მეგობრებო, ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც განგებამ მძიმე ხვედრი არგუნა. ეს ხალხი, ფაქტიურად, ყველასგან მიტოვებული და განკიცხული აღმოჩნდა. სევდა, სასოწარკვეთა და აბსოლუტური სიღარიბე… სწორედ ამ ეპითეტებით შეიძლება დავახასიათოთ მათი ცხოვრება. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთ ისტორიებს გიამბობთ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენ ამ ადამიანებს აუცილებლად გაუწვდით დახმარების ხელს და მხარში ამოუდგებით…
„დედიკო, მშია… ნუთუ პურის ერთი ნაჭერი მაინც არ დაგვრჩა?“ – ამ კითხვით 10 წლის რამაზი ხშირად მიმართავს დილაობით მის დედას, რომელსაც ამ დროს ლამის გული გაუსკდეს …
მაია კანაშვილი მარტოხელა დედაა. იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისის ცენტრალურ უბანში, 6 კვადრატული მეტრის ნახევრად დანგრეულ ქოხში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ეს ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!
„წყალწყალა სუპი – ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. საღამოს ხშირად პურის მეტი არაფერი გვაქვს, ჩაის ნაცვლად ადუღებულ წყალს ვსვამთ…ხდება ისე, რომ დილით პურის ერთი ნაჭერიც სანატრელი გვაქვს“,- ამბობს მაია.
ეს ახალგაზრდა ქალი დაავადებულია შაქრის დიაბეტით, მას ასთმაც აწუხებს. ხანდახან, როცა შეტევები აქვს, სული ეხუთება და ლამის დაიხრჩოს. წამლებს იგი ვერ ყიდულობს, წინააღდეგ შემთხვევაში, ბავშვები პურის გარეშე დარჩებიან! მიზერული სოციალური შემწეობის გარდა ამ ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს. პირველი ორი კვირა როგორმე გააქვთ თავი, შემდეგ კი, პრაქტიკულად, შიმშილობენ.
ასეთი ცხოვრებისგან ბავშვებს უკვე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები შეენიშნება.
ღმერთის წყალობით ეს ზამთარი გადაიტანეს. კიდევ კარგი, რომ იგი არ იყო ყინვიანი, მათ სპირალის გამათბობელიც კი არ გააჩნიათ, რომ ოდნავ მაინც გათბონ ოთახი.
„მე რომ გავიზრდები, ჩვენ არ ვიშიმშილებთ, ვიყიდით სახლს დიდი ეზოთი, გვეყოლება პატარა ცუგა, ბევრი ბავშვი მოვა სტუმრად…“, – ოცნებობს 10 წლის რამაზი.
მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც გულთან ახლოს მიიტანეს ამ ოჯახის გასაჭირს და არ მისცემენ განგებას იმის საშუალებას, რომ რამაზის ოცნება ფერფლად გადაიქცეს!
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მზად ხართ შიმშილისგან იხსნათ კანაშვილების ოჯახი, შეუმსუბუქოთ მათ მძიმე ყოფა.
მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მაიას და მის შვილებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კანაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“. (ილია ჭავჭავაძე).