რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ბავშვი, რომელიც 500 გრამი დაიბადა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გაიზარდა და სიმპათიური ბიჭი დადგა. თუმცა 6 წლის დავითისთვის ახლა გადაწყდება, ფეხზე გაივლის თუ მთელი ცხოვრება ეტლს იქნება მიჯაჭვული. ღვთისნიერო ადამიანებო, დრო მხოლოდ 13 მარტამდე გვაქვს. ბავშვის მომავალი თქვენს ხელშია. არ გასწიროთ თქვენს იმედად მყოფი პატარა ანგელოზი.

დავითმა დედის მუცელში მხოლოდ 5 თვე დაჰყო… როდესაც ბავშვი დაიბადა, მისი წონა მხოლოდ 500 გრამს შეადგენდა. ექიმები გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ საბრალო დედას.
უფალმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და ბიჭუნას ამქვეყნად სიცოცხლე შეუნარჩუნა
გადიოდა კვირები, თვეები, წლები, ბიჭუნა იზრდებოდა და მისი გამომეტყველება სულ უფრო მეტად სათნო ხდებოდა. საკმარისი იყო, ერთხელ შეგეხედათ ბავშვისთვის და მაშინვე მიხვდებოდით, რომ მის გადარჩენაში უფლის და დედა ღვთისმშობლის ხელი ერია. თუმცა ნაადრევად დაბადებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო და ბიჭუნას სიარული არ შეეძლო. ორივე ფეხზე მყესები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მუხლში გაშლაც კი არ შეეძლო.
საბრალო ბავშვი 6 წლის განმავლობაში მხოლოდ იატაკზე დახოხავდა და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა
ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად დააფინანსა ბავშვის ძვირადღირებული ოპერაცია. ბიჭუნა სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ ახლა რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შემოწირულია

₾13,657.33

დონორი

996

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მძიმედ დაავადებული ბავშვები და თითქმის უსინათლო, პარალიზებული მოხუცი ბებია, რომელიც ოცნებობს, სიცოცხლის დასასრულს მზის სხივს ერთხელ მაინც მოჰკრას თვალი, საშინელ სიღატაკეში იტანჯებიან. მას განძრევაც კი არ შეუძლია. არეულობა და გაჭირვება ერთიმეორის მიყოლებით ართმევს სიცოცხლეს ამ ქართული ოჯახის წევრებს. საშინელება! საშინელება! საშინელება!

ნანული საკუთარი თვალით უყურებდა თავისი 21 წლის შვილის დაკრძალვას. მას შემდეგ ჯოჯოხეთად იქცა საბრალო ქალის ცხოვრება. მუდმივი დარდისა და სტრესის გამო, ინსულტი დაემართა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ის საწოლს არის მიჯაჭვული, განძრევაც კი არ შეუძლია – ენით აუწერელი საშინელებაა, რასაც მტერსაც კი არ უსურვებს ადამიანი.

9 წლის ნიკოლოზი ასე, საკუთარი ხელით აჭმევს საჭმელს ლოგინად ჩავარდნილ ბებოს. საბრალო ბავშვს თავადაც შია, სცივა, მაგრამ პურის უკანასკნელ ლუკმასაც კი ვერ იმეტებს საკუთარი თავისთვის და ბებოს აჭმევს.

წლების წინ საბრალო ქალს ინსულტი დაემართა – დიდი რაოდენობით სისხლი ჩაექცა თავის ტვინში. მთლიანად პარალიზებული ჰქონდა მარცხენა მხარე. 4 წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული, მეტყველებაც უჭირდა. ქალს პამპერსის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა. ამ გაუსაძლისმა გაჭირვებამ თითქოს ძალა შეჰმატა ნანული ბებოს და ცოტა ხანში შეძლო ლოგინიდან წამოდგომა. თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილებას მაინც ვერ ახერხებდა. სწორედ იმ დროს, როდესაც საბრალო ქალს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, რომ თანდათანობით ისევ შეძლებდა სიარულს, ბოროტად გადაიხარხარა მუხთალმა ცხოვრებამ და ახალი მზაკვრული „გეგმა“ შეადგინა, რათა კიდევ უფრო მეტად გაემწარებინა, ისედაც გამწარებული ქალი.

შემოწირულია

₾4,908.75

დონორი

357

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მეგობრებო, ეს არ არის უბრალოდ გასაჭირი, არც ის ტკივილია, რომელიც ადრე თუ გვიან გაივლის! ეს არის საშინელება, საშინელება, საშინელება!!! დიდი ხარ შენ უფალო, რადგან ჩვენს გულებს ცდი! თუ არ დავეხმარებით, ჩვენ არ ვიქნებით ადამიანები!წასაკითხადაც რთულია! სურვილი გიჩნდება, დაიმალო და ეს სტატია თვალში არასდროს მოგხვდეს!

საბრალო, საბრალო კაცი! დავითი 46 წლისაა, მაგრამ ჩვილივით არის. ის ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, მხოლოდ იატაკზე ხოხავს და მიათრევს ურჩ ფეხებს. ძლიერი ტკივილის გამო ის მუდმივად ყვირის. საშინელი ეპილეფსიური შეტევები დღეში რამდენჯერმე ემართება, დაზიანებული აქვს თავის ტვინი. ვერც მამას ცნობს, ვერც დედას.

კაცს ინსულტი დაემართა. ის აბსოლუტურად უმწეოა. მისი ხელები და ფეხები კი მისი მშობლები გახდნენ.

ავთანდილი (69 წლის): „მე და ჩემი მეუღლე ახალგაზრდები რომ ვიყავით, ხელით ვატარებდით ჩვენს შვილს. ახლა კი თავადაც გვიჭირს სიარული, სიმძიმეების აწევა აღარ შეგვიძლია. რამე თუ დაგვემართა, ვინ უპატრონებს?“

გულმოკლული მამა ავთანდილი 69 წლისაა და ბადურის დაზიანების გამო მარჯვენა თვალით ვერაფერს ხედავს. მარცხენა თვალზე კი კატარაქტა აქვს. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მაგრამ თვალის წვეთებსაც კი ვერ ყიდულობს.

დავითს მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტები, რომლის გარეშეც ვერ იცოცხლებს. მაგრამ შეჭირვებული დედ-მამა მხოლოდ პენსიით ცხოვრობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების საყიდელი ფული არ გააჩნიათ.

ავთანდილი: „გვჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს“.

შემოწირულია

₾5,388.25

დონორი

444

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

პატარა ლუკას და ქეთის თვალწინ მათი საყვარელი მამიკო კვდება. მოულოდნელად ახალგაზრდა კაცის გული ზომაში ორჯერ გაიზარდა. ვერ სუნთქავს, ვერ გადაადგილდება და უჰაერობით იხრჩობა. თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და ახლა მათზე უფრო შეჭირვებული ოჯახი არ მოიძებნება საქართველოში! საბრალო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ იტანჯება ტკივილით და ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ასე ბედნიერად ეთამაშებოდა.

38 წლის ნიკო მთელი თავისი ცხოვრება მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ხელოსანი კაცი პატიოსანი შრომით გამომუშავებულ ფულს მთლიანად ახმარდა თავის შვილებს და ავადმყოფ მოხუც მამას, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია. ერთ ავბედით დღეს კი ნიკოს ცხოვრება თავდაყირა დადგა. საბრალო კაცს გადაადგილების უნარი ნელ-ნელა უქვეითდებოდა, სუნთქვა უძნელდებოდა და ორი ნაბიჯის გადადგმისას გული „ამოვარდნას“ ჰქონდა. გონებადაკარგული კაცი უცხო ადამიანებმა რამდენჯერ მოასულიერეს და სიკვდილს გამოსტაცეს.

ერთ დროს ენერგიული და მშრომელი კაცი დღეს ამ ტახტიდანაც კი ვერ დგება დამოუკიდებლად. ნიკოს გული ორჯერ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე უნდა იყოს. ალბათ, ხვდებით, ეს სამწუხაროდ რასაც ნიშნავს, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. ფაქტობრივად, „ნაღმია“ საბრალო მამის ორგანიზმში. ვეღარც სუნთქავს. უჰაერობისგან იხრჩობა. უფულობის გამო კი ჟანგბადის აპარატს ვერ ყიდულობს და მისი დაქირავებაც არ შეუძლია ოჯახს.

ნიკოლოზი (38 წლის): „ხელოსნად ვმუშაობდი. ახლა კი საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ. გულის მწვავე უკმარისობის გამო მჭირდება გულის გადანერგვა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს. იქნებ, წამლებით მაინც დამეხმაროთ“.

შემოწირულია

₾34,228.81

დონორი

1709

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! SOS! ამჟამად, პატარა დემეტრე თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის! მეგობრებო, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გადარჩება ეს პატარა ანგელოზი, თუ არა! ბავშვს დაზიანებული აქვს თავის ტვინი! ნუთუ მართლა დავუშვებთ იმას, რომ ქართველი ბიჭუნა უცხო მიწაზე დაიღუპოს?!

ღმერთო, რა ლამაზი, რა ტკბილი ბიჭიანუ დაუშვებ, რომ მოკვდეს! სწორედ ამ წუთებში პატარა დემეტრე სიკვდილს ებრძვის! ამჟამად, ბავშვი თურქეთის ერთერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან ბავშვს მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მკურნალობაში.

