე ოცნებობენ. ამ ოჯახს ნამდვილად უჭირს და ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდება!
მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ. შეხედეთ, რა კარგები არიან!
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და პირადად გაუწიოს მათ დახმარება, მათი მისამართია: საგარეჯო, ერეკლე მეორის ქ. ბინა 32
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი! 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნატალია ლაღაძიშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

როცა ბედნიერი ხართ, თქვენს მუცელშიც ჩიტები ჭიკჭიკებენ?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         შვიდი წლის ამირანი ამტკიცებს, რომ „ამდენი ბევრი საჩუქრისგან“ მის მუცელში ჩიტებმა დაიწყეს ჭიკჭიკი. ოჰ, რას არ მოიფიქრებენ ეს ბავშვები! მაგრამ, რაც არ უნდა თქვან და როგორც არ უნდა ეცადონ ახსნას, საჩუქრების მიღება როგორ უხარიათ, საკმარისია თვალებში ჩახედოთ, რომ ყველაფერს თავადაც მიხვდეთ.

„ვინ თქვა, რომ საქართველოში ხალხი გაცივდა და ერთმანეთის გვერდში დგომა აღარ იციან? არ დაიჯეროთ! აქ ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ“. – ამბობს ნატალია. იმდენი ხანია გახარებული არ უნახავს მისი შვილები, რომ დაავიწყდა კიდეც, ბოლოს როდის უხაროდათ რამე.

 

„ჩქარა შევიტანოთ! ჩავრთოთ, ვუყუროთ და ვიცინოთ“

          თქვენ გულით შეისმინეთ მრავალშვილიანი დედის ლოცვა და გვერდი გულგრილად ვერ აუარეთ – საჩუქრები საჭირო და კარგია, მაგრამ ვერ შეედრება იმ ყურადღებას და სითბოს, რომელიც დაანახეთ და გული გაუთბეთ მათ.
         ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საშინელ სიღატაკეში, არ აქვთ სახლი, მცირედი სიკეთის გამოხატვაც ნამდვილი სასწაულია!
– გაგიხარდათ საჩუქრები, ნატალია?
რევაზი (9 წლის): მე მკითხეთ, მე გიპასუხებთ! პირადად მე, პირადად ჩემს ძმას და მეორე ძმას ძალიან, ძალიან გაგვიხარდა ტელევიზორი. იმხელა-ა-ა-ა-ა!
        – შენ ხარ უფრო დიდი თუ ტელევიზორი?
        რევაზი: ტელევიზორი. ძლივს ავწიეთ ორივემ ერთად. მაგრამ, ჩვენი სახლი არ უხდება ამ ტელევიზორს. არ ვიცი ეს ულამაზო სახლი როგორ გავალამაზო. მეგონა, რომ ის ადგილი, სადაც ძველი, გაფუჭებული ტელევიზორი გვედგა, ყველაზე ლამაზი იყო. მაგრა ახლა, ყველაზე ლამაზი ახალი ტელევიზორია.
        – რას უყურებთ ხოლმე თქვენს ახალ, ძალიან მაგარ ტელევიზორში?
         ამირანი (7 წლის): რა თქმა უნდა, მულტფილმებს და სხვადასხვა „სიცილის რაღაცეებს“. მე ძალიან მიყვარს „ტომი და ჯერი“. რევაზის სხვა მულტფილმები მოსწონს, ლუკას კი  – სხვა. მაგრამ, რაც მთავარია, უკვე იმდენს აღარ ტირის, როგორც ადრე.

„არ იდარდო, როგორმე გავარკვევთ ვინ რას და როდის უყუროს“

         ნატალია (39 წლის): ხომ წარმოგიდგენიათ, მრავალშვილიან დედას რამდენი საქმე აქვს. სხედან და ტელევიზორს უყურებენ, ნაკლებად ცელქობენ. მე კი, ამ დროს შემიძლია მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე და პატარა ნინისაც მივხედო.
ამირანი: კი, როგორ არა. ჩვენ მაინც ვცელქობთ, რევაზი გვაბრაზებს. გვეუბნება, რომ უკვე დიდია და უნდა დავუჯეროთ.
-რევაზ, რატომ აბრაზებ შენს ძმებს?
რევაზი: მე ყველას ვაბრაზებ. (იღიმის.)
        – მასწავლებლებსაც?
        რევაზი: არა, მასწავლებლებს იშვიათად.
        ამირანი: წელს მეც წავედი სკოლაში. მე კარგად ვიქცევი, არავის ვაბრაზებ და „ყოჩაღებზე“ ვსწავლობ. (პირველ კლასში ნიშნებს არ წერენ, წერენ უბრალოდ „ყოჩაღ“. – რედ.)
ნატალია: აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიხარდა სკოლის ჩანთები, რომელიც ბიჭებისთვის მოგვიტანეს. არ ვიცოდი, როგორ უნდა მეყიდა. ძალიან რთულია, ახლა უკვე ორი ბავშვის სკოლისთვის მომზადება. ისედაც იცით, რომ ჩვენი შემოსავალი საჭმელშიც ძლივს გვყოფნის.

„მიდი, წაიკითხე! იქ რაღაც წერია ინგლისურად. რა კარგი ჩანთა მაქვს! შენიც ლამაზია!“

         მინდა მადლობა ვუთხრა ყველა კეთილ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. თქვენი თანადგომა ჩემთვის უსაზღვრო სტიმულია, იმედით გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან გამიხარდა სარეცხი მანქანა, მე თვითონ ალბათ, ვერასდროს შევიძენდი. მრავალშვილიანი დედა ვარ, პატარები მყავს: აი, უმცროსი გოგონა ნინი, ჯერ მხოლოდ ათი თვისაა, სულ ხელში უნდა. თანაც, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. ამ კედლებში, მტვერსა და ჭუჭყს ბოლო არ უჩანს! ძალიან მიჭირდა ხელით რეცხვა.

