რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!

calendar ნოემბერი 15, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს – იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს – იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.

„დამტვრეული მანქანა სათამაშო არაა თუ?.. უფროსები ყოველთვის ყველაფერს ართულებთ!“

„გული უფროსებივით კი არ მტკივა, რომ წამალი ვსვა… სხვანაირად მტკივა“, – ამბობს ის. იცით, რისგან შეიძლება სტკიოდეს გული 8 წლის ბიჭუნას? როცა ზაფხულში, 19 ივნისს, დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ არანაირი დღესასწაული არ ექნებოდა; თუმცა გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ დედა პაწაწინა ტორტს მაინც აჩუქებდა; მაგრამ დედა უბრალოდ ჩაეხუტა და უთხრა: „გილოცავ! ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვეცდები, რომ შემდეგ ჯერზე ტორტი გამოგიცხო.“ მაგრამ ეს „შემდეგი ჯერი“ ვერა და ვერ დადგა.

დემური თითქოს უკვე დიდი ბიჭია, რვა წელი შეუსრულდა, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და პატარასავით ატირდა: „რატომ აქვთ სხვებს ყველაფერი, მე კი არაფერი?“ – ჯერ ტიროდა, მერე კი შეწყვიტა. აზრი? დემურიმ იცის, რომ ტირილით საქმეს ვერ უშველი.

„ცოტა უსამართლობაა: ზოგს ყველაფერი აქვს, სხვებს კი არაფერი“

დიახ, ახალს ამჯერადაც ვერაფერს მოგიყვებით. კლასიკური ჟანრი: ხუთი შვილი, დედა და მამა; ძველი, ჩამოშლილი სახლი; დახმარება, რომელიც არაფერზე ჰყოფნით. ნაცნობი სიუჟეტია, არა? რა თქმა უნდა, ნაცნობია! ასეთი ერთი ათასჯერ მაინც გვაქვს მოყოლილი; მაგრამ ყველა ეს ამბავი ერთმანეთს იმდენად ჰგავს, რომ მშობლების და შვილების სახელები რომ შევცვალოთ, სრულიად ახალი ამბავი გამოვა, ახალი ოჯახის შესახებ. მაგდა 12 წლისაა, დემური რვის, მერე ბეჟანი მოდის, რომელიც 6 წლისაა; მერაბი ჯერ 2 წლისაც არაა, ყველაზე პატარა, გიორგი კი აგვისტოში მოევლინა ქვეყანას. მან ჯერ არ იცის, რომ ძალიან მალე, ისიც ლუკმა პურზე იოცნებებს თავისი და-ძმასავით… და არც ის იცის, რომ საქართველოში, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახში დაიბადა, – ეს კი დიდი სასჯელია.

საქართველოში, სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადება ყველაზე დიდი სასჯელია

  მარიამი: საშინლად არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ გამოსავალი აღარ მაქვს. ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს; რაც შემეძლო, ყველაფერი მეზობლებს გამოვართვი. ის საწოლიც კი, რომელზეც ხუთ შვილთან ერთად ვწევარ, მეზობელმა მათხოვა… და ეს ორი დღის სამყოფი ლობიოც, რომელიც დღეს მოვუმზადე ბავშვებს, კეთილი ხალხის საჩუქარია. ბავშვებს ცარიელი პურის ჭამა უკვე აღარ შეუძლიათ!

მარიამ, ყოველთვის გადარჩენის ზღვარზე იყავით თუ იყო დრო, როცა ასე ძალიან არ გიჭირდათ?

  მარიამი: ასეც ყოფილა… მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ქმარს ფეხის თითები მოაჭრეს, ის შრომისუუნარო გახდა… თუმცა ფიზიკურად შრომა მანამდეც უჭირდა, რადგან ბავშვობიდან ინვალიდია. ცალი ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს. მასაც პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა.

თქვენ თუ ახერხებდით მუშაობას?

  მარიამი: დიახ. სანამ მერაბი და გიორგი მეყოლებოდა, სოფელში, მინდორში ვმუშაობდი. ხან მიწის დამუშავება სჭირდებოდა ვიღაცას, ხან დათესვა, ხან მოსავლის აღება… რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით. იცით, ქალები ძალიან ამტანები არიან და როცა საქმე მათ შვილებს ეხება, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ ბავშვები შიმშილით არ დაიხოცონ.  

რაზე გყოფნით სოციალური დახმარება?

მარიამი: ერთ ტომარა ფქვილზე, მაკარონზე და მზესუმზირას ზეთზე. ცომს ვზელ, პურს ვაცხობ და ბავშვები მხოლოდ ამას ჭამენ. მთელი დღე პური უჭირავთ ხელში.

„მალე მოიხარშე, ვეღარ ვითმენთ!“

„ახლა შეშას დავამატებთ და ჩვენი ლობიო უფრო მალე მოიხარშება“.

  ბეჟანი (6 წლის): სავახშმოდ დარჩები? დედა დღეს ლობიოს აკეთებს. ნახე, რა გემრიელია! გაგიყოფ! ახლა შეშას დავამატებთ ღუმელში და უფრო მალე მოიხარშება. ლობიო გიყვარს?

ძალიან მიყვარს! ლობიოს გარდა კიდევ რა გიყვარს?

ბეჟანი: სათამაშოები, მაგრამ არ მაქვს…

მაგდა (12 წლის): დეიდამ საჭმელზე გკითხა. შენ რა, სათამაშოების ჭამა გიყვარს?

  ბეჟანი: ა-ა-ა! მეგონა ზოგადად მეკითხებოდა, რა მიყვარს. არ ვიცი,  ყველაფერი მიყვარს. ჭამა კარგია!

„საჭმლის სხვებისთვის გაზიარება რომ არ მიწევდეს, ორას პელმენს შევჭამდი!“

მაგდა: მე კიდევ პელმენები მიყვარს. ალბათ მთელ ქვაბს შევჭამდი… მაგრამ არ ვიცი, არ მიცდია. ჩვენ ხომ ყველაფერს თანაბრად ვიყოფთ! ყველაზე ბევრი, რაც მიჭამია, შვიდი ცალია, მაგრამ ალბათ ორას ცალს მოვერეოდი!  

პელმენების ჭამაში რეკორდსმენი გინდა გახდე?

მაგდა: არა, ექიმობა მინდა, რომ გაჭირვებულებს უფასოდ ვუმკურნალო… მდიდრებს კი ფულს გამოვართმევ… თორემ ჩვენნაირ ხალხს მკურნალობა არ შეუძლია. აი, მამას ფეხებზე თითები ულპებოდა, ჩვენ კი ფული არ გვქონდა, რომ მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა და ექიმებმა გვითხრეს, საჭირო თანხას დროზე თუ არ მოაგროვებთ, მისთვის ფეხის მოჭრა მოგვიწევსო… მაგრამ ფულის მოგროვება როგორღაც მოვახერხეთ და მამას მხოლოდ ერთი თითი მოაჭრეს. აი ასე! ცუდია, როცა ღარიბი ხარ…

„როცა პირველყოფილი ადამიანივით ცხოვრობ, წყლისა და საკვების გარეშე, ოცნება დიდად არ გამოგდის.“

– ექიმი რომ გახდე, ძალიან ბევრი უნდა ისწავლო, ხომ იცი? კარგად სწავლობ?

  მაგდა: როგორ გითხრათ?.. ძალიან ვცდილობ. ძალიან-ძალიან!

  და რაზე ოცნებობ?

  მაგდა: არ ვიცი… რაზე შეიძლება ვიოცნებო? ა, ჰო, ვიცი! ახლავე გეტყვი, მოიცა…

(მაგდა თვალებს ხუჭავს. ალბათ უნდა უკეთ დაინახოს გამოსახულებები,  რომლებიც ოცნებებში არაერთხელ წარმოედგინა.)

ლამაზ დაბადების დღეზე ვოცნებობ: ყველგან ბუშტებია, ყველაფერი ლამაზია. მეც ლამაზი კაბა მაცვია. მეგობრები მყავს სტუმრად და დედას დიდი ტორტი მოაქვს, რომელზეც სანთლები ანთია… არც ტორტი მქონია ოდესმე და არც სანთლები. 15 იანვარს 13 წლის გავხდი, მაგრამ 13 წლის განმავლობაში ტორტზე სანთლები ერთხელაც არ ჩამიქრია. მინახავს, როგორ აკეთებენ ამას სხვა ბავშვები, როგორ უთქვამენ სურვილებს, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მქონია.

„ვოცნებობ ტორტზე სანთლები ერთხელ მაინც ჩავაქრო“

  დემური (8 წლის): მაგაზე მეც ვოცნებობ! ოღონდ ეს გოგოს რაღაცები საჭირო არაა. უბრალოდ ტორტი რომ იყოს და ხაჭაპური… და რამე გემრიელი… და საჩუქრები რომ მაჩუქონ. ჩემთვის საჩუქარი ერთხელაც არავის უჩუქებია. მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო სხვა ბავშვებივით…  

და სხვა ბავშვები როგორ ცხოვრობენ?

  დემური: დიდიუსამართლობაა, როცა სხვებს ყველაფერი აქვთ, ჩვენ კი არაფერი. ზოგჯერ ლამის ვიტირო… მაგრამ მე ხომ კაცი ვარ?! კაცებისთვის ტირილი არ შეიძლება!

„ქვები სათამაშოების ნაცვლად… მაგრამ მათგან ციხესიმაგრეს ვერ ააშენებ“

  ბეჟანი: ჩემი დაბადების დღეც მალე მოვა, 27 ოქტომბერს! არც ტორტი მინდა, ოღონდ ლურჯი ველოსიპედი მქონდეს.

– დედას როდის აქვს დაბადების დღე? მას რა უნდა საჩუქრად?

მარიამი: კარგით, რა! რაის დაბადების დღე?! ძალიან უხერხულად გამოვიდა, –  ბავშვებს იმდენი რამ უნდათ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი კი მათი პურით გამოკვებაა… ღმერთო, ასე ცხოვრება როგორ შეიძლება?! მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება საკვებია, – რომ საკვები ყოველთვის გვქონდეს.

აი, სად იმალება ყველაზე გემრიელი და ცელქი „პელმენი“.

  მეც და მკითხველებსაც ძალიან გვაინტერესებს, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? ალბათ არის ისეთი რაღაცები, რასაც საკუთარი ძალებით ვერ იყიდით…

  მარიამი: სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და მაცივარი სიზმარშიც კი არ დამესიზმრება. საწოლებიც ძალიან გვჭირდება. ხუთ შვილთან ერთად ერთ საწოლზე მძინავს, ჩემი ქმარი კი ტახტზე წევს. მეზობლები რომ არა, ალბათ ჩვენგან მხოლოდ ძვლები დარჩებოდა.

– ძალიან რთულია თქვენი მდგომარეობის წარმოდგენა. თან ჩვილსაც რამდენი რამ სჭირდება…

  მარიამი: დიახ… როცა ორსულობის შესახებ შევიტყვე, იმდენი ვიტირე… ჩემი პატარა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა რთული ცხოვრება ელის წინ…

„ჩემმა პატარამ ჯერ კიდევ არ იცის, რა რთული ცხოვრება ელის წინ…“

მარიამ, თქვენი ოჯახის ამბავს თითქმის მთელი საქართველო წაიკითხავს. მათთვის რამის თქმა ხომ არ გსურთ?

მარიამი: მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ბედნიერების უფლება ყველა ბავშვს აქვს…

  ბეჟანი: და ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ველოსიპედი, სათამაშოები და საჭმელი! კარგი, მორჩით ახლა! ჩვენი ლობიო მოიხარშა და ძალიან გვშია. ხელები დაიბანეთ და შემოგვიერთდით!

***

ღმერთო, ბავშვებს საჭმელი არაფერი აქვთ, მაგრამ მზად არიან, ადამიანს უკანასკნელი უწილადონ. ამას სკოლაში არ ასწავლიან. სისხლში თუ არ გაქვს, ამას ვერც ისწავლი. ალბათ გაზიარება ყველაზე კარგად იმას გამოსდის, ვისაც არაფერი აქვს, რადგან მან სიკეთის ფასი კარგად იცის. როგორც მარიამმა თქვა, მათ კეთილი ხალხი რომ არ უზიარებდეს ლუკმა პურს, ისინი ალბათ ცოცხლები აღარ იქნებოდნენ. დაფიქრდით ამაზე! ახლა ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს და უცხო ადამიანების დახმარება შესაძლოა ჩვენი უკანასკნელი იმედი იყოს!

მეგობრებო, შავიძეების ოჯახს დამხმარე სხვა არავინ ჰყავს. მათი უკანასკნელი იმედი სრულიად უცხო ადამიანები არიან. დედა შვილების გამო ძალიან დარდობს, რადგან ცარიელ პურზე ისინი დიდხანს ვერ გაატანენ.

შავიძეების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საწოლები. საერთო ძალებით შეგვიძლია ამ უბედურ ოჯახსაც ისე დავეხმაროთ, როგორც ათასობით სხვა ოჯახს საქართველოში, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ.

მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ზესტაფონი, სოფ. ილემი.  

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: შავიძეების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

        როდესაც ჩემი შვილები წამოიზრდებიან, ვუამბობ მათი თანამემამულეების, ქართველი ხალხის სიკეთის შესახებ! რომ გაიზრდებიან, თავად აჩუქებენ ბედნიერებას იმ ბავშვებს, ვისაც სიხარულის მიზეზი აკლია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

    ,,დე…  დედა! ნახე, რამდენი რამ მოგვიტანეს! რა მაგარია!“ – შესძახა 12 წლის მაგდამ, როდესაც უზარმაზარი ყუთები დაინახა… 

,,მერაბიკოს ფაფის ყუთები ისე მოსწონს, რომ ხელს არ უშვებს. წარმომიდგენია, როდესაც გასინჯავს, როგორ მოეწონება!“

 ,,ერთი სული მაქვს, როდის დავამონტაჟებთ“

         მაგდას პატარა ძმები კი, 8 წლის დემური და 6 წლის ბეჟანი, ახალ ტელევიზორს დასტრიალებენ: ,,დროზე შეაერთეთ, მულტფილმებს უნდა ვუყუროთ… მე „ტომი და ჯერი“ მინდა, შენ რა გინდა ბეჟან?“  ბეჟანი თავს უქნევს. ოღონდ მალე ჩართონ და ძმასთან ერთად, ყველანაირ ზღაპარს, ნახატ ფილმს და თუნდაც, საინფორმაციო გამოშვებას უყურებს!

,,ვააა… ბიჭო, ჩართე რა დროზე, ვეღარ ვითმენ!“

          მეც მათთან ერთად მიხარია.  მზად ვარ, მათთან ერთად,  ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ მადლობა, ჩვენი ფონდის მეგობრებო, ურიცხვო გამომწერებო. მადლობა,  რომ კიდევ ერთ ოჯახს გაუფერადეთ ნაცრისფერი დღე.  ეს, უდავოდ თქვენი დამსახურებაა!
         ამ სიხარულთან ერთად კი, სევდაც მიპყრობს: იქ, მაღალმთიან სოფლებში, ტექნოლოგიური რევოლუციის და Apple-ის ეპოქაში, ადამიანები ოცნებობდნენ ტელევიზორზე ისე, როგორც ,,ჯადოსნურ ყუთზე“. სარეცხი მანქანა კი, არასოდეს უნახავთ! მერაბი და ბეჟანი, ნატრობენ „ხელის გასასმელ“ ტელეფონს, თავად ასე ეძახიან მას. იმისთვის, რომ პანდემიის, ან დიდთოვლობის დროს, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
        შავიძეების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დედას – მარიამს, უჭირს პატარების გამოკვება. ის ვერ შეძლებს მუშაობას, იმიტომ, რომ სახლში, კიდევ 2 წლის მერაბი და 8 თვის გიორგი ჰყავს.  მამა – მერაბი, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად პარალიზებულია, აქამდე როგორღაც ახერხებდა ლუკმა-პურის შოვნას… მაგრამ, ახლა?  მას  თითების ამპუტაცია დასჭირდა და… 
         პოსტი შავიძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ, ჩვენმა ფონდმა 15 ნოემბერს გამოაქვეყნა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/804-shavidze/
         – მარიამ, იქნებ გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა, თქვენი ოჯახის შესახებ სტატია გამოაქვეყნა?
         მარიამი: დავიწყებ იმით, თქვენ როგორ გაგვახარეთ… ამდენი საჩუქრები, ტექნიკა, ტკბილეული, საკვები, ფაფები – ეს ხომ ფუფუნებაა ჩვენთვის. იმის ფულიც კი არ გვქონდა, ბავშვისთვის საწოვარა რომ გვეყიდა… ვინმე თუ გვაჩუქებდა… ფონდის უღალატო მეგობრების, უსაზღვროდ მადლობლები ვართ იმისთვის, ჩვენს ოჯახზე ასე რომ იზრუნეს… დაგლოცოთ უფალმა!

 ,,თუ მერაბიკო ამობს ,,კატა, კატაო“ ესე იგი, მოსწონს და ბედნიერია“

       – გამოგადგებათ ეს ყველაფერი? ვეცადეთ, ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა თქვენი მდგომარეობა…   
მარიამი: გამოგვადგება?.. რას ამბობთ?..  ბავშვები ოცნებობდნენ ტელევიზორზე. ჩემს შვილებს ასე გახარებულებს რომ ვხედავ, ჩემთვის მზე ანათებს ასეთ მოღრუბლულ ამინდშიც კი. რა ხანია არ ჰქონიათ, ამდენი ტკბილეული.  როდესაც გემრიელობას მიირთმევს, თვალები უბრწყინავს.
         ჩემს ნაბოლარებს – მერაბს და გიორგის ფაფები აქვთ და აღარ მოუწევთ მშიერი მუცლით დაძინება, ცოტა ხანს მაინც. 

,,თითქოს, თოვლის ბაბუა გვესტუმრა, იმდენი კანფეტები და ,,პეჩენიები“ გვაქვს სახლში…“

   

   თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე, ჩვენი გაჭირვებით, ჩვენი პრობლემებით, ვიყავით „უხილავი ადამიანები“.  ახლა კი, შეწუხდა უამრავი ადამიანი –  ამხელა თოვლში ამოგვაკითხეს და გულუხვად დაგვასაჩუქრეს.

        – როგორც მივხვდი, ბევრი მეგობარი შეიძინეთ. ვინ გესტუმრათ? განსაკუთრებით, ვინ დაგამახსოვრათ თავი?
        მარიამი: არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, მე ხომ ყველას უზომოდ მადლიერი ვარ. პირველ რიგში, გეტყვით მაია ჩხენკელის შესახებ. ამ ქალბატონმა, ასი წელი უნდა იცოცხლოს ბედნიერად და ჯანმრთელად, ისეთი საოცარი ადამიანია.  მოგვიტანა ,,ლეჟანკები“. ერთ ტახტზე გვეძინა მთელ ოჯახს, წარმოგიდგენიათ?! მოგვიტანა ტომარა კარტოფილი, ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი – უამრავი პროდუქტი. ბავშვებისთვის ტანსაცმელი მოგვიტანა… ბეჟანი, ველოსიპედით და ტორტით გაახარა დაბადების დღეზე.
        ასევე უზომოდ მადლობელი ვარ ბატონი მამუკას. სამწუხაროდ, არ ვიცი მისი გვარი, ქუთაისიდან გახლდათ. მანაც უამრავი საჩუქარი მოგვიტანა. პროდუქტი: ქათამი, ტკბილეული, ლიმონათები. მეორე ვაჟს – დემურის, ველოსიპედი აჩუქა. შეუძინა ბავშვებს თბილი ქურთუკები, სულ ახალი. აქ ისე ცივა… რამდენჯერ გამიშვია სკოლაში რიგრიგობით. იმის გამო, რომ ყველას არ ჰქონდა თბილი ტანსაცმელი. ოჰ, რა დღეები გვაქვს გამოვლილი…
        მერაბი (საუბარში მაიას მეუღლე ერთვება): ოღონდ ბავშვები კარგად გვყავდნენ, ჩვენს თავს აღარ ვჩივით! მაია, (მეუღლეს მიმართავს) ის ლამაზი ოჯახი არ დაგავიწყდეს, დიდი თოვლის დროს, პატარა ბავშვთან ერთად რომ გვინახულეს…
        მაია: მაგათ რა დამავიწყებს?! რა ამინდში მოვიდნენ! დიდთოვლობაშიც კი, არ დაიზარეს… ღმერთმა დალოცოს და გაამრავლოს ეს ოჯახი. ყველა მადლი და სიკეთე, რაც ჩვენი, და დარწმუნებული ვარ, უამრავი სხვა ოჯახისთვის გაუკეთებიათ, წინ დახვედროდეთ. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მოგვიტანეს, ბავშვებს საკანცელარიო ნივთები უყიდეს. სკოლისთვის რვეულებსაც კი ვერ ვყიდულობდით… პროდუქტიც მოგვიტანეს: კარტოფილი, კარაქი, ხორცი… ღმერთო, რამდენი ხანია,  ჩემს შვილებს ხორცი არ ეჭამათ. 
         მერაბი: ზესტაფონიდან, ორი ქალი იყო ჩამოსული, ნობათით: კარაქი, არაჟანი, ნამცხვრები იდო ყუთში. სათამაშოებიც აჩუქეს ბავშვებს. მარიამს კი, სარეცხი საშუალებები დაუტოვეს. ძალიან გვიჭირს მათი ყიდვა, ისე გაძვირდა ყველაფერი…
        არ დამავიწყდება სამი მამაკაცი, მათი არც სახელები ვიცი, და არც ის, თუ საიდან იყვნენ… სამარშრუტო მანქანით მოვიდნენ, შეშა და ჭურჭელი მოგვიტანეს, ბავშვები კი, ტკბილეულით გაახარეს. აი, რამდენი ადამიანი შეწუხდა. როგორ მიყვარხართ ყველანი, როგორ გამიხარეთ გული თქვენი გვერდში დგომით!
         – მერაბ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ? დაინტერესდა თქვენი მდგომარეობით?
        მერაბი: არა, არავინ. მეორე ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი მაქვს და პირველი ჯგუფი მეკუთვნის, მაგრამ არ მაძლევენ. ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ცალი მხარე მთლიანად პარალიზებული მაქვს. დახმარების გარეშე გადაადგილება არ შემიძლია. ყველა ინსტანციაში მისვლას ვერ ვახერხებ. წამლებს უფასოდ ვიღებ, ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, მარტო წამლები ხომ არაა… ჩემს შვილებს საკვები აკლიათ და ეს არის ჩემი დარდი და სევდა. ვწევარ და ვუყურებ მათ საცოდაობას, დახმარება კი, არ შემიძლია. თქვენი ფონდი და კეთილი ადამიანები რომ არა, დღემდეც ვერ მოვატანდით… სახლში ცივა, უკანა ნაწილი დაგვეწვა, ფანჯრები ჩამსხვრეულია, ზამთარში, ძალიან გვიჭირს.
     – ბავშვებსაც გავესაუბრები, თუ ნებას მომცემთ…
         მერაბი: რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან და ჩიტებივით იჭიკჭიკებენ. (იღიმის.)
         – ბავშვებო, თქვენმა მშობლებმა მითხრეს, რომ ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღეთ. ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
        მაგდა: მე გამიხარდა მაია დეიდას ნაჩუქარი ფეხსაცმელი. სარეცხი მანქანა გამიხარდა, მაგრამ ვერ ვამონტაჟებთ… კიდევ, ტელევიზორი, სერიალებს ვუყურებ ხოლმე. სერიალებში ხომ, ხალხი ლამაზად ცხოვრობს, თან ყველაფერი კეთილად მთავრდება…
       დემური: მე ყველაფერი გამიხარდა, მაგრამ, ტელევიზორი 
ყველაზე მეტად. დიდი რომ გავიზრდები, მეც ყველას დავეხმარები, მას (მასწავლებელო)!
         მაგდა (იცინის): რა ,,მას“ ბიჭო? ჟურნალისტი გესაუბრება, განა მასწავლებელი?!
         (ყველა ვიცინით. ახლა, საუბარში ბეჟანი ერთვება.)
         ბეჟანი: როგორ ბრძანდებით? (საყვარლად მომიკითხა პატარა პირველკლასელმა) – მეც ყველაფერი გამიხარდა, თქვენ რომ ბე-ე-ე-ე-ე-ვრი ,,პეჩენიები“ მომიტანეთ, მომეწონა. სკოლაში წავიღებ და ჩემს მეგობრებსაც გავუმასპინძლდები.
         – ბევრი მეგობარი გყავს, ბეჟან?
         ბეჟანი: კი, და ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. ხანდახან, ვერ დავდიოდი, ახლა კი, სულ უნდა ვიარო.
         – მარიამ, რასაკვირველია, ძალიან გაგახარათ ფონდის მეგობრების დახმარებამ, მაგრამ, კიდევ სხვა უამრავი საჭიროებებიც გაქვთ: თქვენმა მეუღლემაც აღნიშნა, რომ სახლს ფანჯრები არ აქვს, შეშაც ბევრი გჭირდებათ, თქვენთან საშინლად ცივი ზამთარი იცის…
         მარიამი: დიახ, ასეა. ასეთ პირობებში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, მიჭირს ხუთი შვილის და მეუღლის მოვლა. ისიც მიჭირს, რომ დღედაღამ იმაზე უნდა ვიფიქრო, თუ ვინ გამოგვიწვდის ხელს? მაგრამ, რა ვქნა?! ერთ ისტორიას გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ, დემური საბავშვო ბაღში გაითიშა…
         – როგორ, გაითიშა?
         მარიამი: რაღაცით მოიწამლაო, ასე მითხრეს, არ ვიცი… ბავშვი, ფაქტობრივად,  უკონტაქტო იყო. საჭირო გახდა მისი რეანიმობილით ტრანსპორტირება. ამის არანაირი საშუალება არ მქონდა.  მაშინ დედა დამეხმარა, მეზობლებისგან ისესხა თანხა. იმდენი მაინც ვერ შევაგროვეთ, რომ კლინიკის ხარჯი დაგვეფარა. დღეების განმავლობაში, სულ მთლად მშიერი ვიყავი.  წმინდა გიორგის ვევედრებოდი, რომ ჩემი შვილი გადაერჩინა. აი, ასე: „წმინდა გიორგი, მომეცი ძალა რომ ჩემს შვილს დავეხმარო და იმდენ შვილს გავზრდი, რამდენსაც უფალი მომცემს…“ ნაბოლარასაც, ამიტომ დავარქვი გიორგი. ჩვენს სოფელს გადმოჰყურებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მაშინ, წმინდანს შესაწირსაც დავპირდი. მაგრამ, უსახსრობის გამო, ვერაფერი ვერ მოვახერხე… მაგრამ, ყოველ კვირას ავდივარ და სანთლებს ვანთებ. ოდესმე, ალბათ, შევასრულებ ჩემს პირობას.
        – მარიამ, მაგდამ თქვა, რომ სარეცხის მანქანას ვერ ამონტაჟებთ, რატომ?
         მარიამი: ჩვენთან წყალიც კი არ მოდის, ჭიდან ვიღებთ და ისე ვხმარობთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია ეს ყველაფერი?
         – და რა არის საშველი?
        მარიამი: საქაჩი მატორი და ავზი. რომელსაც ჩვენ, ალბათ ასი წელი ვერ შევიძენთ… არადა, როგორ მინდა! როგორ გაგვიმარტივდებოდა ცხოვრება, ონკანში წყალი რომ მოდიოდეს. ეს არაჩვეულებრივი ნივთი, რომელიც თქვენ თქვენი ფონდის მეგობრების წყალობით გვაჩუქეთ (სარეცხის მანქანისკენ იშვერს ხელს) ნეტა დატრიალდებოდეს და გამინახევრებდეს შრომას, ნეტა…

,,როდესაც დავამონტაჟებთ, ღამით ხელით რეცხვა აღარ მომიწევს“

***
        მარიამი ღამით რეცხავს. მას თითქმის არ სძინავს. სახლში ცივა, ფანჯრებში მინა ყველგან არ არის ჩასმული. სახსრების უქონლობის გამო, არასდროს არ ჰყოფნით შეშა. ბავშვები ,,ხელის გასასმელ“ ტელეფონზე (როგორც თავად ეძახიან) ოცნებობენ, რათა ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ და სწავლას არ ჩამორჩნენ. აქვე დავამატებ იმასაც, რომ მათი ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება, არის გატეხილი ტელეფონი, რომელიც ოჯახში მხოლოდ მარიამს აქვს. ძალიან ძნელია მათთან დაკავშირება. ოჯახს, ინტერვიუს ჩაწერაზე რომ შევთანხმებოდი, რამდენიმე დღე უშედეგოდ ვრეკავდი.   თორმეტი წლის თინეიჯერი მაგდა კი, ტანსაცმლის კარადაზე ოცნებობს. მასაც უნდა, რომ მისი ტანსაცმელი, კარადაში ეწყოს, ლამაზად დაკეცილი, ისევე, როგორც სხვა ჩვეულებრივი გოგონების, და არა პარკებში, როგორც ახლა. 
            მე კი, ისევ თქვენი იმედი მაქვს, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! ვიცი, გულისხმიერება და სიკეთის კეთების სურვილი, კვლავ  გაგვაერთიანებს და კვლავ დავუდგებით მხარში შავიძეების მრავალშვილიან ოჯახს.       
         თუკი გიმძიმთ, საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით, გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმათთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს.
          მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
       მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: შავიძეების ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/804-shavidze/
        ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 03
სარეცხი მანქანა
650.00₾
2022 იან 21
ტელევიზორი
629.00₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
320.00₾
2022 აპრ 28
პროდუქტები
66.01₾
2022 მაი 13
პროდუქტები
164.67₾

სულ ხარჯები:

1829.68₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ირაკლი კანჭურიშვილი
09.05.2022 20:00:00
₾10.00
მარიამ კარაპეტოვა
09.05.2022 20:00:00
₾5.00
თეა წილოსანი
08.05.2022 20:00:00
₾3.00
თამთა ალავიძე
08.05.2022 20:00:00
₾1.00
დავით ხოშტარია
04.05.2022 20:00:00
₾1.00
ნათია ხუციშვილი
04.05.2022 20:00:00
₾2.00
ტერმინალი
03.05.2022 20:00:00
₾6.50
ერაგია ომარი
01.05.2022 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
01.05.2022 20:00:00
₾4.50
ბესიკ ხაჩიძე
01.05.2022 20:00:00
₾2.00
იაკობაშვილი კარლო
01.05.2022 20:00:00
₾10.00
ვახტანგ ბერიძე
01.05.2022 20:00:00
₾10.00
ბესიკ ხაჩიძე
29.04.2022 20:00:00
₾2.00
თეა წილოსანი
29.04.2022 20:00:00
₾3.00
ტეტიანა ჯულინსკა
29.04.2022 20:00:00
₾10.00
უშიკიშვილი იოსები
27.04.2022 20:00:00
₾1.00
ლორჩოშვილი იოსები
26.04.2022 20:00:00
₾5.00
ქებურია კახაბერ
26.04.2022 20:00:00
₾4.00
თემური ქევხიშვილი
23.04.2022 20:00:00
₾3.00
ნიკოლოზ ელიზბარაშვილი
21.04.2022 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾1,829.50

121 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,829.50

121 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება