ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება… ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა! 

ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული! ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს. მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.

შემოწირულია

₾24,299.03

დონორი

1167

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.

შემოწირულია

₾24,273.54

დონორი

1830

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

კადრები, რომლებსაც ვერ შეხედავთ ცრემლების გარეშე! ლევანს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს

როგორია მეხუთე სართულზე ლიფტის გარეშე ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ხეიბრისთვის? მძიმედ დაავადებული ლევანი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში. უკვე რამდენიმე წელია, გარეთ გასასვლელად ბიჭი მუხლის ჩოქებზე, ხოხვით ჩადის კიბეებზე და მერე ისევე ხოხვით ამოდის. გვჯერა, რომ ლევანისა და მისი ტანჯული დედის ისტორიის მოსმენის შემდეგ, უამბობთ მას თქვენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და სოციალურ ქსელებში გააზიარებთ. ლევანს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ფეხზე დადგეს. მაგრამ ამისთვის, დიდი თანხებია საჭირო, რომელიც ოჯახს არ აქვს. გთხოვთ, დავეხმაროთ!

შემოწირულია

₾23,694.35

დონორი

1585

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს – 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი

ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი იყო. გამორჩეულად ნიჭიერ ბიჭს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 2023 წლის 3 ივლისს, სამეგრელოს ცა ჩამობნელდა. მეხის გავარდნასავით გაისმა – ,,რომა ავარიაში მოყვა და მგონი, დაიღუპა“. დედის და ბებიების განწირული კივილი ცას აღწევდა. კლდებიიც კი ტიროდნენ ობლობაში გაზრდილი ბიჭის ცოდვით.

შემოწირულია

₾22,613.35

დონორი

1431

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!

შემოწირულია

₾22,511.97

დონორი

1438

დიახ! მსურს დახმარება!
25 - 30 of 137 items
1 3 4 5 6 7 23
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ამ ოჯახში ავად არის სამივე შვილი. იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვთ. დავეხმაროთ მათ ამ ვერაგი დაავადების დამარცხებაში!

გენეტიკურმა დაავადებამ, რომლისგანაც საშველი არ არის, დაისადგურა ამ ოჯახში. ტკივილი, გაუსაძლისი ტანჯვა და სიკვდილი – ეს არის მათი ცხოვრების სცენარი. ამ დაავდებით სამი „ბავშვი“ იტანჯება და ის მათ სიცოცხლეს ართმევს! უფროსი შვილი, 29 წლის ზაქრო წლებია ვერ დგება საწოლიდან, 22 წლის ანას, გაჭირვებით, მაგრამ ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში სკამზე ზის, ხმას არ იღებს, მერე კი მოულოდნელად კივილს იწყებს, ხელებს იშენს თავში. დედა ვერ ხვდება, რა ელანდება მას. ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დაავადება გვერდს აუვლიდა მის უმცროს შვილს, მაგრამ მასაც უკვე ასტკივდა ზურგი და სიარულიც უჭირს. თამარი მალე იღლება. რა უნდა ქნას საბრალო დედამ? კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს მისი გული საკუთარი შვილების ტანჯვის ყურებას?

შემოწირულია

₾16,671.42

დონორი

1222

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 958 items
1 3 4 5 6 7 160