ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
აიკანუში (34 წლის): „ როცა ჩემი შვილი მძიმედ ავად გახდა, ამ გაჭირვების გამო ისე ვტიროდით… იძულებული გავხდით, მისი მკურნალობისთვის ჩვენი ერთადერთი „სიმდიდრე“, ბავშვის კომპიუტერი გაგვეყიდა – რომლის საშუალებითაც გოგონა სწავლობდა! გამოდის, რომ სიცოცხლეზე გავცვალეთ კომპიუტერი… ეს ხომ ძალიან დიდი უსამართლობაა, ბავშვები ღატაკებად რომ გრძნობენ თავს!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აიკანუში (34 წლის): „შეიძლება ითქვას, სოციალური დახმარებით „ვარსებობთ“ მე და ჩემი შვილები. ჩემმა მეუღლემ გულის ოპერაცია – სტენტირება – გაიკეთა. ის, უსახსრობის გამო, კინაღამ გარდაიცვალა. მადლობა ჩვენს კეთილ მეზობლებს, რომლებიც მკურნალობის საფასურის გადახდაში დაგვეხმარნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველის საწარმოში ვმუშაობ, პროდუქტების საყიდლად ძლივს გვყოფნის ფული. მეუღლისთვის მედიკამენტებს უკვე რამდენიმე თვეა ვერ ვყიდულობთ.” 
აიკანუში: „ღმერთო, რა ტანჯვა გამოვიარეთ მეც და ბავშვებმაც. ყოფილი ქმარი, რამდენჯერაც დალევდა, სასტიკად მცემდა. საკუთარი სიცოცხლე უნდა გადამერჩინა! დიდება უფალს, უკვე წარსულშია ეს საშინელება. მეორედ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე კეთილშობილი ადამიანია, ორი პატარა ბავშვით მიმიღო.“
აიკანუშს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, ანალიზების გაკეთებისა და მკურნალობის საშუალება კი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, საბრალო ქალს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ტანსაცმლის რეცხვა ხელით უწევს, რადგან სახლში სარეცხი მანქანა არ აქვს.
ტაშტში წყლის გაცხელება კი, აი, ასეთი გამაცხელებლით უწევთ. ეს ხომ, სატანჯველია და არა ცხოვრება!
ოჯახი 400 ლარს იხდის სახლის ქირაში, სადაც ფანჯრები ჩამტვრეულია, წვიმის დროს კი, ჭერიდან წყალი ნიაღვარივით ჩამოდის. მაგრამ, მათ სხვაგან არსად აქვთ წასასვლელი.
ბავშვები ყველაფერში ეხმარებიან დედას, ოღონდ მისი ცრემლები არ დაინახონ. იოსები – 14 წლისაა, მარიამი კი 13-ის. ბევრ რამეს არიან მოკლებული. მათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები სჭირდებათ.
სახლში საკმარისი საწოლები არ არის. ამიტომ, დედას გოგოსთან ერთად სძინავს, მამას კი – ვაჟთან. ელემენტარულად, ტანსაცმლის კარადაც კი არ აქვთ. ნივთები ფანჯრის რაფაზე უწყვიათ.
მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ბავშვები არ გაბოროტებულან. მათი გულები სავსეა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. მარიამი უსახლკარო ცხოველს გულგრილად ვერ აუვლის გვერდს – აუცილებლად სახლში მოიყვანს და ლუკმა პურს უწილადებს. რამხელა გული აქვს ამ ბავშვს!
მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება! უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროებათ წამლები! საბრალო დედას ცხოვრება რომ შევუმსუბუქოთ, აუცილებელია სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის შეძენა, ასევე საწოლებისა და ტანსაცმლის კარადის. ბავშვებს კი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ყველანაირი სასკოლო ნივთი სჭირდებათ.
მეგობრებო, ამ პატიოსან, ლამაზ, კეთილ ოჯახს ჩვენ გარდა არავინ ჰყავს, ვინც დაეხმარება! ჩვენ, ფონდში გვჯერა, რომ ისინი თქვენ გჭირდებიან – გულისხმიერ ადამიანებს, ვისაც სულის სიღრმემდე შეძრავს სხვისი გასაჭირი!
მეგობრებო, თუკი სხვა ადამიანების გასაჭირის შესახებ რაიმე იცით, – ჩვენთვის პატივი იქნება გავიცნოთ და ჩვენს მეგობრებსაც გავაცნოთ ისინი! რადგან უფალს სურს, რომ საქართველოში თითოეულ ადამიანს დაეხმაროს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბოლნისი, თამარ მეფის ქუჩა N88.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მელიქიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1020.77₾დარჩა:
0.23₾