რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾505,012.92

დონორი

38939

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,365.80

დონორი

8000

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა!

შემოწირულია

₾51,358.14

დონორი

3874

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,900.78

დონორი

2567

დიახ! მსურს დახმარება!
1 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

“ყურადღება ერთი წამითაც რომ მოვადუნო, შეიძლება ჩემი შვილი დაიღუპოს”

ჯონი სწრაფად იქნევს თავს იქეთ-აქეთ, ხან იღიმის, ხან ტირის. ჯონი მუდმივად მოძრაობაშია. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! თვალის დახამხამებაში, საწოლის ნაპირზე აღმოჩნდება, უნდა დაიჭირო, რომ არ გადმოვარდეს. უცებ, ხიდივით გამოზნიქავს ზურგს, მერე კი, საწოლზე დაენარცხება. ხელ-ფეხს ჰაერში იქნევს. სახეზე, ხან ღიმილი, ხან ტანჯვა აესახება. ასეთ განკარგულებებს აძლევს მას ტვინი 24 საათის განმავლობაში – არ გაჩერდეს არცერთი წამით. სხეული ხესავით გაამაგროს. შეგეშინდება, ხელი რომ მოკიდო.

შემოწირულია

₾1,341.62

დონორი

75

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

„მეც წამიყვანე, სიკვდილო“. – დაკარგა რა ყველა საყვარელი ადამიანი, ზინაიდა ცხოვრობს საშინელ გაჭირვებაში და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დედაა და დახმარების ხელი გაუწოდეთ მას

ზინაიდას მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ. ეს საბრალო ქალი, მთელი ცხოვრება მხოლოდ ტირის და იტანჯება. ბავშვობიდან მუდმივად სასაფლაოზე ცხოვრობს და ეხვევა თავისი ყველაზე საყვარელი ადამიანების საფლავის ქვებს. თავისი დედის, მამის, მეუღლის, შვილების: პატარა გოგონას, 20 წლის გაგას და 28 წლის კახას. იმდენი იტირა, რომ აღარც ჩამოსდის ცრემლი. 2 წლის წინ, კინაღამ ცოცხლად დაიწვა საკუთარ სახლში. მეზობელთან იყო გასული, როდესაც სახლი რამდენიმე წუთში ჩაიფერფლა! ახლა კი ფიქრობს, იქნებ ჯობდა, რომ დამწვარიყო? მაგრამ მერე, მისი მიცვალებულების სულებისთვის ვინ ილოცებდა? ის ხომ სრულიად მარტოა ამქვეყნად?

შემოწირულია

₾1,320.64

დონორი

52

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

თუ სიკვდილი გვიწერია – სამივე მოვკვდებით

თუ სიკვდილი გვიწერია – სამივე მოვკვდებით
– ამბობს ბავშვების დედა, ია.
„დედა ბორბლებზე დადის და ძალიან სტკივა, მაგრამ მე მას წამლებს ვაძლევ!“ – პატარა, ლამაზი ქეთი ზღურბლიდანვე ისეთი სიამაყითა და ბავშვური გულუბრყვილობით შემოგვძახის, რომლისგანაც უფროსებს მაშინვე ცრემლი ადგებათ თვალებზე. ის „მზიანი ბავშვია“ – როგორც ახლა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ეძახიან… „დედა, დე, სტუმრები გვყავს!“ – ეს მშვენიერი გოგონა, რომელიც მართლაც მზეს ჰგავს, მხიარული ყიჟინით შერბის ოთახში და დამხმარე ეტლში მჯდომ ქალს მუხლებზე ახტება…

შემოწირულია

₾1,319.90

დონორი

103

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
565 - 570 of 938 items
1 93 94 95 96 97 157