რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,476.80

დონორი

8003

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ეპილეფსიის მძიმე შეტევები იოსების დაუძლურებულ სხეულს ანადგურებს. ღმერთო, როგორ იტანჯება ეს ბავშვი. ერთხელ თვალი რომ მოჰკრათ მის სატანჯველს, ვერასოდეს დაივიწყებთ! რომ არ მოკვდეს, მას წამლები სჭირდება, მის და-ძმებს კი – პური. დედას კი, ორივეს ყიდვის საშუალება არ გააჩნია! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ!!!

კრუნჩხვის დროს, პატარა იოსებს ძვლები ემტვრევა! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ამდენი ტანჯვის შემხედვარე, მისი ოჯახიც ყველაზე უბედური იქნება ამ ქვეყნად!
საბრალო იოსები საშინლად იტანჯება ეპილეფსიის შეტევის დროს. წელიწადნახევრის წინ კი, კრუნჩხვის მომენტში კუნთები იმდენად დაეჭიმა, რომ ფეხიც კი მოსტყდა… წარმოგიდგენიათ, რამხელა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს პატარა ბიჭუნა! ამას ხომ, ზოგი დიდიც ვერ აიტანდა! ისე ეჭიმება კუნთები, თითქოს „სურთ“, ყველა ძვალი რომ დაემტვრეს.
მისი ტანჯვის შემხედვარე კი, მისი დედიკო განიცდის ყველაზე საშინელ ტკივილს! ეს ხომ, არა მხოლოდ იოსების, არამედ დედის ტკივილიც არის! ამის ყურება უდიდესი სასჯელია ამ ქვეყნად!

შემოწირულია

₾20,455.72

დონორი

1329

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

დედიკო, ვის ანაბარა დაგვტოვე?! დედის სიკვდილის შემდეგ სამი ბავშვი სრულიად მარტო დარჩა. მათი მამა ახლა ციხეშია. უნდა დავეხმაროთ ობლებს!

ის ნაძირალა ციხეშია, მაგრამ ბავშვებს ეს მოსიყვარულე დედას ხომ, ვერ დაუბრუნებს?! ეკატერინეს 2 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – კიბო! მკერდი მოჰკვეთეს, ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. დაავადება ხან უკან იხევდა, ხან ბრუნდებოდა. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯებოდა ეს საბრალო ქალი! რაოდენ მძიმეა, სიკვდილის წინ საყვარელ და მოსიყვარულე შვილებთან დამშვიდობება! მაგრამ ის, როგორც ეპყრობოდა თავისი ქმარი, კიბოსაც კი ვერ შეედრება. ისე გაამწარა, რომ ამის გამო ციხეშიც აღმოჩნა! ამ ნაძირალას ბავშვებზე არც უფიქრია… მასში ადამიანობა არაყმა ჩაკლა! შორენა (13 წლის): დედიკო ჩვენს დაცვას ცდილობდა და არ გვეუბნებოდა ბევრ რამეს! არავის ეწუწუნებოდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ქალი. მაგრამ მე, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაარტყა მამამ ოპერაციის მერე, მთვრალი იყო და ღრიალებდა: „როდის მოკვდები ბოლოს და ბოლოს?!“ როდესაც ვცადე დამეცვა, ხელი მკრა მეც. დედიკო ხშირად ტიროდა. იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, გვუბნებოდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებდა, მაგრამ დაპირება ვერ შეასრულა.

შემოწირულია

₾14,938.26

დონორი

1037

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ჩემს შვილს უდიდესი საშინელება დაემართა, მას ზურგის კუნთოვანი ატროფია აქვს! მაგრამ, თქვენი დახმარებით, იცოცხლებს და ისუნთქებს კიდეც. თქვენი გამოჩენა ღვთისგან მოვლენილი ხსნასავით არის ჩვენთვის!

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა.
„ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“

შემოწირულია

₾27,996.03

დონორი

1824

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

დედა ელენე: „უდიდეს მადლობას გიხდით, ადამიანებო, თქვენი სიკეთე და სიყვარული უსაზღვრო არის!“

დედა ელენე: ბოდიშს გიხდით, ამდენი თხოვნით რომ გაწუხებთ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი საერთო საქმეა. არ დაგიმალავთ, თქვენი იმედი მაქვს. (იღიმის.) ყოველთვის გვჭირდება წამლები, პამპერსი, სველი ხელსახოცები, ასევე აბაზანისა და საპირფარეშოს საწმენდი საშუალებები. სამი მწოლიარე ბებიის მოსავლელად სპეციალურ გამწმენდ ქაფს ვიყენებ. იქნებ, ვინმეს მოუნდეს, ფორტეპიანო რომ აჩუქოს თავშესაფარს? შესაძლოა, ახალი არა, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. მეტი დადებითი ემოცია სჭირდებათ ბებიებს და ძალიან გაახარებდათ. ან იქნებ, ვინმემ კონცერტი ჩაატაროს? აი, ისეთი, ქართულგერმანული სკოლასხივისმოსწავლეებმა რომ ჩაატარეს. ოჰ, რა ლამაზი დღე იყო! გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ის სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჩვენი თავშესაფრის მაცხოვრებლები სხედან, წვიმისა და ქარისგან დაცული უნდა იყოს. მეტალოპლასტმასი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამ საკითხის მოგვარებაშიც გთხოვთ დახმარებას. თავშესაფარ „ლაზარეთს“ რეგულარულად ესაჭიროება მედიკამენტები, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და ქიმიკატები. ბებიების პირადად მონახულება ასევე შესანიშნავი აზრია! ძალიან გაუხარდებათ და დიდხანს ემახსოვრებათ ასეთი დღე!

შემოწირულია

₾6,333.34

დონორი

214

დიახ! მსურს დახმარება!
25 - 30 of 35 items
1 3 4 5 6

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

„ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს წირავს!“ – სოფია, ბიჭუნას დედა

დედამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შვილს შესწირა. ეს უსაზღვრო სიყვარულია! თავგანწირვა! მხოლოდ დედებმა იციან, რას ნიშნავს ეს! გიორგი რვათვიანი დაიბადა და ექიმების დაუდევრობის გამო, სეფსისი დაემართა, რომელმაც დააზიანა ბიჭუნას ტვინი! ეს ყველაფერი კი, უმნიშვნელო ინფექციამ გამოიწვია! ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა. მაგრამ, უფალი მფარველობდა. სამჯერ კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა სოფიას ლოცვა და საიქიოდან დააბრუნა!

შემოწირულია

₾12,691.71

დონორი

1055

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ!

ერთი წლის ანი სიცხისგან იწვის, დედას კი არ აქვს არც თერმომეტრი, არც მედიკამენტები, რათა შვილს როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა. ანის სიცხე აქვს, მაგრამ ვერ უზომავენ და არანაირი წამალი არ გააჩნიათ. ერთადერთი გამოსავალია, სასწრაფო გამოიძახონ ან დაელოდონ, როდის გაიღვიძებენ მეზობლები, სიცხის დამწევი რომ გამოართვან.

შემოწირულია

₾5,013.52

დონორი

381

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 62 items
1 3 4 5 6 7 11