6 თვის მათე ხალაძე უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი პატარა სხეული „დასერილია“ მავთულებით და ზონდებით, ბავშვს ტანზე არც კი დარჩა ხელის მოსაკიდებელი ადგილი. მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ნებისმიერ დროს ეს ბავშვი შეიძლება გახდეს ექიმთა უძლურების მსხვერპლი, რამეთუ ისინი ზუსტ დიაგნოზს ვერ უსვამენ.
ყველაფერი დაიწყო გასული წლის ნოემბერში, როდესაც მათე პირველად ჩავარდა კომაში. ბათუმელმა მედიკოსებმა ვერ შესძლეს გაეგოთ რა სჭირდა ბავშვს და იგი თბილისში გააგზავნეს, თუმცა ვერც დედაქალაქის სამედიცინო კლინიკაში მოხერხდა ზუსტი დიაგნოზის დადგენა.
ამჟამად, პატარა მათეს სიცოცხლე მთლიანად არის დამოკიდებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კომაში ჩავარდება და დაიღუპება.
ხალაძეების ეკომიგრანტთა ოჯახი მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში რამდენიმე წლის წინ ჩაასახლეს. მათ ძალიან უჭირთ: სამი პატარა ბავშვი, მამა – შრომისუუნარო, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მიზერული სოციალური შემწეობა, რომელიც პურის და კარტოფილის საყიდლად თუ ჰყოფნით…
მას შემდეგ, რაც მათე ავად გახდა, ოჯახის მწირი შემოსავალი პამპერსებზე და სპეციალურ კვებაზე იხარჯება, დახმარება კი არსაიდან ჩანს!
ამასწინათ მათე ხალაძის ანალიზები უცხოეთში გააგზავნეს. პასუხი სავარაუდოდ ერთი თვის შემდეგ მოვა, მისი მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება.
„სასოწარკვეთაში ვარ ჩავარდნილი, ჩემს თავზე სასტიკად მომდის გული, რომ ვერაფრით ვეხმარები მათეს. გასკდა გული. უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ – ჩემი შვილის სიცოცხლეს, ეს ხომ ყველა დედისთვის ბედნიერების მწვერვალია“, – გვიზიარებს თავის გულისტკივილს ბავშვის დედა თამარ ხალაძე.
მეგობრებო, მოდით გაგებით მოვეკიდოთ ამ ახალგაზრდა ქალის გასაჭირს და მივცეთ სიცოცხლის შანსი მის პატარა მათეს! ახლა ამ ციცქნა ბიჭს ყველაზე მეტად ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური კვება – სამკურნალო ფაფები.
თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათე ხალაძეს, შეუმსუბუქოთ ოჯახს მისი მოვლა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე ხალაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).