რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ვაჩუქოთ თორნიკეს სიცოცხლე!..

calendar მარტი 23, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თითოეული შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

თითოეული
შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

თორნიკე დედასთან და მამასთან
ერთად ნათესავის ბინაში ცხოვრობენ, საკუთარი, არაფერი გააჩნიათთორნიკესთვის რომ ემკურნალათ, ყველაფერი
გაყიდეს. თორნიკეს
მდგომარეობა დღითიდღემძიმდება!
ხალისიანი და სიცოცხლის
მოყვარული ბიჭი საკუთარ თავში ჩაიკეტა და იშვიატად საუბრობს.დედა
ლეილა 59 წლისაა, მამა – 62-ს. 17 წლის ვაჟზე ამოსდით მზე და მთვარე!

– როდის
დაეწყო თორნიკეს
ჯანმრთელობის პრობლემები?

ლეილა:
თორნიკე ჯანმრთელი ბიჭი
დაიბადა, სკოლაშიც სწავლობდა. მეოთხე კლასამდე პრობლემა არ ჰქონია.ყველაფერი უეცრად
დაიწყო… ბავშვს გაუჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა
განმავლობაში გაუარესდა. მისი დიაგნოზი – კუნთოვანი დისტროფიაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს
და ორგანოთა სხვადასხვა სისტემები გამოყავს მწყობრიდან. დიაგნოზის დასმის შემდეგ მეუღლემ ინფარქტი მიიღო.

– ექიმები
რას გეუბნებოდნენ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ავადმყოფობის პროგრესირება შეგეჩერებინათ?

ლეილა:
აუცილებელი იყო მუდმივი მკურნალობა, პროცედურები და მედიკამენტები, მდგომარეობის გართულება
თავიდან რომ აგვერიდებინა. მაგრამ ჩვენ საკმარისი სახსრები არ გვქონდა. ასეთი დიაგნოზით,
სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია და ეს თავიდანვე ვიცოდით. გავყიდეთ ყველაფერი, რაც
გაგვაჩნდა, რათა ჩვენი ბიჭისთვის გვემკურნალა.

– თორნიკეზე
გვიამბეთ, როგორია?

ლეილა:
თორნიკე ძალიან მხიარული და აქტიური ბიჭია. ინვალიდის ეტლითაც კი მონაწილეობდა მარჯანიშვილის
სახელობის თეატრის დადგმებში, ხატავდა და გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. კარგად
მღერის. მღეროდა ყველგან, სადაც მიკროფონს დაინახავდა. ახლა ერთად ვმღერით სახლში.
ვცდილობთ, მდგომარეობიდან გამოვიდეთ და რაც შეიძლება აქტიურად და პოზიტიურად ვიცხოვროთ.
იმედს დიდი ძალა აქვს.

   – თორნიკეს სჯერა, რომ გამოჯანმრთელდება?

ლეილა:
მას სჯერა, რომ უფალი არ მიატოვებს. ხშირად ვუყურებთ ერთად ვიდეოებს, სადაც ბავშვებმა
დიდი სირთულეები დაძლიეს, გამოჯანმრთელდნენ, შეძლეს დამოუკიდებლად გადაადგილება და
ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ვცდილობ დავარწმუნო, რომ აუცილებლად გამოჯანმრთედება,
მთავარია რწმენა არ დაკარგოს. ამ ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა, იშვიათად შემოდის
კონტაქტში. ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება, პირიქით, უნდა იაქტიუროს.

– მეგობრები
თუ ჰყავს?

ლეილა:
კი, რა თქმა უნდა. ძალიან ყურადღებიანი თანაკლასელები ყავს, ბევრ დროს უთმობენ. სიგიჟემდე
უყვართ ერთმანეთი, მათ და თორნიკეს. ამდენ სითბოს ნამდვილად არ ველოდებოდი.

– ყველაზე
მეტად რა უხარია?

ლეილა:
ძალიან უყვარს ტკბილეული. როცა სახლში არ ვართ, მოუთმენლად გველოდება. იცის, რომ იოგურტს
ან რაიმე სხვა ტკბილეულს მოვუტანთ. გუშინაც მინდოდა, იოგურტი მეყიდა  მისთვის 
და ფული არ მქონდა.

– ადამიანებთან
კონტაქტი რატომ აღარ უნდა?

ლეილა:
ბოლო დროს ძალიან ჩაიკეტა საკუთარ თავში. უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ მეგობრები
არ ტოვებენ მარტოს, ხშირად უმეორებენ, რომ სწორედ მან ასწავლა მათ ნამდვილი სიყვარული
და მეგობრობა. იცით, მე მისი კარგად მესმის. სულ სახლშია. ფეხი მოიტეხა და მძიმე ოპერაციის
გადატანა მოუხდა. ამის შედეგად ხასიათიც შეეცვალა. სკოლაშიც ვეღარ დადის. მდგომარეობა
იმდენად მძიმე იყო, რომ ოპერაციისთვის, დაუყოვნებლივ თურქეთში გადაიყვანეს. ახლა სულ
სახლშია და ყველანი ერთად ვცდილობთ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. სარეაბილიტაციო პერიოდი
ჯერ არ დასრულებულა.

– თორნიკემ
როგორ მოიტეხა ფეხი?

ლეილა:
დასასვენებლად ბაკურიანშიწაიყვანეს სახელმწიფო  პროგრამით. გასეირნების დროს კი ეტლს ბორბალი მოძვრა
და თორნიკე გადმოვარდა. ფეხი მოტყდა მუხლისა და მენჯის შუაში. ხერხემლის გამრუდებამ
კიდევ ძალიან გაართულა მდგომარეობა. ოპერაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

– თქვენი
ოჯახი სოციალურად დაუცველია. სახელმწიფო როგორ გეხმარებათ?

ლეილა:
დიახ, წლებია ეს სტატუსი გვაქვს. გასულ წლებში დაბალი ქულა გვქონდა და დახმარება გვერიცხებოდა.
მაგრამ ახლა, სოციალურმა სამსახურმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გავმდიდრდით და შეამცირა
სოციალური დახმარების თანხა. 180 ლარი გვერიცხება ყოველთვიურად. სახელმწიფო ნაწილობრივ
აფინანსებს ძვირადღირებულ წამალსა და სამედიცინო პროცედურებს. ადრე დამატებით 50 ლარი
გვერიცხებოდა, თორნიკეს კვებისთვის, მაგრამ 16 წელი რომ შეუსრულდა, ისიც მოგვიხსნეს.

– თქვენ
უმუშევარი ხართ, თქვენი მეუღლეც როგორც მივხვდი, ყოველთვის ვერ ახერხებს მუშაობას.
როგორ უმკლავდებით ფინანსურ პრობლემებს? გეხმარებოდათ ვინმე?

ლეილა:
ჩემი შვილის გამო ვერ ვმუშაობ. ნერვიულობის ნიადაგზე, მეუღლეს გულის შეტევა დაემართა.
ძლივს გადავარჩინეთ. აქედან გამომდინარე ფიზიკურად ვერ იშრომებს. შვილის მოვლაში ძალიან
მეხმარება. მინდა ავღნიშნო, რომ თქვენი ფონდი, წლების მანძილზე გვიდგას მხარში. თქვენი
ორგანიზაციის მიმართ მადლიერების გამოსახატად, სათანადო სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. უღრმესი
მადლობა ყველაფრისთვის!

– ნაცნობებიდან
ან მეზობლებიდან თუ გეხმარებათ ვინმე?

ლეილა:
როდესაც ვფიქრობ, რომ მეტი აღარ შემიძლია და უმწეობისგან ტირილი მინდა, სწორედ მაშინ,
უფალი აუცილებლად მიგზავნის ვინმეს. ხანდახან, სრულიად უცხო ადამიანებიც მიმართავენ
ხელს.

– კონკრეტულად
რა სახის დახმარება გჭირდებათ ამ ეტაპზე?

ლეილა:
თორნიკეს ხერხემალი საშინელ მდგომარეობაში აქვს. თუ არ შეგეშინდებათ, განახებთ… სპეციალური
საწოლი და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი სჭირდება. ძველ ტახტზე წევს, რომელიც სადაცაა
დაიშლება.  ეტლიც გვჭირდება, ეზოში მაინც რომ
ჩავიყვანოთ. სპეციალური ეტლები არსებობს, რომელიც სწორად აფიქსირებს სხეულსა და თავს.
უკვე სახიფათოა ჩვეულებრივი ეტლის გამოყენება!

– მორწმუნე
ხართ?

ლეილა:
დიახ, მართლმადიდებელი ქრისტიანი. ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე სითბო და სიყვარული
არ მომკლებია. უფლის სიყვარული მშობლებმა მასწავლეს და უფალი მთელი გულით მწამს. თორნიკე
კი ჩემზე ბევრად მორწმუნეა. ადრე სულ დავდიოდით ტაძარში, ზიარებაზე. მაგრამ ბოლო ორი
წლის განმავლობაში, ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ტაძარში ფიზიკურად ვეღარ დავდივართ.
რა კარგი იქნებოდა, მამაო ჩვენთან რომ მოსულიყო და ჩემიბიჭი ეზიარებინა!

  – გჯერათ, რომ ფონდი დაგეხმარებათ?

ლეილა:
რა თქმა უნდა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. კარგად გვახსოვს, პირველად რომ მოგმართეთ  როგორ დაგვეხმარეთ. მუდმივად ვგრძნობთ თქვენს თანადგომას.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის! მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად, შეძლებისდაგვარად ყველა
დაგვეხმარება!

 – რაზე ოცნებობთ? რა არის აუცილებელი, რომ თქვენმა
ოჯახმა თავი ბედნიერად იგრძნოს?

  ლეილა: როდესაც უფალმა შვილი მაჩუქა, ქვეყანაზე
ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. პირველად დედა რომ დამიძახა, საოცარი შეგრძნება იყო.
მინდა, რომ ბრძოლის უნარი ბოლომდე შეინარჩუნოს!

  – ამ ეტაპზე, რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ,
ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ლეილა: ჩემი და თორნიკეს საერთო ოცნებაა,
გარეთ ერთად გავისეირნოთ, მაგრამ ამისთვის სპეციალური ინვალიდის ეტლია საჭირო. საწოლი
გვჭირდება, სადაც მე და ჩემი შვილი ერთად დავეტევით. ვერ იძინებს, თუ ხელი არ ჩამკიდა
და არ იგრძნო, რომ დედა გვერდში ყავს. სპეციალური, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი სჭირდება
და მედიკამენტები. ასევე სჭირდება სწორი, მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული
კვება… თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ თქვენს გარეშე თავს ვერ გავართმევთ ამ ყველაფერს…

——————-

მეგობრებო,
როგორც ხედავთ, კიკაბიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები,
საოჯახო ტექნიკა, საწოლი და ინვალიდის ეტლი!

გამოვიჩინოთ
გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ, მივცეთ მძიმედ დაავადებულ მოზარდს შესაძლებლობა,
არ დაიტანჯოს ტკივილით და ელემენტარული საცხოვრებელი  პირობები შევუქმნათ. მოსახერხებელი საწოლი, გემრიელი
საჭმელი და ეზოში გასეირნება. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება.
მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ლეილას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და
უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი
მისამართია: თბილისი, კავთისხევის ქ.№13. ტელეფონის ნომერი: 555 22 37 46

მეგობრებო,
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თორნიკე კიკაბიძის დასახმარებლად. როგორც
იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია.

აუცილებლად
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ!
ეს მნიშვნელოვანია!

უფალი
გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. მეგობრებო,
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ 
თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება
და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი
ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000,
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე კიკაბიძე)  ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის
მეშვეობით.

თანხის
ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ
ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა
და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

საკურნებლად სულისა და ხორცისა!..
      – თორნიკეს ოცნება ახდა, ის ეზიარა!

      შეხედეთ სურათებს. იცანით არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა ქართველი ბიჭი რომელზეც, გიამბეთ ცოტა ხნის წინ? უკვე 14 წელია ის  მიჯაჭვულია საწოლს და მედგრად ებრძვის საშინელ დაავადებას – კუნთების დისტროფიას… მაგრამ! შეხედეთ, როგორ იღიმის თორნიკე! ეს არის ღიმილი, ბედნიერი ადამიანისა, რომელსაც ოცნება აუხდა! ეს კი, სწორედ თქვენი და ჩვენი ერთობლივი დამსახურება გახლავთ! აღდგომის  ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ასეთი საოცარი საჩუქარი გავუკეთეთ! 
     თორნიკე სახლშია გამოკეტილი, მას შემდეგ, რაც ხეიბრის ეტლიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა, ტაძრის მოლოცვა და ზიარება მისი სანუკვარი ოცნება გახდა. ბიჭისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს… მას ხომ სწორედ უფლის რწმენა ჰმატებს სასიცოცხლო ძალებს… 
      როდესაც ფონდის თანამშრომელმა, დავითმა მათთან სახლში მამაო მიიყვანა და თორნიკე ეზიარა, ბიჭი ტიროდა ბედნიერებისგან…  მისი დედიკო, ლეილა კი თვალცრემლიანი იმეორებდა: „საკურნებლად სულისა და ხორცისა! სადიდებლად უფლისა!“
       ჩვენ ამ ოჯახს უდიდესი ბედნიერება ვაჩუქეთ. და ახლა, თქვენი გულკეთილობის დამსახურებით, მძიმედ დაავადებული თორნიკეს სახეზე კვლავ ბრწყინავს ღიმილი!
       მაშინ, საბრალო ბიჭს, რომელსაც ხერხემალი საშინლად აქვს გამრუდებული, დანგრეულ, აგურებით გამაგრებულ ტეხტზე ეძინა, რომელზეც სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ დაწვებოდა! ახლა კი, თორნიკეს მშვენიერი, კომფორტული საწოლი აქვს. რომელიც მასაც და მის დედიკოსაც ძალიან ახარებს.
   

       – ლეილა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ, სტატია გამოვაქვეყნეთ?

       ლეილა: შეიცვალა ყველაფერი, და რაც მთავარია, განწყობა! თქვენ არა მხოლოდ მატერიალურად დაგვეხმარეთ, არამედ სულიერადაც გაგვამხნევეთ! თორნიკე ზიარებაზე ოცნებობდა… თქვენ კი, აუსრულეთ ეს ოცნებაც! სააღდგომო ზიარება! ასეთ ბრწყინვალე დღესასწაულს! ამან ჩემს შვილს სიცოცხლე დაუბრუნა! რამე შეედრება ამ სიხარულს?! სიტყვებით ამ გრძნობას მართლა ვერ ავღწერ… ჩვენ, სამწუხაროდ არ გვაქვს სპეციალური ეტლი, ამიტომაც სულ სახლში ვართ გამოკეტილები და ზიარებაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო…
      რა შეიცვალა? გულწრფელად გეტყვით – ყველაფერი! შიში იმედმა ჩაანაცვლა… როდესაც ოჯახში, ერთადერთი შვილი მძიმედ ავად არის, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და აზრს კარგავს. თქვენ შეგვიმსუბუქეთ ყოფა, და შესაბამისად, შვილის მოვლაც გამიადვილეთ! თქვენ მოგვიტანეთ გაზქურა, ბლენდერი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა… მთელი გულით  მინდა, მადლობა გითხრათ! – ლეილას აღტაცებას საზღვარი არ აქვს.
        თქვენი დამსახურებით, ჩემს ბიჭს სამი თვის სამყოფი წამლები მოვუმარაგე. იმდენი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება გვაჩუქეს, რომ ჯერ კიდევ არ გამომლევია!
         გახსოვთ, რაზე იწვა ჩემი ავადმყოფი ბიჭი? ტახტსაც კი ვერ დავარქმევდით… ახლა კი, მოხერხებულად წევს, საწოლზე ორთოპედიული მატრასით. უზომოდ მადლობელია თქვენი, ყველასი!
        – ლეილა, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ? 

         ლეილა: როგორც უკვე გითხარით, თქვენი ფონდის თანამშრომელმა, დავითმა, მოიყვანა მამაო, რომელმაც აღდგომის დღეს აზიარა ჩემი შვილი. მთელი ჩვენი ოჯახისთვის, საუკეთესო საჩუქარი და სიურპრიზი სწორედ ეს იყო! როდესაც ფეისბუქში, ჩემს პირად გვერდზე, თორნიკეს ზიარების სურათები გამოვაქვეყნე, ვერ მოვთვლი, რამდენმა ადამიანმა დამირეკა, მიულოცა ჩემს შვილს და „სულისა და ხორცის განკურნება“ უსურვა.
მაგრამ ამით, სიურპრიზები არ დასრულებულა. ცოტა ხანში, უფალმა გამოგვიგზავნა კიდევ ერთი კეთილი ადამიანი, და ჩემს შვილზე მადლი ისევ გარდმოვიდა! ორჯერ ეზიარა, სახლიდან გაუსვლელად! ნუთუ ეს სასწაული არ არის? არც კი ვიცი, რა ვთქვა… უდიდესი მადლობა, ამ ბედნიერი წუთებისთვის! 
მე და ჩემი შვილი, უფალს ყოველდღე ვთხოვთ, ასმაგად დაგიბრუნოთ ის ბედნიერება, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა გვაჩუქა! სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო, თქვენი რამდენად მადლობელი ვარ…
კიდევ, ახალგაზრდები იყვნენ მოსული, „სპარის“ ცენტრალური ფილიალიდან. თორნიკე, ჯერ კიდევ გუშინ ოცნებობდა იოგურტზე. მათ კი  ზღვა პროდუქტი მოუტანეს და გემრიელობები, რომელიც კიდევ ძალიან დიდ ხანს ეყოფა! 
ერთმა ადამიანმა დამირეკა და 20 ლარი გადმომირიცხა. სიმართლე გითხრათ, ჩვენს მდგომარეობაში, ეს  20 მილიონს უდრის! მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი, პანდემიის გამო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა… 
          – ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? თქვენი მდგომარეობით დაინტერესდნენ? გაგიწიეს რაიმე სახის დახმარება?

         ლეილა: ერთი ახალგაზრდა მოვიდა და 100 ლარი მოგვიტანა კონვერტით, გვითხრა, რომ დეპუტატმა თქვენი პოსტი წაიკითხა და გამოგვიგზავნა. ოღონდ, სამწუხაროდ, ვერც სახელი დავიმახსოვრე და ვერც გვარი… მინდა მას უდიდესი მადლობა ვუთხრა!

         – ლეილა, გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს ემოციებზე.

        ლეილა: მართლა არ მყოფნის სიტყვები, ჩემი გრძნობები რომ გამოვხატო… თქვენ ჩემი ავადმყოფი შვილის ოცნება აასრულეთ… და შესაბამისად, ჩემიც…
      უკვე გითხარით, რომ მას შემდეგ, რაც თორნიკემ მოიტეხა ფეხი და უმძიმესი ოპერაციისა და ნარკოზის გადატანა მოუხდა, აღარ ჰგავს საკუთარ თავს… ჩვეულებრივ ეტლს ვეღარ გამოვიყენებთ, მე კი ვერაფრით გავარკვიე, ვის უნდა მივმართო, ახალი, რომ მოგვცენ, სპეციალიზირებული… მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, თორნიკეს ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახლა გახდა ჩაკეტილი და სიტყვაძუნწი. კატეგორიულ უარს აცხადებს კონტაქტზე. გამუდმებით ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სიყვარულისა და მზრუნველობის საოცარი ტალღა წამოვიდა, სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან! 
      ახლა, თორნიკე, ხანდახან იღიმის კიდეც, უფრო ხშირად არის კარგ განწყობაზე, მაგრამ მაინც უარს ამბობს ადამიანებთან კონტაქტზე, ტელეფონითაც კი… ფონდის დახმარება და თქვენი მეგობრების მხარდაჭერა, ჩვენი ოჯახისთვის, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ისევ ვიგრძენი, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში მარტო არა ვარ. 
        – პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

        ლეილა: დავინახე, რომ არ ვარ მარტო და საკუთარი ძალების ისევ ვირწმუნე. სწორედ იმ სიყვარულისა და სითბოს წყალობით, რომელიც მაგრძნობინა თქვენი ფონდის თითოეულმა მეგობარმა და თანამშრომელმა! მართლა არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი გაიზიარებდა  ჩვენს გასაჭირს, გვითანაგრძნობდა და მოისურვებდა, რომ ჩემს ბიჭს მხარში ამოუდგეს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები მზად არიან, მხარში ამოუდგნენ და სითბო გაუზიარონ  ერთმანეთს!

– იქნებ კიდევ დაგრჩათ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?

        ლეილა: ძალიან მეუხერხულება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თორნიკემ ფეხი მოიტეხა, ძველ ეტლს ვეღარ ვიყენებთ, სახლში ვართ გამოკეტილები. ჩვეულებრივი ეტლი, რომელსაც გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტრო, აღარ გამოგვადგება. სანამ თავს ეს უბედურება დაგვატყდებოდა და ჩემი ბიჭი  ფეხს მოიტეხავდა, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან უყვარდა! მას სპეციალური ხეიბრის ეტლი სჭირდება, რომელიც ხერხემალს მთლიანად დააფიქსირებს. ეს იმის შესაძლებლობას მომცემს, რომ შვილი სახლიდან გავიყვანო, სუფთა ჰაერი ისუნთქოს და სხვადასხვა ღონისძიებაშიც კი მიიღოს მონაწილეობა. იქნებ ვინმეს შეუძლია, ამ პრობლემის გადაჭრაში რომ დაგვეხმაროს? არც კი ვიცი, ვის მივმართო…
        გარდა ამისა, თორნიკეს მტვერზე აქვს ალერგია… ძირს ძველი პალასი დავაგეთ, სითბოსთვის, გამუდმებით ვალაგებ და სველი ტილოთი ვწმენდ, მაგრამ ეს არ შველის… ძალიან კარგი იქნებოდა, მტვერსასრუტი რომ გვქონოდა… და კიდევ, მიკროტალღური ღუმელი, საჭმელი უცებ რომ შევათბო…
       თქვენ და ყველა ჩვენს თანამემამულეს, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო!… უღრმესი მადლობა, ასეთი ბედნიერი წუთები რომ გვაჩუქეთ! ზუსტად ვიცი, უფალი შეისმენს ჩემს ლოცვებს, და ყველანი მიიღებთ საზღაურს, თითოეული სასიხარულო წამისთვის რაც მოგვანიჭეთ! 
—-
         და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
        ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თორნიკე კიკაბიძე)
 ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/564-kikabidze/
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა –   0901 200 270
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 02
საწოლი
480.00₾
2020 აპრ 23
მედიკამენტები
308.86₾
2020 მაი 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
730.00₾
2020 მაი 21
მატრასი
300.00₾
2020 ივნ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
1790.00₾
2020 ივნ 17
მედიკამენტები
615.76₾
2020 ივნ 19
ავეჯი
380.00₾
2020 ივლ 31
მედიკამენტები
633.72₾
2020 სექ 10
პროდუქტები თხელიძეებისთვის
380.00₾
2020 სექ 24
პამპერსები თხელიძეებისთვის
144.00₾
2020 ოქტ 21
პროდუქტები თხელიძეებისთვის
256.00₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
120.00₾
2020 დეკ 08
პროდუქტები თხელიძეებისთვის
200.00₾
2021 აპრ 20
პროდუქტები თხელიძეებისთვის
223.65₾
2021 მაი 21
ეტლი
1530.00₾
2021 ივლ 08
მედიკამენტები
299.74₾
2021 აგვ 24
მედიკამენტები
99.95₾
2021 აგვ 24
მედიკამენტები,პამპერსები
702.79₾
2021 სექ 20
პროდუქტები
1023.39₾

სულ ხარჯები:

10217.86₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კახა დუმბაძე
19.09.2021 20:00:00
₾20.00
ზვიად შაშიაშვილი
18.09.2021 20:00:00
₾20.00
მანანა ბეჟიტაშვილი
18.09.2021 20:00:00
₾10.00
შავშაშვილი მიხეილ
17.09.2021 20:00:00
₾200.00
პაპაშვილი ნიკა
16.09.2021 20:00:00
₾10.00
მარიამი ვარდოსანიძე
16.09.2021 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
15.09.2021 21:37:47
₾10.00
ლაშა ენუქიძე
15.09.2021 20:00:00
₾20.00
ანდრო ათოშვილი
15.09.2021 20:00:00
₾12.00
პილილიან არაქელ
15.09.2021 20:00:00
₾30.00
სურგულაძე ალექსანდრე
14.09.2021 20:00:00
₾1.00
ქრისტეფორე ჩოპოზოვი
14.09.2021 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
14.09.2021 18:16:34
₾30.00
თურმანიძე გიორგი
13.09.2021 20:00:00
₾15.36
ცომაია თორნიკე
13.09.2021 20:00:00
₾5.00
მარიამ კაკაბაძე
13.09.2021 20:00:00
₾10.00
პაატა აბულაძე
13.09.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი ამირაჯები
13.09.2021 20:00:00
₾5.00
საბა სანთაბულო
13.09.2021 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
13.09.2021 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾10,217.66

691 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,217.66

691 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება