რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დეიდა, კამფეტი არა გაქვს?

calendar მაისი 5, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რა საშინელებაა, რომ უკვე 2 წლის ასაკში, ბავშვი აცნობიერებს, რა სიღატაკეში უწევს ცხოვრობა. იცის, რა არის ნამდვილი შიმშილი, და ყველა ბავშვივით სათამაშოებზე კი არა, საჭმელსა და კამფეტებზე მხოლოდ ოცნება შეუძლია…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 
–  შესასვლელშივე მკითხა 2 წლის ბარბარემ,
და თვალებში იმედით ჩამხედა… სანამ დაბნეული, ვფიქრობდი, რა მეპასუხა დაამატა: „ან
კიდევ რამე საჭმელი?“ – სასაცილოდ ამახინჯებს  სიტყვებს ბავშვი. მეგობრებო, თქვენ რას უპასუხებდით
ამ პატარა, საყვარელ, მშიერ ანგელოზს?

  რა საშინელებაა, რომ უკვე
2 წლის ასაკში, ბავშვი აცნობიერებს, რა სიღატაკეში უწევს ცხოვრობა. იცის, რა არის ნამდვილი
შიმშილი, და ყველა ბავშვივით  სათამაშოებზე
კი არა,  საჭმელსა და კამფეტებზე მხოლოდ ოცნება
შეუძლია…

   – არ იდარდო პატარავ, აუცილებლად ყველაფერს მოგიტანთ…
– უხერხულობაში ჩავარდნილმა ვუპასუხე ბოლოს. ასე გავიცანით ეს დიდი, მოსიყვარულე, ქართველი
ოჯახი: მამა – ზურაბი, დედა – თინათინი, და მათი ხუთი ულამაზესი გოგონა: მარიამი –
16 წლის, თამუნა – 12, ანა – 8, ლიკა – 6 და ბარბარე 2 წლის.

   მეგობრებო, თქვენს წინაშე ხუთი ქართველ ლამაზმანია,
რომლებსაც მომავალი არ ექნებათ,  თუ ჩვენ გავდეგებით
განზე. ისინი შიმშილით, სიცივით და, – რაც მთავარია – დამცირებისგან იტანჯებიან, ადარებენ
რა, საკუთარ თავს, თავიანთ სკოლის მეგობრებს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ არ აქვთ
არანაირი პირობა, რათა ისწავლონ და ნორმალურად განვითარდნენ! საქართველოში ასე ვერ
იქნება, აქ ხომ მსოფლიოში ყველაზე კეთილი და ღვთისნიერი ხალხი ცხოვრობს!

 
– „ძალიან უყვართ ერთმანეთი…“ – იწყებს თავისი სევდიანი ამბავის მოყოლას დედა,
თინათინი. – „გოგონები უკვე გაიზარდნენ, ჩვენ კი ამ პაწაწინა ოთახში გვიწევს ცხოვრება,
არც საწოლები გვაქვს, არც საწოლების ადგილი. ისეთი სივიწროვეა, რომ ხშირად უფროსი გოგოს,
მარიამის ჩემს მშობლებთან გაშვება გვიწევს. მას კი ძალიან ვენატრებით ჩვენც და თავისი
დაიკოებიც… მადლობა ღმერთს, რომ ღია ცის ქვეშ მაინც არ ვართ დარჩენილები…“

   – თინათინ დამშვიდდით და თნმიმდევრობით გვიამბეთ
ყველაფერი.

   თინათინი: ადრე ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდით,
ვალების გამო სახლი დაკარგეს. მძიმე დრო იყო, 
სულ პატარა ბინის ყიდვაც კი ვერ მოვახერხეთ და ქუჩაში დავრჩით.

  რამდენიმე
წელი, გარეუბანში ქირით ვცხოვრობდით,  ერთდროულად
შვილების აღზრდა, კვება, სწავლება და ქირის გადახდა, ძალიან ძნელია.

  5
წელი წერილებს ვგზავნიდი სხადასხვა ინსტანციაში, რომ მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინა
გამოეყოთ… სხვა გამოსავალი არ მქონდა…

 
და აი,  7 სულზე, ეს პატარა ოთახი მოგცეს
თავშესაფარში. ძველი საავადმყოფოს ტიპის შენობაა, საერთო დერეფნით. იმაზეც მადლობელი
ვარ, რომ მცირეწლოვანი შვილებით ღია ცის ქვეშ არ დაგვტოვეს…

  მეუღლე
მუდმივ სამსახურს ვერ ნახულობს, მე კი ბავშვებს ვერ ვტოვებ, სოცალური დახმარება, ჩვენი
ერთადერთი შემოსავალია.

   – ამჟამად,
რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

 
თინათინი: 5 ბავშვით ერთ ოთახში ვცხოვრობთ, სოციალურ თავშესაფარში. არანაირი
პირობა არ გვაქვს, კომფორტსა და საოჯახო ტექნიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არ გვაქვს
არანაირი შესაძლებლობა, ბავშვებმა ნორმალურად იკვებონ. დასაძინებელი ადგილიც კი არ
გვაქვს, გესმით? ბევრნი ვართ, გოგოები უკვე დიდები არიან და ჩვენთან ერთად სძინავთ
ორადგილიან საწოლებზე. არ აქვთ სამეცადინო ადგილი,  მორყეულ მაგიდას ვიყენებთ საჭმელად და სამეცადინოდ.
გული მიკვდება, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი შვილები, ასეთ პირობებში ნორმალურ განათლებას
ვერ მიიღებენ… თანაც მშიერ კუჭზე რა სწავლაზეა საუბარი. ჩემი უფროსი გოგო, მარიამი,
ხშირად რჩება ბებიასთან, ის კი ჩემი მთავარი დამხმარეა, ჩემი საყრდენი,  უმცროს დებს ის სიგიჟემდე უყვართ და სახლში როცა
არ არის, ძალიან ენატრებათ.

  –
როგორ „დაიწყო“ თქვენი ოჯახი?

   თინათინი: ეს დიდი სიყავარულის ისტორიაა! – გოგონების
დედამ შეწყვიტა ტირილი და მოგონებებში გადავარდა. –  მე და ჩემმა მეუღლემ, ერთმანეთი ჩემს საუკეთესო
მეგობართან, ლიასთან სახლში გავიცანით. 5 წლით უფროსია ჩემზე და მაშინ ისე ჩამოყალიბებულად
და სერიოზულად მომეჩვენა. პირველივე შეხვდერისას მოგვეწონა ერთმანეთი. თავს პატარა
გოგოდ ვგრძნობდი მის გვერდით, მეგონა, რომ ცხოვრებაში ყველა სიძნელისგან დამიცავდა…
მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. გაპარვა გადავწყვიტეთ, ეს მაშინ
ძალიან რომანტიულად გვეჩვენებოდა. სახლიდან გასვლის მიზეზად ის მოვიგონე, რომ უმცროს
ძმას ბაღიდან გამოვიყვანდი. ორიოდე საათში კი ჩემი მეუღლის სოფელში ავღმოჩნდი. მაგრამ
როდესაც ჩემს მშობლებს ბაღიდან დაურეკეს და ბავშვის წაყვანა სთხოვეს, რა თმა უნდა,
ყველაფერი ნათელი გახდა. არ გეგონოთ, რომ ბედს ვუჩივი, რმერთს მადლობას ვწირავ, რომ
ხუთი ულამაზესი შვილი მყავს, სწორედ ესაა მთავარი. ყველაფერი უფლის ნებაა, ის აუცილებლად
დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ თქენც მან გამოგგზავნათ. ახლა სასაცილოა და სამრცხვინოც
ამის გახსენება, მაგრამ სიყვარული ახალგაზრდებს ხშირად უბიძგებს ასეთი „გმირობისკენ.“

  არ გეგონოთ,
ვწუწუნებდე… ბედს ნამდვილად არ ვემდური! ულამაზესი, ჯანმრთელი გოგონები მყავს, და
უფალი გვწამს! ესაა მთავარი! შეუძლებელია ყველაფერი მუდამ ცუდად რომ იყოს! აი, თქვენც
მოხვედით ჩვენთან…

 
– გეხმარებათ ვინმე? მშობლები, ან ნათესავები?

