ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾645,871.16

დონორი

48626

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,694.30

დონორი

8020

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გიო საშინელ ავარიაში მოყვა და კომაში ჩავარდა! ნუ დავუშვებთ ამ ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვას, ის მხოლოდ 21 წლისაა! მას ახლავე სჭირდება დახმარება!

უკვე სამი თვეა, გიო კომაშია. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ისაა, რომ თვალებს ახელს და ხუჭავს. დაფიქრდით, რაოდენ აუტანელ მდგომარეობაშია – 21 წლის ბიჭი იძულებულია, მთელი დღეები საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა გაატაროს და აპარატის მეშვეობით ისუნთქოს. წყალი და საკვები კი ზონდის მეშვეობით მიიღოს. მაგრამ ყველაზე საშინელება არის კრუნჩხვები, რომლებიც გიოს ტანჯავს. შეტევები იმდენად ძლიერია, რომ მკლავები და ფეხები ეკრუნჩხება. როგორ უძლებს ამხელა ტანჯვას? როგორ ახერხებს, სიცოცხლე შეინარჩუნოს? დედა მუდმივად მის გვერდით არის, 24 საათის განმავლობაში: შვილს გულში იკრავს, სანამ შეტევა არ დასრულდება. გულმოკლული ქალი შვილის ხელს მაგრად უჭერს და გამუდმებით ელაპარაკება იმის იმედით, რომ გაიგებს მის სიტყვებს: „გიო, შვილო! გონს მოდი!“ გიოს ახალგაზრდულ და ბედნიერ ცხოვრებას წამში მოეღო ბოლო. 2024 წლის 15 სექტემბერს ბიჭი საშინელ ავარიაში მოყვა გერმანიაში, სადაც სამუშაოდ იყო ჩასული. სხეულისა და ორგანოების მრავალი დაჟეჟილობა არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც გულმკერდის არეში დარტყმა. მას გული გაუჩერდა. გადარჩენის შანსს, გარანტიას ან ცრუ იმედებს არავინ იძლეოდა. სასწაული მოხდა. გიო გადარჩა. გერმანელმა ექიმებმა ბიჭის „საიქიოდან“ დაბრუნება მოახერხეს. გული ამუშავდა, მაგრამ გონს ვერ მოვიდა და კომაში ჩავარდა. დიაგნოზი არასანუგეშოა – თავის ტვინის ინფარქტი. საბედნიეროდ, გიოს აქვს შანსი, სიცოცხლეს დაუბრუნდეს, რადგან მთავარი ბრძოლა უკვე მოიგო. გთხოვთ, ეს ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინოთ! თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გაუმკლავდება!

შემოწირულია

₾57,733.87

დონორი

3001

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

₾53,259.83

დონორი

2763

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

12 წლის ნიკოლოზს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია — თირკმლის ამოღება! მამა მარტო დარჩა ოთხ შვილთან ერთად და მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. დაეხმარეთ, რომ მძიმედ დაავადებულ შვილზე ზრუნვა შეძლოს!

12 წლის ნიკოლოზი უდარდელად დასდევდა ბურთს სხვა ბიჭებთან ერთად, ფეხბურთს თამაშობდა და აქტიურად ვარჯიშობდა. მოახლოებული განსაცდელის შესახებ არავის უგრძნობდა გული, მაგრამ მორიგი შეჯიბრების წინ გეგმიური გამოკვლევის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს თანდაყოლილი თირკმლის დაავადება — ჰიდრონეფროზი აქვს. აღმოჩნდა, რომ მარცხენა თირკმელი დაშლილია და მისი ამოკვეთა ერთადერთი გამოსავალია.

შემოწირულია

₾49,486.02

დონორი

2673

დიახ! მსურს დახმარება!
1 23
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

გულში ასი ნემსი მაქვს

მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე… ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს…

შემოწირულია

₾4,193.01

დონორი

203

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

სახლი დაგვეწვა! გვიშველეთ, ხალხნო!

2 წლის ბავშვის ხმამაღალმა ტირილმა ოჯახი ხანძრის დროს მტანჯველ სიკვდილს გადაარჩინა!
„დიდება შენდა, ღმერთო, – მოთქვამს მრავალშვილიანი დედა, ინეზა, – რომ ჩემს მარიამს ხელი შეახე და გააღვიძე. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია… საშინელ სიკვდილს, – ცოცხლად დაწვას, – მხოლოდ ერთი-ორი წუთი გვაშორებდა და უცებ… ჩემი გოგონას ხმამაღალი ტირილი სახანძრო საყვირივით გაისმა! ისედაც ღარიბები ვართ, ახლა კი… ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ნაცრის გროვად და ნანგრევებად იქცა!“

შემოწირულია

₾4,186.27

დონორი

265

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

შვილის გამო ვაპირებ ჩემი ნებით მეშვიდედ ჩავხედო სიკვდილს თვალებში!

„მეშვიდედ მივდივარ ოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილით მემუქრება! კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადავიტანე… დიახ, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს; მაგრამ კეთილო ხალხო, ჩემ გარეშე ის როგორ იქნება?!
ასე ნაზად მას ვინ აკოცებს? მშობელი დედასავით გულში ვინ ჩაიკრავს?
სიცოცხლე შემინარჩუნე, ღმერთო!“ – უფალს ევედრება ქალი.
„ღმერთმა ქნას, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს“, – მეუბნება გმირი ქალი, სახელად ლელა.
აი, ვინ დაიმსახურა გმირობის ორდენი საქართველოში!

შემოწირულია

₾4,178.44

დონორი

309

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

შენ დაეხმარე

ბიჭუნა გულში იკრავდა და ეფერებოდა კანფეტს 5 დღის განმავლობაში და უარს ამბობდა მის შეჭმაზე…

ორი წლის რამაზისთვის, კანფეტი – ყველაზე დიდი საოცრებაა მსოფლიოში! როგორც დედიკო, როგორც და! დედიკოს იშვიათად აქვს ერთი კანფეტის ყიდვის საშუალება და ეს ბიჭუნასთვის, ნამდვილი დღესასწაულია. ისე უფრთხილდება, როგორც ყველაზე ძვირფას საჩუქარს, კოცნის კიდევაც.

თუ არ იცით, ვისზე ვსაუბრობთ, გაიღიმებთ და იტყვით: „ვაიმე, რა სასაცილო ბავშვია“. ნეტავ როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუ გეტყვით იმას, რომ ამ ბიჭუნას, მთელი თავისი ბავშვობის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმეჯერ აქვს ნაჭამი ტკბილეული? თუ გეტყვით, რომ ხანდახან, მისი ერთადერთი საჭმელი ჩაია? თუ გეტყვით, რომ ძალიან შურს დაიკოსი, რომელსაც დედა რძეს აჭმევს? ისევ იტყვით, რომ საყვარელია, თუ შეგეშინდებათ?

შემოწირულია

₾4,175.81

დონორი

329

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
211 - 216 of 968 items
1 34 35 36 37 38 162