რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო!

calendar მარტი 17, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დილით ის სკოლაში მიდის, მერე კი, ნავსადგურში, ჯართის შესაგროვებლად… ბევრი რკინის „ხარახურა“ უნდა მოაგროვოს, წამლები რომ უყიდოს ბებოს. ასეთია 12 წლის თემურის ყოველდღიური ცხოვრება. მას ახსოვს, როგორ უვლიდა ბებო, როგორ უყვებოდა ზღაპრებს, ლოყაზე როგორ ეფერებოდა ალერსიანი, დამჭკნარი ხელით და ეუბნებოდა: „ჩემი თვალის სინათლე ხარ, ჩემი იმედი, ჩემი ყველაფერი ხარ შენ!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დილით ის სკოლაში მიდის, მერე კი, ნავსადგურში, ჯართის შესაგროვებლად… ბევრი რკინის „ხარახურა“ უნდა მოაგროვოს, წამლები რომ უყიდოს ბებოს. ასეთია 12 წლის თემურის ყოველდღიური ცხოვრება. მას ახსოვს, როგორ უვლიდა ბებო, როგორ უყვებოდა ზღაპრებს, ლოყაზე როგორ ეფერებოდა ალერსიანი, დამჭკნარი ხელით და ეუბნებოდა: „ჩემი თვალის სინათლე ხარ, ჩემი იმედი, ჩემი ყველაფერი ხარ შენ!“

 „ბებო, ახლა, ჩემი ჯერია ვიზრუნო შენზე“

 ახლა, ის ცდილობს სწორედ ასეთი იყოს. და ეს, დიდ ტკივილს აყენებს ბებოს. ტირის, ეხვეწება რომ, ეს აღარ გააკეთოს. მაგრამ, ნამდვილი ქართველი მამაკაცი, წამლების გარეშე როგორ დატოვებს ბებოს? ამ პატარა ხელებით, კომპიუტერულ თამაშებს უნდა თამაშობდეს, ხატავდეს, პიანინოზე უკრავდეს, და არა რკინების გროვაში იქექებოდეს… მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ბედისწერა ასეთი იყო.

ზამთარში, სწორედ ამ ხელებით, ჯართში იქექება… კანი უსკდება, თითები სტკივა. მაგრამ, მას ეს ვერ აჩერებს და ისევ აკითხავს ნაგავსაყრელს…

ხატია: ჩემს საბრალო ბიჭს დაბადებიდან არ გაუმართლა. მამამ მაშინვე უარი თქვა შვილზე და მეც არჩევანის წინაშე დამაყენა: „ან მე, ან ის!“ რა თქმა უნდა, შვილი ავირჩიე. მას შემდეგ, ის არც გვინახავს.

– რა საშინელებებს ყვებით. ასე რატომ მოხდა? შვილი არ უნდოდა?

ხატია: ბიჭი ძალიან უნდოდა. ელოდებოდა… სანამ ორსულად ვიყავი, ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ამქვეყნად, ხელის გულზე მატარებდა. როდესაც თემური დაიბადა, დეფექტი ჰქონდა – თავზე მუშტისოდენა კოპი. მან კი, თქვა, რომ ინვალიდის მამობა არ სურდა, რომ მისთვის ეს სამარცხვინოა, და ბავშვის ჩაბარება შემომთავაზა. შვილზე როგორ ვიტყოდი უარს? ნუთუ, დედას შეუძლია, ასე რომ მოიქცეს?

 „როდესაც, ჯართის შესაგროვებლად პირველად წავედი, მრცხვენოდა. მერე კი, მივხვდი: რა არის ამაში სამარცხვინო? ხომ არ ვიპარავ?!“

 – მამა ვერ გადაარწმუნეთ?

 ხატია: ვერანაირად. ასე მითხრა: „ან მე, ან ის!“ თავადაც ხედავთ, ვინ ავირჩიე. ასე რომ, 12 წელია თვალად არ გვინახავს. არც არაფერი გვსმენია მასზე. სამაგიეროდ, გადარჩენისთვის ვისწავლეთ ბრძოლა.

 „გავუძლებთ, დაგვეხმარებიან“

– კი, მაგრამ, ამას როგორ ახერხებთ? რა არის თქვენი საარსებო წყარო? შემოსავალი?

ხატია: სოციალურ დახმარებას ვიღებთ 150 ლარის ოდენობით. აქედან, ბანკი აკავებს 100 ლარს. ერთი წლის წინ, თემოს ოპერაციისთვის სესხის აღება მოგვიწია. პოლიპები ამოაჭრეს. 2 000 ლარი ვისესხეთ და მთელი ოთხი წლის მანძილზე, ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა მოგვიწევს! ასე როგორ შეიძლება? ბანკს თითქმის ორმაგი თანხა უნდა გადავუხადოთ! და არანაირი შეღავათი. დედაჩემის პენსიიდანაც, 90 ლარი ბანკს რჩება. ეს სესხი სამი წლის წინ ავიღეთ, როდესაც გულზე დასჭირდა ოპერაცია. წელიწად-ნახევარი უნდა ვიხადოთ კიდევ. დარჩენილი ფულით კი, გადარჩენას ვცდილობთ.

 – და რაში გყოფნით ეს თანხა?

 ხატია: დედა მწოლიარე მყავს, ინსულტმა დაარტყა. ძვირადღირებული წამლები და პამპერსი სჭირდება. ყოველთვე, დაახლოებით 150 ლარი ამისთვის გვინდა. თემოს ასთმა აქვს, მასაც წამლები სჭირდება. ექიმების თქმით, 16 წლის რომ გახდება, მდგომარეობა გაუმჯობესდება. მისი წამლებისთვის დაახლოებით 50 ლარი გვჭირდება თვეში. ამას დამატებული კომუნალური გადასახადები და მორჩა! დალაგებებზე დავდივარ, ავადმყოფ ქალს ვუვლი, როდესაც დამიძახებენ. თემო კი, სკოლის მერე, ჯართს აგროვებს და აბარებს. ხანდახან დღეში, 30 ლარამდეც გამოსდის. მერე კი, ბებოსთვის პამპერსი და წამლები მოაქვს. ხანდახან, როდესაც მე ვერ ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, ოჯახს ის ინახავს, 12 წლის ბიჭი! თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამის გამო. არ აქვს ბავშვობა. ერთხელ, როდესაც მე და დედაჩემი, ორივე ლოგინად ვიყავით ჩავარდნილები, ერთ დღეში 100 კილო ჯართი მიათრია ჩასაბარებელ პუნქტში. რანაირად მოახერხა ეს, არც კი ვიცი…

თემო (12 წლის): სამაგიეროდ, დედიკო მყავს და ბებო! სანამ შევძლებ, ვიზრუნებ მათზე!

 «შენი ნაამბობი ყველა ზღაპარი, შენი ნამღერი ყველა სიმღერა მახსოვს…“

 – თემო, შენისთანა ბიჭებზე მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს! თურმე, ნამდვილად არსებობენ! შენს ცოლობაზე, ნებისმიერი ქალი იოცნებებდა!

 თემო: რას ამბობთ?! რომელი ქალი?! რომელი ცოლი?! აბა, ახლა მაგისთვის სად მცალია? ჩემს ადგილას, ნებისმიერი მოიქცეოდა ასე! პატარა ხომ არ ვარ, დედას ხელებში ვუყურო, თანაც, ბებოს წამლები სჭირდება. შეხედეთ, რა საყვარელია. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, როგორ მეფერებოდა და მეთამაშებოდა… ახლა კი, ჩემი ჯერია ვიზრუნო მასზე.

– სწავლას, ან თამაშს თუ ასწრებ?

 თემო: კი, ვასწრებ. სკოლაში დავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვსწავლობ, მაგრამ, ძალიან ვცდილობ. სათამაშოები არ მაქვს… ხანდახან, მეზობლის ბიჭი თავის კომპიუტერთან მსვამს. ველოსიპედს კი, არავინ მთხოვნის… ალბათ, ჩემს ველოსიპედს მეც არავის არ ვათხოვებდი. თუმცა, ვინ იცის… არასდროს არ მქონია.

– ბებიას რაზე ესაუბრები ხოლმე? რას უყვები?

 თემო: როგორ ვსწავლობ, რა არის ახალი, რამდენი კილო ჯართი ჩავაბარე, რამდენი გადამიხადეს. ტირილს იწყებს და ხელზე მკოცნის. მეც საპასუხოდ ვუკოცნი ხელებს. ძალიან მიყვარს.

 „ოღონდ ბებო იწვეს მოხერხებულად, მე კი, იატაკზეც შემიძლია ძილი“

– გვითხარით, ხატია, ცხოვრება როგორ შეგიმსუბუქოთ?

 ხატია: მოგმართეთ იმისთვის, რომ პროდუქტი, დედაჩემისთვის წამლები და პამპერსი მეთხოვა. არაფერი არ გამაჩნია, საჭმელსაც კი მეზობელთან ვამზადებ და მის მაცივარში ვინახავ. ნორმალური საწოლებიც არ გვაქვს. მაგრამ, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. არ მინდა, ჩემს გამო, ვინმე რომ დაიხარჯოს. უბრალოდ, წამლებისა და პროდუქტის გარეშე, ვერ გადავრჩებით.

 – შენ რაზე ოცნებობ, თემო? პირადად შენთვის, მხოლოდ შენთვის!

 თემო: ძალიან მინდა, კომპიუტერი რომ მქონდეს. კიდევ, ყოველთვის ვოცნებობდი ველოსიპედზე. მეგონა, ძველს ვიპოვიდი, გაფუჭებულს, ჩემი ხელით შევაკეთებდი, მაგრამ სულ რაღაც რკინები მხვდება, ველოსიპედი კი – არა. ცუდია.

*** 
        ახლა, მხოლოდ ის მინდა, ფოთში რომ ჩავიდე, თემო ვიპოვო, გულში ჩავიკრა და ხელები გავუთბო… მინდა, აღარასდროს მოუწიოს ისეთი რამის კეთება, რაც მის ასაკს არ შეეფერება. მინდა, რომ ერთადერთი რკინა, რომლის თრევაც მას მოუწევს, იყოს მისი ახალი ველოსიპედი. ერთადერთი საზრუნავი კი – საღამოს ფილმის ყურება, ან მეგობრებთან ერთად გასეირნება… ბავშვებს არ უნდა დააწვეს მხრებზე ამხელა ტვირთი. სანამ ბებოს წამლები არ ექნება, ის ვერ შეწყვეტს ამ მძიმე შრომას. ჯართის შეგროვებას ვერ შეწყვეტს. და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი ცხოვრების შეცვლა! არა სხვებს, არამედ, მხოლოდ ჩვენ! დიახ, მე და შენ! და შენს მეგობრებს, ვისაც ამ ამბავს გაუზიარებ!
მათ არ სჭირდებათ ბევრი რამ. მხოლოდ პროდუქტი, წამლები, პამპერსი და საწოლები. თემოს კი, ლეპტოპი და ველოსიპედი სჭირდება!
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და ეს საოცარი ბიჭუნა გაიცნოთ. ოღონდ, ფრთხილად იყავით, არ შეგიყვარდეთ, მას ახლა სიყვარულისთვის არ სცალია! მათი მისამართია: ფოთი, ჯავახიშვილის ქ. 30ა
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!           გვჯერა, რომ ერთად, შევძლებთ გული გავუთბოთ და მომავლის იმედი ვაჩუქოთ მათ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თემო დგებუაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

რომ გავიზრდები, მეც თქვენსავით დავეხმარები შეჭირვებულ ქართველებს! ეს ხომ ჩემი სამშობლოა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ჯართს აღარ ჩავაბარებ! ახლა, რამე ახალს ვისწავლი პლანშეტით“
        გახსოვთ, ფილმის გმირივით, პატარა, 12 წლის ბიჭუნა, რომელმაც თამაშს ჯართის ჩაბარება არჩია, რათა ბებიისთვის მიეხედა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოცნებობდა, რომ ძველი  ჟანგიანი ველოსიპეტი მაინც ეპოვა. 
        რას წარმოიდგენდა, რომ სულ მალე, ველოსიპეტთან ერთად ის თავის საოცნებო საჩუქრებსაც მიიღებდა, 
რომ  ექნებოდა ჭკვიანი ტელევიზორი და პლანშეტი. სახლში კი, მოუწევდა ადგილის პოვნა მაცივრისთვის, სარეცხი მანქანისთვის და ავეჯისთვის.
      თემური ამბობს, რომ ახლა, თავი ნამდვილად ფილმის გმირი ჰგონია, რომელსაც ჯადოსნური ჯოხი დაჰკრეს და სურვილები აუსრულეს.
     მისი მთავარი სურვილი, სახლში დარჩენა და ბებიასთან დიდი დროის გატარება იყო, რაც, თქვენი წყალობით ნამდვილად აუსრულდა… მისთვის თქვენ,  ნამდვილად ის კეთილი ჯადოქრები ხართ ვინც ჯადოსნური ჯოხით ოცნებები შეუსრულეს.
       – ხატია, ჩვენს მკითხველს ძალიან აინტერესებს, თუ როგორ გრძელდება თქვენი და თემურის ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.
ხატია: თქვენმა გამოჩენამ, ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.  სიმშვიდემ დაისადგურა სახლში… ეს შეგრძნება, არც მახსოვდა როგორია… იცით? სულ იმის მეშინოდა, რომ თემური სახლიდან რომ გადის, რამე არ შეემთხვეს, შარს არ გადაეყაროს. ხომ იცით, მაინც დედის გონება და გული რაზეა მიმართული… პირველ რიგში, ის მიხარია, რომ ახლა სახლშია და ჯართს აღარ აბარებს.  ამის მაგივრად, შემეცნებით გადაცემებს უყურებს და ცდილობს, სულ რაღაც ახალი ისწავლოს. დედას რა უნდა უხაროდეს ამაზე მეტად… 
 სიმართლე რომ გითხრათ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ქართველი ხალხის ერთიანობის აღარ მჯეროდა, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით და არ დამიმტკიცებდით, რომ ჩვენ ჯაჭვივით ვართ ჩაბმულნი ერთმანეთზე,
რომ ჩვენ, გვერდში დგომა და ერთმანეთის გატანა გვცოდნია… ასეთი არსად არაფერი მინახავს.  რწმენა დამიბრუნეთ ადამიანობის, მეგობრობის და სიმტკიცის. ყველას სათითაოდ გიხდით მადლობას ამ გრძნობებისთვის.
       

   „ამ დივანზე რომ დავსხდებით, რკინები აღარ შეგვერჭობა“

        – ხატია, ახალი მეგობრები ხომ არ შეგიძენიათ? ვინ დაგამახსოვრდათ ყველაზე გამორჩეულად?
        ხატია: ყველაზე კარგი, რაც თქვენმა ფონდმა შეგვძინა, ეს ნამდვილად ხალხის სიყვარული და ყურადღება იყო.  იმდენი ადამიანი გამოჩნდა კეთილისმსურველი, რომლებიც მირეკავდნენ, მოდიოდნენ და მავსებდნენ დადებითი ემოციებით. ზოგს პროდუქტი მოჰქონდა, ზოგს ტანსაცმელი, ზოგს მედიკამენტები,ზოგიც უბრალოდ მოსაკითხად მირეკავდა… 

„იქნებ, ოდესმე, მეც ვნახო ჩემი თავი ტელევიზორში?..“

          ისეთი ემოციების ქარ-ცეცხლში გავიარე, დიდი ხნის მიძინებული რომ იყო ჩემში. აუცილებლად გამოვარჩევდი ემიგრანტ ქალბატონს იტალიიდან, რომელსაც ნანა ქვია… მკითხულობდა, რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა. ასევე, განსაკუთრებული თანადგომა გამოიჩინეს თემურისადმი, მისმა მასწავლებლებმა და კლასელებმა, ასევე მშობლებმაც… თითქოს, მთელი სკოლა თემურისთვის გაერთიანდა… ჩვენთან მოდიან ხოლმე, და მოაქვთ პროდუქტი. ბოლოს ექსკურსიაზეც თემურის თანხა მათ შეაგროვეს და წაიყვანეს… სიხარულისგან დაფრინავდა ბავშვი. როგორ მინდა, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ჩვენი ემოციები, რომლებიც თქვენ გვაჩუქეთ, მაგრამ  ვერ შევძლებ, სიტყვებს ვერ გამოვნახავ… მადლობა დაფასებისთვის და ამ ბედნიერებისთვის, რომ მარტო არ დაგვტოვეთ.

„ბებოს, ახალ ლოგინში უფრო კარგად სძინავს. თან აწი, აღარ დასცხება“

         -ჩვენს პოსტს, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს? 
         ხატია: დიახ, იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, მოგვიტანეს ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და პროდუქტი. ერთხელ გამოხატეს ყურადღება და შეგვპირდნენ, რომ კიდევ მოვიდოდნენ, მაგრამ, 5 თვეა არ გამოჩენილან. თუმცა ყურადღება ნამდვილად დასაფასებელია და ამისთის მადლობელი ვარ… იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებენ და კვლავ გვესტუმრებიან.
         – ხატია, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ხატია: ეს დახმარება, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, ჩემთვის ბევრად სიღრმისეული და ჰუმანურია… აი, როგორ აგიხსნათ… როდესაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები მოგვიტანეთ, ხომ გავგიჟდი სიხარულისგან, მაგრამ ხალხის სითბომ და ყურადღებამ მთლად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ღერძი… თითქოს სხვა მხარეს დატრიალდა ყველაფერი. არ ვიცი რამდენად კარგად გადმოგეცით, მაგრამ თქვენ მაჩვენეთ ამ ასაკში რა არის ნამდვილი ბედნიერება.
       

    „ახლა, ყველაფერი თავის ადგილზეა“

         – ახლა, თემურთან მაქვს კითხვა. თემურ, საამაყო ბიჭო, რა ხდება შენს ცხოვრებაში? ახლა, როგორია შენი დილა? 
        თემური (12 წლის): დეიდა, ჯერ მინდა, იმ კეთილ ადამიანებს მადლობა გადავუხადო  იმისთვის, რომ ჩემსბებოს, კარგი საწოლი უყიდეს… წამო განახო რამხელაა!..  დილაობით, ბებოსთან ოთახში რომ შევდივარ ვატყობ, რომ უფრო გემრიელად ძინავს. ჩემი დილა, ისევ ბებოთი იწყება, მერე დედიკო ჩაის მიდუღებს და ყიყლიყოებს მიწვავს.  ვჯდები ახალ მაგიდასთან და ჩემს ახალ პლანშეტში ვუყურებ გადაცემას „ჩემი ოჯახი“. 

„ეს დედას საფირმო ღვეზელია… მმმმ… რა სუნიაა…“

        კიდევ, დეიდა, ჩემს კლასელებს და მასწავლებლებს უფრო შევუყვარდი, სულ მეფერებიან ხოლმე… კიდევ, ველოსიპედი გამიხარდა ძალიან. იმიტომ, რომ მაღაზიაში მაგით მივდიოდი და ეზოშიც… ჩემნაირი მაგარი ველო არავის ჰყავს მთელს უბანში, იცით? მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ბორბალი გამიფუჭდა და დროებთ ვეღარ დავდივარ….

„ახალი სამზარეულოს კუთხე, ახალი პლანშეტი და ახალი ცხოვრება“

         – ხატია, იქნებ, კიდევ გაქვთ რაიმე  გადაუჭრელი პრობლემა, რაშიც ჩვენი ფონდი დაგეხმარებათ?
       ხატია:  თქვენი გვერდში დგომა ერთხელ უკვე ვიგრძენი და ვიცი, რომ თამამად შემიძლია დაგეყრდნოთ. თქვენ რომ მეიმედებით, ასე არავინ!..
ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვიურად ქირაში 100 ლარის გადახდა ძალიან გვიჭირს, მთელი სოციალური დახმარება ბანკის ვალებში მიდის, ხშირად მიწევს არჩევანის გაკეთება, ქირა დავაგვიანო, თუ საჭმელი და მედიკამენტები ვიყიდო დედაჩემისთვის. თან მეშინია, ბინის პატრონიც არ გავანაწყენო.  ჩემი ოცნებაა, რომ თემუკა თავის სახლში ვაცხოვრო, საკუთარ სახლში, რომელიც ჯერ არ გვქონია… ამ ეტაპზე, ძალიან გაგვახარებთ, თუ თემურის ველოსიპეტის შეკეთებაში დაგვეხმარებით, მისი სიხარული რომ გავახანგრძლივოთ. ხომ იცით, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ახალი ბორბლის ყიდვის საშუალება არ გვაქვს და ძალიან მწყდება გული. 
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ასეთი ყურადღებისთვის და ინტერესისთვის… რომ გულთან მიგაქვთ ჩვენი ტკივილი და გასაჭირი. 
         ვერასოდეს დავივიწყებ როგორ მიიღეთ ჩემი შვილი, საკუთარი შვილივით… ჩემი ტკივილი, საკუთარი ტკივილივით და დარწმუნებული ვარ, ჩემს სიხარულსაც ასევენ გაიზიარებთ.
   

   „მთავარია, ბებო იყოს კარგად, დანარჩენს ეშველება“

                                             ***
         მეგობრებო, დგებუაძეების ოჯახ არასდროს დაგივიწყებთ… თქვენმა გვერდში დგომამ, მათ გულებში დიდი იმედი და სიყვარული გააღვიძა. ისინი ცხოვრების რიტმს აყვნენ და აღარ გრძნობენ თავს გარიყულად. მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზე ადამიანური ურთიერთობები იყო. მიუხედავად მათი მატერიალური მდგომარეობისა, ხატიამ, თემური უკვე შემდგარ ადამიანად გაზარდა და მისით ამაყობს.  როგორც ამბობს თემური, მან დაინახა ქართველ ხალხში დიდი სიყვარული და თანადგომა, რაც აქამდე დიდად არ უგრძვნია. ისინი ყოველთვის იმას ითხოვდნენ, რაც მართლა სჭირდებოდათ. ახლაც მცირე თხოვნით შემოიფარგლნენ. ვფიქრობ, ამ მცირედის ასრულება, ისევ მოგანიჭებთ დიდ სიხარულს, მათი ბედნიერი თვალები კი, ისევ აგავსებთ დადებითი ემოციებით!..
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის  პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს . ყოველ ჯერზე როდესაც ფონდის გვერდზე, გაეცნობით ახალ-ახალი ოჯახების ტრაგედიებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდით, თქვენც იგრძნობთ უფლის ხელს, რადგან ეს არის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვთისმსახურება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: დგებუაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აპრ 11
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1480.00₾
2022 აპრ 14
ავეჯი
1430.00₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
300.85₾
2022 მაი 05
ვენტილიატორი
80.00₾
2022 მაი 05
პლანშეტი
350.00₾
2022 მაი 10
მედიკამენტები
359.91₾
2022 მაი 10
ავეჯი
950.00₾
2022 მაი 18
პროდუქტები
300.75₾
2022 მაი 19
ლინოლეუმი
600.00₾
2022 მაი 23
ავეჯი
1730.00₾
2022 მაი 23
ტელევიზორი
745.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
2545.00₾
2022 ივნ 01
მობილური ტელეფონი
490.00₾
2022 ივნ 01
მედიკამენტები,პამპერსები
332.98₾
2022 ივნ 09
პროდუქტები
299.40₾
2022 ივნ 18
საწოლი
750.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
400.00₾
2022 ივლ 19
მედიკამენტები,პამპერსები
600.00₾
2022 ივლ 29
პროდუქტები
299.87₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
245.00₾
2022 სექ 04
პროდუქტები
297.78₾
2022 სექ 21
პროდუქტები
300.11₾
2022 ოქტ 01
პროდუქტები
299.74₾
2022 ოქტ 06
პროდუქტები
250.00₾
2022 ოქტ 27
პროდუქტები
299.99₾
2022 ნოე 23
მედიკამენტები
120.02₾
2022 ნოე 23
პროდუქტები
300.00₾

სულ ხარჯები:

16156.40₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ი/მ თემურ გიორგაძე
20.11.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
19.11.2022 20:00:00
₾2.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
15.11.2022 20:00:00
₾2.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
14.11.2022 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
12.11.2022 20:00:00
₾2.20
'ი/მ თემურ გიორგაძე
09.11.2022 20:00:00
₾2.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
07.11.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
05.11.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
04.11.2022 20:00:00
₾1.15
'ი/მ თემურ გიორგაძე
03.11.2022 20:00:00
₾1.15
'ი/მ თემურ გიორგაძე
02.11.2022 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
02.11.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
01.11.2022 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
01.11.2022 20:00:00
₾1.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
31.10.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
30.10.2022 20:00:00
₾2.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
29.10.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
28.10.2022 20:00:00
₾1.40
'ი/მ თემურ გიორგაძე
27.10.2022 20:00:00
₾2.90
'სალომე თარხნიშვილი
24.10.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾16,156.03

1004 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾16,156.03

1004 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება