რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა ყოველ ზამთარს ჩემი გადარჩენისთვის იბრძვის!

calendar მარტი 23, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მართალია, ბიძია“, – მწარედ ოხრავს მშვენიერი 12 წლის სალომე და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულ და ნაღვლიან თვალებს მალავს. – „თავზე საბანს ვიფარებ და დედას ვეკრობი, მაგრამ ვერაფრით ვთბებით!“
ამ ოჯახს რომ ვესტუმრეთ, ერთი პატარა, უბადრუკი ოთახის ზღურბლზე აღმოვჩნდით, რომელსაც საბრალო თინათინი ორ მშვენიერ გოგონასთან – 1 წლის ნინისთან და 12 წლის სალომესთან ერთად აფარებს თავს. „ქურთუკებს ნუ გაიხდით. ჩვენთან ისე ცივა, როგორც გარეთ; ბავშვები მუდამ ავად არიან… ამის აღიარება მრცხვენია, მაგრამ ჩვენ საწოლებიც კი არ გვაქვს; მე და ჩემს გოგოს იატაკზე გვძინავს“, – თვალცრემლიანი გვიყვება საბრალო დედა, სანამ მე ამ შემზარავ შენობას ვათვალიერებ ჩამოფლეთილი კედლებით და ჩამოშლილი ჭერით. თავში საშინელი კითხვა მიტრიალებს: „აქ ბავშვები როგორ ცხოვრობენ?“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„მართალია, ბიძია“, – მწარედ ოხრავს მშვენიერი 12 წლის სალომე და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულ და ნაღვლიან თვალებს მალავს. – „თავზე საბანს ვიფარებ და დედას ვეკრობი, მაგრამ ვერაფრით ვთბებით!“

ამ ოჯახს რომ ვესტუმრეთ, ერთი პატარა, უბადრუკი ოთახის ზღურბლზე აღმოვჩნდით, რომელსაც საბრალო თინათინი ორ მშვენიერ გოგონასთან – 1 წლის ნინისთან და 12 წლის სალომესთან ერთად აფარებს თავს. „ქურთუკებს ნუ გაიხდით. ჩვენთან ისე ცივა, როგორც გარეთ; ბავშვები მუდამ ავად არიან… ამის აღიარება მრცხვენია, მაგრამ ჩვენ საწოლებიც კი არ გვაქვს; მე და ჩემს გოგოს იატაკზე გვძინავს“, – თვალცრემლიანი გვიყვება საბრალო დედა, სანამ მე ამ შემზარავ შენობას ვათვალიერებ ჩამოფლეთილი კედლებით და ჩამოშლილი ჭერით. თავში საშინელი კითხვა მიტრიალებს: „აქ ბავშვები როგორ ცხოვრობენ?“

„სხვა რა გზა გვაქვს? სულ მარტო დავრჩი; არავინ მყავს, ვინც ჩემზე და ჩემს ანგელოზებზე იზრუნებს. ქმარმა მიგვატოვა, როგორც კი გაიგო, რომ ნინიზე ვიყავი ორსულად. განა შემეძლო ჩემი გოგონა მომეკლა? არა! მაგას მირჩევნია მე თვითონ მოვკვდე!“ – ცრემლებს ვეღარ იკავებს საწყალი ქალი. – „ყველაზე მეტად საწოლზე ვოცნებობ, რომ ჩემს გოგონას იატაკზე ძილი აღარ უწევდეს.“

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-17.jpg

– თინათინ, თუ შეიძლება, დამშვიდდით. მოგვიყევით, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

თინათინი: სასოწარკვეთამ… და საშინელმა სიღატაკემ. ჩემი შვილები იყინებიან და შიმშილობენ… მე კი არაფრის გაკეთება შემიძლია. ადრე ერთი-ორ კაპიკს მაინც ვშოულობდი, მაგრამ ახლა… უბრალოდ შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ! საწოლებიც კი არ გვაქვს! ჩემს ნინის, ბებიასთან ერთად, დამტვრეულ საწოლზე სძინავს, რომელიც ნაგავსაყრელიდან მოვათრიეთ, ჩემთვის და ჩემი უფროსი გოგონასთვის კი ლოგინს პირდაპირ იატაკზე ვშლი. აბა, როგორია? მით უმეტეს, ზამთარში! საწყალი, იყინება, მეხუტება და ერთმანეთს ასე ვათბობთ…

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-00.jpg

– თქვენ დედასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობთ. უკაცრავად მოურიდებელი კითხვისთვის, მაგრამ გოგონების მამა სად არის? 

თინათინი: მან მიგვატოვა. სამწუხაროდ, ასე მოხდა…  ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველასთან ხდება. ის ჩემს დაქალთან სტუმრად ყოფნისას გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა, ვხვდებოდით… ძალიან ახალგაზრდა ვიყავი; მაგრამ როგორც კი სალომე დაიბადა, ისე წავიდა, არაფერი აუხსნია, მე კი, პატარა ბავშვით ხელში, მარტო დავრჩი. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და პატიება მთხოვა, მაგრამ ისევ რომ დავორსულდი, გამომიცხადა, თუ მეორე შვილსაც გააჩენ, სამუდამოდ მიგატოვებო. რა უნდა მექნა? რა თქმა უნდა, შვილი ვარჩიე! განა სხვანაირად მოქცევა შემეძლო? მისი გული ხომ უკვე ჩემი გულის ქვეშ ძგერდა, მას სიცოცხლეს როგორ წავართმევდი?! მით უმეტეს, მე თვითონ დედისერთა ვარ. არ მინდოდა ჩემი გოგონაც მარტოობაში გაზრდილიყო. 

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-40.jpg

– ეს ბინა თქვენია?

თინათინი: ადრე, დედასთან ერთად, თელავში ვცხოვრობდი, მაგრამ საბანკო სესხების გამო, სახლის გაყიდვა მოგვიწია… ვალები დავფარეთ და დარჩენილი თანხით ეს პატარა ოთახი ვიყიდეთ. სუსტი ბავშვი ვიყავი, ფილტვებზე პრობლემები მქონდა, მუდმივი ხველა, გამონაყარი, სიცხე. მესამე კლასში ტუბერკულოზი დამემართა და ორი წელი მკურნალობას მოვანდომე. სუსტი ჯანმთელობის გამო სკოლაში დაბრუნება მაინც ვერ შევძელი, ასე რომ, ნორმალურად წერა-კითხვაც კი არ ვიცი. დედა მარტო მზრდიდა, სადგურზე ხაჭაპურს ყიდდა, როგორმე ჩემთვის წამლები და საჭმელი რომ ეყიდა… მამა არ მახსოვს, რადგან როცა მიგვატოვა, ერთ წელზე ცოტა მეტის ვიყავი… ოჰ, როგორ გვიჭირდა… მე კი დედის სევდიანი ბედი გავიზიარე… (თინათინი ცრემლებს იწმენდს.)

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-26.jpg

– ანუ ახლობლები ან ნათესავები არ გყავთ?

თინათინი: დედის მხრიდან ბიძა მყავს, მაგრამ ის საკუთარი ოჯახის შენახვას ძლივს ახერხებს… სარდაფი აქვს ნაქირავები და იქ ცხოვრობს; ჩვენი დახმარება რით შეუძლია? აქ მოსაბრუნებელი ადგილიც კი არ არის, ბინა საშინელ მდგომარეობაშია, სადაცაა ჭერი თავზე ჩამოგვემხობა, ცივა და სინესტეა. ამის აღიარება მრცხვენია, მაგრამ ბავშვების ბანაობასაც კი ვერ ვახერხებ, რადგან არანაირი პირობა არ გვაქვს. ისედაც სულ ცივდებიან…

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-07.jpg

– არ გიცდიათ, დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის მიგემართათ? 

თინათინი: რა აღარ ვცადე; მაგრამ რამდენჯერ დავწერო განცხადება, რომელსაც არავინ კითხულობს? სოციალურ დახმარებას რომ გვაძლევენ, ამაზეც მადლობელი ვარ. უფრო მეტის იმედი აღარც მაქვს.

– სულ ეს არის თქვენი შემოსავალი? ამ თანხას მთელ თვეზე როგორ ანაწილებთ? ბავშვებს რას აჭმევთ? 

თინათინი: თვეში 300 ლარს ვიღებთ. თვითონაც არ ვიცი, როგორ ვარსებობთ… კიდევ კარგი, მაღაზიებში ჩვენ მიმართ თანაგრძნობას იჩენენ და სურსათს ვალად გვაძლევენ. ფაფები, მაკარონი, საბავშვო ორცხობილა… სულ ეს არის. მესმის, რომ გოგოები იზრდებიან და ვიტამინები სჭირდებათ. გული სისხლით მევსება, როცა ვხედავ, სალომე სხვადასხვა სასუსნავს როგორ უყურებს; თუმცა ის უკვე დიდი გოგოა, ესმის, რომ ფული არ გვაქვს… მაგრამ როგორ გინდა პატარას აუხსნა? მასთან ერთად მაღაზიაში საერთოდ არ დავდივარ, რადგან როგორც კი ტკბილეულს ხედავს, მაშინვე ტირილს იწყებს. ღმერთო, ნეტავ იცოდეთ, როგორ ვეძებ სამსახურს, მაგრამ ეს გაუნათლებელი ქალი ვის რაში ვჭირდები? უკვე დამლაგებლადაც აღარ მიღებენ. ეკლესიის კეთილი მრევლი რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა… 

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-28.jpg

– ეკლესიაში ხშირად დადიხართ?

თინათინი: ყოველ შაბათ-კვირას! ყველანი ერთად დავდივართ! ყველაფერი, რასაც ხედავთ, მთელი ჩვენი ტანსაცმელი, კეთილი მრევლის ნაჩუქარია; ზოგჯერ პროდუქტებსაც გვაძლევენ. ღმერთო, ყველა მათგანი დალოცე, რადგან მათ ჩემი გოგონები ებრალებათ და ცდილობენ რითიც შეუძლიათ, იმით დაგვეხმარონ…

– ჩვენი ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

თინათინი: კეთილმა ადამიანებმა მითხრეს. ამბობენ, თქვენ ჩვენსავით გაჭირვებულებს ეხმარებით. სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი, რომ ვინმე ჩვენი პრობლემებით დაინტერესდებოდა. ყურებს არ დავუჯერე, როცა დარეკეთ და თქვით, რომ მოხვიდოდით.

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-23.jpg

– თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით.

თინათინი: ჩემი სალომე უკვე დიდი გოგოა. საწყალი, არასდროს დამავიწყდება, თვალებს როგორ მალავდა, როცა ნაგავსაყრელიდან სახლში საწოლს მოვათრევდით. მაგრამ სხვა რა უნდა გვექნა? ჩვენს მდგომარეობას ძალიან განიცდის, მაგრამ არაფერს ითხოვს, რადგან არ უნდა გული მატკინოს. პატარას მოვლაშიც ძალიან მეხმარება, სულ მას ელოლიავება… 

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-30.jpg

– და სწავლა?

თინათინი: ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი. თანაკლასელებმა ჩემს გოგოს ფული შეუგროვეს და ტელეფონი უყიდეს, მაგრამ გაუფუჭდა და მასწავლებლისთვის ამის თქმა მერიდება. თან არც ინტერნეტის ფული გვაქვს… ნეტა, რას გიყვებით, თვითონ მას ჰკითხეთ, ის ძალიან გულღია გოგოა. 

– სალომე, შენ შესახებ მოგვიყვები? დედა ამბობს, რომ სწავლა გიყვარს. შენი ყველაზე საყვარელი საგანი რომელია?

სალომე (12 წლის): ინგლისური და რუსული. უცხო ენების სწავლა მიყვარს. 

– უკვე გადაწყვიტე ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები?

სალომე: ექიმი…

– და რატომ?

სალომე: რა ვიცი… მათ ისეთი ლამაზი, თეთრი ხალათები აქვთ… ძალიან მომწონს. მეც მინდა ლამაზი ვიყო და თეთრი ხალათი მეცვას.

– კითხვა თუ გიყვარს?

სალომე: დიახ. სანამ სკოლა ღია იყო, ბიბლიოთეკიდან წიგნები სულ გამომქონდა. ალბათ ახლა სკოლებს ისევ გახსნიან, მაგრამ სკოლაში სასიარულოდ არც ტანსაცმელი მაქვს, არც ფეხსაცმელი, ყველაფერი ძველი და დახეულია… (დასევდიანდა გოგონა.)

– სალომე, რაზე ოცნებობ?

სალომე: მინდა ვისწავლო, რომ კარგი სამსახური და ბევრი ფული მქონდეს. რასაც ჩემი და, დედა და ბებია მოისურვებდნენ, ყველაფერს ვუყიდდი! და ჩემთვისაც ლამაზ ტანსაცმელს ვიყიდდი…

– ეგ სამომავლოდ, მაგრამ ახლა რაზე ოცნებობ? 

სალომე: საწოლზე… იატაკზე საშინლად ცივა. საბანს თავზე ვიფარებ და დედას ვეხუტები, მაგრამ ვერაფრით ვთბები…

– მოდი, დედასაც ვკითხოთ. თინათინ, თქვენ რაზე ოცნებობთ?

თინათინი: მხოლოდ იმაზე, რომ ჩემს გოგონებს არ სციოდეთ და დანაყრებულები იყვნენ. მე სხვა არაფერი მჭირდება. არასდროს შეგაწუხებდით, მაგრამ ბავშვები… ამ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად ვერაფრით ამოვდივარ, ჩემი გოგონები კი იტანჯებიან, განსაკუთრებით უფროსი, სალომე. მას იმდენი რამ უნდა…. თანატოლების ერიდება… თუმცა ეგ კი არა… ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ის არის, რომ იატაკზე არ გვეძინოს! 

D:\Тинатин Шамоева\viber_image_2021-02-01_16-01-14.jpg

– თინათინ, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

თინათინი: საწოლები! რა თქმა უნდა, საწოლები! (დაუფიქრებლად მპასუხობს ახალგაზრდა ქალი.) ოღონდაც ბავშვს იატაკზე არ ეძინოს… და გაზის გამათბობელი, თორემ ჩვენთან ისე ცივა, როგორც გარეთ. ჩვენი დიდი ხანია გაფუჭდა, ბავშვები მოიწამლნენ კიდეც… დანარჩენი კი… თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ. სიცივე, შიმშილი… ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით. ჩემს გოგოს სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდება, მე კი სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. თქვენც კარგად იცით, რამდენი სარეცხი გროვდება, როცა სახლში პატარაა.

მაგრამ თქვენი მადლობელი უკვე იმისთვის ვარ, რომ მოხვედით და მომისმინეთ, თანაგრძნობა გამოიჩინეთ. როცა ხვდები, რომ შენი გასაჭირი ვიღაცისთვის სულ ერთი არ არის, გულზე სითბო გეფინება! 

***

მეგობრებო, ჩვენი თანამემამულე თინათინ შამოევა მარტო ზრდის თავის ორ მშვენიერ გოგონას – ერთი წლის ნინის და 12 წლის სალომეს. ბინაში საშინლად ცივა, მათ არ აქვთ საწოლები, რის გამოც დედა, უფროს გოგონასთან ერთად, იძულებულია იატაკზე დაწვეს! ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებულნი – ნორმალურ საკვებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სითბოს და სიმყუდროვეს. უბედურ დედას არავინ ჰყავს, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდა. მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ! 

თინათინ შამოევა და მისი გოგონები უზომოდ მადლიერები იქნებიან ნებისმიერ დახმარებისთვის: საკვები პროდუქტებით, საფენებით, საბავშვო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; მაგრამ მათ ყველაზე მეტად საწოლები, გამათბობელი და სარეცხი მანქანა სჭირდებათ. მათი ცხოვრების შემსუბუქება ერთობლივი ძალებით შეგვიძლია. 

შამოევების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: რუსთავი, ჯავახიშვილის ქ. №1, ბ. №8

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: შამოევების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი შამოევების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა

შემოწირულია:

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა: