ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბედნიერების შეგრძნებები უსაზღვროა, მწუხარება კი ყოველთვის სხვადასხვაგვარი! ადამიანთა სამყაროში ერთნაირი გასაჭირი არ არსებობს! არცერთი მათგანი, რომლის შესახებაც გიამბობთ, ერთმანეთს არ ჰგავს! რამხელა მადლია, ადამიანების გაბედნიერება რომ შეგვიძლია, თავად კი ვემსახურებით უფალს! თქვენი სიკეთით იხარეთ, მეგობრებო, რადგან ის მხოლოდ ღვთისგან არის ბოძებული! წაიკითხეთ და დაეხმარეთ! ეს თქვენი შანსია, კიდევ უფრო ბედნიერი ადამანები გახდეთ ამქვეყნად!
ბიბლიაში, დაბადების წიგნში ნათქვამია: „და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.“ (დაბადება 1:26-27).
თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებდა უფალი იმ სიტუაციაში, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ორი მშვენიერი ფრინველი…


ამჟამად, ნანა 63 წლის არის, ბოლო 15 წლის განმავლობაში, საწოლს არის მიჯაჭვული. ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა, ალბათ ფიქრობთ, რომ მექანიკური შეცდომაა და თხუთმეტი წლის ნაცვლად, თხუთმეტი თვე უნდა ეწეროს, ან თხუთმეტი კვირა. ეჰ… ნეტავ, მართლა ასე ყოფილიყო. სამწუხაროდ, სწორედ რომ თხუთმეტი წელია, რაც საბრალო ქალი, ლოგინიდან ვერ დგება. არა თუ ვერ დგება, დამოუკიდებლად გადაბრუნებაც კი არ შეუძლია.

გაფანტული სკლეროზი – სწორედ ეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს ქალს მრავალი წლის წინ. ალბათ, ყველამ იცით, ეს დაავადება რა ვერაგია. ის ადამიანის ყველა ორგანოს „შეჭმას“ და პარალიზებას ცდილობს. დიახ… ეს დაავადება ფაქტობრივად, „ცოცხალ მიცვალებულად“ აქცევს ადამიანს.
ახალგაზრდობაში, ნანა გონიერებით, ღვთის სიყვარულით, განათლებითა და ადამიანების უანგარო სიყვარულით იყო გამორჩეული. ქალი ქუჩაში რომ გაივლიდა, ყველას ყურადღებას იქცევდა თავისი სილამაზით. ვინ წარმოიდგენდა, რომ სიცოცხლით სავსე ახალაგზრდა გოგონას, წლების შემდეგ, ამხელა განსაცდელი ელოდა წინ?
ვერაგი დაავადების გამო, ნანას ფაქტობრივად ყველა ორგანო დაზიანდა, გულის გარდა. მისი გული, ზღვა სიკეთით სავსე იყო ოდითგანვე და ალბათ, სწორედ ამიტომ, გული აღმოჩნდა ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც საშინელმა დაავადებამ ვერაფერი დააკლო.
ლოგინად ჩავარდნილი ქალის ერთადერთი ნათელი წერტილი, საწოლიდან ფანჯრის მიღმა დანახული „ფერადი სამყარო“ იყო. მაგრამ, მუხთალმა ცხოვრებამ ეს ნათელი წერტილიც კი არ შეარჩინა საბრალო ქალს – ნანას მხედველობა დაუქვეითდა.
ნანას „სავანე“ ეს ბნელი ოთახია, რომლის ფართობი მხოლოდ თხუთმეტი კვადრატული მეტრია. უბედურება კი ისაა, რომ მისი საკუთრება ესეც არ არის. ამ პირქუშ ოთახში, გემრიელი სადილის სურნელის ნაცვლად, მედიკამენტების მწარე სუნი დგას. მაგიდაზე მხოლოდ ხმელი პურის ნატეხს თუ აღმოაჩენთ. ქვაბში კი, ცოტაოდენ უგემურ საჭმელს.

ნანა (63 წლის): ახალგაზრდობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გაგრძელება ექნებოდა ჩემს ცხოვრებას. „დასასრული როგორი იქნება?“ – ახლა, მხოლოდ ეს კითხვა მაფიქრებს. პასუხი კი ერთადერთია: კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე, ჩემი აღსასრული იმაზე ბევრად საშინელი იქნება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, შვილო…
ნანას რომ შვილები ჰყოლოდა, ვინ იცის, იქნებ, სულ სხვანაირი ყოფილიყო მისი ცხოვრება?
ყველაზე გასაოცარი კი, იცით, რა არის? საშინელი ტანჯვის მიუხედავად, ნანას უფლის მიმართ წყრომის ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
„ალბათ, ეს დავიმსახურე“ – გაბზარული ხმით წარმოთქვა და ამოიოხრა.

ნანა ამ საშინელ საწოლზე წევს და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბსა და ორთოპედიულ ბალიშზე ოცნებობს უიმედოდ.


წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნის პენსიის თანხა.
ნანა: „ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი რომ მქონდეს, შემიმსუბუქდებოდა ტანჯვა. ორთოპედიული ბალიში ჩემი ოცნებაა. პულტით სამართავ სამედიცინო საწოლზე კი, უკვე თხუთმეტი წელია უიმედოდ ვოცნებობ. თხუთმეტი წელი უიმედო ოცნება… დღეს კი, პირველად, თხუთმეტი წლის განმავლობაში, იმედი გამიჩნდა, შვილო (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს). ჩემი ტანჯვის ამბავი კეთილი ადამიანების ყურამდე მივა და დარწმუნებული ვარ, არ მიმატოვებენ.“

როდესაც ფონდის კორესპონდენტი ემშვიდობებოდა საბრალო ქალს, ნანამ უთხრა: „ერთი წამით შეჩერდი, შვილო. მე არც შოკოლადით გამასპინძლება შემიძლია და ვერც სხვა რამით დავეხმარები თქვენი ფონდის შემომწირველებს. მაგრამ, მე შემიძლია, მათ ერთი ძვირფასი საჩუქარი რომ ვუსახსოვრო: „როდესაც დილა თენდება და თვალებს ახელთ, უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა შესწირეთ უფალს გათენებული დღისთვის. გახსოვდეთ, რომ სწორედ ეს დილა, ბევრ ადამიანს არ გაუთენდა. ახალგაზრდობაში, უფალმა ყველაფერი მომცა იმისთვის, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი. მე კი, ვერ ვხედავდი იმას, რასაც უფალი მაძლევდა. სამაგიეროდ, მხოლოდ იმას ვამჩნევდი, რაც თითქოს, ჯერჯერობით არ მქონდა. ალბათ, სწორედ ამ უმადურობის გამო აღმოვჩნდი ასეთ განსაცდელში.
ამიტომ, შვილო, გთხოვ, ყველა ადამიანს მიაწვდინე ჩემი ხმა: მადლიერი იყავით უფლის და სატანა ვერასდროს, ვერასდროს მოგერევათ!“»

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილი, უძოს ჩიხი 26.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ბარამიების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო, მეგობრებო! და ნუ დაუშვებთ უბედური ქალის შეცდომას. წინასწარ იფიქრეთ სიბერეზე.
სულ ხარჯები:
1951.39₾დარჩა:
0.19₾