ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ვერც კი წარმოიდგენთ, უბრალო ქართველი მასწავლებლის მერაბის ყოველდღიური ცხოვრება რაოდენ საშინელია! ჩვენ, ფონდში, ასეთ ადამიანებს ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებთ – ადამიანებს, ვინც ჯილდოებსა და პატივისცემას სამინისტროების, მთავრობისა და მთელი სახელმწიფოსგან იმსახურებს. იცით, მეგობრებო, საყვარელი ადამიანის გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა იგივეა, რაც ტყვიების ქვეშ მისი გაყვანა ყველაზე საშინელ მტერთან – სიკვდილთან სისხლისმღვრელი ბრძოლის ველიდან! მისი სიკვდილისგან ხსნა, მისი ტანჯვის გაზიარება – ეს არის ღვთის სიყვარული, რომელსაც საზღვარი არ აქვს! თანამდებობის პირებმა ისინი ამქვეყნიერებიდან დიდი ხანია ამოშალეს… ჩვენ კი, მერაბ, თქვენი დიდი ქართული გულის სიმამაცითა და სიკეთით ვამაყობთ!
ნამდვილი გმირი ხართ, პატივსაცემი ადამიანი, ყველასთვის, ვისაც უფალი უყვარს! დედამიწაზე რვა მილიარდ ადამიანს შორის მხოლოდ რამდენიმეს ძალუძს ასეთი თავგანწირვა. ღმერთმა დაგლოცოთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ანა მანქანამ გაიტანა, როდესაც ის მხოლოდ 12 წლის იყო. ავარიის შედეგად, გოგონამ ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ის ორნახევარი თვე კომაში იწვა. მაგრამ, მოხდა ნამდვილი სასწაული – ბავშვი გადარჩა!
მერაბი, მამა (63 წლის): „უკვე 16 წელია, ანა საწოლს არის მიჯაჭვული. მას არც ლაპარაკი, არც ხელების მოძრაობა, არც სიარული შეუძლია. მაგრამ, ამდენი წლის განმავლობაში ჩემი შვილის გაგება ვისწავლე – ის დახმარებას თვალებით ითხოვს.“

ავტოკატასტროფამდე ანა ანსამბლში მღეროდა და ცეკვავდა, აქტიური და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. თუმცა, ვერაგმა ბედისწერამ ის მყისიერად ხეიბრად აქცია…
დედის გულმა შვილის ტანჯვას ვერ გაუძლო – ნერვიულობის ნიადაგზე, მას ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა და ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ახლა, მამა გმირულად, მარტო უვლის მძიმედ დაავადებულ შვილს. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია ეს მამაკაცისთვის! მაგრამ, მამა ყველაფერზე მზადაა, ოღონდ მისმა გოგონამ იცოცხლოს და მის გვერდით იყოს. მთელი გულით სწადია, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს მის გვერდით.
მერაბი: „მეშინია, მეც იგივე არ დამემართოს, ჩემი ცოლი რა დღეშიც ჩავარდა. ღმერთო, ნუ დაუშვებ, რომ შევიშალო! თორემ, ჩემს გოგოს ვინ უნდა მიხედოს?“

მერაბს ორჯერ ჩაუტარდა გულის ოპერაცია (სტენტირება) და ახლა, მედიკამენტები სჭირდება. თუმცა, გმირი მამა თავის ჯანმრთელობაზე ფულის ხარჯვის უფლებას ვერ მისცემს საკუთარ თავს. მასწავლებლად მუშაობს, დღეში მხოლოდ სამი საათის განმავლობაში და თითოეულ ლარს მძიმედ დაავადებული შვილის პამპერსისთვის და საფენებისთვის ზოგავს.

ანას დაბანის დროს, მამას აუცილებლად სჭირდება დამხმარე – მარტო ვერ ახერხებს.

აი, ამ საერთო საპირფარეშოში, ანა სკამზე ზის და ისე აბანავებენ.

იტირებთ, როდესაც ნახავთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ეს მამა-შვილი. ეს პატარა ოთახია, იტალიურ ეზოში, სადაც საერთო საპირფარეშოსა და სამზარეულოს ოთხი ოჯახი იყოფს. სახლის სახურავიდან წყალი ჩამოდის, ამიტომ წვიმიან ამინდში, როგორც გარეთ, ისე წვიმს ოთახშიც.

მერაბი: „ამჟამად, გაზქურაა ჩვენი მთავარი პრობლემა. რაც გვაქვს, ძალიან ძველია და გაზის გაჟონვის მეშინია. შეიძლება უბრალოდ ავფეთქდეთ. სარეცხი მანქანა კი, უკვე 17 წლისაა. რამდენჯერმე შევაკეთე, მაგრამ იმდენად ძველია, რომ სათადარიგო ნაწილების შოვნაც უკვე შეუძლებელია.“

მეგობრებო, თქვენ ხომ, ამ კაცს მძიმედ დაავადებულ შვილთან ერთად გასაჭირში არ მიატოვებთ? გოგონას საკვები, პამპერსი, საფენები, ჰიგიენური საშუალებები და საწოლი სჭირდება. რაც მთავარია, ახალი გაზქურა, რათა ტრაგედია თავიდან ავიცილოთ.
მერაბი: „მშობლი შვილის ტანჯვას რომ უყურებს და ვერაფერს შველის, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს. ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი არაფერია! ღმერთმა აშოროს ყველას! მადლობა ღმერთს, საქართველოში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც ბევრი გულკეთილი ადამიანია. მხოლოდ ჩვენი თანამემამულეების სიკეთის წყალობით მოვედით დღემდე და იმედია, ახლაც, ბედის ანაბარა არ მიგვატოვებენ. ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გთხოვთ, დაგვეხმაროთ. უფალი კი, სიკეთისთვის ასმაგად დაგაჯილდოებთ!“
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, კობახიძის ქ. ბინა 3.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ალთუნაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
დღეს ანას ბედნიერ თვალებში ირეკლება თქვენი უჩვეულო სიკეთე! დღეს მერაბის დაღლილი გული დიდი სიხარულით აივსო! დალოცვილები იყავით, მეგობრებო!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც მიუახლოვდნენ უფლის საქმეს! თქვენ დაეხმარეთ, გმადლობთ!
მერაბს ორი საყვარელი ადამიანი ჰყავს — ერთი ამქვეყნად, მეორე კი იმქვეყნად. მეუღლე – ლელა, ერთი წლის წინ გარდაიცვალა — ვერ გადაიტანა ის, რაც 16 წლის წინ მათ ერთადერთ და უსაყვარლეს ქალიშვილის, ანას, თავს გადახდა.
ის გარდაიცვალებისას, აგონიაში მყოფი, წარმოიდგენდა შვილს ჯანმრთელს, ფეხზე მდგომს და მოლაპარაკეს…
შვილის, ანას ხმა ახლა მესმის – სუსტი, ბავშვივით ხმა, კვნესა იტალიური ეზოს მეორე სართულიდან ისმის.
კვნესა, რომელიც უკვე 16 წელია გრძელდება, იმ დროიდან, როცა 12 წლის ანას ჩაქვში მანქანამ დაარტყა და ვერის ყველაზე მხიარული გოგონა სიცოცხლის ბოლომდე უმოძრაო და უტყვ ბავშვად იქცა.
ვინ დაიჯერებს, რომ ამ ფოტოებზე ერთი და იგივე ადამიანია? აი ასეთი ლამაზი და სიცოცხლით სავსე იყო ანა იმ საბედისწერო დღეს.
მერაბი — ჩვენი პოსტის გმირი და ჩვენი დროის გმირიც — გაკვეთილიდან მორბის ზუსტად ფონდის მანქანის მისვლის დროისთვის. ამ ორი საათის განმავლობაში ის ბავშვების ვარჯიშით პურის ფულს შოულობდა. და თავისი გულის ორი სტენტიც დაავიწყდა, ახალი გაზქურის ასატანად ემზადება.
დღეს იტალიურ ეზოში დღესასწაული იქნება. ყველა, აბსოლუტურად ყველა მეზობელი მამაკაცი ეხმარება მერაბს სახლში შეიტანოს ახალი ნივთები — გაზქურა, კონდიციონერი, ჭურჭელი, თეთრეული, სარეცხი საშუალებების ყუთი. ყველას სურს, რომ დღეს ანა იყოს ყველაზე მომღიმარე და ბედნიერი გოგონა ვერაზე.
დღეს მთელი საქართველო – ეს პატარა იტალიური ეზოა მინიატურაში. ჩვენი ფონდის ყველა მეგობარს, ვინც მათ დაეხმარა, სურდათ და სურთ მხოლოდ ერთი, – რომ ანამ გაიღიმოს!
და იცით მეგობრებო, ანა გიღიმით! ერთი შეხედეთ, სიხარულისგან როგორ უბრწყინავს დიდი ლურჯი თვალები! ანა ყველაფერს გრძნობს და ესმის. მას მოსწონს თავისი ახალი ბალიში და ზეწარი, ხელით ეფერება. გემრიელად სვამს წვენს და ბანანსაც მადიანად მიირთმევს. ეს თქვენი სიკეთე და გულისხმიერება აძლევს ანას ღიმილის ძალას!
თქვენ ანას და მის მამას ზღვისპირეთში, ურეკში მოგზაურობა აჩუქეთ!
შეიძლება, სწორედ ეს იმედი არ აძლევს მერაბს თავზე კონტროლის დაკარგვის და ჭკუიდან გადასვლის უფლებას, თავის ჩვეულ ჯოჯოხეთში. ანა კვლავ იხილავს ზღვას!
გლოცავთ, ჩვენო მეგობრებო!

მადლობის წერილი მერაბისგან ყველა იმ ადამიანს, ვინც დაეხმარა
ანა იღიმის, ჩვენ კი – ვტირით. ვიცით, რომ თქვენი გულებიც ვერ გაუძლებს ამ ემოციებს. ეს არის სიხარული სიმწრის გემოთი. სიხარული რამდენიმე საათით.
მერაბის ძველი კომპიუტერი, როგორც ჩანს, სამუდამოდ გამოირთო, და ანა მაშინვე მოუსვენარი ხდება, მისი სხეული კრუნჩხვებში იძაბება. როდესაც ანა მუსიკას ვერ ისმენს, – ცუდადაა. მეგობრებო, მერაბი მზადაა 24 საათი უძილოდ იჯდეს და მუსიკას უსმინოს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს შვილისთვის!
მართლაც ძალიან სჭირდებათ დახმარება – აუცილებელია ახალი კომპიუტერის ჩუქება!
ის საკუთარ შვილს საერთო ტუალეტში აბანავებს – იტალიური ტიპის ეზოს საერთო, თურქულ ტუალეტში, რომელიც 16 ოჯახს ემსახურება. აუცილებელია დავეხმაროთ და გავუკეთოთ ცალკე სველი წერტილი. ანას ძალიან უყვარს ნუშიანი ორცხობილა. ანას ასევე ძალიან უყვარს კატლეტი.
მერაბი არასდროს ეუბნებოდა უარს, სანამ ჰყავდა ვინმე, ვისთანაც შვილს დატოვებდა და სამსახურში წავიდოდა. დაე, თქვენი შეწირული თანხა იყოს ანას სახელზე, რომ საკვები ჰქონდეს.
ანას წამალი და პამპერსები ყოველ დღე ესაჭიროება – ავარიის დღიდან მოყოლებული ესაჭიროება, ბედნიერი ცხოვრების ნაცვლად, გათხოვების და შვილების ნაცვლად ესაჭიროება. მერაბი იღიმის და ხუმრობს, თუმცა ერთ წუთში – თითქოს შიშველი ნერვია. როდესაც ერთოთახიან ბინაში ორი ძვირფასი ადამიანი მძიმედ ავად იყო, მერაბი ეზოში იძინებდა. დღეს კი ძველ, დროისგან დაზიანებულ ტახტზე სძინავს. ჩვენი თხოვნაა შევიძინოთ ახალი საწოლი მერაბისთვის. ის არც გულს უფრთხილდება და არც ჯანმრთელობას 24 საათის განმავლობაში თავის შვილს ემსახურება. ეს არის ყველაზე თავდადებული და მშვენიერი მამა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მას ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება!
ჩენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ალთუნაშვილების ოჯახი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
18886.71₾დარჩა:
17198.05₾