პატარა ნიკოლოზი ცხარე ცრემლებით ტირის, რადგან მისი მძიმედ ავადმყოფი მამა კლინიკიდან სახლში მხოლოდ იმის გამო წამოიყვანეს, რომ ოჯახი ფულს ვეღარ იხდიდა. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი უბედურებაა! 2 შვილის მამას, 49 წლის გურამს, ღვიძლის ცეროზი დაუდგინდა. მუცელი მთლიანად წყლით აქვს სავსე და საბრალო კაცს ლოგინში განძრევაც კი არ შეუძლია, არათუ ფეხზე დადგომა და სიარული. უფულობის გამო კლინიკიდან სახლში გამოწერილ კაცს ცხოვრების უსამართლობით გამოწვეული ცრემლები ადგება თვალებზე, მაგრამ ცდილობს, შვილებს არ დაანახოს. 10 წლის ნიკოლოზი და 13 წლის ანდრია მამის საწოლთან არიან და ეფერებიან თავიანთი პატარა ხელებით. საბრალო ბავშვებმა არ იციან, ჯოჯოხეთური ტკივილები როგორ შეუმსუბუქონ მამას. შეხედეთ, როგორ ტირის საბრალო კაცი. ტკივილებს ვეღარ უძლებს, ამ საშინელ ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და, რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრების უსამართლობას ვეღარ უძლებს საბრალო მამა. გურამს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების თქმა. დიახ… წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ანგელოზები დაობლდებიან. ბავშვის თვალებზე ცრემლები არ შრება. ნიკოლოზი თავისი ოქროს მედლებით ახარებს მამას. ბავშვს ფეხბურთის ისეთი ნიჭი აქვს, რომ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბიჭუნას სწორედ ახლა სჭირდება მამის გვერდით დგომა. ვერაგი სიკვდილი კი მამის წართმევას ცდილობს ძმებისთვის.