დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ამბავი რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდი გიამბობთ, მხოლოდ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი. ერთ დღესაც, მხიარული და მუდამ მომღიმარი ბავშვის სხეულში, თითქოს, სხვა ადამიანის სული ჩასახლდა. ყველამ პირჯვარი გადაისახეთ და ისე განაგრძეთ კითხვა. საქმე იმაშია, რომ გეგმიური ვაქცინის შემდეგ, სანდრომ საუბარი და ადამიანებთან კონტაქტი შეწყვიტა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ სინათლეს ვეღარ უსწორებს თვალს. ამიტომ, ოთახში, სადაც ბავშვია, არ შეიძლება ტელევიზორის ჩართვა, სინათლის ანთება და ფარდების გაწევა აკრძალულია. უარესს გეტყვით, ბავშვის ორგანიზმი უკვე ხუთი წელია არანაირ საკვებს არ იღებს, გადამუშავებულ წიწიბურისა და ერთი სახეობის შოკოლოდის გარდა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სხვა შოკოლადს მიაწვდით, დაყნოსავს და არ შეჭამს. ეს არ არის ისტორია ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან, ეს არის რეალობა, რომელიც ხდება ჩვენი ქართველი ბიჭუნას სახლში.

შემოწირულია

₾3,341.83

დონორი

256

დიახ! მსურს დახმარება!
31 - 36 of 56 items
1 4 5 6 7 8 10

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

საშინელება!!! საშინელება!!! საშინელება!!! ავადმყოფობა, სიღატაკე, დანგრეული სახლი, ყველაზე ელემენტარული ნივთების არქონა… წარმოიდგინეთ, ამ ნაგებობაში, ტელევიზორიც კი არასდროს ჰქონიათ! ფონდის მთელი გუნდი, დიდხანს ვფიქრობდით ამ სტატიის სათაურზე, რათა თქვენთვის, მეგობრებო, გადმოგვეცა ის ყველაფერი, რაც თავად განვიცადეთ, როდესაც ამ კეთილი ქართული ოჯახის გასაჭირის შესახებ გავიგეთ, ღვთიური მადლითა და თანაგრძნობით რომ აივსოს თქვენი გულები. ამ ოჯახს სასწრაფოდ თუ არ დავეხმარებით, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა!

შემოწირულია

₾8,638.17

დონორი

673

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

გაიცანით, მეგობრებო, საქართველოს ორი გმირი: ანა, დედა, რომელმაც საკუთარი სილამაზე, ახალგაზრდობა და ბედნიერება ოჯახის ბედნიერებასა და ერთგულებას შესწირა. მეუღლემ კი, სრულიად პარალიზებული ვაჟის, მათეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო მიატოვა საბრალო ქალი. მათეს ლაპარაკიც კი არ შეუძლია და მხოლოდ თვალებით დახმარების თხოვნა ისწავლა! ღმერთო, ღმერთო, ბიჭს ყოველი დღე უთენდება და უღამდება დაჟანგებულ ეტლში, რომელსაც თავის მისაყუდებელიც კი არ აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება მათე. ამას ხომ, მტერსაც არ უსურვებ!

შემოწირულია

₾3,220.23

დონორი

217

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
31 - 36 of 286 items
1 4 5 6 7 8 48

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის