ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სიკვდილის ძალიან მეშინია! ადამიანებო, იცოდეთ: მოხუცებისთვის ათასჯერ უფრო საშინელია სიკვდილი, ვიდრე ახალგაზრდებისთვის! ყოველ წამს სიკვდილი ყურში ჩამჩურჩულებს: „წადი“, და ჟრუანტელი მივლის. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიკვდილი ღმერთისგან არასდროს მოდის! განვედ, სიკვდილო! მიშველეთ, ძვირფასებო!“ ექვსი ოპერაცია გულზე, ორი ინფარქტი, ერთი ინსულტი და 76 განვლილი წელი. მარია ბებოს ყოველი ახალი დღე დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს სიყვარულზე ღვთის ქმნილებისადმი და პატივისცემაზე ქართველი მოხუცი ქალის მარტოხელა სიბერის მიმართ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მარია ბებო (76 წლის): „ექიმებმა თქვეს, რომ კიდევ შვიდი წელი ვიცოცხლებდი და ეს ვადა მარტში ამოიწურა. ისე მეშინია, ისე მეშინია! ექიმთან წასასვლელი და წამლების საყიდელი ფული კი არ მაქვს!“
ამ საბრალო მოხუც ქალს დამამშვიდებლის ყიდვაც კი არ შეუძლია, რომელიც ოთხი ლარი ღირს, მის გარეშე კი, სიკვდილის შიში არ აძინებს.
1992 წელს მისი საყვარელი მეუღლე სარკომით გარდაიცვალა. შვილი არ ჰყავდათ. სახლი გაყიდეს და მის მკურნალობას მოახმარეს მთელი თანხა. ახლა კი, მთელი პენსია ბინის ქირაში მიდის. მარიას ისე უყვარდა ქმარი, რომ სხვა კაცთან ოჯახის შექმნაზე არც უფიქრია. თუმცა, შვილების ყოლა მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო. ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ დაუშვა შეცდომა? ვინ იცის, იქნებ სწორედ ერთგულება და გულწრფელი სიყვარული ითვლება „დანაშაულად“ ჩვენს ცხოვრებაში? ვინ იცის, იქნებ დღეს სწორედ ის ქალები არიან ბედნიერი, ვინც, მარიასგან განსხვავებით, ერთგულებისა და ძლიერი სიყვარულის უფლება არ მისცეს საკუთარ თავს?
მის პატარა განმარტოებულ ოთახში უკიდურესი სიღატაკე სუფევს.
ჩემს მოსვლამდე მარიამის კეთილმა მეზობელმა ხორციანი წვნიანი მიუტანა, რომლის დანახვისას, მარია სიხარულისგან ატირდა. მეზობელო, ჩვენი ფონდის მთელი გუნდის სახელით მადლობას გიხდით!
სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული მარია ბებოს. 25 წელი რექტორატში მუშაობდა, რექტორისა და პარტკომის მდივანი იყო. ცნობილ ქართველ მსახიობს, სოფიკო ჭიაურელს პირადად იცნობდა. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი დამამცირებელი იქნებოდა მისი სიბერე? მაგრამ, როგორც ამბობენ, შეუცნობელ არს გზანი უფლისანი. სად არიან მისი ახალგაზრდობის მეგობრები და კოლეგები? ახსოვთ თუ არა ის?..
მარია ბებო: „შვილო, ხედავ, სად მძინავს? საწოლი იშლება, ლეიბი ძველია, საბანიც. იძულებული ვარ, თეთრეული გადავყარო, რადგან არ მაქვს გარეცხვის საშუალება. უბრალოდ, ძალა აღარ მაქვს, ხელით რომ ვრეცხო. არც სარეცხი მანქანა მაქვს და არც მაცივარი. ეს სატანჯველია. შვილო, გაგიჟდებოდი რომ იცოდე, როგორ ვწვალობ“.
მარია ბებო: „იძულებული ვარ, ქოთანი ვიხმარო, რადგან გარეთ საპირფარეშოთი ვერ ვსარგებლობ, იქ უნიტაზი არ არის“.
„ჩემო შვილებო, თხოვნით მოგმართავთ! – იმედით ამბობს მოხუცი ქალი. – რითაც შეგიძლიათ, დამეხმარეთ. გამოიჩინეთ სიკეთე, ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო კარგო ადამიანებო! თქვენ ჩემი ერთადერთი იმედი ხართ. ბოლოს კი გიმღერებთ: „ისევ მოვლენ მერცხლები, მაგრამ ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით…“
მეგობრებო, მარია ბებოს სასწრაფოდ ესაჭიროება კარდიოლოგის კონსულტაცია და მედიკამენტები. ასევე, გთავაზობთ, საწოლი, მაცივარი და სარეცხი მანქანა შევუძინოთ. ეს ამ საბრალო მოხუცს ცხოვრებას გაუმარტივებს. არავინ იცის, თითოეულ ჩვენგანს, წინ როგორი სიბერე ელოდება. ასევე, საკითხავია, დარჩებიან თუ არა ოდესღაც საყვარელი და ახლობელი ადამიანები ჩვენ გვერდით. ახლა, ჩვენ ვჭირდებით მარია ბებოს. ის მთელი გულით ელოდება ჩვენს დახმარებას…
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ მარია ბებოს, მისი მისამართია: თბილისი, გორკის ქ. 22.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ბურდულების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1000.00₾დარჩა:
325.24₾