ნატო, დემეტრეს დედა (31 წლის):დემეტრე ერთი წლის და 8 თვის არის. სულ სძინავს, ტირილიც არ შეუძლია. ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვის გეგმიურ აცრას მოჰყვა ასეთი გართულება, რაც უიშვიათესი შემთხვევა არისმილიონი ბავშვიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ასეთი რეაქცია. საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ ჩვენი შვილი დაუყოვნებლივ თურქეთში წავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ, რაც გვქონდა. ჩვენი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან, ვინც დაეხმარება ჩვენს ბიჭს“.

აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას ტვინის დაზიანება ჰქონდა. გარდა ამისა, ერთი ფილტვი გაუჩერდა, ამიტომაც სასწრაფოდ შეაერთეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე

შემოწირულია

₾32,895.68

დონორი

2129

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

სალომეს და ლუკას ბედნიერება გაიზიარეთ! ობლების დედა ზეციდან გლოცავთ!

ვერაგმა სიკვდილმა სამუდამოდ წაართვა სალომეს და ლუკას საყვარელი დედიკო. საბრალო ქალი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოციმციმე თვალები „ჩაქრა“. ამ ანგელოზების სათნო თვალებიდან ღიმილი გაქრა. მათ გულებში კი უკიდეგანო სევდამ დაისადგურა. ბავშვებს სული სტკივათ, სული… მისი მოსარჩენი წამალი კი კაცობრიობამ ჯერ ვერ გამოიგონა და, ალბათ, ვერასდროს ვერაფერი მოარჩენს ამ ტკივილს.

უდედოდ დარჩენილი 11 წლის ლუკა ცდილობს, სახლის საქმეში მიეხმაროს დაიკოს. ზამთრის ყინვაში ბავშვი ეზოს ამ ჯემპრის ამარა ასუფთავებს, რადგან თბილი ტანსაცმელი არ აქვს. დაობლებული ბიჭუნას სხეული კანკალებს სიცივისგან, სამაგიეროდ, მის გულში გიზგიზებს მწველი ცეცხლი. მხოლოდ დაობლებული ბავშვი თუ მიხვდება, დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რაოდენ გაუსაძლისია.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლის გოგონა თავად უმზადებს სადილს ძამიკოს. სალომე 10 წლის იყო, საყვარელი დედიკოს უსულო ცხედარს რომ უყურებდა. ზრდასრული ადამიანიც კი ვერ უძლებს ასეთ საშინელ „სცენას“. წარმოიდგინეთ, 10 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით უყურა, როგორ დაასაფლავეს მისი დედიკო. ღმერთო, ღმერთო, როგორ გაუძლო ამ პატარა ანგელოზის გულმა ამ საშინელებას?

შემოწირულია

₾4,933.16

დონორი

338

დიახ! მსურს დახმარება!
25 - 30 of 126 items
1 3 4 5 6 7 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ფონდის მეგობრებს, ჩემს ძვირფას ქართველებს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის! თქვენ ახალი ცხოვრების შანსი გვაჩუქეთ!

დაღელიშვილების ოჯახში, ყველაზე მეტად ხუთი წლის ანანო არის გახარებული. თითოეულ საჩუქარს ხტუნვა-ხტუნვით ეგებება და ყვირის „ვაშა!“, ბედნიერი ამოისუნთქავს და ყოველ ნივთს გულში იკრავს. ანანო: „ლამაზი ქურთუკი გამომიგზავნეს და უკვე ჩავიცვი კიდეც. ხომ ლამაზია? მიხდება, არა? დედიკოს კი, ფუმფულა ჯემპრი ავურჩიე. კარგია, რომ აღარ შესცივდება. ელენესთვის კი, მისნაირი პაწაწინა ჯემპრი ვიპოვე, ისეთი სასაცილოა. წამოდით, ერთად ვნახოთ! ბევრი სათამაშო გამომიგზავნეს – ფერადი ბურთები და ლახტი. ხტუნვას მასწავლი? შეგიძლია, ტელევიზორის ჩართვა ასწავლო მამიკოს? პულტი არასდროს გვქონია და არ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ. ახალი სარეცხი მანქანის ჩართვა თუ იცი? უი, ეს ჩემი ახალი საწოლია? რა ლამაზია! ვაშა! წამოდი, ყველაფერი ვნახოთ!

შემოწირულია

₾3,016.06

დონორი

215

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

შენ დაეხმარე

„დეიდა, შარშან ზამთარში ზაფხულის ტანსაცმლით დავდიოდი სკოლაში და ვიყინებოდი. მალე ისევ ზამთარი მოვა. ძალიან მეშინია. ვეღარ გავუძლებ ამ ყინვას. სიცივე და შიმშილი მომკლავს. დეიდა, არ მინდა სიკვდილი! სიცოცხლე მინდა!“ — ხუციძეების ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირული. კეთილო ადამიანებო, პატარა ანგელოზებს მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ.

ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.

შემოწირულია

₾2,647.11

დონორი

170

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

„სიცილისგან და სიხარულისგან ლოყები გვტკივა! დღეს მთელ ჩემს ოჯახს სურათებს გადავუღებ და დიდხანს მემახსოვრება ეს დღე!“

ტყუპები, ლაზარე და გიო, გოგონებთან ერთად არიან ყველგან! არ იფიქროთ, რომ პატარები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის რამე! აბა, ჭიშკართან მიუშვით, უნდა ნახონ, ახალი გაზქურა როგორ შემოაქვთ ბიძიებს სახლში, თორემ ახლა ეზოს კივილით აიკლებენ! ტყუპები რომ ყველა ახალ ნივთს ხელით შეეხონ და ყველაფერს მისწვდნენ, ხელში აყვანა და ტარება უნდათ. გასაგებია?! „ახალ მაცივართან!“ – თითს იშვერს ლაზარე, დები კი აიტაცებენ ხელში და მიჰყავთ. „ახალ კარადასთან!“ – ითხოვს გიო და ყველაფერს აჩვენებენ, თან კარადაში ცოტა ხნით ჩაჯდომის უფლებასაც აძლევენ. ფონდისგან საჩუქრების მიღების დღეს, ასე, ხელით ატარებდნენ მთელი დღის განმავლობაში ძამიკოებს მარიამი, შორენა, ხატია, ბარბარე და ანი, ყველაფერს აჩვენებდნენ მათ და მთელი გულით უხაროდათ.

შემოწირულია

₾6,323.99

დონორი

443

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

ჩემი შვილები ობლად დარჩნენ. პურს ვჭამთ და ცრემლებს ვყლაპავთ!

ახალგაზრდა ქალის, ინგასა და მისი სამი მცირეწლოვანი ვაჟის ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ექვსი თვის წინ ერთადერთი მარჩენალი დაკარგა ოჯახმა. სიკვდილმა საყვარელი მამა წამებში წაართვა ბავშვებს, თრომბით გარდაიცვალა. სასაფლაოს ზედამხედველად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ბავშვებს არაფერი აკლდათ. ინგა, დედა (39 წლის): „ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახის საქმესთან მარტო გამკლავება, გაუსაძლისი. მაგრამ ახლა ჩემს შვილებს დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. სხვა გზა არ არის. ქმარი გვერდით რომ მყავდა, ძლიერი ვიყავი. ერთად ნებისმიერ პრობლემას მარტივად ვუმკლავდებოდით. მეც და ბავშვებსაც მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო. რა სამწუხაროა, რომ მახო, უზომოდ გულკეთილი ადამიანი, ასე უდროოდ გარდაიცვალა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“. ამჟამად, ოჯახს თვიდან თვემდე სოციალური შემწეობითა და ასთმით დაავადებული ბავშვის პენსიით გააქვს თავი, რაც საკვებისა და მედიკამენტების საყიდლად ძლივს კმარა. გიორგის კი ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება ყოველთვე.

შემოწირულია

₾3,354.30

დონორი

195

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

ცოცხლად დამარხული! ჰოლივუდის საშინელებათა ფილმის სცენარი!

2017 წელს 64 წლის თინიკოს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს, შემდგომი გამოკვლევებისა და ანალიზებისთვის კი საბრალო ქალს ფული არ დაუტოვეს! სამაგიეროდ, სამშენებლო მასალა მისცეს, თავისი სახლის ნანგრევების ქვეშ ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. სახლის, რომელიც ისეთ საშინელ მდგომარეობაში არის, როგორიც ჩვენი მუშაობის პერიოდში არასდროს გვინახავს! გარდა ამისა, თვეში 50 ლარს აძლევენ საარსებოდ! საკუთარი თვალით შეხედეთ ამ ჩამოშლილ ქოხს, რომელსაც საძირკველი აქვს დამპალი. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ბებია, რომელსაც ამ სახლის რემონტის დასრულება დააწვა მხრებზე! რა მზრუნველობაა! ღმერთო, ღმერთო, მკაცრად ნუ განსჯი მათ, ვისაც შენი არ სწამს! კეთილო ადამიანებო, ბოლომდე წაიკითხეთ პოსტი და ეს ტრაგედია გულით შეიგრძენით!

შემოწირულია

₾1,874.57

დონორი

110

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

მთლიანად დაიწვა სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა. ზამთარი ახლოვდება, ბავშვებს კი საწოლებიც კი არა აქვთ, იატაკზე წვანან. მაღალმთიან სოფელში დიდთოვლობის დროს მათ საშინელ ყინვაში მოუწევთ ბანაობა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! პატარა ანგელოზებს თქვენი იმედი აქვთ, კეთილო ადამიანებო!

ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….

შემოწირულია

₾3,207.89

დონორი

149

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 1026 items
1 3 4 5 6 7 171