რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დაწყევლილები …!!!!!!!!!!!!

calendar ოქტომბერი 27, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი – დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო მეტად ზღუდავს ფეხის კუნთების მოძრაობას, ახდენს მათ დეფორმირებას და ართმევს მოძრაობის უნარს… და თუ შვიდი წლის ნიკოლოზს დამოუკიდებლად სიარული გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლია, მის დედას, 28 წლის მაკას, ხელჯოხი და სხვების დახმარება სჭირდება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დაწყევლილები …!!!!!!!!!!!!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი – დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო მეტად ზღუდავს ფეხის კუნთების მოძრაობას, ახდენს მათ დეფორმირებას და ართმევს მოძრაობის უნარს… და თუ შვიდი წლის ნიკოლოზს დამოუკიდებლად სიარული გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლია, მის დედას, 28 წლის მაკას, ხელჯოხი და სხვების დახმარება სჭირდება.

სახლში არსებული რთული ვითარება და დედა-შვილის სრული უმწეობა ოჯახის მამას იძულებულს ხდის, რომ სულ მათ გვერდით იყოს, რაც მას მუშაობის და ორიოდე კაპიკის შოვნის შესაძლებლობას ართმევს. ჰოდა, გამოდის, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ორი ინვალიდობის პენსიაა, საიდანაც, ბინის ქირის და ოდესღაც მკურნალობისთვის აღებული „უსასრულო“ კრედიტის გადახდის შემდეგ, მხოლოდ 225 ლარი რჩება. ამ თანხაზე როგორ უნდა იცხოვრონ?!

25 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა, რომლის ყიდვაც ოჯახს თვეში ერთხელ შეუძლია, მათთვის ერთადერთი ხსნაა შიმშილისგან და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე კვლავ დადგება; მაგრამ როგორი იქნება ის ამ უსაშველობის ჩაკეტილ წრეში, კაცმა არ იცის.

“ერთმანეთს ვეყრდნობით და ნელ-ნელა წინ მივდივართ!“

შვიდი წლის ნიკოლოზი, რომელიც ზღურბლთან გვეგებება, დედის ხელს მაგრად არის ჩაჭიდებული. ქალს მის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია, რადგან დაავადებისგან სამუდამოდ გამრუდებული ფეხები აღარ ემორჩილება. „შემოდით, გთხოვთ! სახლს მე დაგათვალიერებინებთ, თორემ დედას აღარ შეუძლია, სიარული ძალიან უჭირს“, – მტკიცედ და დიდი ადამიანივით გვეუბნება პატარა ბიჭი. მაშინვე ჩანს, რომ ის ნამდვილი კაცი იზრდება, მშვენიერი ქართველი კაცი! თუმცა შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, რომ გადაადგილება თავად ნიკოლოზსაც უჭირს, რადგან გენეტიკურმა დაავადებამ მისი ფეხებიც შებოჭა და დროთა განმავლობაში მათ კიდევ უფრო დააზიანებს.

„ეს დაავადება ოჯახურ წყევლას ჰყავს… მან არც ჩემი შვილი დაინდო.“

მაკა, მოგვიყევით, რა გჭირთ ფეხებზე?

მაკა: ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც მამაჩემისგან გადმომეცა მემკვიდრეობით, მას კი – ბაბუისგან და დიდი პაპისგან. როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მხოლოდ იმაზე ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი ყოფილიყო, მაგრამ არც მას გაუმართლა… სამწუხაროდ, ეს უკურნებელი სენია და ვერაფრით დაგვეხმარებიან, – არც წამლები არსებობს და არც სხვა საშუალებები. მხოლოდ ის მიხარია, რომ არაფერი გტკივა, უბრალოდ სიარული გიჭირს. მეშინია, დროთა განმავლობაში, დამხმარე ეტლში ჩაჯდომა არ მომიწიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვეღარაფრით დამეხმარებიან, მაგრამ ჩემი ბიჭის გამო ძალიან ვდარდობ და იმედი მაქვს, რომ სანამ გაიზრდება, რამე ახალს გამოიგონებენ და განიკურნება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ეს ერთადერთი პრობლემა არაა, რომელიც გვტანჯავს და გვაწამებს.  