 
თინათინი: ჩვენი მშობლების ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. დროა უკვე, ჩვენ დავეხმაროთ,
მაგრამ თავადაც ხედავთ რა მდგომარეობაში ვართ, ვერც თავს ვერ ვინახავთ, ვერც ბავშვებს.
მეტი არავინ არ გვყავს, თანაც ეხლა ყველას უჭირს.

  –
როდესმე იფიქრებდით, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? როგორ წარმოგედინათ თქვენი
მომავალი?

  თინათინი:
გრანდიოზული გეგმები გვქონდა, ცხოვრების სირთულეებს სერიოზულად არ ვუყურებდით. ძალიან
გვინდოდა, ბედნიერი ოჯახის შექმნა, ბევრი შვილი და მათი აღზრდა სიყვარულსა და კეთილდღეობაში.
ოცნებები აგვიხდა, ნაწილობრივ, ხუთი, მსოფლიოში საუკეთესო გოგო გვყავს. ერთი მეორეზე
უკეთესი. მაგრამ ამასთანავე საყოფაცხოვრებო პრობლემებმაც ბევრად იმატა, მე კი მთელი
გულით მინდა, ჩემს გოგონებს ბედნიერი და კეთილმოწყობილი ცხოვრება ჰქონდეთ, ისინი ამას
ნამდვილად იმსახურებენ.

– ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? ადგილობრივ მმართველობას,
მაგალითად?

თინათინი: სახელმწიფომ მოგვცა თავშესაფარი. ეს ჩვენთვის
გადაუჭრელი პრობლემა იყო. კიდევ რამის მოთხოვნის უფლებას, სინდისი არ მაძლევს. ახლა
ხომ ყველას ძალიან უჭირს. ვიღებთ სოციალურსა და მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებას.
ადრე სოციალური სასადილოთი ვსარგებლობდით, მაგრამ ახლა, ბინა რომ შევიცვალეთ, ქალაქის
მეორე ბოლოში ვეღარ დავდივარ საკვების მოსატანად. აქ კი, ჯერ არ ვართ სიაში და ვერაფერს
ვიღებთ.

– უფალი გწამთ? ხსნას რაში ხედავთ?

თინათინი: ყოველდღე, გულში ვლოცულობ ჩემი გოგონების
კეთილდღეობისთვის, ვთხოვ, რომ მათ ჩვენზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ. და კიდევ…  პატიებას ვთხოვ უფალს, რომ ვერაფერს ვაკეთებ, რომ
უზრუნველი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ…(ტირის)

– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

თინათინი: ხალხის სიკეთისა და თანაგრძნობის დიდი
იმედი მაქვს. ათი მცნებიდან ერთერთია: შეიყვარე მოყვასი შენი, გიყვარდეს მოყვასი შენი,
როგორც საკუთარი თავი.  მჯერა, უფალი კეთილ
ადამიანებს გამოგვიგზავნის, თქვენი აქ მოსვლაც მისი ნებაა. მე ამის მჯერა.

– ბავშვებზე გვიამბეთ. დადიან სკოლაში, ბაღში?

თინათინი: ყველაზე პატარა 2 წლისაა. უფროსები სკოლაში
დადიან. ყველანაირად ვცდილობთ სწავლისთვის პირობები შევუქმნათ. უფროსი, მარიამი(16
წლის) კარგად სწავლობს, ის ჩვენი იმედია. თამუნას(12 წლის) და ლიკას(6 წლის) ძალიან
უყვართ ცეკვა, ანა(8 წლის) კარგად ცურავს, სოფელში, მდინარეზე ისწავლა. რა თქმა უნდა
ძალიან კარგი იქნებოდა წრეებზეც რომ მეტარებინა, მაგრამ ჩვენი შემოსავლის გათვალისწინებით,
ეს შეუძლებელია. ხანდახან, ყველაზე აუცილებელ რამეებსაც კი ვერ ვყიდულობთ გოგონებს.

– რას აჭმევთ ხოლმე ბავშვებს?

თინათინი: მთელი ჩვენი ფინანსები მიდის მათ სწავლასა
და საკვებში. არ გამოგვდის, სრულფასოვნად რომ იკვებონ, ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული
და ტკბილეული, ჩვენთვის ფუფუნებაა. მოზარდები არიან, იმდენი რამ სჭირდებათ… მაგრამ
ყველაზე ხშირად, იძულებული ვარ სოციალური სასადილოს  სადილი ვაჭამო.

   იძულებული ვარ პროდუქტზე ეკონომია გავაკეთო, მათ
ხომ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასკოლო ინვენტარი სჭირდებათ. ძირითადად, მაკარონს, ბურღულეულს
და სხვა შედარებით იაფფასიან პროდუქტს ვყიდულობ.

   ბევრი პრობლემის მიუხედავად, ვცდილობ გოგონებს მომავლის
იმედი ჩავუსახო. ადრე მე, ახლა კი უფროსი გოგონები უმცროსებს ზღაპრებს უყვებიან, სადაც
სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს. ასაკიც მომემატა და ჯანმრთელობაც ხელს აღარ
მიწყობს. ეს მოვალეობა მარიამმა და თამუნამ აიღეს საკუთარ თავზე. ყველა ზღაპარი პრინცესებზეა,
ესენი ხომ გოგონები არიან და მხოლოდ ამაზე ოცნებობენ…

   – ბავშვებს
გავესაუბრები, თუ შეიძლება. გოგონებო, რა თამაშები გიყვართ? რომელიმე სპორტი გიტაცებთ?

   მარიამი (16 წლის): ადრე ფეხბურთზე დავდიოდი და
ძალიან მომწონდა. მაგრამ მერე საფასური ვერ გადავიხადეთ და ვეღარ გავაგრძელე.

   – კარგად სწავლობ? რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?

   მარიამი(16 წლის): კარგად ვსწავლობ, წიგნების კითხვა
მიყვარს, თანამედროვე ლიტერატურის, ფანტასტიკის. მეგობრები მთხოვნიან ხოლმე, ჩვენ სად
გვაქვს წიგნების საყიდელი ფული. მეგობრები ძალიან მეხმარებიან. ცურვაზე ვივლიდი დიდი
სიამოვნებით, მაგრამ ძვირია.

   – გჯერა,
რომ დაგეხმარებით და წრეების  საფასურსაც გადავიხდით?
ცურვაზე შეხვიდოდი, თუ ფეხბურთს გგაგრძელებდი?

   მარიამი(16 წლის): (იცინის) ალბათ უფრო ცურვაზე…
მაშინ პატარა ვიყავი, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი უფრო ბიჭებისთვის არის. მთელი
გულით მჯერა, თქვენ უკვე იმდენს დაეხმარეთ.

  –
დედას და მამას როგორ ეხმარებით?

  მარიამი(16
წლის): მე და ჩემი დედას ყოველთვის ყველაფერში ვეხმარებით. დედა ძალიან იღლება! ჩვენ
ბევრნი ვართ ის კი მარტოა! თან სარეცხი მანქანაც არ აქვს, სარეცხი კი ბევრია. დედა
გმირი ქალია, ასეთებს ძელი უნდა დაუდგან. თანაც არცერთხელ არ გვისაყვედურა! ისეთი კეთილი
და მზრუნველია!

 
 – რაზე ოცნებობთ?

 
მარიამი(16 წლის): ვოცნებობ, ჟურნალისტი გავხდე. მინდა მსოფლიო შემოვიარო, ვნახო,
სხვა ქვეყნებში ხალხი როგორ ცხოვრობს. დავეხმარო გაჭირვებულებს! ცხელ წერტილებში მინდა
გავაკეთო რეპორტაჯები. და კიდევ დიდ და ლამაზ სახლზე ვოცნებობ, სადაც, ბოლოსდაბოლოს
მექნება ჩემი ოთახი. ჩემი მშობლებიც აუცილებლად იქ იცხოვრებენ, ჩემთან ერთად.

   – ძილის წინ რაზე ოცნებობ?

 
მარიამი(16 წლის): ძილის წინ წარმოვიდეგენ ხოლმე, უნივერსიტეტში როგორ ვსწავლობ,
აუდიტორიაში რომ ვზივარ და ლექტორს ვუსმენ! დერეფანში რომ დავდივარ! ეს არჩვეულებრივია!

  – ვინ არიან შენი საუკეთესო მეგობრები? რატომ?

  მარიამი(16
წლის): ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ყველა ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ. ყველაფერში
შემიძლია ვენდო.

  – ბიჭებთან მეგობრობ?

  მარიამი(16
წლის): კი, კარგი, ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უფრო გოგოებთან ვმეგობრობ.

  –
შენს მომავალ ოჯახზე როდესმე თუ გიფიქრია? ბევრი შვილი გეყოლება?

 
მარიამი(16 წლის): ჩემს ოჯახს ზალიან უჭირს, არ მინდა ჩემი შვილებიც ისე დაიტანჯონ
როგორც მე და ჩემი დები. თუ უფალი შესაძლებლობას მომცემს, ბევრი შვილი მეყოლება, თუ
არა, ერთი ან ორი.

 
– ადვილად გიყვარდება? ბიჭებს მოსწონხარ? როგორი იქნება შენი მომავალი მეუღლე?

  მარიამი(16
წლის):ბიჭები არ მაინტერესებს, ჩემი მომავალი მეუღლე კი მამაჩემივით მზრუნველი და თბილი
უნდა იყოს.

 
– მთელი საქართველოს ბავშვებს რას უსურვებდი?

 
მარიამი(16 წლის): ყველას ვუსურვებ, რომ სწავლის შესაძლებლობა ჰწონდეთ, ბევრი
ლამაზი სათამაშო, და ბევრი, გემრიელი საჭმელი.

  – თამუნა, რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

  თამუნა(12 წლის): მე თოჯინები არ მიყვარს,
ჩემს პატარ დებს უყვართ და მივეცი ყველა, რაც მქონდა.

  –
ანა, რომელია შენი საყვარელი თოჯინა?

   ანა(8 წლის): ჩემს საყვარელ თოჯინას, მარი ჰქვია.
დიდი ხნის წინ მაჩუქეს. ნახეთ, როგორი ძველი კაბა აცვია. ძალიან მიყვარს და ჩემი უფროსი
დის სახელი ჰქვია. მარიამი და თამუნა დიდები არიან და თოჯინებით აღარ თამაშობენ, მე
და ლიკას კი ძალიან გვჭირდება. ჩვენს ქუჩაზე, მაღაზიაში უამრავი ლამაზი თოჯინა ვნახეთ.
მთელი თოჯინების ქალაქი, მაგრამ დედას ფული არ აქვს და ვერ გვყიდულობს.

  ლიკა(6 წლის): მე ეს დათუნია მიყვარს ყველაზე
მეტად. ნახეთ, რა ფუმფულაა. შეგიძლიათ ყურებზე მოეფეროთ, ძალიან მოსწონს. ბარბარეს
მოსწონს ის ძალიან და უნდა, რომ წამართვას, მე კიდე მენანება… გეხვეწებით, ბარბარესაც
სულ პატარა დათუნია მაინც აჩუქეთ, ცოდოა…მე კი მცხვენია, რომ ვერ ვჩუქნი…

  ბარბარე(2
წლის): მინდა დათუნია… ძალიან ძალიან… ლიკასნაირი… და კიდე კამფეტები.

  ლიკა(6
წლის): ჯერ კარგად ვერ ლაპარაკობს. – გვიხსნის ლიკა.

   – ვფიქრობ გავუგეთ ერთმანეთს. ძილის წინ, რომელი
ზღაპრების, ან სიმღერების მოსმენა გიყვართ? რომელია თქვენი საყვარელი ზრაპრის გმირი?

  თამუნა(12 წლის): დედა ძალიან იღლება, ამიტომ
ზღაპრებს ერთმანეთს ვუკითხავთ ხოლმე. კიდევ ბევრს ვცეკვავთ და ვმღერით. მე ძალიან მიყვარს
ლამაზი პრინცესები…

  ანა(8
წლის): მარი გვიყვება ხოლმე ზღაპრებს… მე ფიფქიაზე და  სასაცილო ჯუჯებზე მიყვარს ყველაზე მეტად.

  ლიკა(6
წლის): მე არ მიყვარს ფიფქიაზე, იქ ბოროტი დედოფალია. მძინარე მზეთუნახავი უფრო მომწონს,
იქ პრინცესაც უფრო ლამაზია, მულტფილმშიც მაქვს ნანახი, ხომ ლამაზია? თქვენც ნანახი
გაქვთ? ხომ ლამაზია?

  ბარბარეს
კიდევ არ უყვარს ზრაპრების მოსმენა, მოსწონს, როცა ყველანი ერთად სიმღერებს ვმღერით.

  – რას
უმღერით ხოლმე? მიმღერეთ მეც.

  ლიკა(6
წლის): რომ ჩაგეძინოთ? –  ეშმაკობს ბავშვი
– მერე რა ვქნათ? ისედაც არ გვაქვს ადგილი, და საჭმელიც არ გვყოფნის.

  – რომ გაიზრდებით, ვინ გინდათ რომ გახდეთ?

  თამუნა(12
წლის): მე მინდა ყველაფერში მარიამს ვგავდე. ის ყველაზე ლამაზი და ჭკვიანია. მეც მინდა
ჟურნალისტი გავხდე, ან ტელეწამყვანი. ან კიდევ მოცეკვავე… ისინი ყველა ისეთი ლამაზები
არიან.

   ანა(8 წლის): მე მასწავლებელი ვიქნები. ძალიან
კარგი მასწავლებელი მყავს სკოლაში. ძალიან მიყვარს და მენატრება.

 
ლიკა(6 წლის): არ ვიცი, ალბათ პოლიციელი, ან პრინცესა…

 
– ბედნიერებისთვის რა გჭირდებათ?

 
თამუნა(12 წლის): არ ვიცი… მაგრამ ძალიან მინდა დედას სარეცხი მანქანა ჰქონდეს.
ესე ძალიან აღარ დაიღლება. კიდევ მაცივარი არ გვაქვს, პროდუქტი შევინახოთ… და კიდევ
მე და ჩემს დებს ძალიან გვიყვარს ტკბილეული.

 
ანა(8 წლის): მე ველოსიპედი მინდა, და კიდევ ცურვაზე და ცეკვაზე სიარული.

 
ლიკა(6 წლის) მეც ველოსიპედი მინდა…

  ანა(8
წლის) არ გვინდა ამდენი ველოსიპედები! ერთი გვეყოფა! ჯობია დედას სარეცხი მანქნა უყიდოთ!

  – მთელი საქართველოს ბავშვებს რას უსურვებდით?

  თამუნა(12
წლის): მინდა ყველა იყოს ჯანმრთელი.

  ანა(8
წლის): მინდა ბავშვებს ყველაფერი ისე ლამაზად ჰქონდეთ, როგორც ზრაპრებში!

  ლიკა(6
წლის): ყველას რომ ჰქონდეთ ბევრი სათამაშოები…

  – ხატვა გიყვარს? კარგათ გამოგდის?

  თამუნა(12
წლის): კი, ძალიან მიყვარს. დედა მეუბნება, რომ ჩემი ნახატები ძალიან ლამაზია.

 
ანა(8 წლის): მეც ძალიან მიყვარს პრინცესების ხატვა.

  ლიკა(6
წლის): მე კი პრინცესების სასახლეების ხატვა გამომდის ძალიან  კარგად. ოღონდ ფანქრებით ხატვა არ მიყვარს. ფლომასტერებით
უკეთესად გამომდის.

  –
ლამაზი გოგო ხარ? ვინმეს უთქვამს შენთვის?

  თამუნა(12
წლის): არ ვიცი… მამიკო მეუბნება, რომ კი.

 
ანა(8 წლის): კი, ლამაზი ვარ. ჩემი დები მეუბნებიან ხშირად.

 
ლიკა(6 წლის): მეც ლამაზი ვარ. დედიკო მეფერება ხოლმე: “ჩემი ლამაზი გოგო ხარო“.

 
– დედიკოს ყველაზე მეტად ვინ უყვარს?

  თამუნა(12
წლის): ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ. ჩვენი დედიკო ყველაზე კეთილია.

  ანა(8
წლის): ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ, მაგრამ ბარბარე ყველაზე მეტად, ის ხომ ყველაზე
პატარაა.

  ლიკა(6
წლის): მე ვუყვარვარ ყველაზე მეტად.

  – დედიკო ლამაზია? კეთილია?

  თამუნა(12
წლის): დედიკო ყველაზე ლამაზია, მაგრამ ძალიან იღლება და ლამაზ კაბებს ხშირად ვერ იცვამს
და ფრჩხილებზე ლაქს ვერ ისვამს. მაგრამ როდესაც ამას ახერხებს, პრინცესასავით ლამაზია.

 
ანა(8 წლის): ჩვენი დედიკო ყველაზე ლამაზი და კეთილია მთელს მსოფლიოში.

 
ლიკა(6 წლის): დედიკო, ყველაზე ლამაზი და კეთილია.

 
– ყველაზე საინტერესო, რა დაგსიზმრებია?

 
თამუნა(12 წლის): მე დამესიზმრა, რომ მე და ჩემი მეგობრები სცენაზე ვცეკვავთ
და ტაშს გვიკრავენ!

 
ანა(8 წლის): მე დამესიზმრა, რომ სასახლეში ვცხოვრობ და გრძელი, ვარდისფერი
კაბა მაცვია.

 
 ლიკა(6 წლის): მე აღარ მახსოვს.

  – ყველაზე მეტად ვინ გიყვარს და რატომ?

 
თამუნა(12 წლის): ჩემი უფროსი და, მარიამი.

 
ანა(8 წლის): მეც.

 
ლიკა(6 წლის): და მეც.

 
– საოცარი გოგონები გყავთ, თინათინ. თუ შეიძლება, გვითხარით, რა შემოსავალი
გაქთ და რაზე გყოფნით?

 
თინათინი: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, და კიდევ მრავალშვილიანობის. სულ ესაა
ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი. ჩემმა მეუღლემ ვერ ნახა მუდმივი სამსახური, მე კი სახლში ვარ,
ბავშვებს ვუვლი. დახმარებასაც არსაიდან ველით. ეს თანხა გვყოფნის იმაზე, რომ ბავშვები
ელემენტარულით უზრუნველვყოთ და შიმშილით არ დავიხოცოთ.

   – რა  არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

  თინათინი:
ჩემი ოცნებაა, ჩემი გოგონების ნამდვილი ბედნიერება ვნახო. გული მიკვდება, როდესაც ნახევრად
მშივრები რჩებიან და ხმას არ იღებენ, არ უნდათ, რომ ვინერვიულო… პატარა? უარი როგორ
ვუთხრა, როდესაც რაღაცას მთხოვს? როგორ ავუხსნა, რატომ არ გვაქვს? მხოლოდ მათ ნათელ
მომავალზე ვოცნებობ, იმაზე, რომ დღეს კარგად იკვებონ და ტანსაცმელი ჰქონდეთ, კარგი
განათლება რომ მიიღონ. და კიდევ იმაზე, რომ ექვსივეს ერთ საწოლში არ გვეძინოს…

  –
თქვენი აზრით. ოჯახში პირველ რიგში რა გჭიდებათ?

  თინათინი:
ძალიან მინდა სარეცხი მანქანა მქონდეს. აუხდენელ  ოცნებად მექცა. ამ ეტაპზე, ჩემს შვილებს ძალიან სჭირდებათ
კომპიუტერი და ინტერნეტი. სკოლის პროგრამას რომ არ ჩამორჩნენ. მათი სწავლა-განათლების
საკითხი წყდება. რა თქმა უნდა, საკვები პროდუქტიც ძალიან გვჭირდება.

   – რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მოგემართათ?

  თინათინი:
ძალიან ბევრ ჩვენს ნაცნობს დაეხმარეთ… ამბობენ, რომ ჯადოქრები ხართ. დიდი იმედი მაქვს,
რომ თქვენი დახმარებით ჩემი შვილები უფრო ბედნიერები გახდებიან, ცოტათი მაინც.

  – გინდათ
ფონდის მეგობრების გაიცნოთ? ახალი მეგობრები რომ შეიძინოთ?

  თინათინი:
მე მხოლოდ ამის იმედი მაქვს… ჩვენ არავინ გვყას, დახმარებისთვის რომ მივმართოთ, გამიხარდება,
თუ ვინმე სიტყვიერად მაინც გაგვამხნევებს.

—-

 
მრავალშვილიანი ოჯახი, დიდ გასაჭირშია გადარჩენისთვის ძალიან სჭირდებათ პროდუქტი,
პამპერსი, საოჯახო ტექნიკა, საწოლები!

  გამოვიჩინოთ
გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ
და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება.
მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ თინათინს, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 
მათი მისამართია: ქ. თბილისი ორხევი, მუხაძის ქ. 12, ბინა 14  ტელეფონის ნომერი: 558 74 03 53

 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  თინათინ დონდუას და მისი შვილების დასახმარებლად.
როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას
არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“
ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

 
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის
უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი
გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ.
ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი
უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ
კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

   აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა
მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

 
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს,
თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს
დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თინათინ დონდუა)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA,
TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების
შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივლ 10
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1365.00₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
340.00₾

სულ ხარჯები:

1705.00₾

დარჩა:

0.32₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თამარი ჯიაძე
03.08.2020 20:00:00
₾18.00
დავით ხოშტარია
03.08.2020 20:00:00
₾1.00
ჯიქურაშვილი ემზარი
03.08.2020 20:00:00
₾1.00
გიორგაძე ხათუნა
29.07.2020 20:00:00
₾5.00
ჩაჩუა თამთა
29.07.2020 20:00:00
₾3.00
ჩაჩუა თამთა
29.07.2020 20:00:00
₾5.00
ჩაჩუა თამთა
29.07.2020 20:00:00
₾5.00
მოსეშვილი ლია
29.07.2020 20:00:00
₾5.00
ნიანკინი ანდრო
29.07.2020 20:00:00
₾40.00
არუთინოვა ჟანა
29.07.2020 20:00:00
₾1.00
ფატი ძოწენიძე
29.07.2020 20:00:00
₾10.00
გიორგი აბაშიძე
29.07.2020 20:00:00
₾3.00
თამარ ნატროშვილი
29.07.2020 20:00:00
₾7.00
მარიამ აბესაძე
29.07.2020 20:00:00
₾7.00
გიორგაძე ირაკლი
28.07.2020 20:00:00
₾3.00
ტერმინალი
28.07.2020 20:00:00
₾1.50
მიქელაძე გიორგი
28.07.2020 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
28.07.2020 20:00:00
₾4.50
ქორჩილავა დავით
27.07.2020 20:00:00
₾5.00
პავლიაშვილი მარიამ
26.07.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,705.32

167 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,705.32

167 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება