რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ძალიან მეშინია, რომ ღამით გავიყინები და ვეღარ გავიღვიძებ!..

calendar თებერვალი 1, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„აქ ისე ცივა, როგორც გარეთ! – მწარედ ტირის მანანა ბებო (68 წლის). – ჩემს ბარაკში არც შუქია, არც წყალი, არც გაზი. მე პირველყოფილ პირობებში ვცხოვრობ…“
ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ფირფიცრით ნაგებ შენობაში, რომელიც ქალაქის ყველაზე განაპირა ადგილას მდებარეობს, შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს. აქ სიმყუდროვეზე არანაირი მინიშნებაც კი არ არის! ამ საშინელი ფარდულის მიგნება ფონდის თანამშრომლებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან მასთან გზაც კი არ არის მიყვანილი!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

     „აქ ნესტი და სიბნელეა, ცივა და გარშემო სულიერი არავინ არის! როგორც ტყეში! რომ მოვკვდე, მაშინვე ვერც კი მიპოვნიან! აი, რა არის ყველაზე საშინელი… ღმერთო, ამ სიბერეში ასეთი ტანჯვა რით დავიმსახურე? – მოსთქვამს საბრალო, სნეული, მრავალი საშინელი დაავადებით გატანჯული ქალი. – ძლივს დავდივარ, ხედავთ, ფეხის ნაცვლად პროთეზი მაქვს?! ახლა კი ხელიც მოვიტეხე!“

მარტოობის, ტკივილის, სიცივისა და შიმშილის შედეგად სრულ სასოწარკვეთილებამდე მისულმა მანანა ბებომ დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა. მის ტანჯულ სულში გაუბედავი იმედი შეიპარა, რომ კეთილი თანამემამულეები მის გასაჭირს გვერდს არ აუვლიან და მას დახმარების ხელს გაუწვდიან.

ძვირფასო მანანა, ძალიან გვინდა, რომ დაგეხმაროთ! მოგვიყევით, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

მანანა: ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი უბედურებაა, რომელიც მე შემემთხვა. ავადმყოფობა, დანაკარგები, სიღატაკე… მიმოიხედეთ გარშემო! ხედავთ? დიახ, მე ქუჩაში ვცხოვრობ! გული სისხლით მევსება, როდესაც ვფიქრობ, რა საცოდავად ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს. ნუთუ მე ეს დავიმსახურე? მე, – მოხუცი, ავადმყოფი ქალი, – უსახლკაროდ დავრჩი, როდესაც ჩემი ქმრის ქალიშვილმა პირველი ქორწინებიდან ჩვენი სახლი გაყიდა… ღმერთო, რა აღარ გადავიტანე მაშინ… ეს ბარაკი რეესტრში დარეგისტრირებული არ არის, ამიტომ ვერც შუქი გამომყავს და ვერც გაზი, ყველა საჭირო კეთილმოწყობა კი პირდაპირ ქუჩაშია. აქ ცხოვრება შეუძლებელია, ბნელა, მეშინია. თითქოს ტყეში ვცხოვრობ. ან საერთოდ რაზეა საუბარი, როდესაც აქ გზაც კი არ არის. რამე უბედურება რომ შემემთხვას, კაცმა არ იცის, როდის მიპოვნიან. ვზივარ და სიკვდილს ველოდები: ან გავიყინები და ვეღარ გავიღვიძებ, ან ეს ავადმყოფობა მომიღებს ბოლოს.  

ავად ხართ? თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გვიამბეთ.

მანანა: ეჰ, დარდი უკვალოდ არ ქრება. ათასმა საფიქრალმა და სიდუხჭირემ ძალ-ღონე გამომაცალა და  ვგრძნობ, რომ ჩემი ყოველი ორგანო, მთელი ჩემი სხეული იტანჯება. მე ძალიან რთული ოპერაცია გადავიტანე, კუჭის ¾ ამომკვეთეს და ახლა ტკივილები მტანჯავს, ვერაფერს ვჭამ. რკინადეფიციტური ანემიაც თავისას შვრება, სიარულის ძალა აღარ შემწევს, საშინელი სისუსტე, თავბრუსხვევა… და ფეხები? შეხედეთ! ეს ხომ ძვალი და ტყავია! ერთი ფეხი ხელოვნური მაქვს, მეორეც ნაოპერაციებია. მგონი მალე საწოლიდან ადგომის ძალაც კი აღარ მექნება. მთელ სხეულში ძლიერი სისუსტე და საშინელი ტკივილის შეტევები მაქვს. ყველაზე ცუდზე მეფიქრება – იქნებ უკურნებელი სენით ვარ ავად? იქნებ ჩემს ორგანიზმს სიმსივნე სჭამს, მე კი ექიმთან მისვლა და გამოკვლევაც კი არ შემიძლია?! მალე დავნებდები – დავწვები და სიკვდილს დაველოდები!

საშინელ რამეებს ამბობთ! მაგრამ თქვენ ხომ მარტო არ ხართ? თქვენ ხომ ოჯახი გყავთ?

მანანა:ოდესღაც ოჯახი მყავდა, იმედები და ოცნებები მქონდა და ასეთი სიბერე ნამდვილად არ წარმომედგინა. მე, ჩემს მეუღლეს და ჩემ შვილებს ძალიან გვიჭირდა, უფულობის და შიმშილის წლები როგორღაც გადავიტანეთ. უკვე მეგონა, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვე, მაგრამ როგორც ჩანს, ჯოჯოხეთის ყველა წრის გავლა სიკვდილის წინაც მომიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეუღლეს რთული ხასიათი ჰქონდა, ის ჩემთვის საყრდენი გახდა და მისი დაკრძალვის შემდეგ, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, რადგან ორი შვილით ხელში მარტო დავრჩი.

თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ გვიამბეთ.

მანანა:ეჰ, გული მიკვდება, მათ რომ ვუყურებ – უბედურებს, მოუწყობლებს… ნინო 45 წლის არის. მან ცოტა ხნის წინ კუჭის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, ორივე საკვერცხეც ამოაჭრეს; ხოლო ჩემს უმცროს გოგონას, 34 წლის ანას კი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ექიმთან წავიდეს და მთელი სხეულის შეშუპების მიზეზი დაადგინოს. ისე სივდება, ზოგჯერ გადაადგილებაც კი უჭირს… მას ორი შვილი ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ, სიშორისა და პანდემიის გამო, შვილიშვილებს იშვიათად ვნახულობ.  

შვილები გეხმარებიან?

მანანა: ნინოდა ანა ჭურჭლის მრეცხავებად მუშაობდნენ, მაგრამ პანდემიის გამო, ყველაფერი დაიხურა და ისინი სამსახურის გარეშე დარჩნენ. 200 ლარიანი ყოველთვიური სოციალური დახმარებაც შეჩერებულია. ჩემი დახმარება მათ რით შეუძლიათ, როდესაც თავადაც ნახევრად მშივრები არიან? ვცდილობ, თვითონ ნაკლები ვჭამო, რომ ჩემს გოგონებს დავუტოვო. ჩემი საკვების ულუფა კი ძალიან მოკრძალებულია – ფაფა, წყალი და პური.

თქვენ ბევრი რამ გადაიტანეთ და ახლაპრაქტიკულად არაადამიანურ პირობებში აგრძელებთ არსებობას. რა გეხმარებათ, რომ იმედი არ დაკარგოთ?

მანანა:მრავალი წლის წინ, კინაღამ რწმენა დავკარგე, როდესაც ჩემმა 29 წლის ძმამ მოულოდნელად თავი მოიკლა. დანაკარგის ტკივილმა დამაბრმავა, ვერ ვხვდებოდი, უფალმა ასეთი უბედურება რატომ დაუშვა! სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი უფლისკენ მიმავალი გზა. შეგუებითა და მორჩილებით დავიწყე ღმერთის შეცნობა და ახლა მას მივმართავ ხოლმე, ვთხოვ, რომ სასოწარკვეთის უფლება არ მომცეს. 

ასეთ რთულ ვითარებაში ვისი დახმარების იმედი გაქვთ?

მანანა:სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არის, შვილო. ჩემი გადარჩენის ამბავიც ამის ნათელი მაგალითია. დღევანდელ დღეს როგორ მოვესწრებოდი, რომ არა ის მზრუნველი ხალხი, ვინც თავის საკვებს, ტანსაცმელს, შეშას, წამლებს მიზიარებს, მით უმეტეს ისეთ რთულ დროს, როგორც ახლა. ისინი საკუთარ თავს აკლებენ, მე რომ დამეხმარონ. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მათ!

სახელმწიფო როგორ გეხმარებათ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

მანანა:მე სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, თვეში 60 ლარი მერიცხება. რაც შეეხება პენსიას – ნაწილი წინასწარ ავიღე, რადგან ოპერაციისთვის ფული მჭირდებოდა, ამიტომ თვეში 130 ლარს ვიღებ. რა უნდა ვთქვა? ეს ფული არაფერზე მყოფნის… მაგრამ ამ მცირედისთვისაც მადლობელი ვარ. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ… ელექტროენერგიის გამოყვანა ვითხოვე, მაგრამ რადგან ბარაკი რეესტრში დარეგისტრირებული არ არის, უარი მითხრეს. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ერთ დღეს თბილ საწოლში გავიღვიძებ.

შეგიძლიათ არაგულგრილ ხალხს მიმართოთ. რას სთხოვდით მათ?  

მანანა: ვინმეს შეწუხება ძალიან მერიდება, ყველას თავისი საფიქრალი აქვს და თან, დახმარება მხოლოდ მე არ მჭირდება. ამიტომ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები – საკვებით, წამლებით, ტანსაცმლით, შეშით… ასევე, მადლობა მათ, ვისაც დახმარება ძალიან უნდა, მაგრამ არ შეუძლია. ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე, ბარაკში შუქს როგორ ვანთებ და ცხელ წყალში როგორ ვბანაობ! ღმერთო, როგორ ვოცნებობ ამაზე!

– ძვირფასო მანანა, ჩვენს ფონდთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

მანანა: არ ვიცი, ამქვეყნად კიდევ რა დრო დამრჩა, მაგრამ ძალა თანდათან მელევა და მეშინია, რომ ეს ზამთარი ჩემთვის უკანასკნელი გახდება. სიცივისგან გაქვავებული, გრძელი, უძილო ღამეების განმავლობაში უფალს ვთხოვ, რომ უფლება მომცეს, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლო, რომ უბრალოდ სიცივით ან შიმშილით არ მოვკვდე… და თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ. გადამარჩინეთ, გთხოვთ!  

***

მანანა ბებო არაადამიანურ პირობებში იმყოფება, ის ყოველდღიურად ცდილობს გადარჩენას და ცდილობს შიმშილით ან სიცივით არ მოკვდეს. რა ძნელია უყურო ტკივილით გატანჯულ მოხუც ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობს და ცხელ საჭმელს ითხოვს. მას ძალიან სჭირდება ჩვენი შეძლებისდაგვარად დახმარება:  ბარაკის რეგისტრაციაში და ელექტროენერგიის გაყვანაში, ასევე, საკვებით, წამლებით, შეშით.

ძალიან გთხოვთ, ამ ადამიანის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! ოდესმე ხომ ჩვენც დავბერდებით და არავინ იცის, ჩვენ რა სიბერე გველის! ეს დარდით გატანჯული ბებო ცხელი საჭმლის ჭამაზე და თბილ საწოლში დაწოლაზე ოცნებობს! და ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია მას ეს სასწაული ვაჩუქოთ!

  მანანა ბებოს მონახულება და მისი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მისამართი: თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქ. 10ა (ბარაკი მდებარეობს მთაზე). ან დაურეკეთ მას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი:557 37 87 66.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება,გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:მანანა კოკოშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,მანანა კოკოშვილსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს– 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა

შემოწირულია:

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა: