რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!

მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!

შემოწირულია

₾20,897.07

დონორი

1342

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!

წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი, ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება. ენით აღუწერელია ის საშინელი გრძნობა, როდესაც საკუთარ შვილს ვერ ეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გაგაჩნია. ღმერთო! გული მტკივა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, გული მიკვდება დარდით, ჩვენს სახლში ყოველდღე ტირილის და კივილის ხმა ისმის. გოგონას ნორმალურად არც ჭამა, არც წყლის დალევა არ შეუძლია, ტირილიც კი მისთვის საშიშია. საჭმელი და წყალი ცხვირიდან ამოდის და შეიძლება ნებისმიერ წუთს ყელში გაეჩხიროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩემი პატარა როგორ იტანჯება, საშინელი ხველებით იხრჩობა!“

შემოწირულია

₾9,287.40

დონორი

562

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

შემოწირულია

₾8,374.09

დონორი

834

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნუთუ პატარა საბა მოკვდება?! ქართველი ექიმები მხრებს იჩეჩავენ… ამჟამად ჩვენს ხელთაა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯება! მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. ჩვენ კი, უფლის იმედი გვაქვს! საბა ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ ვერ ილოცებს…

ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.

მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!

შემოწირულია

₾24,906.77

დონორი

1931

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,205.80

დონორი

7998

დიახ! მსურს დახმარება!
37 - 42 of 122 items
1 5 6 7 8 9 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

ცხოვრებამ თვალები დაუბნელა. როგორ უნდა იცხოვროს მარტოხელა უსინათლო ქალმა უკუნეთ სიბნელეში? ნუთუ, ის განწირულია? ის შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ბებია ყოფილიყო.

უზომოდ თბილ და გულკეთილ, 82 წლის შურა ბებოს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა!
მეგობრებო, დახმარების ხელს თუ არ გავუწვდით, ერთ დღესაც ისე ჩუმად დაგვტოვებს, რომ ვერავინ გაიგებს!
ნუთუ, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს?! შურა ბებო ნამდვილად არ მოგვექცეოდა ასე! უფლის გზები ხომ, შეუცნობადია.
შურა: აი, ახლა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავდგე და მივიდე ჩემს საწოლამდე… (უსინათლო ქალს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები). გამომიწოდე ხელი, წამოდგომაში დამეხმარე. კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხანდახან, მთელი დღე, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს!
– რით დაგეხმაროთ, ბებო, თქვენმა გულმა კვლავ რომ „გაიღიმოს“?
შურა: წამლები მუდმივად მჭირდება, შვილო, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. შეშასაც ვეღარ დავანთებ, მგონი. სულ დავუძლურდი. გავიყინები ალბათ, ამ ზამთარს, ღუმელი თუ ჩაქრა და დროულად არავინ მომაკითხავს. რა კარგი იქნებოდა, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა…

შემოწირულია

₾2,456.11

დონორი

215

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
37 - 42 of 929 items
1 5 6 7 8 9 155