საცხოვრებელ პირობებს გულისხმობთ?

მაკა: დიახ, სწორად შენიშნეთ! სახლში ყველაფერი გატეხილია, იატაკზე ორმოები და ბზარებია, კედლები კი სულ მთლად ჩამოიშალა და დალპა. ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, რაც ვიპოვე, ყველაფერი ძირს დავაგე: ლინოლეუმის ნაჭრები, ძველი ხალიჩა, ფირფიცრები… რაღაც სიმყუდროვე მაინც რომ შემექმნა, კედლებზე მუშამბა („კლიონკა“) ავაკარი და რბილი სათამაშოებით გავაფორმე. ძალიან მინდა, გარშემო რაღაც სილამაზე რომ იყოს და ამ ყველაფრის ყურება ოდნავ მაინც რომ გვსიამოვნებდეს… მაგრამ ნეტა ვის ვატყუებ?! ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ სიღარიბის ჩაკეტილი წრიდან ვერაფრით გამოვდივართ, ვერაფერს ვცვლით, რომ რაღაც სიმყუდროვე მაინც შევიქმნათ.

„დედაჩემი ნამდვილი დიზაინერია! მან კედელი მუშამბით და რბილი სათამაშოებით მორთო და ახლა უფრო მხიარულები ვართ.“

ამ სახლს ქირაობთ?

მაკა: დიახ, ყოველთვე ქირაში 100 ლარს ვიხდით. უკეთესი საცხოვრებლის შოვნის იმედიც კი არ გვაქვს, – ვერ გავწვდებით. მთელი ჩვენი შემოსავალი ჩემი და ჩემი ბიჭის პენსიაა, – 250 ლარი თითოზე. ჯამში, თვეში 500 ლარი გამოდის. ქირის გარდა, 145 ლარს ბანკი გვართმევს, რომ 2027 წლამდე სესხი დავფაროთ, რომელიც თავის დროზე ბავშვის სამკურნალოდ ავიღეთ. თავის გასატანად 255 ლარი გვრჩება, რაც მხოლოდ ფქვილზე და მაკარონზე გვყოფნის.

თქვენი ქმრის შესახებ მოგვიყევით. მუშაობს?

მაკა: იურა ძალიან კარგი, მზრუნველი მამა და ქმარია. ძალიან უნდა, რომ არსებულ ვითარებაში რამე შეცვალოს და ყველანაირად ცდილობს, მაგრამ მე და ნიკოლოზი სრულიად უმწეოები ვართ, ჩვენით ვერაფერს ვუმკლავდებით და სახლში ჩვენი მარტო დატოვება არ შეიძლება. იურა იძულებულია სულ ჩვენ გვერდით იყოს და ყველაფერში გვეხმარებოდეს. ასევე, მას ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვს, მძიმე სამუშაოს შესრულება არ შეუძლია, აქ კი მსუბუქ სამუშაოს ვერსად იშოვი.

თვეში 255 ლარი რანაირად გყოფნით?  

მაკა: ჩემთვის მთავარია, რომ როგორც კი პენსია დაირიცხება, მაშინვე ტომარა ფქვილი ვიყიდო. (25 კგ. ფქვილი 35 ლარი ღირს.) ამის მერე შემიძლია მშვიდად ვისუნთქო. შემდეგ პენსიამდე ბავშვს პური აუცილებლად ექნება და შიმშილისგან გული მაინც არ წაუვა. არადა, ასეთებიც მომხდარა… ვინც იცის, შიმშილი რა არის, ის გამიგებს.  

„არც სირბილი შემიძლია და არც ხტუნაობა, მაგრამ ამბობენ, რომ პლანშეტში ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლება.“

ნიკოლოზი (7 წლის): გეფიცებით, არ ვშიმშილობ! მაგრამ იცით, ყველაზე მეტად რა მინდა? ბევრი მეგობარი! მეგობრები არ მყავს იმიტომ, რომ საერთოდ არაფრის თამაში შემიძლია. ვერც ფეხბურთს ვთამაშობ, ვერც დავრბივარ… ამიტომ პლანშეტზე ვოცნებობ. იქ ვირბენდი, ვიხტუნავებდი და ბევრ ახალ მეგობარსაც შევიძენდი… მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პლანშეტი არასდროს მექნება…

ასე რატომ ფიქრობ?

ნიკოლოზი: იმიტომ, რომ ღარიბები ვართ. კარგად მესმის, რომ დედას კანფეტის ყიდვაც კი არ შეუძლია… მაგრამ კანფეტები კი არა, ვერასდროს მიხვდებით, კანფეტებზე მეტად რა მიყვარს.

ვეცდები გამოვიცნო. ალბათ ნაყინი, არა?

ნიკოლოზი: არა-ა-ა. მე რაც მიყვარს, ტკბილი არაა.

ყველი?!

ნიკოლოზი: არა-ა-ა… მაგრამ ყველიც კაი რამეა. კაი, ნუღარ იტანჯები! ძეხვი მიყვარს, კვერცხთან ერთად. ოჰ, როგორ მიყვარს! განსაკუთრებით – კვერცხი. შემიძლია ათი ცალიც კი შევჭამო!

ერთ ჯერზე ოდესმე ამდენი გიჭამია?

ნიკოლოზი: არა. ამდენი საიდან? დედა თითო-თითოს ყიდულობს.

მაკა: დიახ… სამწუხაროდ, სხვანაირად არ გამოდის. რძის პროდუქტები და ხორცი კი ჩვენთვის საერთოდ არ არსებობს. ბაზარში მხოლოდ ყველაზე იაფ პროდუქტებს ვყიდულობ.

მაკა, თქვენ თუ გაქვთ სანუკვარი ოცნება?

მაკა: დიახ, ერთი ოცნება მაქვს, მაგრამ ეს უფრო არარეალურია, ვიდრე პლანშეტი ნიკოლოზისთვის. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და საკუთარ სახლს წარმოვიდგენ ხოლმე, – პატარას, პაწაწინას. წარმომიდგენია, როგორი ფარდები კიდია ფანჯრებზე, როგორი სითბო და სიმყუდროვეა შიგნით, როგორ ვსხედვართ სამივე ერთად რბილ დივანზე და ტელევიზორში ფილმს როგორ ვუყურებთ. ეჰ, ახლა მართლა ავტირდები… მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ…

ოცნებები ბეტონის იატაკზე და დამპალ კედლებზე იმსხვრევა

კარგი, გვითხარით, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ და ცხოვრებას რა გაგიმარტივებდათ?

მაკა: ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა. მის გარეშე, ზამთარში, უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდები. ჩემს მდგომარეობაში ხელით რეცხვა ძალიან რთული პროცესია, თითქმის შეუძლებელი. ტელევიზორიც ძალიან მინდა. ტანსაცმელთან და ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემები გვაქვს…

ნიკოლოზი: დე, ამდენს ნუ ითხოვ!

და შენ რას ისურვებდი, ნიკა? შენს სურვილებს ცალკე ჩავიწერ.

ნიკოლოზი: ძალიან მჭირდება სასკოლო ნივთები: ჩანთა, რვეულები, კალმები და ეგეთი რაღაცები. ასევე, ძალიან მინდა საწერი მაგიდა, – არ გვაქვს და მეცადინეობა ძალიან მიჭირს. კიდევ ერთი ოცნება მაქვს… მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ გამიგია, რომ არის ისეთი მანქანები, რომლებიც ნამდვილს ჰგავს, ოღონდ ბავშვებისთვისაა. შეგიძლია მასში ჩაჯდე და ატარო კიდეც. იცით ასეთები? ყველაზე მეტად მაგაზე ვოცნებობ! მაგრამ ეს ძალიან ძვირი ოცნებაა და ვიცი, რომ არასდროს ამიხდება.

„რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოცნებები აგვიხდეს?“

***

მეგობრებო, თქვენ რა სანუკვარი ოცნება გაქვთ? ზუსტად ვიცით, რომ როგორც კი
ეს სტატია წაიკითხეთ, მაშინვე იმაზე დაიწყეთ ოცნება, რომ ჩვენს ლამაზ საქართველოში
მშიერი ბავშვები აღარ იყვნენ; რომ ასეთი მარტივი ბავშვური ოცნებები ძვირი და აუხდენელი
კი არ იყოს, არამედ რეალობად იქცეს, რაც სიხარულს და დაუვიწყარ წუთებს შესძენს მათ
ბავშვობას! თქვენ ჩვენი ფონდის მეგობრები ხართ, ყველაზე კეთილი ადამიანები, ამიტომ
თქვენთვის ამ ამბების მოყოლით არასოდეს ვიღლებით – ამბების, რომელთა წაკითხვაც ძალიან
მტკივნეულია, მაგრამ მათ შესახებ რომ არ იცოდეთ – დანაშაულია!

მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, დაეხმარეთ ამ
საბრალოებს! მათ სჭირდებათ: საკვები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, სარეცხი მანქანა,
ტელევიზორი, პლანშეტი და საწოლები. მათი გაცნობა შეგიძლიათ პირადად, მისამართზე: წნორი, სოფ. საქობო, გამარჯვების . №9.

ყოველ ჯერზე,როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ
გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ
პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი
სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი
ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს
– თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ
გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბიჭიაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა
შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ
ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ
გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად
უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს!
ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901200270 შეუძლია ვიღაცის
სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით! 


ვგრძნობთ, როგორ შეგვიყვარა ხალხმა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ოხ როგორ შეგახრამუნებთ, ჩემო გემრიელებო!“


– ჯერ შეხედე, როგორი მანქანა მყავს! მერე ვილაპარაკოთ! – ნიკო  ჯდება თავის მანქანაში და ადგილიდან იძვრება.  უზომოდ კმაყოფილი  სახით, ეზოს ურტყამს წრეებს, და  თან ჩემთან ჭორაობას აგრძელებს: ვერც კი ვიფიქრებდი, ოდესმე ასეთი თუ მეყოლებოდა. ძალიან, ძალიან მინდოდა და სულ ვოცნებობდი… შეხედე ბორბლებს, რამხელაა! გვერდებზე სარკეები აქვს, ხედავ? 
– საჭესთან ჯდომა ძალიან გიხდება.
ნიკოს სახე უბრწყინავს! მისმა პატარა გულმა გაიგო, რას ნიშნავს ბედნიერება! მისი დედიკო, მაკა თბილად იღიმის.
დარწმუნებულები ვართ, ბიჭიაშვილების ოჯახის თქვენთვის წარდგენა საჭირო არ არის. პოსტს არნახული გამოხმაურება მოჰყვა.
ამ ვიდეოკადრებმა შეძრა უამრავი ადამიანი: დედა-შვილისთვის სიარული სატანჯველია. მხოლოდ ხელიხელ ჩაკიდებულებს შეუძლიათ გავლა.
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არსად გამქრალა. მაკასაც და ნიკოსაც, ახლაც სჭირდებათ დახმარება.  თქვენ შეძელით მათი გამხნევება! სულით და გულით შეეცადეთ,  მათთვის უკეთესი პირობები რომ შეგექმნათ!

„რა კარგია, სახლში ამდენი გემრიელობა რომ გვაქვს!“

„ხომ გალამაზდა ჩვენი სახლი?“

– მაკა, როგორც ვხედავ, სახლში ბევრი სიახლე გაქვთ. გთხოვთ, გვიამბეთ, რამდენად შეიცვალა თქვენი და ნიკოლოზის ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაკა: ჯერ ვერაფრით ვერ შევეჩვიე იმ აზრს, რომ ამდენი პრობლემის მოგვარება მოხერხდა. (იღიმის.) არც კი ველოდებოდი.
ნიკოლოზი: მე კი, უკვე მივეჩვიე (კმაყოფილი ღიმილით.) მე მკითხე – მე ყველაფერი მომწონს. ვეტყვი, ხო დე? (მაკა თავს უქნევს.) 
ნიკოლოზი: ავეჯი არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს; საწოლი არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს; სასმელ-საჭმელი არ გვქონდა – ახლა კი, ბევრი გვაქვს. მაგრები ხართ!
მაკა (იღიმის): მე და ნიკო მთელი გულით ვუხდით მადლობას ყველას, ვინც ჩვენზე იზრუნა. ასეთი რამ, ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება, ასე რომ გვევლებიან თავს, ჩვენი პრობლემები მოაგვარეს, სურვილები აგვისრულეს. უამრავი ადამიანი, უამრავი! მე და ჩემს შვილს, თითოეულ თქვენთაგანს გვინდა პირადად  ვუთხრათ: „დიდი მადლობა!“

„საწოლი ისეთი უზარმაზარია, რომ რამდენიმეჯერ შემიძლია გადავკოტრიალდე“

ნიკო: და  კიდევ ვუთხრათ: „მართლა მაგრები ხართ! “
– ეს სიტყვები პირდაპირ გულში აღწევს! მოდით, ყველაფერი დაწვრილებით ვუამბოთ ჩვენს მკითხველებს. ეს მათ სტიმულს მისცემს და ფრთებს შეასხამს. რა სახის დახმარება მიიღეთ? ყველაზე მეტად რა გაგიხარდათ?
მაკა: ყოველდღე ვგრძნობთ, როგორ შეგვიყვარა ხალხმა. ისეთი სასიამოვნოა! უკვე მთელი საქართველო გვიცნობს, და ჩვენს ამბავს ყველა განიცდის. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ოჯახის ისტორია. ზარები დღემდე არ წყდება! ყველას უნდა, რომ დაგვეხმაროს და გულის სითბო გაგვიზიაროს. ღმერთო, მეშინია, რომ ამ სიყვარულის გარეშე ვეღარ გავძლებთ!
ადამიანების უმეტესობა, თავის სახელსაც არ გვიმხელს, მაგრამ მე, თითოეული მათგანისთვის ვლოცულობ. საოცარი დღეები გვქონდა, როდესაც ერთი მეორის  მიყოლებით სასწაულები ხდებოდა. მოვიდა სრულიად უცნობი ბიჭი , ბექა, და  მობილური ტელეფონი მოგვიტანა! ლაგოდეხიდან ყველაზე სასურველი საჩუქარი – ორი ტომარა ფქვილი ჩამოგვიტანეს. ეს კი ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასია – პური დღიდან დღემდე ძლივს გვყოფნიდა. ახლა, ხაჭაპურსაც ვაცხობ და ნამცხვარსაც, რომელიც ნიკოლოზს ასე ძალიან უყვარს.
ნიკოლოზი: მაგარია, როდესაც სახლში გემრიელობები გვაქვს!
მაკა: თბილისიდან, სპეციალურად ჩვენთვის ჩამოვიდა გოგონა, მარი და ნიკოსთვის ულამაზესი ტანსაცმელი ჩამოგვიტანა. ზამთრისაც და ზაფხულისაც. რამდენი ხანია, ბავშვისთვის ახალი არაფერი არ მიყიდია, სულ ერთი და იგივე ეცვა, ერთი და იგივე, სულ. ო-ო-ო- ჰ, როგორ გაუხარდა!
ხომ გეუბნებით,  ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ძალიან! უდიდესი მადლობა ყველას, ასმაგად დაუბრუნოს ღმერთმა ეს სიკეთე. გიორგიმ კი, სრულიად უცნობმა ადამიანმა, ანგარიში გაგვიხსნა ბანკში და ყოველთვიურად სესხის დასაფარად გვირიცხავს თანხას.
ერთმა კეთილმა ადამიანმა ბათუმიდან, ჩემს შვილს დიდი ხნის ოცნება აუსრულა. თავისი სახელიც კი არ გაგვიმხილა. ნიკოს დიდი სათამაშო მანქანა აჩუქა, რომელშიც შეიძლება ჩაჯდომა და სიარული. ნეტავ განახათ, აქ რა ამბავი იყო! გაგიჟდა  ბავშვი ბედნიერებისგან!
ასევე, ძალიან გაგვახარეს ნიკოლოზის თანაკლასელების მშობლებმა. ძალიან კარგი ტანსაცმელი გვაჩუქეს.
ნიკოლოზი: ეხლა მე მოვუყვები, დედა! იცი, ყველაზე მეტად გორგოლაჭებიანი ჩანთა მინდოდა. თურმე, ჩემი თანაკლასელის დედას ეს გაუგია და ზუსტად ისეთი მომიტანა, როგორზეც ვოცნებობდი.
– უკვე დადიხარ სკოლაში ამ ჩანთით?
ნიკოლოზი: კი. იცი, როგორ მოსწონს ყველას? რამდენი წიგნიც არ უნდა ჩადო,  მაინც არ გამძიმებს, მიდიხარ და მიაგორებ, თითქოს ჩანთა კი არა, სათამაშოა.
ხო, კინაღამ დამავიწყდა! კიდევ, სახლისთვის მერხი მაჩუქეს! ძალიან მომწონს, სიხარულით ვჯდები სამეცადინოდ.

