რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ლამაზი კაბა რომ არ მაქვს, როგორ შევუყვარდები ვინმეს?!

calendar ივლისი 11, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

როგორ უნდა შეუყვარდეს ვინმეს გოგონა, რომელსაც არ აქვს ლამაზი კაბა? ან როგორ უნდა იმეგობრონ მასთან სხვა გოგონებმა, როდესაც საკუთარი სათამაშოები არ გააჩნია? როდესაც ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც პატარა გოგონები არ უნდა ცხოვრობდნენ? ეს კითხვები ძალიან ადარდებს პატარა ლიზას. ის ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს. იქნებ მას ჰგონია, რომ დიდებს ასეთი პრობლემები არ აწუხებთ? ან ფიქრობს, რომ გაიზრდება და თავად შეძლებს სათამაშოების და კაბების ყიდვას?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ლამაზი კაბა რომ არ მაქვს, როგორ შევუყვარდები ვინმეს?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         როგორ უნდა შეუყვარდეს ვინმეს გოგონა, რომელსაც არ აქვს ლამაზი კაბა? ან როგორ უნდა იმეგობრონ მასთან სხვა გოგონებმა, როდესაც საკუთარი სათამაშოები არ გააჩნია? როდესაც ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც პატარა გოგონები არ უნდა  ცხოვრობდნენ?
ეს კითხვები ძალიან ადარდებს პატარა ლიზას. ის ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს. იქნებ მას ჰგონია, რომ დიდებს ასეთი პრობლემები არ აწუხებთ? ან ფიქრობს, რომ გაიზრდება და თავად შეძლებს სათამაშოების და კაბების ყიდვას?
         ლიზი (5 წლის): მე 15 წლის ვარ და მალე მუშაობას დავიწყებ, იცი? დედა მეუბნება, რომ მუშაობის დაწყება 16 წლიდან შეიძლება!
          – მართლა? ასე უცებ როგორ გაიზარდე?
        ლიზი: აი ასე! ძილში ვიზრდები! თვალებს რომ ვხუჭავ, ღმერთს ვთხოვ, მალე რომ გამხადოს დიდი!

 „ღმერთო, დამეხმარე, მალე რომ გავიზარდო, ლამაზი კაბების ყიდვა რომ შევძლო“

ბარბარე (7 წლის): არ დაუჯეროთ მაგას! პატარაა! მხოლოდ ხუთი წლის არის!  და ძალიანაც კარგი, რომ პატარაა! დიდების ცხოვრება ხომ უფრო რთულია? შენ როგორ ფიქრობ?
– ჩემი აზრით, ბევრად უფრო რთულია.
ბარბარე: დედას შეხედე, დიდია. და სად არის მისი ლამაზი კაბები? არ აქვს! მეც გული მტკივა ამის გამო, ძალიან მტკივა.

დედიკოს ლამაზი კაბები არ აქვს, მე კი, ამის გამო გული მტკივა!

          – და რას ნატრობს დედიკო? იქნებ სულ სხვა რამეზე ოცნებობს?
          ბარბარე: კი, მაგრამ კაბებზე ყველა გოგონა ოცნებობს! დედა ხომ გოგოა?

„ჩემი აზრით, ყველა გოგო კაბებზე ოცნებობს“

– ნატო, „გოგოშკური“ ოცნებები თუ შემოგრჩათ?
ნატო: ვაიმე, ფიქრი მხოლოდ იმაზე შემიძლია, სოციალური დახმარების თანხა როგორ გადავანაწილო, ბავშვები მშივრები რომ არ დავტოვო. სახლში ფქვილი მაინც რომ მქონდეს და პური გამოვუცხო! ეს არის ჩემი ერთადერთი ოცნება. თვეში ერთხელ, დახმარება გვერიცხება. ქირა უნდა გადავიხადოთ. აუცილებლად გვჭირდება ორი ტომარა ფქვილი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა და მაკარონი. კიდევ გამორიცხულია, რამის ყიდვა რომ მოხერხდეს. ყოველი შემთხვევისთვის, თანხა სულ მაქვს გადადებული, უცებ წამლები რომ დაგვჭირდეს. თუ არ დაგვჭირდა, მხოლოდ იმ შემთხევაში ვყიდულობ კანფეტს.
 

„საჭმელო, სად ხა-ა-ა-არ?“

ბარბარე: კი-ი-ი! ვგიჟდებით კანფეტებზე! არ ვჩხუბობთ, ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ერთი რამაზის, ერთი მე, ერთი ანას, ერთი ლიზას და ერთიც – თაკოს! ხუთი ცალი გამოვიდა!
– დედას და მამას არ ხვდებათ?
ბარბარე: არ უყვართ! ასე ამბობენ: „ფუ, ამას არ შევჭამთო.“

 „ყველაფერს თანაბრად ვინაწილებთ“

რამაზი (9 წლის): ძალიანაც უყვართ, მაგრამ ჩვენ გვითმობენ. აი რომ გავიზრდები, ვეცდები ბევრი ფული ვიშოვო. და იმდენ კანფეტს ვიყიდი, ყველას რომ გვეყოს!
         – ვინ გინდა გამოხვიდე?
         რამაზი: მოქანდაკე, ან ფეხბურთელი. ორივე კარგად გამომდის!

 „თქვენი აზრით, მეტ ფულს ვინ შოულობს, მოქანდაკე თუ ფეხბურთელი?“

          ნატო: ბავშვების ძალიან მრცხვენია იმის გამო, რომ ვერ ვაძლევ იმ ყველაფერს, რასაც მათი ასაკის ბავშვები იმსახურებენ. მაწყნარებენ, მეუბნებიან: „არ იტირო. მერე რა, სხვებს რომ აქვთ“. მაგრამ მე ხომ ვიცი, რას გრძნობენ ისინი. მეც ხომ ვიყავი ბავშვი!
– როგორი ბავშვობა გქონდათ?
ნატო: ვაიმე, აღარც მახსოვს! ასე მგონია, ყოველთვის დედა ვიყავი. ჩემი მომავალი მეუღლე შემთხვევით გავიცანი, ტელეფონით, ბავშვი ვიყავი მაშინ. მე 15 წლის ვიყავი, ის კი – 30-ს. ძალიან მომწონდა უფროს ადამიანთან ლაპარაკი, ისეთი კარგი თანამოსაუბრე აღმოჩნდა. სულ მეკითხებოდა, როგორ ვსწავლობდი, ვინმე ხომ არ მაბრაზებდა, თავს როგორ ვგრძნობდი? ერთმანეთი ნანახიც არ გვყავდა! 18 წელი რომ შემისრულდა, შეხვედრა მთხოვა. მაშინ კი მივხვდი, რომ სწორედ ამ ადამიანთან მინდოდა ოჯახის შექმნა და ის უნდა ყოფილიყო ჩემი შვილების მამა. უკვე ათი წელია გასული, ჩვენი სიყვარული კი უცვლელია! ჩემი აზრით, ქალისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მამუკა დილიდან დაღამებამდე შრომობს, ხან სად, და ხან სად, არანაირ სამუშაოზე არ ამბობს უარს, ოღონდ სახლში ზედმეტი კაპიკი მოიტანოს.

 „არ ვითამაშებ, სანამ კაბა არ მექნება!“

– როდის დაიწყო თქვენი პრობლემები?
ნატო: ფუფუნებაში არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ არც მშიერი დამიძინებია ბავშვები. მართალია, საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება! საკუთარი საცხოვრებელიც არ გვქონდა, სახელმწიფომ ძველი ხის სახლი გამოგვიყო, ძალიან პატარა, სულ რაღაც 40 კვადრატული მეტრი. მაგრამ იქაც კი, საკუთარი ხელით მოვახერხეთ ორი საძინებლისა და სამზარეულოს მოწყობა. გვიხაროდა, რომ რაღაც საკუთარი გაგვაჩნდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ძლიერი წვიმის შემდეგ, სახლმა ჩამოშლა დაიწყო. იშლებოდა… ყველგან წყალი ჩამოდიოდა და უბერავდა. შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება.
რამაზი: იცი რა საშიშია იქ ცხოვრება? გინდა, რაღაც გაჩვენო?

 „ჩვენ სახლში, ყოველი ღრიჭოდან მზე, ქარი და წვიმა შემოდის“

         – ნატო, დახმარებისთვის თუ მიმართეთ ვინმეს?
         ნატო: კი, ბევრჯერ. სახლის გარემონტებაში ვითხოვე დახმარება, მაგრამ, უარი მივიღე. რა აზრი აქვს, ისევ რომ მივმართო? არც უნახავთ, სად და რა პირობებში ვცხოვრობთ. რა პირობებში ცხოვრობს ხუთი ბავშვი. ამიტომაც, მოგმართეთ თქვენ. ვიცით, რომ თბილი სიტყვებით მაინც გაგვამხნევებთ.
– გულახდილად გვითხარით, ცხოვრებას რა შეგიმსუბუქებთ?
ნატო: ნორმალური საცხოვრებელი პირობები რომ გვქონდეს, ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნებოდა. ვიცი, რომ ამჟამად, ჩვენი სახლის შეკეთება, ფაქტობრივად, აუხდენელი ოცნებაა. ამიტომ, დედამიწაზე დავეშვები და გეტყვით, რომ ძალიან გვჭირდება გაზქურა და სარეცხი მანქანა. ასევე, ბავშვებს სკოლისთვის სჭირდებათ მომზადება.

 „დედიკოს ძალიან სჭირდება სარეცხი მანქანა, და მეც. მე დედიკოს ვეხმარები, ეს კი, ძალიან ძნელია!“

ლიზი: სკოლაში, ჩანთის გარეშე როგორ წავიდე? გორგოლაჭებიანი ჩანთა მჭირდება, რომ მძიმე წიგნები და რვეულები იქეთ-აქეთ არ ვატარო!
რამაზი: მე და ბარბარეს ერთი საერთო ოცნება მაქვს. კომპიუტერი გვინდა. მაგის გარეშე ვერ ვსწავლობთ.
ლიზი: მაშინ, მე და თაკოსაც საერთო ოცნება გვაქვს! მე ტელევიზორი მინდა!
თაკო (3 წლის): ვა-ა-ა-შა! ტელევიზორი! მულტფილმები! და კუბიკები! და კანფეტებიც გვექნება! ვა-შა-ა-ა!
ნატო: ხედავთ, ჯერ არაფერი გვაქვს ბავშებს კი, უკვე უხარიათ. ბედნიერებისთვის, მათ ძალიან ცოტა სჭირდებათ.

„ყველას ერთი საერთო ოცნება გვაქვს – სხვა ბავშვებივით გვინდა ცხოვრება“

***
          აი, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ისტორია. ხუთი მშვენიერი ბავშვის, რომლებიც ოცნებობენ, ცოტა ხანს მაინც იცხოვრონ სხვა ბავშვებივით. ძვირფასო მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უფრო სწორედ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ!
ამჟამად, სჭირდებათ მათი პატარა სახლის შეკეთება. ასევე, სჭირდებათ სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, გაზქურა, სასკოლო ნივთები და კომპიუტერი სწავლისთვის. ოჯახში იზრდება ხუთი ლამაზი, ნიჭიერი და თავაზიანი ბავშვი, ჩვენ ისინი უნდა გადავარჩინოთ!
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და პირადად გაუწიოს დახმარება ამ ოჯახს, ისინი ცხოვრობენ ამ მისამართზე: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი წითელხევი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კოტორეიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აგვ 22
პროდუქტები
250.05₾
2022 სექ 04
სარეცხი მანქანა
635.00₾
2022 სექ 16
პროდუქტები
200.00₾
2022 სექ 27
პროდუქტები
255.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
345.00₾

სულ ხარჯები:

1685.05₾

დარჩა:

0.85₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ცქვიტინიძე გიორგი
27.09.2022 20:00:00
₾1.00
ცაცუა ჯაბა
27.09.2022 20:00:00
₾3.00
ზეინალოვა ასიმა
24.09.2022 20:00:00
₾5.00
კახაბერ ქებურია
17.08.2022 20:00:00
₾20.00
კახაბერ ქებურია
16.08.2022 20:00:00
₾20.00
ალექსანდრე სურგულაძე
16.08.2022 20:00:00
₾1.00
ირაკლი გაბაიძე
16.08.2022 20:00:00
₾10.00
გოჩა გუძუაძე
15.08.2022 20:00:00
₾3.00
ზეინაბ აბდულლაევა
15.08.2022 20:00:00
₾10.00
მარიამ კაკაბაძე
13.08.2022 20:00:00
₾10.00
ეკატერინე ნადირაძე
12.08.2022 20:00:00
₾10.00
კახა ლილუაშვილი
10.08.2022 20:00:00
₾1.50
დავით ჭარბაძე
09.08.2022 20:00:00
₾100.00
ლევან ახობაძე
09.08.2022 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
09.08.2022 20:00:00
₾10.00
მაგდა ლოლაძე
08.08.2022 20:00:00
₾5.00
კახაბერ ქებურია
07.08.2022 20:00:00
₾7.00
გიორგი ჯაჯანიძე
07.08.2022 20:00:00
₾3.90
მერაბ ხარაბაძე
06.08.2022 20:00:00
₾50.00
მერაბ ხარაბაძე
06.08.2022 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾1,685.90

98 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,685.90

98 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება