რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ღმერთმა აშოროს ყველას ის მდგომარეობა, როდესაც შვილი დახმარებას გთხოვს და ვერ ეხმარები.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ახლა, სიკვდილიც აღარ მაშინებს!
უბედური, მოხუცი ქალისა და მისი სულით ავადმყოფი გოგონას, მატრონას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ერქვა: „შვილისავადმყოფობისცქერაძალიანმძიმეყოფილა“. ამ ისტორიამ ყველას თავზარი დასცა. 84 წლის მოხუცი, ირა ხერგიანი, 40 წლის ქალიშვილს უვლის, რომელიც 17 წლის ასაკიდან ავად არის და ექიმებს მისი დაავადების დიაგნოზის დასმაც კი არ შეუძლიათ. ის შეშლილია და საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ!
რომ არა ჩვენი მხარდაჭერა, მსოფლიოში ყველაზე უბედური დედა-შვილი პანდემიას ვერ გადაიტანდა და უბრალოდ, შიმშილით მოკვდებოდა.
როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა წამლები და პროდუქტები მიიტანეს, საწყალი ირა ბებო ვერც კი იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მას ეკუთვნოდა. მან ტირილი დაიწყო… თავისი დაბერებული, გამომშრალი ხელებით, ჩვენს თანამშრომლებს ეფერებოდა და იმეორებდა: „უფალი ყველაფერს ხედავს, უფალმა ყველაფერი იცის… ეს მან გამოგგზავნათ ჩემთან!“
– ირა ბებო, თქვენთან პირველად რომ მოვედით, გვითხარით, რომ არ გჯეროდათ, ვინმე თქვენით თუ დაინტერესდებოდა. ახლა გჯერათ? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ირა: ეჰ, ძვირფასებო, არც კი ვიცი, უთქვენოდ, რა მეშველებოდა… მე თქვენ წამლები და საჭმელი გთხოვეთ. გახსოვთ, გიყვებოდით, რომ დამამშვიდებლების გარეშე, ჩემი გოგონა ხელით მეხება, მცემს, თვითონ კი ტირის და ამბობს: „დედა, არ მინდა, ეს მე არ ვარ“… ახლა კი, დაწყნარდა! თითქოს ერთი აბია, მაგრამ როგორი ხსნაა?!
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
ირა: უკვე დავბერდი, სახელებს ვეღარ ვიმახსოვრებ… ერთი ბიჭი იყო მოსული, იმდენი კარტოფილი მოგვიტანა!.. ჩემს მატრონას ისე უხაროდა! მეკითხებიან, ვინ ხართ, რომელი ფონდიდან, მე კი მოხუცი ვარ, არ მახსოვს. ვამბობ, რომ ყველაზე კეთილი ფონდი! ყველაზე კეთილი ადამიანებით!
– ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ, ან რამით თუ დაგეხმარნენ?
ირა: არა. ჩვენ მათთვის არ ვარსებობთ, საყვარელო. რომ მოენდომებინათ, ჩვენით თქვენამდეც დაინტერესდებოდნენ. რამდენჯერ ვთხოვე სახურავის შეკეთება… წვიმის ან ქარის დროს მატრონას ძალიან ეშინია, ყვირის და ტირის. წყალი სახლში იღვრება და ხის ნაფოტები ძირს იყრება… ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს ის ბანქოს სახლივით დაიშლება.
– თქვენი გრძნობების შესახებ მოგვიყევით.
ირა: აი, ვზივარ და ვტირი… უკვე რამდენი წელია, ცრემლების გარდა, სხვა არანაირი გრძნობა აღარ დამრჩა… აი, ახლაც, ცრემლებად ვიღვრები. მაგრამ ეს სხვა ცრემლებია. სიხარულის ცრემლები. ხომ გესმით? ოჰ, დავბერდი, გაუგებარ რაღაცებს ვამბობ. მაგრამ დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ!
– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ირა:ოჰ,ჩემო კარგო! აი, ნახეთ, ძველის ნაცვლად, როგორი მაცივარი მოგვიტანეს! არც კი ვიცოდი, ასეთები თუ არსებობდა! უთოც მოგვიტანეს! ალბათ იკითხავთ, რად უნდა მოხუც ქალს უთო? ახლოს მოიწიეთ, ყურში გეტყვით! (ირამ ხელი ტუჩებთან მიიტანა). იცით, მატრონა ხანდახან პატარა ბავშვივითაა. ვერ გრძნობს, როდის უნდა მოისაქმოს. ხშირად მიწევს მისი საცვლების რეცხვა. ზოგჯერ, გაშრობას ვერ ასწრებს. ჰოდა, გავაუთოებ და ჩემი საწყალი გოგოც კარგად იქნება!
– პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ირა: ეს არის გრძნობა, რომ უფალი კვლავ ჩემთანაა! რომ მას არ მივუტოვებივარ! რომ რწმენა და იმედი არ უნდა დავკარგო! და იცით, ყოველთვის მეშინოდა, რომ როდესაც უფალი წამიყვანდა, ჩემი მატრონა მარტო დარჩებოდა, რომ მასზე არავინ იზრუნებდა. ახლა კი დავინახე, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში! უფალმა ყველა ჯანმრთელად გამყოფოთ!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ,რომ დაგეხმარონ?
ირა: ოჰ, არც კი ვიცი… თავხედობად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შეიძლება, ჩემი გოგონასთვის საწოლი გთხოვოთ? კომფორტული, რბილი… იგი ხშირად წევს და ნაფოტების გამო, მერე ძვლები სტკივა…. მართლა შეიძლება?
– ჩვენ აუცილებლად დავწერთ ამის შესახებ!
ირა: და კიდევ, აუცილებლად დაწერეთ, რომ მე ყველასთვის ვილოცებ, ღმერთს შევევედრები, რომ მან თქვენს შვილებს ყველა ავადმყოფობა აშოროს! რომ ყველაფერი სამართლიანად მოგეცეთ… ვთხოვ, რომ მშობლებზე შვილები ზრუნავდნენ და არა პირიქით! ახლა, ყველანი ჩემი შვილები ხართ! ჩემი საუნჯე!
***
მეგობრებო, აი, კიდევ ერთი სასწაული! თქვენ იმ ადამიანებს დაეხმარეთ, რომელთა არსებობაც ყველამ დაივიწყა! რომლებიც ამქვეყნად სრულიად მარტონი იყვნენ… დედა-შვილი, რომლებიც არც კი ჩანდნენ! მათი ტანჯვა და ტირილი არავის ესმოდა! მაგრამ თქვენ გაიგეთ და დაეხმარეთ! ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხერგიანების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაცhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/556-khergiani/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
1187.14₾დარჩა:
0₾