რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში მწუხარებისგან განადგურებულმა ქალბატონმა – ლელა სამაკაშვილმა მოგვმართა. ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ მისი ოჯახის ტრაგედია!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩერნოვეცკის საქველმოქმედო
ფონდში მწუხარებისგან განადგურებულმა ქალბატონმა – ლელა სამაკაშვილმა მოგვმართა. ძნელია
სიტყვებით გადმოგცეთ მისი ოჯახის ტრაგედია!
ქალბატონი ლელა და მისი
მეუღლე ბატონი თეიმურაზი ჭიათურიდან არიან, ერთად მუშაობდნენ ფაბრიკაში, ერთმანეთი
შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს. ერთი წლის შემდეგ ლაშა შეეძინათ. დაბადებისას ბავშვმა
ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება მიიღო. მის სამკურნალოდ, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა
რაც კი ებადა. რეაბილიტაციამ შედეგი გამოიღო და ლაშას მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ცოტა ხანში მეორე შვილი შეეძინათ. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ გიორგის
ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს…
ჯანმრთელობის პრობლემების
მქონე ორი შვილის მოვლა, მშობლებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მათ სამსახურისთვის
თავის დანებებაც კი მოუხდათ. ისინი თავს არ ზოგავდნენ, რომ ბიჭებს გამოჯანმრთელებაში
დახმარებოდნენ. მაგრამ 2010 წელს ბედმა მათ მორიგი განსაცდელო მოუვლინა. ფილტვის ინფარქტით
მათი უფროსი ვაჟი გარდაიცვალა… ეს უდიდესი დარტყმა იყო მშობლებისთვის!
ერთადერთი, რაც მათ ძალების
დაკარგვის უფლებას არ აძლევს, ეს უმცროსი ვაჟი – გიორგია. მშობლების გარდა მას არავინ
ჰყავს, სხვა ვერავინ იზრუნებს მასზე!
გიორგი 27 წლისაა, ის სრულიად
უმწეოა, მარტო ვერაფერს აკეთებს. ვერ დადის, ვერ საუბრობს, დამოუკიდებლად ვერც კი ჭამს…
მაგრამ მშობლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გიორგის ერთ ადგილას გაჩერება
არ შეუძლია. ის ოთახში დაცოცავს და როდესაც ადგომა უნდა, ძირს ეცემა. ამის გამო ერთხელ ფეხი მოიტეხა. მშობლები მას ერთი წამითაც ვერ ტოვებენ
უყურადღებოდ. ისინი მუდმივად მის გვერდით არიან. მათთვის განსაკუთრებით ძნელია გიორგის
აწევა და ეტლში ჩასმა. გიორგი საკმაოდ დიდი წონა აქვს, ამიტომ ხანდაზმული მშობლებისთვის
მუდმივად მისი წამოწევაც კი სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. მათ ჯანმრთელობის სერიოზული
პრობლემები შეექმნათ. მამას კუჭი დაუზიანდა დედას კი ხერხემალი… ლელა და თეიმურაზი
შიშით ელიან დღეს, როდესაც თვითონ ვეღარ შეძლებენ გადაადგილებას და მათი უმწეო შვილი
მომვლელის გარეშე დარჩება.
ლელა ყოველ დღე ტირის, არ
იცის რა გააკეთოს, ვის მიმართოს დასახმარებლად… ექიმების რჩევით გიორგის მოვლას,
სპეციალური მოწყობილობა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე, უფრო გააადვილებს. მის შესაძენად
კი მშობლებს არანაირი საშუალება არ აქვთ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი გიორგის პენსიაა,
რომელიც წამლების და საკვების საყიდლად არ არის საკმარისი. ეკონომიის მიზნით ისინი
გათბობასაც არ რთავენ, ამიტომ სახლში ისევე ცივა, როგორც გარეთ.
ჩვენი ფონდი იწყებს საქველმოქმედო
აქციას სამაკაშვილების ოჯახისთვის შშმ პირების ასაწევი სპეციალური მოწყობილობის შესაძენად.
წუთით მაინც წარმოიდგინეთ,
როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან გიორგი და მისი მშობლები და დახმარების ხელი
გაუწოდეთ მათ.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური
დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სამაკაშვილი გიორგი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/179/
სულ ხარჯები:
1375.60₾დარჩა:
0.00₾