რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მე თუ დღეს მოვკვდი, ჩემი შვილიშვილიც მეორე დღეს მომყვება უკან ან შეიძლება, ცოცხლად დამარხონ ჩემთან ერთად. იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება ჩემს გარდა! არავის უნდა… დედამაც და მამამაც, ორივემ მიატოვეს. მიაგდეს ავადმყოფი ბავშვი და ბედნიერება სხვაგან ნახეს.“ – ამბობს მალარდო და თვალებს მალავს. რცხვენია მძიმედ ავადმყოფი სოსოს მშობლების საქციელის გამო. ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ისინი კი, ჯერ ახალგაზრდები არიან, კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ანგელოზი თუ გინახავთ? ერთ-ერთ მათგანს მალარდო ჰქვია. ის 80 წლისაა და ასე გამოიყურება!
„მე თუ დღეს მოვკვდი, ჩემი შვილიშვილიც მეორე დღეს მომყვება უკან ან შეიძლება, ცოცხლად დამარხონ ჩემთან ერთად. იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება ჩემს გარდა! არავის უნდა… დედამაც და მამამაც, ორივემ მიატოვეს. მიაგდეს ავადმყოფი ბავშვი და ბედნიერება სხვაგან ნახეს.“ – ამბობს მალარდო და თვალებს მალავს. რცხვენია მძიმედ ავადმყოფი სოსოს მშობლების საქციელის გამო. ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ისინი კი, ჯერ ახალგაზრდები არიან, კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები!
ერთი წამითაც არ უნდა ბებოს გაშვება
– ეს როგორ მოხდა, მალარდო? როდის თქვეს მშობლებმა უარი თქვენს შვილიშვილზე?
მალარდო: მთლად ასეც ვერ ვიტყვი, რომ უარი თქვეს, მაგრამ ხომ იცით, ცხოვრება რანაირია? ასე გამოვიდა. არავის ვკიცხავ, არც ჩემს სიძეს, არც ჩემს შვილს – ეს მათი არჩევანია. მე პირადად, საკუთარ შვილს ვერ მივატოვებდი ასე. სოსო სრულიად ნორმალური დაიბადა, 5 წელი სკოლაშიც კი სწავლობდა. მართალია უჭირდა, საათობით ვეჯექი და ვამეცადინებდი. მაგრამ, ანბანი და ციფრებიც კი ძლივს დაისწავლა.
ასეთი იყო სოსო, სანამ დაავადება პროგრესირებას დაიწყებდა
– ესე იგი, დაბადებიდან თქვენთან ერთად ცხოვრობდა?
მალარდო: როდესაც სოსო ექვსი წლის იყო, ჩემი შვილი სამუშაოდ წავიდა საბერძნეთში. იქ სამართალდამცველებთან პრობლემა შეექმნა იმიტომ, რომ მაშინ უსაბუთოდ მიდიოდნენ და მუშაობდნენ. კარგი ცხოვრების გამო ნამდვილად არ აკეთებდნენ ამას. დიდხანს რომ არ გაგიგრძელოთ ლაპარაკი, ერთს გეტყვით, რომ იქიდან შვიდი წლის განმავლობაში ვერ წამოვიდა. რომ ჩამოვიდა, აქ „დიდი სიურპრიზი“ ელოდა. მის ქმარს უკვე სხვა ოჯახი ჰყავდა და შვილი! ამხელა დამცირება ვერ აიტანა და არ ვიცი, ჯიბრზე, თუ დიდი სიყვარულით თავადაც მალევე გათხოვდა. შვილი, სოსო არავის გახსენებია. აი, ასე დავრჩით სულ მარტო. როდესაც სოსო პატარა იყო, ჩვენი მდგომარეობა არ იყო ამდენად რთული. თავის ფეხით დადიოდა, 5 წელი სკოლაშიც კი დამყავდა! დროთა განმავლობაში, მდგომარეობა დამძიმდა, მეც მომემატა წლები. ახლა, მე უმწეო მოხუცი ქალი ვარ, ის კი ზრდასრული მამაკაცი.
„დაუძლურებული ხელებით სოსოს მოწესრიგება ძალიან მიჭირს“
– ამ ყველაფერის კეთებას როგორ ახერხებთ, ალბათ, ძალიან გიჭირთ?
მალარდო: ფეხზე ძლივს ვდგავარ, მას კი, დღეში რამდენიმეჯერ სჭირდება პამპერსის გამოცვლა, დაბანა, გასუფთავება, ჭამა, ზურგის დაზელვა, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს. ბალიშს ვუდებ, რომ წამოჯდეს, და იქვე ვბან, საწოლში, ვაჭმევ, მერე კი მთლიანად ვუცვლი თეთრეულს…
სოსო პატარა ბავშვივით არის, ვერაფერს ხვდება, ბებო კი მის გართობას ცდილობს იმ სათამაშოებით, რომელსაც ჩუქნიდა, როდესაც პატარა იყო.
– სოსო თუ აცნობიერებს თავის მდგომარეობას?
მალარდო: ახლა ვეღარ. კოვიდი გადაიტანა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. შარშან დედამისს ჰყავდა წაყვანილი რამდენიმე კვირით. იქ კი, როგორც ჩანს, ყურადღება ვერ მიაქციეს, რაღაც გამორჩათ და კოვიდი შეხვდა. რომ წამოვიყვანე, უამრავი ნაწოლი ჰქონდა. ვერ ლაპარაკობდა, ვერ აზროვნებდა, შეტევებიც გაუხშირდა. გამიჭირდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, იარები ძლივს მოვურჩინე. მაგრამ, ადრინდელი მდგომარეობა, როდესაც თვითონ ჯდებოდა და გადაადგილდებოდა, ვერ დავუბრუნე. ერთი წლის წინ, ეპილეფსიის საშინელი შეტევის დროს სოსო დაეცა და ხელი მოიტეხა. ძვლები სულ დაეფშვნა. ახლა, ხელებსაც ვეღარ ამოძრავებს.
ხანდახან აგრესიული ხდება და შეიძლება ბებიას დაარტყას
– სანამ კოვიდი შეხვდებოდა, როგორი იყო?
მალარდო: ადრე წიგნებს ვუკითხავდი, ერთად ვუყურებდით ტელევიზორს. ვეუბნებოდი: „ნახე, ეს ჩვენი პრეზიდენტია, ამ მსახიობს ნანა ჰქვია, იმას კი – ოთარი. მეორედ რომ ნახავდა, ცნობდა. გვქონია ასეთი მშვიდი დღეებიც. მაგრამ ხანდახან, თითქოს ეშმაკი შეუჩნდებოდა. აგრესიის შეტევები ემართებოდა. ყვირილს იწყებდა, თმაში მწვდებოდა ხოლმე და მირტყამდა. ხანდახან, ძალიან მწარედ. მაგრამ, მისგან როგორ უნდა მეწყინოს რამე? ის ხომ ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა. ახლა, ბავშვობის დროინდელი სათამაშოები დავუდე გვერდით, მივუჯდები და როგორც პატარას, ისე ვეთამაშები ხოლმე, მას კი უხარია. ხანდახან, ძალიან რომ გამიჭირდება ხოლმე, უფალს ვეკითხები, ნუთუ, ასეთი სიბერე დავიმსახურე? რისთვის გამომიგზავნა ამხელა განსაცდელი? იმაზე არც მაქვს ლაპარაკი რომ ეს ყველაფერი ფიზიკურად ძალიან ძნელია, გული უბრალოდ მიკვდება… არადა, იცით, რა ბედნიერი ქალი ვიყავი?
ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მალარდო უბედნიერესი ქალი იყო
– ძალიან გთხოვთ, თქვენს ახალგაზრდობაზე მიამბეთ.
მალარდო: არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ყველაზე უმცროსი ვიყავი ოჯახში, მეექვსე შვილი! წარმოგიდგენიათ, როგორ ვუყვარდი ყველას? დედ-მამას მზე და მთვარე ამოსდიოდათ ჩემზე, და-ძმები კი, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. ჩემი მშობლები, უბრალო, მშრომელი ხალხი, ყველანაირად ეცადნენ, შვილებს განათლება რომ მიგვეღო. ყველამ დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი და სპეციალობით ვმუშაობდით. 30 წელი სკოლაში ვიმუშავე, მასწავლებლად. უზომოდ მიყვარდა ჩემი სამსახური, ბავშვებსაც ვუყვარდი. აი, ახლა ვხვდები, რომ ზღაპრული ცხოვრება მქონდა. მეუღლეც არაჩვეულებრივი მყავდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ძალიან კარგი შვილები გავზარდეთ. მაგრამ, თითქოს, ვიღაცამ დაგვწყევლა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ყველა დავმარხე, მშობლები, ყველა დედმამიშვილი, მეუღლე და უმცროსი ვაჟი. გოგო კი… გოგომ უარი თქვა საკუთარ შვილზე!
„ჩემს სოსოზე მანამ ვიზრუნებ, სანამ უფალი თავისთან წამიყვანს“
– ღმერთო ჩემო, როგორი რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამდენი განსაცდელის მერე, ისევ ასეთი თბილი და გულკეთილი რომ იყოს! როგორ ახერხებთ ამას? ერთი აუგი სიტყვაც არ დაგცდენიათ.
მალარდო: ვის დავემდურო? როგორ შეიძლება? გოგოს? სიძეს? თუ სოსოს, ავადმყოფი რომ დაიბადა? ღმერთს? ეს ჩემი ჯვარია. და ბოლომდე უნდა ვატარო. ადამიანური სახის შენარჩუნება არის მთავარი. ალბათ, ძალას ის ბედნიერება მმატებს, რომელიც ბავშვობაში დავაგროვე. თან, სანამ სოსო ცოცხალია, მე არ მაქვს უფლება, მოვკვდე. აი, რა ეშველება, მე რომ მოვკვდები? საერთოდ როგორ გაიგებს ვინმე? ის ხომ ვერავის დაურეკავს და ვერც დაუძახებს. როდესაც მეორე, ან მესამე დღეს მკვდარს მნახავენ, იმ დროს, ალბათ ჩემი შვილიშვილიც უკვე აღარ იქნება ცოცხალი… რომ წარმოვიდგენ ამ საშინელ სურათს, თავს შევუძახებ ხოლმე: მიდი, მალარდო, უნდა ადგე, სხვა გზა არა გაქვს. ხანდახან ვოცნებობ, რომ ჩემი შვილიშვილი ჩემზე ერთი დღით ადრე მოკვდება. რომ მისი დარდი საფლავში არ გამყვეს, ავადმყოფი რომ მიატოვეს და გატეხილი სათამაშოსავით მიაგდეს.
ასე სუფთად და მოვლილი ჰყავს 80 წლის მოხუც ქალს თავისი შვილიშვილი. ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს.
– მალარდო, ჩვენ რით შეგვიძლია, რომ შეგიმსუბუქოთ ყოფა?
მალარდო: ქვეყნის ოქროც რომ მომცეთ, ჩემი შვილიშვილის ჯანმრთელობას, ჩემს ახალგაზრდობასა და ჯანს ვერ დამიბრუნებთ. მაგრამ, ერთი დიდი ოცნება მაქვს. ჩემი შვილიშვილისთვის კარგი საწოლი მჭირდება. ეს ძველია და დანგრეული, მოუხერხებლად წევს. კიდევ, ძალიან გვჭირდება პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. საკვებს კი, პენსიით ვყიდულობთ, გვყოფნის!
* * *
ჩვენი თანამემამულის, მალარდო ციგროშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო, მაგრამ სიბერე კოშმარად ექცა. ახლა, ეს საბრალო ქალი, მხოლოდ შვილიშვილისთვის ცხოვრობს, რომელზეც ყველამ თქვა უარი.
ამ ქალბატონს და მის შვილიშვილს სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტი, პამპერსი და ჰიგიენური საშუალებები, მისი უდიდესი ოცნება კი, არის ორთოპედიული საწოლი შვილიშვილისთვის.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლაფანყური.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ციგროშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
“ვინ თქვა, რომ სოსოს არაფერი ესმის? ის ყოველი ახალი საჩუქრით ბედნიერია“
„ჩემს საწყალ შვილიშვილს გამოჯანმრთელების შანსი არ აქვს, და ამ დიდი ტრაგედიის გამო ჩემს გულში სულ ცრემლებია“ – ამბობს 80 წლის ბებია მალარდო. „მაგრამ თქვენ გადამარჩინეთ ფიზიკური ტანჯვისგან, რომელიც სიბერეში მომისაჯეს. ჩემ შვილიშვილს ორთოპედული საწოლი რომ აჩუქეთ ღმერთი გაგახარებთ. იცით რამდენს გლოცავთ? ჩემი მოხუცი ხელ-ფეხით ვეღარ ვუვლიდი შვილიშვილს, ძალიან ვიტანჯებოდი მეც და ისიც. ცოტაც და ამ ჯაფისგან წელში გავწყდებოდი.
სოსო ჯერ კიდევ პატარა იყო მასზე მშობლებმა უარი რომ თქვეს. ახლა ის დიდი ბიჭია – 25 წლის და მას მოხუცი ბებია მალარდო უვლის. ბოლო ხანს საერთოდ ვეღარ უმკლავდებოდა სიღარიბეს, შვილიშვილის ავადმყოფობას და სხვა პრობლემებს. თქვენი დახმარების წყალობით კი ბებიამ და შვილიშვილმა ამოისუნთქვეს,თითქოს ახალი ცხოვრება დაიწყეს.
“თქვენ მე ხვალინდელი დღის იმედი მაჩუქეთ”
– ბებია მალარდო, ყველაზე მეტად გვინდოდა თქვენი სატანჯველი შეგვემსუბუქებინა. მოვახერხეთ?
მალარდო: მე მხოლოდ ორთოპედული საწოლი გთხოვეთ ჩემი სოსოსთვის, თქვენ კიდევ იმდენი რამე მომიტანეთ, სათვალავი ამერია. ალბათ თქვენი თანამშრომელი ჩემთან რომ იყო მოსული, ყველაფერი მაშინ შეამჩნია, რაც მჭირდებოდა და დაიმახსოვრა. შეამჩნია, რომ ძველ მაცივარს კარადასავით ვხმარობდი, და ჩემი ძველისძველი გაზქურაც ნახა. და ის გასაცოდავებული ჩაიდანიც.
“ყველაზე მეტად ორთოპედიული საწოლი მინდოდა, სოსო ძალიან იტანჯებოდა თავის ტახტზე!”
ყოველ ჯერზე მეტირებოდა შეშის საყიდლად რომ მივდიოდი. იცით ეს რამხელა ჯაფაა ჩემთვის? ჯერ იაფად უნდა იშოვო, მერე ვინმეს სთხოვო ამოგიტანოს, მერე დახერხვაზე უნდა ეხვეწო ვინმეს… ახლა კი გაზის გამათბობელი გვაქვს და ზამთრის დადგომაც არ მაშინებს. ამ ჯოჯოხეთის გავლაც არ მაშინებს. სულ იმის დარდი მქონდა, რომ სოსოს ხერხემალი გაუმრუდდებოდა, ახლა კი ამ ორთოპედულ საწოლში მისი წამოჯენაც შემიძლია და უპრობლემოდ ვაჭმევ. ხომ ვერაფერს ამბობს, მაგრამ მე ვატყობ, რომ უხარია.
“ვხედავ რომ ახალ საწოლში თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობს“
“აი ახლა ასეთ ლამაზ თეთრეულში იწვება ჩემი ბიჭი”
იცით ადრე გაპარსვა როგორ არ უყვარდა? ძველი საპარსი სახეს უკაწრავდა. სტკიოდა და არ მიშვებდა. ახლა სოსო საპარსით ხელში რომ მხედავს, ისევ ჰგონია რომ ეტკინება, მაგრამ ისე კარგად პარსავს ეს ახალი თანამედროვე მოწყობილობა – ორივე ბედნიერები ვართ. თან თმის შეკრეჭაც შესაძლებელი ყოფილა. უბრალოდ უნდა გავერკვე.
თვალს უხარია ახალ ნივთებს რომ ვუყურებთ. სახლიც შეივსო თითქოს. მაცივარი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, ხორცსაკეპო, ჩაიდანი, ბლენდერი, პლანშეტი… ასეთი სასწაულის არსებობა არც კი ვიცოდი ადრე. იცით როგორ უხარია? ის ხომ ცოცხალია, გრძნობს… ბედნიერების გამოხატვაც კარგად გამოსდის.
“თქვენი საჩუქრები სიცოცხლეს შეგვიმსუბუქებს”
“ჩემი ძველთაძველი ქურა ბოლავდა, მასზე წყლის ადუღებასაც ვერ ვახერხებდი“
“ძველი მაცივარი კარადის ფუნქციას ასრულებდა”
– სოსოს რა მოეწონა ყველაზე მეტად?
მალარდო: პლანშეტი და გასაფერადებლები.სულ გვერდით უდევს, ძილის დროსაც არ იცილებს. ჩვენი მეზობლის გოგო შეგვპირდა, პლანშეტის გამოყენებას გასწავლითო, და მეც შევძლებ მულტფილმები რომ ჩავურთო.
– რა საყვარელი ხართ, შვილიშვილის გამო ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც რომ გინდათ.
მალარდო: მის გამო რას არ ვიზამ. განა ვინმე მყავს მასზე ძვირფასი? ან მას განა ყავს ვინმე ჩემს გარდა? მის გამო ვცოცხლობ, მისი ერთი ღიმილიც კი ჩემთვის მთელ სამყაროს უდრის. ყველამ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი სოსოს გახარებაში, ღმერთს ყველასთვის კეთილდღეობას და ჯანმრთელობას ვთხოვ.
– ვინმე პირადად ხომ არ გაიცანით?
მალარდო: არ დაიჯერებთ, მარა ტელეფონზე დღეში 100- 170 შეტყობინება შემომდის. ტელეფონი ძველია და ბევრი არ ეტევა. მეზობლის გოგო შემოდის ხოლმე მიკითხავს ამ თბილ სიტყვებს, მაგრამ ისე ვღელავ, პასუხს რომ ვერავის ვუბრუნებ. წერა მე არ გამომივა – ცუდად ვხედავ, და დასარეკად და მადლობის სათქმელად ანგარიშზე ტანხა არასდროს მაქვს. სახლში ვინც გვესტუმრა ყველას ცავეხუტე და მადლობა ისე გადავუხადე. თელავიდან იყო ერთი ქალბატონი, გვარად მაისურაძე. ჩემ სოსოს პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ჩამოუტანა. გურჯაანიდანაც იყვნენ ჩამოსული. მაგრამ ვინც მწერს, ამ ჯაბახანა ტელეფონის გამო მადლობასაც ვერ ვუხდი.
– ახლა შეგიძლიათ ეს გააკეთოთ.
მალარდო: საუკეთესოები ხართ.ვგრძნობ, რომ საკუთარ პრობლემებს ივიწყებთ, როცა სხვისი ტკივილის შესახებ იგებთ. ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ. მინდა რომ ბედნიერებისგან ბრწყინავდეთ.
ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეც ყოველთვის ვცდილობდი ადამიანებს დავხმარებოდი. მატრეიალურად თუ ვერ – სიტვით მაინც გავუთბობდი გულს. ობოლო და უპატრონო ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებილად მეცოდებოდა. ჩემი სოსოც ობოლია, ასე გამოდის. თან ინვალიდი. რა ვქნა, თუ სწყინსცემ შვილს, ეს პრობლემა მელმა ქვეყანამ რომ გაიგო, მაგრამ მთავარია – სოსო ცოცხალია, და მის მოვლაში მტელი საქართველო მეხმარება. ამას როცა ვამბობ, სულ ცრემლი მადგება თვალზე.
– თქვენი შვილი ამას წაიკითხავს?
მალარდო: 19 წელია სოსო ცემთან ერთად ცხოვრობს. სასიკვდილოდ გაიმეტეს თითქოს. ჯანმრთელი თუ ავადმყოფი – შვილი დედასთან ერთად უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მე მოხუცი ქალი ყველაფერს ვაკეთებ სოსოსთვის, რაც ჩემს ძალებსაც კი აღემატება.
– ჩვენთან დაწერილმა ისრორიამ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხომ არ გამოაცოცხლა?
მალარდო: ყველას გავახსენდით. ყოფილ სიძესაც, რომელიც არ მახსენებს კარგად. ხელისუფლებამ იცოდა ჩვენს შესახებ, მაგრამ ახლა უფრო გვაქცევენ ყურადღებას. საწოლიც შემოგვთავაზეს. მაგრამ თქვენ დაასწარით. პამპერსიც მომიტანეს. ახლა წელიწადში ოთხჯერ 300 ლარიან დახმარებასაც შეგვპირდნენ… ვნახოთ. თქვენი გამოჩენით ყველაფერი შეიცვალა, თქვენ ღმერთის ნებას ასრულებთ!
მეგობრებო, ამ ოჯახის მდგომარეობა ტრაგიკულია. მალარდოს ძალები კი უსასრულო არ არის. მას მუდმივი დახმარება სჭირდება. მოიხსენიეთ ის ლოცვებში, ხოლო ვინც ახლოს ხართ, მოინახულეთ ეს საყვარელი ბებია და ჩვენ ამის შესახებ მთელს საქართველოს ვუამბობთ.
პროდუქტი და წამლებიც ყოველდღიურად სჭირდება. ჩვენმა დახმარებამ ამოსუნთქვის საშუალება მისცა მას, ახალი ძალები ჩაუსახა ავადმყოფი შვილიშვილის მოსავლელად.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
6238.00₾დარჩა:
665.39₾