ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბუზები ჯანიკოს მუხლის სისხლითა და ხორცით იკვებებიან! გადახვევის დროს, დამპალი ხორცის სუნზე ისინი ათასობით იყრიან თავს – საზიზღარი, უშველებელი, მწვანე ბუზები!სულ უფრო მეტნი არიან ყოველდღე! ნუთუ, დავუშვებთ იმას, რომ ამ სინათლით აღსავსე ქალს საშინელ ტანჯვაში ამოხდეს სული?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჯანიკო (60 წლის): „საოპერაციოში რომ შევედი, ჯერ კიდევ ორ ფეხზე შემეძლო სიარული. იქიდან კი, უკვე ოთხით გამომიყვანეს… ახლა, ყავარჯნების გარეშე ვერ ვდგები, სიარული კი საერთოდ არ შემიძლია“.
სამოცი წლის ჯანიკოს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი კი არა, არანაკლებ სასტიკი სულიერი ტკივილიც სტანჯავს. დღეს, მას ადამიანური ღირსება აქვს შელახული. ჩვენ კი, მეგობრებო, უბრალოდ ვალდებულები ვართ, ამ საბრალო ქალს დავანახოთ, რომ მის სიცოცხლის უფლებას ვაფასებთ და ჩვენთვის, ის პატივსაცემი ადამიანია! და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სნეული ქალი საზღვარგარეთ წავიდეს ექიმებთან, ვისთვისაც ის ადამიანია და არა…
ასეთი უსამართლობა ძალიან გულსატკენია!
მხოლოდ უკიდურესმა უსამართლობამ აიძულა ჯანიკო, ჩვენს ფონდში დაერეკა. რატომ? რატომ არ ესმით უბრალო ადამიანებს, რომ თავიანთი პრობლემებით ფონდში როდესაც მოგვმართავენ, ისინი შესაძლებლობას გვჩუქნიან, ნამდვილად მორწმუნე ადამიანებად და ჩვენი დიადი ქვეყნის მოქალაქეებად რომ ვიგრძნოთ თავი?!
ჯანიკო ნადირაძე ხომ, ოდესღაც ისეთი მშრომელი იყო, თავისი სოფლის მიმართ სიყვარულით აღსავსე ჰქონდა გული…
„გამთენიისას ვდგებოდი, ძროხებს ვწველიდი, ყველს ვაკეთებდი, ქათმებს ვაჭმევდი, ეზოში ვფუსფუსებდი, მთელი ოჯახისთვის საჭმელს ვამზადებდი“, – იხსენებს ჯანიკო.
„მაპატიეთ, რომ თქვენთვის ნამდვილი სუფრის გაშლა ვერ მოვახერხე. იმერელი ქალისთვის სტუმრის ასე მიღება სამარცხვინოა. მაგრამ, რა ვქნა? ძალა არ მაქვს, ვერ დავდივარ… დამოუკიდებლად საჭმელსაც ვერ შევჭამ, თუ გვერდით არავინ მყავს, თეფში რომ მომაწოდოს“, – ამბობს ჯანიკო თვალცრემლიანი.
ექიმის შეცდომამ ეს ენერგიული ქართველი ქალი ძალაგამოცლილ, უმოძრაო ადამიანად აქცია. ექიმები ოჯახს ვერ უხსნიან, რატომ გაუარესდა ჯანიკოს მდგომარეობა. შესაძლოა, მის მუხლში უხარისხო პროთეზი ჩაიდგა. პასუხისმგებლობას არავინ იღებს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: ოპერაციამდე ქალი დადიოდა, ახლა კი – ვეღარ დადის.
ყველაფერი 2017 წელს დაიწყო. ჯანიკოს მუხლები ასტკივდა და ექიმებმა პროთეზების ჩადგმა გადაწყვიტეს. შეჭირვებულ ოჯახს ოპერაციისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომაც ქალს ძროხების გაყიდვა მოუწია.
ჯანიკოს ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ კვლავ შეძლოს სიარული, სახლ-კარის მოვლა და ოჯახზე ზრუნვა. მაგრამ ამისთვის, განმეორებითი ოპერაცია არის საჭირო, რომლის საფასურის გადახდა, ოჯახს არ შეუძლია.
ჯანიკოს მეუღლე, ბადრი, ასევე უნარშეზღუდულია და მძიმედ დაავადებული: მან ინსულტი გადაიტანა, არითმიითა და ვენების პრობლემებით იტანჯება.
„საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, – ამბობს მამაკაცი და მეუღლეს იკრავს გულში, მხოლოდ ერთი რამ მინდა, ჩემი ჯანიკო ისევ ისეთი სიცოცხლით სავსე და ძლიერი რომ იყოს, როგორც ადრე…“
რაც შეეხება მათ შვილს, ჯანიკომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი აღზარდა, რომელიც დღეს, ქართულ ჯარში მსახურობს. მაგრამ, ყველამ ვიცით: სამწუხაროდ, საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ოჯახი უპრობლემოდ შეინახონ.
ჯანიკო 60 წლისაა. ჩვენს დროში, ეს ის ასაკი არ არის, რომ ადამიანს მოხუცი უწოდო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნამდვილ ქართველ მანდილოსანზეა საუბარი, რომელიც სოფელში ცხოვრობს.
„თავს დაბერებულად არ ვგრძნობ, ჯერ კიდევ წინ მაქვს ცხოვრება, – იღიმის ჯანიკო. – მუშაობა შემიძლია! თუმცა, ძროხები აღარ მყავს, მაგრამ ბოსტნეულის მოყვანა შემიძლია, მწვანილის, პომიდორის… ოღონდ ფეხზე დავდგე, ოღონდ ისევ შემეძლოს სიარული! იმხელა მოსავალი მექნება, მთელ იმერეთს რომ ეყოს!“
ძვირფასო მკითხველო, ნუთუ დავუშვებთ იმას, რომ ამ მშვენიერი ქალბატონის ცხოვრება ასე გაგრძელდეს? რატომ უნდა იტანჯებოდეს შეცდომის გამო? მან დახმარებისთვის მოგვმართა და ჩვენი ვალია, დავუდგეთ გვერდში. ჩვენს ქვეყანას ხომ ასეთი ქალები, ასეთი დედები და ბებიები სჭირდება.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი გომნატეხები.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ნადირაძეების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1881.95₾დარჩა:
625.63₾