რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾533,279.55

დონორი

41155

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,513.30

დონორი

8006

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

„ხალხმა მომისმინა მე, პატარა ბიჭს, და დაეხმარნენ ჩემს ოჯახს. ბედნიერი ვარ!!!“

მადლობა თქვენ უსასრულოდ, რომ ასეთ მასშტაბურ დახმარებას გაუწიეთ ორგანიზება! ამ სიუჟეტზე ორიათასზე მეტი თქვენი აქტიური გამოხმაურების წყალობით, ბევრი რამის გაკეთება გახდა შესაძლებელი კანთელაშვილების ოჯახისთვის. საოცარი მხარდაჭერაა! ჩერნოვეცკის ფონდის მთელი გუნდის სახელით უღრმეს მადლობას გიხდით, მეგობრებო! დღეისთვის ოჯახს დარჩა გადაუჭრელი პრობლმები – არა აქვთ სააბაზანო და გამათბობელი ზამთრისთვის. არცერთ ჩვენგანს არ სურს, რომ ალექსიმ ისევს დაიწყოს ჯართის შეგროვება. ამას ავირიდებთ, თუ კვლავაც დავეხმარებით ოჯახს. შემოუერთდით პროექტის მუდმივ დამხმარეთა რიცხვს! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

შემოწირულია

₾42,856.82

დონორი

2308

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,935.78

დონორი

2569

დიახ! მსურს დახმარება!
1 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

დედა – ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..”

ხანდახან ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან არ სწყალობს ბედი… უბედურება ერთს მეორე ენაცვლება, ან სულაც არ ენაცვლება და ემატება, გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას. 43 წლის თეა ბებურიძე არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვისაც პირველივე დღიდან არ ღირსებია არც ჯანმრთელობა, არც ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, არც ოჯახური სითბო, არც ერთგული მეგობრები. ეს საბრალო ქალი ბავშვობიდან მოკლებულია ამ ყველაფერს.

შემოწირულია

₾3,735.45

დონორი

374

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ადგილობრივ გამგეობაში ფაშისტებმა დაიდეს ბინა! საშინელი სიღატაკე სუფევს ერთ-ერთ სამაგალითო მრავალშვილიან ოჯახში, როგორიც კი ოდესმე გვინახავს საქართველოში! ძვირფასებო, ასეთ საშინელებას როგორ უძლებთ?! ჩვენ, ფონდში, ძალიან გვიყვარხართ და პატივს გცემთ ყველა! ისინი კი, ვინც თვალებს ხუჭავს სხვის გასაჭირზე, არაადამიანები არიან!

ეთერი (დედა, 30 წლის): „ჩემი უსაყვარლესი შვილი, ჩემი ილია, ავად არის! მუდამ ვშიმშილობთ და ამიტომაც თითქოს დაკარგული აქვს ცხოვრების ინტერესი! გული ძალიან მტკივა! მძიმე ფსიქიკური აშლილობა ეწყება! ხშირად ახსენებს სიკვდილს! ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვია! ეს სიტყვა საერთოდ არ უნდა იცოდეს! მისი ექიმთან ერთხელ წაყვანა კი 700 ლარი ჯდება! მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე დავთმო იმისთვის, რომ ერთხელ მაინც ვნახო ჩემი შვილები დანაყრებული, მუცელი რომ არ სტკიოდეთ. ჩემი ბედნიერება არიან ყველანი! ნუთუ პატარა, საოცარი ევა ამ ქვეყანას იმისთვის მოევლინა, რომ მუდამ მშიერი იყოს?! გოგონა ვერც კი იძინებს, შიმშილისგან მუცელი ისე სტკივა!
ეს საკვები ექვსმა ადამიანმა მთელი დღე უნდა იკმაროს! ფაშისტებთან ომის დროსაც კი ასე არ იკვებებოდა ხალხი! ეს ოთხი ბავშვისა და ორი ზრდასრული ადამიანის დღიური ულუფა გახლავთ! მთავარია, კვერცხი ექვს ნაწილად გაიყოს ისე, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს!

შემოწირულია

₾3,725.03

დონორი

310

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

„დილით პურს ვჭამთ, საღამოს ისევ პურს… შეგიძლია, ეს პური ხორცად აქციო?..“ – რას სთხოვს ღმერთს ექვსი წლის ანდრია

„იცი, რა ცუდია, შიმშილი მუცელზე რომ „მოგიჭერს“?! სულ გვშია და ძალიან ღარიბები ვართ. დედას კი, ფული არ აქვს, ერთი ცალი კანფეტი მაინც რომ გვიყიდოს ყველას. სულ პური გვაქვს, მხოლოდ პური. სადილად პური, ძილის წინ პური… პურის ბატონს დავემსგავსებით მალე.“ – ხითხითებს პატარა ანდრია და ვერ ხვდება, რომ სულაც არ არის სასაცილო მისი ნათქვამი სიტყვები. უკვირს, ასეთი მაგარი ხუმრობის მერე, დედიკო რატომ ტირის… რა ქნას საბრალო დედამ, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვს? როდესაც ისინი ღმერთს სთხოვენ, ხმელი პური რამე გემრიელად რომ გადააქციოს? „ხომ შეგიძლია?“ – ანდრია გულუბრყვილოდ შესცქერის ცას და პურის ნაჭერს აჩვენებს ღმერთს. – „ჩემი პური ხორცად გადააქციე, გთხოვ!“

შემოწირულია

₾3,723.45

დონორი

236

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

You helped

ინსულტისგან გატეხილი, ამაყი და შრომისმოყვარე მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად…

მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ – ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია – მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება… ოჰ, როგორ უნდა!..

შემოწირულია

₾3,695.00

დონორი

245

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
223 - 228 of 944 items
1 36 37 38 39 40 158