„ფრთხილად, რამე ზედმეტი არ მოჭრა!“

         – ერთი სიტყვით, ბედნიერები ხართ!
         ნატალია: მერე და როგორი! როგორც იქნა, ჩინოვნიკებმაც შეგვამჩნიეს! ახლა, მეტის გაკეთებას ცდილობენ ჩვენთვის. ვერ მოვთვლი, რამდენმა ადამიანმა გააზიარა პოსტი, რომელიც ზაფხულში გამოაქვეყნეთ.
– მაგრამ სამწუხაროდ, ყველას გვესმის, რომ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ყველა პრობლემას ვერ მოგიგვარებთ. კიდევ რა გჭირდებათ ამ ზამთარს რომ გაუძლოთ?
ნატალია: როგორ გითხრათ… ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საჩუქარი და ნებისმიერი სახის დახმარება. როდესაც არაფერი გაგაჩნია, როდესაც ბავშვები საჭმელზე ოცნებობენ, როდსაც არ გვძინავს ნორმალურ საწოლებში, რომელი ერთი პრობლემა გამოვყო? რომელი ერთი ვიდარდო მეტად? არც კი ვიცი… ლუკა ბაღში ვრ დამყავს, არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი – მრცხვენია. და მაინც, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, სახელმწიფომ ნორმალური საცხოვრებელი რომ მოგვცეს. როგორ უნდა გავატაროთ ზამთარი ამ ოთახში, რომელსაც ფანჯრებიც კი არ აქვს? წარმოდგენაც კი მიჭირს.
         ლუკა (3 წლის): მე „პეჩენიები“ გამიხარდა – ერთიანად გადავსანსლე. ი-ი-ი-ისეთი გემრიელი იყო! კიდევ ხომ მოგვიტანთ? სათამაშოებიც არ დაგავიწყდეთ, თორემ ტელევიზორის ყურება მალე მბეზრდება.

„გინდათ, ერთად ვითამაშოთ ჩემი ახალი ბურთით?“

„მე ვარ უფროსი და მე გავუნაწილებ ყველას!“

„გასკდები, ეს ყველაფერი რომ შეჭამო! ხვდები?“

ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ! „ბუბლიკებზე“ არ უნდა ოცნებობდნენ, არა! ეს ხომ საქართველოა, და არა აფრიკა!

***
არ დაგვავიწყდება, პატარავ! ძალიან ვეცდებით, რომ თქვენი ხვალინდელი დღე დღევანდელს სჯობდეს. ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრების თანადგომით ყველაფერს შევძლებთ! თქვენს გასაჭირსაც გავუმკლავდებით. ამის დიდი იმედი გვაქვს. გავიმეორებ ნატალიას სიტყვებს და დავამატებ: ყველაფერი კარგად იქნება. სანამ ღმერთი ადამიანს ადამიანის ხელით ეხმარება, ჩვენ გადავრჩებით!
მეგობრებო, წინ არის გრძელი და ცივი ზამთარი. ბავშვებს არ აქვთ არც თბილი ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი. არ აქვთ საჭმელი. სახლში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ფანჯრებიც კი არ არის. იქნებ კიდევ ერთხელ შევეცადოთ და დავეხმაროთ ამ უსაზღვროდ თბილ ბიჭებს? ისინი ხომ, ძლიერი ქართველი ვაჟკაცები უნდა გაიზარდონ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. და არ დაგავიწყდეთ პატარა ნინიც, რომელსაც გემრიელი ფაფები უნდა.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლაღაძიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/  და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270 ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 28
ტელევიზორი
650.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
335.00₾
2022 სექ 12
სარეცხი მანქანა
645.00₾
2023 მარ 28
პროდუქტები
219.82₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
400.00₾
2024 მაი 15
პროდუქტები
300.00₾
15.08.2024
დივანი
650.00₾
19.09.2024
სკამები
660.00₾

სულ ხარჯები:

3859.82₾

დატოვა:

0.57₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
18.05.2024 17:11:20
₾100.00
სალომე მეფარიშვილი
04.02.2024 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
30.01.2024 18:11:19
₾10.00
ჩხაპელია კახაბერ
12.12.2023 20:00:00
₾1.00
Levan Sharvashidze
12.12.2023 19:44:01
₾5.00
ჯორბენაძე გულადი
08.12.2023 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
24.11.2023 12:01:53
₾5.00
კოდუა ირაკლი
08.11.2023 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
07.11.2023 22:21:05
₾5.00
კოსტავა დავით
07.11.2023 20:00:00
₾10.00
თავაძე ნინო
06.11.2023 20:00:00
₾5.00
წიკლაური ალექსანდრე
06.11.2023 20:00:00
₾15.00
ნოზაძე თენგიზ
05.11.2023 20:00:00
₾100.00
ნოზაძე გიორგი
05.11.2023 20:00:00
₾1.00
ზურაბი ელბაქიძე
05.11.2023 20:00:00
₾40.00
ხაჩატურ ხაჩატურიან
05.11.2023 20:00:00
₾5.00
ირაკლი გეწაძე
05.11.2023 20:00:00
₾10.00
ნაკაშიძე ლევან
04.11.2023 20:00:00
₾5.00
სანიკიძე დაჩი
03.11.2023 20:00:00
₾2.00
ზუმბულიძე როინ
03.11.2023 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,860.39

246 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,860.39

246 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება