რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.
მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…

შემოწირულია

₾41,141.88

დონორი

2843

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ჩემს შვილს უდიდესი საშინელება დაემართა, მას ზურგის კუნთოვანი ატროფია აქვს! მაგრამ, თქვენი დახმარებით, იცოცხლებს და ისუნთქებს კიდეც. თქვენი გამოჩენა ღვთისგან მოვლენილი ხსნასავით არის ჩვენთვის!

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა.
„ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“

შემოწირულია

₾27,873.03

დონორი

1810

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.”

თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს! ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან.

ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?

შემოწირულია

₾38,300.76

დონორი

2594

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

შემოწირულია

₾8,344.09

დონორი

833

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!

მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!

შემოწირულია

₾20,897.07

დონორი

1342

მინდა დავეხმარო
37 - 42 of 50 items
1 5 6 7 8 9

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ბავშვები

ნუ დაუშვებთ, ჩემი პატარა გოგონა რომ მოკვდეს! ის დღითიდღე ილევა და ქრება… და ჩემი ცხოვრებაც მასთან ერთად!

„ბები, შენ ხომ ხარ ჩემი ბედნიერება? შენ ხომ ხარ ჩემი სიყვარული, ბები?“ – მაია თავზე ხელს უსვამს და გულში იხუტებს თავის თორმეტი წლის შვილიშვილს – ანანოს. ანანო პირს აღებს, დიდრონი ცისფერი თვალები უღიმის. მასაც უნდა რამე უთხრას ბებიკოს – იმ ერთადერთ ადამიანს, ვინც არ მიატოვა, ხელი არ გაუშვა და ასე ჩაბღაუჭებულმა ატარა წლების მანძილზე, მაგრამ… მაგრამ, მას ეს არ შეუძლია… მას არც სხვა ბავშვებივით ეზოს ბოლოდან გამოქანება და ბებოს გახარება შეუძლია, არც გაზაფხულის ყვავილების დაკრეფა დედასავით საყვარელი ადამიანისთვის დედის დღის მისალოცად…

შემოწირულია

₾15,132.42

დონორი

979

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

“მე რომ ტკივილისგან ვკივი, ჩემი შვილი ყურებზე იფარებს თავის პატარა ხელებს…”

ახალი წელი სასწაულების დროა, მაგრამ არა პატარა ნიკოლოზისთვის და მისი მძიმედ დაავადებული დედიკოსთვის. “ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე სათამაშოები არ მჭირდება, მხოლოდ ის მინდა, რომ დედიკოს აღარ სტკიოდეს, ვიცი, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია, გთხოვ, აჩუქე მას ჯანმრთელობა…” – ასეთ წერილებს სწერს 9 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი თოვლის ბაბუას, რადგან საბავშვო მანქანები, დიდი, ლამაზი ბორბლებლებით მისი საახალწლო ნატვრა სულაც არ არის. მისი ახალგაზრდა დედა, ალიონა, არ იცვამს ქუსლებს და კაბები, ის „გამოწყობილია“ დიდ, მძიმე რკინის კონსტრუქციებში, ნიკოლოზის დღეები და ღამეები – დედის აუტანელი ტკივილისგან დაღვრილი ცრემლებია.

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი

ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ – ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა – მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი.

შემოწირულია

₾2,019.60

დონორი

230

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

“ყურადღება ერთი წამითაც რომ მოვადუნო, შეიძლება ჩემი შვილი დაიღუპოს”

ჯონი სწრაფად იქნევს თავს იქეთ-აქეთ, ხან იღიმის, ხან ტირის. ჯონი მუდმივად მოძრაობაშია. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! თვალის დახამხამებაში, საწოლის ნაპირზე აღმოჩნდება, უნდა დაიჭირო, რომ არ გადმოვარდეს. უცებ, ხიდივით გამოზნიქავს ზურგს, მერე კი, საწოლზე დაენარცხება. ხელ-ფეხს ჰაერში იქნევს. სახეზე, ხან ღიმილი, ხან ტანჯვა აესახება. ასეთ განკარგულებებს აძლევს მას ტვინი 24 საათის განმავლობაში – არ გაჩერდეს არცერთი წამით. სხეული ხესავით გაამაგროს. შეგეშინდება, ხელი რომ მოკიდო.

შემოწირულია

₾1,341.62

დონორი

75

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!

ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან… სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.

შემოწირულია

₾14,795.12

დონორი

994

პროექტი დასრულდა
37 - 42 of 181 items
1 5 6 7 8 9 31