ის ნაძირალა ციხეშია, მაგრამ ბავშვებს ეს მოსიყვარულე დედას ხომ, ვერ დაუბრუნებს?! ეკატერინეს 2 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – კიბო! მკერდი მოჰკვეთეს, ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. დაავადება ხან უკან იხევდა, ხან ბრუნდებოდა. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯებოდა ეს საბრალო ქალი! რაოდენ მძიმეა, სიკვდილის წინ საყვარელ და მოსიყვარულე შვილებთან დამშვიდობება! მაგრამ ის, როგორც ეპყრობოდა თავისი ქმარი, კიბოსაც კი ვერ შეედრება. ისე გაამწარა, რომ ამის გამო ციხეშიც აღმოჩნა! ამ ნაძირალას ბავშვებზე არც უფიქრია… მასში ადამიანობა არაყმა ჩაკლა! შორენა (13 წლის): დედიკო ჩვენს დაცვას ცდილობდა და არ გვეუბნებოდა ბევრ რამეს! არავის ეწუწუნებოდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ქალი. მაგრამ მე, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაარტყა მამამ ოპერაციის მერე, მთვრალი იყო და ღრიალებდა: „როდის მოკვდები ბოლოს და ბოლოს?!“ როდესაც ვცადე დამეცვა, ხელი მკრა მეც. დედიკო ხშირად ტიროდა. იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, გვუბნებოდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებდა, მაგრამ დაპირება ვერ შეასრულა.