„კარადა არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს!“

– ნიკო, რომელი საჩუქარი მოგეწონა ყველაზე მეტად?
ნიკოლოზი: მობილური ტელეფონი, პლანშეტი და მანქანა. ხან ონლაინ ვსწავლობთ, ხან სკოლაში დავდივართ. პლანშეტი და მობილური ტელეფონი ძალიან მადგება, სულ მჭირდება. მანქანა კი,  ძალიან დიდი ხანია მინდოდა. (ნიკოს თვალები უბრწყინავს.)მაგრამ როდესაც ვთქვი, არაფრით არ მეგონა, ეს სურვილი თუ ამიხდებოდა. კიდევ კარგი, ვთქვი! თორემ ძია ბათუმიდან ვერ წაიკითხავდა.
ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი! ჩაჯდები და ივლი. ძალიან მაგარია. ასე დაგყვას „ვუ-უ-უ-უ-უ…“ (ახმოვანებს.)ყველგან დადის, სწორ გზაზეც, ტალახშიც, თანაც ბენზინის გარეშე. „ვუ-ვუ-უ-უ-უ-უ-უ…“ (ისევ ახმოვანებს.)  ძალიან მაგარია. ფეხებიც არ მეღლება. (იღიმის.) 

„ჩემი მანქანა ყველგან გაივლის – ტალახშიც და ფოთლებზეც“

ნიკოლოზი: შენ მოგწონს ჩემი მანქანა? 
– იცი, ძალიან მაგარი ჯიპია! გისურვებ უამრავი გზის და უამრავი ახალი ადგილის შემოვლას.
ნიკოლოზი: კარგი უნდა დავაყენო ჩემი მანქანა.
– ოჰ! წარმატებები!

„პლანშეტით ორივე ვერთობით“

– მაკა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? მოახდინეს რაიმე სახის რეაგირება?
მაკა: კი, მცირედით დაგვეხმარნენ. საახალწლოდ წნორის გამგეობიდან ერთი პარკი პროდუქტი მოგვიტანეს. სულ ეს არის, სხვა არაფერი. ძალიან კარგად იციან, რომ  ქირით ვცხოვრობთ ასეთი ავადმყოფები, როგორ ვწვალობთ. ჩვენს ირგვლივ, უამრავი მიტოვებული სახლია. რა მოხდება ერთი რომ მოგვცენ? მე ხომ ამდენი წელია ვითხოვ საცხოვრებელს. მაგრამ არ ვაინტერესებთ, აი, რა არის უბედურება. შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ თავის შეწუხება. 
რა აზრი აქვს ლაპარაკს… მთელი საქართველო დაგვეხმარა. კერძო მაღაზიის მეპატრონემ წნორიდან ტომრებით ჩამოგვიტანა პროდუქტი – წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, ტომატი. თავისი ნება-სურვილით და მთელი გულით. სრულიად უცნობმა ადამიანმა. ან კიდევ, გოგონები ჩამოვიდნენ მანქანით, ბევრი საჭმელი ჩამოგვიტანეს. ეს ყველაფერი ხომ გულიდან მოდის.
– ასეთ ფონზე, რას ნიშნავს თქვენთვის კეთილი ადამიანების თანადგომა, როგორ შეგიმსუბუქათ ცხოვრება ამ საჩუქრებმა?
მაკა: ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ ამარტივებს სახლის საქმეს სარეცხი მანქანა და ნორმალური გაზქურა. საიდან მეცოდინებოდა? სარეცხი მანქანა ადრე არასდროს მქონია. უკვე გითხარით, რომ შვილს ნამცხვრებს ვუცხობ, აი, სწორედ ამ გაზქურაში.
ამ პატარა ოთახში, რომელიც არის სამზარეულოც, მისაღებიც და საძინებელიც, გამათბობლის ადგილი არ არის, არც გვაქვს. ამიტომაც, გაზქურას ვანთებთ და ისე ვთბებით. არც კი ვიცი, უმაგისოდ რა გვეშველებოდა ამ ზამთრის ყინვებში. ასე რომ, გაყინვასაც გადაგვარჩინა

სარეცხი მანქანა სახლის საქმეს ძალიან ამარტივებს 


– მაკა, მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, ვიცით, რომ დაგრჩათ პრობლემები. თქვენი და ნიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ფონდის მეგობრებს, კიდევ რით შეუძლიათ  რომ დაგეხმარონ?
მაკა: ძალიან მინდა, ჩემი შვილის გამოკვლევებზე წაყვანა. მინდა კარგ ექიმს ვაჩვენო, რომ მითხრას, იქნებ არის რაიმე საშველი? თუმცა, აუცილებლად უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მკურნალობა კარგ შედეგს გამოიღებს. ამას, მწარე გამოცდილება მალაპარაკებს. ჩემს დედმამიშვილებს გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. თურმე, მერე ვარჯიშიც ყოფილა საჭირო, ჩვენ კი, ამის შესახებ არაფერი გვითხრეს, ამის საშუალება არც გვქონდა. მკურნალობას დიდი თანხები სჭირდება. ასი პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ნორმალურად გაივლის ნიკოლოზი. მყესები დამოკლებული და დაჭიმული აქვს. ამიტომაც, აუცილებელია საფუძვლიანი გამოკვლევა. და თუკი ვინმე ,ამაში დაგვეხმარება, უბედნიერესი ვიქნები ნამდვილად. ჩემი შვილი რომ თვითონ გაირბენს, ეს ჩემთვის ჩემი საკუთარი ფეხით გავლის ტოლფასი იქნება, ისე გამიხარდება!
– ნიკოლოზ, შენ რაზე ოცნებობ? შეგვიძლია, კიდევ რამით რომ გაგახაროთ?
ნიკოლოზი: ძალიან რთულია. არ ვიცი, შეძლებთ ვითომ? (დაფიქრდა, სერიოზული სახე მიიღო.) მე და დედამ, კარგად სიარული რომ შევძლოთ…

„ძალიან მინდა, მე და დედიკომ კარგად სიარული რომ შევძლოთ“

***
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! ვიცით, რომ თქვენ უკვე შეგიყვარდათ  ნიკოლოზი და მისი დედიკო. შეუძლებელია, მათი ამბავი გულთან ახლოს არ მიიტანო! ახლა, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან, ყველასთან, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტ თანამემამულეებთან: შესაძლოა, სადმე წარმატებით მკურნალობენ მსგავს დაავადებას. შესაძლოა, გენეტიკური დაავადება განაჩენი სულაც არ იყოს. და ასეთ დაავადებაზე გამარჯვების პრეცედენტი უკვე არსებობს.
ერთად დავფიქრდეთ, მათი დახმარება რით შეგვიძლია: სახსრებით, გამოკვლევის შეთავაზებით, საჭირო საკონტაქტო ინფორმაციით. გავახაროთ ეს პატარა, სიკეთით სავსე ბიჭუნა, რომელიც ნაადრევად დააკაცა საკუთარსა და დედას ჯანმრთელობაზე დარდმა. თავისუფლად სირბილი, ხტუნაობა, ფეხბურთის თამაში, რომ შეძლოს ნიკომ, ისევე, როგორც მის თანატოლებს შეუძლიათ. სიკეთე გადაგვარჩენს, და ჩვენ ეს არა ერთხელ დავამტკიცეთ. ახლაც, გთხოვთ, მოდით, ვაჩუქოთ ნიკოს და მის დედიკოს, სრულფასოვანი  და ბედნიერი ცხოვრების  შესაძლებლობა!
ძვირფასო მეგობრებო, ნიკოლოზი და მაკა ცხოვრობენ მისამართზე: წნორი, სოფელი საქობო, გამარჯვების ქ. 9.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბიჭიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ნოე 10
ავეჯი
2909.98₾
2021 დეკ 02
პროდუქტები
199.98₾
2021 დეკ 02
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1294.00₾
2021 დეკ 10
ავეჯი
1320.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
2425.00₾
2022 იან 03
პროდუქტები
199.80₾
2022 იან 13
პროდუქტები
200.13₾
2022 თებ 24
პროდუქტები
199.27₾
2022 მარ 14
პროდუქტები
300.02₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
345.00₾
2022 აპრ 14
ტელევიზორი ხატიაშვილისვის
500.00₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
300.00₾
2022 ივნ 01
მედიკამენტები,პამპერსები მარშანიისთვის
478.89₾
2022 ივნ 09
პროდუქტები
300.20₾
2022 ივლ 08
პროდუქტები
399.96₾
2022 აგვ 03
პროდუქტები
299.97₾
2022 აგვ 12
ავეჯი,შემოსასვლელი
700.00₾
2022 სექ 16
პროდუქტები
299.96₾
2022 ოქტ 06
პროდუქტები
299.98₾
2022 ნოე 23
პროდუქტები
300.03₾
2023 იან 04
პროდუქტები
600.00₾

სულ ხარჯები:

13872.17₾

დარჩა:

0.18₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'არჩილი მეფარიშვილი
12.10.2022 20:00:00
₾1.00
ხარაბაძე მერაბ
27.04.2022 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
24.04.2022 05:28:45
₾5.00
კაპანაძე გიორგი
19.04.2022 20:00:00
₾10.00
ჯაჯანიძე გიორგი
10.04.2022 20:00:00
₾5.00
ჭანკვეტაძე ზურაბი
09.04.2022 20:00:00
₾4.50
ანდრო თავართქილაძე
08.04.2022 20:00:00
₾1.00
დავით სამხარაშვილი
06.04.2022 20:00:00
₾5.00
გიორგი შალამბერიძე
02.04.2022 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
02.04.2022 20:00:00
₾10.00
გიორგი ღვალაძე
02.04.2022 20:00:00
₾10.00
სვანიშვილი ლაშა
29.03.2022 20:00:00
₾2.00
ხუციშვილი თეონა
29.03.2022 20:00:00
₾20.00
მანანა ბეჟიტაშვილი
27.03.2022 20:00:00
₾100.00
მაკა ფერაძე
27.03.2022 20:00:00
₾20.00
ფუტკარაძე სოფიკო
26.03.2022 20:00:00
₾20.00
ლომსიანიძე ლევან
25.03.2022 20:00:00
₾5.00
ტერენტი ხაბურზანია
25.03.2022 20:00:00
₾10.00
ღარიბაშვილი ემზარ
22.03.2022 20:00:00
₾25.00
ჭანკვეტაძე ზურაბი
22.03.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾13,872.35

817 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾13,872.35

817 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება