ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო!

page info icon
2022 მარტი 17
დილით ის სკოლაში მიდის, მერე კი, ნავსადგურში, ჯართის შესაგროვებლად... ბევრი რკინის „ხარახურა“ უნდა მოაგროვოს, წამლები რომ უყიდოს ბებოს. ასეთია 12 წლის თემურის ყოველდღიური ცხოვრება. მას ახსოვს, როგორ უვლიდა ბებო, როგორ უყვებოდა ზღაპრებს, ლოყაზე როგორ ეფერებოდა ალერსიანი, დამჭკნარი ხელით და ეუბნებოდა: „ჩემი თვალის სინათლე ხარ, ჩემი იმედი, ჩემი ყველაფერი ხარ შენ!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
16,156 ₾
( 1,004 დონორი )
დასრულებულია
ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დილით ის სკოლაში მიდის, მერე კი, ნავსადგურში, ჯართის შესაგროვებლად... ბევრი რკინის „ხარახურა“ უნდა მოაგროვოს, წამლები რომ უყიდოს ბებოს. ასეთია 12 წლის თემურის ყოველდღიური ცხოვრება. მას ახსოვს, როგორ უვლიდა ბებო, როგორ უყვებოდა ზღაპრებს, ლოყაზე როგორ ეფერებოდა ალერსიანი, დამჭკნარი ხელით და ეუბნებოდა: „ჩემი თვალის სინათლე ხარ, ჩემი იმედი, ჩემი ყველაფერი ხარ შენ!“


 „ბებო, ახლა, ჩემი ჯერია ვიზრუნო შენზე“

 ახლა, ის ცდილობს სწორედ ასეთი იყოს. და ეს, დიდ ტკივილს აყენებს ბებოს. ტირის, ეხვეწება რომ, ეს აღარ გააკეთოს. მაგრამ, ნამდვილი ქართველი მამაკაცი, წამლების გარეშე როგორ დატოვებს ბებოს? ამ პატარა ხელებით, კომპიუტერულ თამაშებს უნდა თამაშობდეს, ხატავდეს, პიანინოზე უკრავდეს, და არა რკინების გროვაში იქექებოდეს... მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ბედისწერა ასეთი იყო.

ზამთარში, სწორედ ამ ხელებით, ჯართში იქექება... კანი უსკდება, თითები სტკივა. მაგრამ, მას ეს ვერ აჩერებს და ისევ აკითხავს ნაგავსაყრელს...

ხატია: ჩემს საბრალო ბიჭს დაბადებიდან არ გაუმართლა. მამამ მაშინვე უარი თქვა შვილზე და მეც არჩევანის წინაშე დამაყენა: „ან მე, ან ის!“ რა თქმა უნდა, შვილი ავირჩიე. მას შემდეგ, ის არც გვინახავს.

- რა საშინელებებს ყვებით. ასე რატომ მოხდა? შვილი არ უნდოდა?

ხატია: ბიჭი ძალიან უნდოდა. ელოდებოდა... სანამ ორსულად ვიყავი, ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ამქვეყნად, ხელის გულზე მატარებდა. როდესაც თემური დაიბადა, დეფექტი ჰქონდა - თავზე მუშტისოდენა კოპი. მან კი, თქვა, რომ ინვალიდის მამობა არ სურდა, რომ მისთვის ეს სამარცხვინოა, და ბავშვის ჩაბარება შემომთავაზა. შვილზე როგორ ვიტყოდი უარს? ნუთუ, დედას შეუძლია, ასე რომ მოიქცეს?

 „როდესაც, ჯართის შესაგროვებლად პირველად წავედი, მრცხვენოდა. მერე კი, მივხვდი: რა არის ამაში სამარცხვინო? ხომ არ ვიპარავ?!“


 - მამა ვერ გადაარწმუნეთ?

 ხატია: ვერანაირად. ასე მითხრა: „ან მე, ან ის!“ თავადაც ხედავთ, ვინ ავირჩიე. ასე რომ, 12 წელია თვალად არ გვინახავს. არც არაფერი გვსმენია მასზე. სამაგიეროდ, გადარჩენისთვის ვისწავლეთ ბრძოლა.

 „გავუძლებთ, დაგვეხმარებიან“


- კი, მაგრამ, ამას როგორ ახერხებთ? რა არის თქვენი საარსებო წყარო? შემოსავალი?

ხატია: სოციალურ დახმარებას ვიღებთ 150 ლარის ოდენობით. აქედან, ბანკი აკავებს 100 ლარს. ერთი წლის წინ, თემოს ოპერაციისთვის სესხის აღება მოგვიწია. პოლიპები ამოაჭრეს. 2 000 ლარი ვისესხეთ და მთელი ოთხი წლის მანძილზე, ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა მოგვიწევს! ასე როგორ შეიძლება? ბანკს თითქმის ორმაგი თანხა უნდა გადავუხადოთ! და არანაირი შეღავათი. დედაჩემის პენსიიდანაც, 90 ლარი ბანკს რჩება. ეს სესხი სამი წლის წინ ავიღეთ, როდესაც გულზე დასჭირდა ოპერაცია. წელიწად-ნახევარი უნდა ვიხადოთ კიდევ. დარჩენილი ფულით კი, გადარჩენას ვცდილობთ.

 - და რაში გყოფნით ეს თანხა?

 ხატია: დედა მწოლიარე მყავს, ინსულტმა დაარტყა. ძვირადღირებული წამლები და პამპერსი სჭირდება. ყოველთვე, დაახლოებით 150 ლარი ამისთვის გვინდა. თემოს ასთმა აქვს, მასაც წამლები სჭირდება. ექიმების თქმით, 16 წლის რომ გახდება, მდგომარეობა გაუმჯობესდება. მისი წამლებისთვის დაახლოებით 50 ლარი გვჭირდება თვეში. ამას დამატებული კომუნალური გადასახადები და მორჩა! დალაგებებზე დავდივარ, ავადმყოფ ქალს ვუვლი, როდესაც დამიძახებენ. თემო კი, სკოლის მერე, ჯართს აგროვებს და აბარებს. ხანდახან დღეში, 30 ლარამდეც გამოსდის. მერე კი, ბებოსთვის პამპერსი და წამლები მოაქვს. ხანდახან, როდესაც მე ვერ ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, ოჯახს ის ინახავს, 12 წლის ბიჭი! თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამის გამო. არ აქვს ბავშვობა. ერთხელ, როდესაც მე და დედაჩემი, ორივე ლოგინად ვიყავით ჩავარდნილები, ერთ დღეში 100 კილო ჯართი მიათრია ჩასაბარებელ პუნქტში. რანაირად მოახერხა ეს, არც კი ვიცი...

თემო (12 წლის): სამაგიეროდ, დედიკო მყავს და ბებო! სანამ შევძლებ, ვიზრუნებ მათზე!

 «შენი ნაამბობი ყველა ზღაპარი, შენი ნამღერი ყველა სიმღერა მახსოვს...“


 - თემო, შენისთანა ბიჭებზე მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს! თურმე, ნამდვილად არსებობენ! შენს ცოლობაზე, ნებისმიერი ქალი იოცნებებდა!

 თემო: რას ამბობთ?! რომელი ქალი?! რომელი ცოლი?! აბა, ახლა მაგისთვის სად მცალია? ჩემს ადგილას, ნებისმიერი მოიქცეოდა ასე! პატარა ხომ არ ვარ, დედას ხელებში ვუყურო, თანაც, ბებოს წამლები სჭირდება. შეხედეთ, რა საყვარელია. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, როგორ მეფერებოდა და მეთამაშებოდა... ახლა კი, ჩემი ჯერია ვიზრუნო მასზე.

- სწავლას, ან თამაშს თუ ასწრებ?

 თემო: კი, ვასწრებ. სკოლაში დავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვსწავლობ, მაგრამ, ძალიან ვცდილობ. სათამაშოები არ მაქვს... ხანდახან, მეზობლის ბიჭი თავის კომპიუტერთან მსვამს. ველოსიპედს კი, არავინ მთხოვნის... ალბათ, ჩემს ველოსიპედს მეც არავის არ ვათხოვებდი. თუმცა, ვინ იცის... არასდროს არ მქონია.

- ბებიას რაზე ესაუბრები ხოლმე? რას უყვები?

 თემო: როგორ ვსწავლობ, რა არის ახალი, რამდენი კილო ჯართი ჩავაბარე, რამდენი გადამიხადეს. ტირილს იწყებს და ხელზე მკოცნის. მეც საპასუხოდ ვუკოცნი ხელებს. ძალიან მიყვარს.


 „ოღონდ ბებო იწვეს მოხერხებულად, მე კი, იატაკზეც შემიძლია ძილი“

- გვითხარით, ხატია, ცხოვრება როგორ შეგიმსუბუქოთ?

 ხატია: მოგმართეთ იმისთვის, რომ პროდუქტი, დედაჩემისთვის წამლები და პამპერსი მეთხოვა. არაფერი არ გამაჩნია, საჭმელსაც კი მეზობელთან ვამზადებ და მის მაცივარში ვინახავ. ნორმალური საწოლებიც არ გვაქვს. მაგრამ, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. არ მინდა, ჩემს გამო, ვინმე რომ დაიხარჯოს. უბრალოდ, წამლებისა და პროდუქტის გარეშე, ვერ გადავრჩებით.

 - შენ რაზე ოცნებობ, თემო? პირადად შენთვის, მხოლოდ შენთვის!

 თემო: ძალიან მინდა, კომპიუტერი რომ მქონდეს. კიდევ, ყოველთვის ვოცნებობდი ველოსიპედზე. მეგონა, ძველს ვიპოვიდი, გაფუჭებულს, ჩემი ხელით შევაკეთებდი, მაგრამ სულ რაღაც რკინები მხვდება, ველოსიპედი კი - არა. ცუდია.

*** 
        ახლა, მხოლოდ ის მინდა, ფოთში რომ ჩავიდე, თემო ვიპოვო, გულში ჩავიკრა და ხელები გავუთბო... მინდა, აღარასდროს მოუწიოს ისეთი რამის კეთება, რაც მის ასაკს არ შეეფერება. მინდა, რომ ერთადერთი რკინა, რომლის თრევაც მას მოუწევს, იყოს მისი ახალი ველოსიპედი. ერთადერთი საზრუნავი კი - საღამოს ფილმის ყურება, ან მეგობრებთან ერთად გასეირნება... ბავშვებს არ უნდა დააწვეს მხრებზე ამხელა ტვირთი. სანამ ბებოს წამლები არ ექნება, ის ვერ შეწყვეტს ამ მძიმე შრომას. ჯართის შეგროვებას ვერ შეწყვეტს. და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი ცხოვრების შეცვლა! არა სხვებს, არამედ, მხოლოდ ჩვენ! დიახ, მე და შენ! და შენს მეგობრებს, ვისაც ამ ამბავს გაუზიარებ!
მათ არ სჭირდებათ ბევრი რამ. მხოლოდ პროდუქტი, წამლები, პამპერსი და საწოლები. თემოს კი, ლეპტოპი და ველოსიპედი სჭირდება!
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და ეს საოცარი ბიჭუნა გაიცნოთ. ოღონდ, ფრთხილად იყავით, არ შეგიყვარდეთ, მას ახლა სიყვარულისთვის არ სცალია! მათი მისამართია: ფოთი, ჯავახიშვილის ქ. 30ა
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!           გვჯერა, რომ ერთად, შევძლებთ გული გავუთბოთ და მომავლის იმედი ვაჩუქოთ მათ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თემო დგებუაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: