ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მეგობრებო, ჩათვალეთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან! ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ასეთი რეპორტაჟის მერე, მაღალჩინოსნები თანმდებობას დიდი ხანია თავადაც დატოვებდნენ! მათთვის ხომ, ჩვენი ისტორიის გმირები ადამიანები კი არა, ჭუჭყი და ნაგავი არიან!

calendar დეკემბერი 9, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

Примите боль этих несчастных всем сердцем! Ведь им не прожить без нашей заботы, без нашей помощи! Они тихо умрут, даже не понимая, отчего умерли! Чиновники, которые не считают их людьми и такими же гражданами Грузии, как остальных, сами не знают, что с ними случится завтра!Все деньги, что мы во имя Господа нашего соберём на их содержание, пойдут на помощь этим несчастным! Предлагайте, друзья, чем помочь этим несчастным? Можем распределить помощь на ближайший год и помогать им продуктами и медикаментами. Что ещё можем сделать? Но на все нужны деньги! И немалые! Мы будем раз в три месяца отчитываться перед вами, друзья, о положении семьи на текущее время! Бог всем в помощь!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მეგობრებო, ჩათვალეთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან! ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ასეთი რეპორტაჟის მერე, მაღალჩინოსნები თანმდებობას დიდი ხანია თავადაც დატოვებდნენ! მათთვის ხომ, ჩვენი ისტორიის გმირები ადამიანები კი არა, ჭუჭყი და ნაგავი არიან!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ საბრალო ადამიანების ტკივილი, ჩვენი დახმარებისა და მზრუნველობის გარეშე ხომ, ისინი ვერ გადარჩებიან! ჩუმი სიკვდილით მოკვდებიან და საკუთარი დაღუპვის მიზეზსაც ვერ გაიგებენ! მაღალჩინოსნებმა, ვინც არ თვლის მათ ადამიანებად და საქართველოს ისეთივე მოქალაქეებად, როგორიც სხვები არიან, არ იციან, რა ელით ხვალ!

ფული, რომელსაც უფლის სახელით მათი მოვლა-პატრონობისთვის ვაგროვებთ, მთლიანად დაიხარჯება ამ საბრალო ადამიანების დასახმარებლად! მეგობრებო, გვირჩიეთ, როგორ დავეხმაროთ ამ შეჭირვებულ ადამიანებს? შეგვიძლია გადავანაწილოთ თანხა ერთ წელიწადზე და დავეხმაროთ მათ საკვებითა და მედიკამენტებით. კიდევ რის გაკეთება შეიძლება? მაგრამ, ყველაფრისთვის ფულია საჭირო! თანაც, საკმაოდ ბევრი!

მეგობრებო, სამ თვეში ერთხელ გაგაცნობთ ოჯახის მიმდინარე მდგომარეობას! ღმერთო, უშველე ყველას!

ამ ნანგრევებში ცხოვრობს ოჯახი, რომელიც ტანჯვისთვის და მარტოობისთვის არის განწირული. დედა, მამა და მათი შვილი, სამივე არიან ავად. ძალიან მძიმედ ავად არიან. შესაძლოა, ჯანმრთელად გამოიყურებიან კიდეც, მაგრამ ამ დროს, საკუთარი თავის მოვლაც კი არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დედამისი ოცნებობდა იმაზე, რომ ის თავის სიყვარულს შეხვდებოდა და ოჯახს შექმნიდა. მისი ოცნება იყო ასეთივე მარტოსული, საზოგადოებისგან გარიყული გოგონას პოვნა. ვალეს მეზობელ სოფელში მისი მეორე ნახევარი – მაია აღმოაჩინეს. 34 წლის წინ, მათ შვილიც შეეძინათ – თამარი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მასაც დედ-მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა ყველანაირი დაავადება: ვერ ლაპარაკობს, სიარული უჭირს და საერთოდ არაფერი ესმის.

 „იმდენად უმწეოები არიან, რომ არც იციან, როგორ იცხოვრონ“

სანამ ბებია, დიმიტრის დედა ცოცხალი იყო, უვლიდა თავის ავადმყოფებს. მისი გარდაცვალების მერე კი, სულ მარტო დარჩა ეს საბრალო ოჯახი. პატარა ბავშვებივით არიან და საკუთარ თავსაც ვერ უვლიან. მაგრამ, ღმერთმა გამოუგზავნა მათ კეთილი ადამიანები, ზოგს თავადაც ძალიან უჭირს, მაგრამ დიმიტრის, მაიას და თამარს, მარტოს არ ტოვებენ. სწორედ კეთილმა მეზობლებმა შეატყობინეს ჩვენს ფონდს ფანჩვიძეების ოჯახის სავალალო მდგომარეობის შესახებ და დაგვეხმარებიან იმაშიც, რომ მათთან კავშირი გვქონდეს.

 „დიმიტრის დედას თავისი ავადმყოფი შვილისთვის შესაფერისი მეუღლის პოვნა უნდოდა. ისეთის, ვინც მოუვლიდა“

– ზინაიდა, თქვენ რომ არა, ამ ოჯახის შესახებ ვერასდროს გავიგებდით. განდეგილებივით ცხოვრობენ, მოწყვეტილები არიან სამყაროს.

ზინაიდა (მეზობელი): არ თქვათ. განდეგილებივით ცხოვრობენ მართლაც. ამ ქვეყნად არავინ ჰყავთ. მხოლოდ ჩვენ, მეზობლებს შეგვტკივა გული. უბრალოდ დაიღუპებიან, ყოველდღე თუ არ მივაქცევთ ყურადღებას. მიზეზსაც კი ვერავინ გაიგებს. იმის შეხსენებაც კი სჭირდებათ, რომ უნდა ჭამონ.

– რამდენი ხანია, რაც ამ ოჯახს იცნობთ? ვინ ეხმარება, რომ იარსებონ? 

ზინაიდა: აქ, დიდი ხანია ცხოვრობენ. დიმიტრის მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ. სანამ დედამისი ცოცხალი იყო, ყოველთვის ზრუნავდა მათზე. მაგრამ, მისი გარდაცვალების მერე, კინაღამ დაიხოცნენ. ერთი მეორეზე უარეს მდგომარეობაში არიან. შვილიც ავადმყოფი ჰყავთ. მას დახმარების გარეშე, სიარულიც კი არ შეუძლია. უფრო სწორად დადის, მაგრამ სად უნდა წავიდეს და რისთვის, არ იცის. ხანდახან, ისიც კი ავიწყდება, როგორ უნდა გადადგას ნაბიჯები. არადა, 34 წლისაა.

 „დახმარების გარეშე, სიარულიც კი არ შეუძლია თამარს. უფრო სწორად დადის, მაგრამ სად უნდა წავიდეს და რისთვის – ვერ ხვდება. ხანდახან, ისიც კი ავიწყდება, როგორ უნდა გადადგას ნაბიჯები“

– დიმიტრი და მაია ბავშვობიდან გონებრივად ჩამორჩენილები არიან? როგორ გაიცნეს ერთმანეთი? როგორ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა ან ბავშვის გაჩენა?

ზინაიდა: დიმიტრი ბავშობიდან ასეთია, ერთი-ორი წელი იარა სკოლაში, მერე კი მიხვდნენ, რომ ვერ ისწავლიდა. ფეხის პრობლემაც აქვს – ტერფების გამრუდება. დედამისი სულ იმას ამბობდა, რომ მისთვის მეუღლეს იპოვნიდა, მარტოდ რომ არ ეგრძნო თავი, ვინმემ რომ მიხედოს, როდესაც თვითონ იმ ქვეყნად წავა. ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ ხუმრობდა. მაგრამ, მეზობელ სოფელში გამოინახა გოგონა, მაია, ასეთივე პრობლემებით. დააქორწინეს, მერე თამარიც გაჩნდა. ეგონათ, რომ დაავადება გვერდს აუვლიდა, მაგრამ თავის მშობლებზე უფრო მძიმეა მისი მდგომარეობა.

მაია: კი, დიმა მაჩვენეს და მითხრეს: „ეს შენი ქმარია“. მე ამ დროს, წრეში ბურთს ვთამაშობდი. მერე კი, მისი მეუღლე გავხდი!

 „დიმა მაჩვენეს და მითხრეს: „ცოლად უნდა გაჰყვეო.“ ჰოდა, მეც გავყევი“

 – მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე როგორ აისახება ჯანმრთელობის პრობლემები?

 ზინაიდა: აი, შეხედეთ, როგორ ცხოვრობენ. სრულიად უუნაროები არიან. არ იციან, რა არის ფული, რომ შეიძლება რაღაცის ყიდვა. საჭმლის მომზადება ან სახლის დალაგება არ იციან. მხოლოდ ჩვენი დახმარებით ბანაობენ. დამოუკიდებლად მხოლოდ ჭამა და საპირფარეშოთი სარგებლობა შეუძლიათ. თვალს ერთი წამით ვერ მოაშორებ.

 მაია: წვნიანის მომზადება ვიცი. ღუმელზე წყალი დგას, პურს ჩაყრი და მზადაა წვნიანი!

 „წვნიანი მოვამზადე. პური და ნიორი უნდა ჩაყარო წყალში და მზად არის“

– საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ყოველთვის ამ ნაგებობაში ცხოვრობდნენ?

ზინაიდა: არა! დაინგრა მათი სახლი. მეზობლებმა ერთად ავუშენეთ ეს ოთახი, ფანჯარა ჩავსვით. მაგრამ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გაზი მაინც რომ შევიყვანოთ და გამათბობელი დავდგათ. ღარიბი უბანია, თვითონ იკლებენ, ამ საბრალო ადამიანებს რომ დაეხმარონ, მაგრამ თქვენც იცით, რომ ზამთარში ყველას მეტი აქვს ხარჯი. მეშინია, აქ არ გაიყინონ. ამიტომ მოგმართეთ თქვენ. ზოგი ფონდი მხოლოდ ბავშვებს ეხმარება, ზოგი – მხოლოდ კიბოთი დაავადებულებს, ჩერნოვეცკის ფონდზე კი გამიგია, რომ თქვენ ადამიანებს კატეგორიებით არ ანსხვავებთ, რომ ყველა შეჭირვებულს ეხმარებით.

 „დიმიტრის ტერფების გამრუდება აქვს, ძლივს გადაადგილდება ორი ჯოხის დახმარებით“

 – მკურნალი ექიმი თუ ჰყავთ, სადმე არიან აღრიცხვაზე? იქნებ, რაიმე სამედიცინო დახმარება სჭირდებათ?

 ზინაიდა: ექიმებთანაც ჩვენ დაგვყავს, მეზობლებს. თამარისთვის შშმ პირის პენსია რომ დაენიშნათ, პოლიკლინიკაში მე წავიყვანე. ისე მეშინოდა, უცებ ცუდად არ გამხდარიყო. მაინც, სხვის შვილია, რთულია ამხელა პასუხისმგებლობის აღება. მაგრამ, როდესაც სხვა გზა არ არის, უნდა იმოქმედო. ალბათ, მალე მასაც დაენიშნება პენსია.

„ყველაზე ლამაზი გოგოა ჩემი გოგო“

– დიმიტრი და მაია როგორ უვლიან შვილს? თავად ასეთ მდგომარეობაში არიან და როგორ ზრუნავენ მასზე?

ზინაიდა: მუდამ ერთად დადიან, წიწილებივით. ეზოში წყლის მოსატანადაც კი, ერთად გადიან ხოლმე. ძალიან ცოდოები არიან… ვუყურებ და ვფიქრობ ხოლმე, თითქოს, კარგი უნდოდა დედას დიმიტრისთვის და რა გამოვიდა? მაგრამ, მე ვინ ვარ, რომ განვიკითხო? ადამიანს ხომ, უფლის ნების გარეშე თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება. ალბათ, ის საბრალო ქალი ფიქრობდა, რომ უკეთესად აეწყობოდა მათი ცხოვრება, მაგრამ ასე გამოვიდა ყველაფერი.

 „ამ ოთხ კედელ შუა რომ არ გაიყინონ, ოთახში სასწრაფოდ გაზია შესაყვანი“

როგორც ვხვდები, მხოლოდ მეზობლების დამსახურებაა, ეს ოჯახი დღემდე რომ ცოცხლობს. სახელმწიფო თუ გეხმარებათ რამით?

ზინაიდა: ყველა იცნობს ამ ოჯახს. რაიმე დახმარება რომ გვჭირდება, მივმართავთ ხოლმე. ძალიან კარგი მერი გვყავს, გოჩა ქიმაძე. ეხმარებიან, რითაც შეუძლიათ.

 „ნეტავ, რაზე ოცნებობს თამარი? იქნებ რამე სჭირდება და ვერ გვეუბნება?“

– ჩვენ რით შეგვიძლია დახმარება?

ზინაიდა: თუ შეძლებთ, რომ მოუწესრიგოთ ერთი ოთახი მაინც, საღორეს რომ არ ჰგავდეს, შეიყვანთ გაზს და შეუძენთ გამათბობელს, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან. სახურავიც შესაკეთებელია, წყალი რომ არ ჩავიდეს წვიმის დროს. დანარჩენს ისევ ჩვენ ვუყიდით. მაგრამ, თუ ზამთრისთვის რაღაც პროდუქტით მაინც მოამარაგებთ, რა თქმა უნდა, აღარ გაგვიჭირდება ასე ძალიან.

ისინი სამუდამოდ დარჩებიან თავიანთ სამყაროში, ოთხ კედელ შუა, სადაც არც ბედნიერება, არც სიხარული არასდროს მოვა. ჩვენ, ადამიანებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ამ ოჯახზე ვიზრუნოთ. უსაზღვროდ იტანჯებიან და ჩვენი დახმარების გარეშე, სამუდამო ტანჯვისთვის და მარტოობისთვის არიან განწირულნი.

მალე ზამთარი დადგება და ამიტომ ახლა, როგორც არასდროს ისე უწევთ ბრძოლა სიცოცხლისთვის. უსუსურები, უსაზღვროდ მარტოსულები, თავადაც ვერ აცნობიერებენ, რამხელა შიშსა და ტკივილს განიცდიან ყოველდღიურად.

გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ მათი მარტოობა და ტანჯვა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ცოტაოდენი ბედნიერება მაინც და ღირსეული ცხოვრება რომ ჰქონდეთ. სცადეთ, ერთი წუთით მაინც შეიგრძნოთ მათი ტანჯვა და მარტოობა. ამ ცივ, უკუნეთ სიბნელეში ნუ მივატოვებთ. გთხოვთ, შეუერთდით ჩვენს მისიას და ზამთრის გადატანაში დაეხმაროთ ამ ოჯახს.

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ენთელი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ფანჩვიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 იან 10
საწოლი
1350.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
340.00₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1195.00₾
30.07.2024
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1885.00₾
02.09.2024
გარდერობი და კომოდი
1050.00₾
26.09.2024
გაზის შეყვანა სახლამდე
400.00₾

სულ ხარჯები:

6220.00₾

დარჩა:

1654.17₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.09.2024 09:58:37
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2024 08:41:13
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2024 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2024 00:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾7,874.17

525 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,874.17

525 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება