ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დეიდა, ჩემი ძამიკო მოკვდება?“ – ასეთი კითხვა დამისვა სამი წლის სესილიმ, როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე. ნებისმიერ ღვთისნიერ ადამიანს უბრალოდ ადგილზე გააქვავებდა ეს კითხვა და არც მე ვიყავი გამონაკლისი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
საიდან უნდა იცოდეს სიტყვა „მოკვდება“ ასეთმა პატარა ბავშვმა? ნუთუ, ის აცნობიერებს, რას მეკითხება?! ღმერთო, ღმერთო, როგორ მინდოდა იმ მომენტში სესილის დამშვიდება… მასთან ერთად ტირილი, თუკი მას მართლაც ესმის პრობლემის არსი. მაგრამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამერკვია, რა მოხდა, ამ პატარა გოგონამ ასეთი სიტყვები საიდან იცის?!
რაც უფრო ქვემოთ ჩავდიოდი საფეხურებზე, ყოველი ნაბიჯის შემდეგ, სულ უფრო ბნელოდა.
კარს მიღმა ცხოვრება აღმოჩნდა, სამი ბავშვის ცხოვრება. სამი გული, რომელიც სარდაფში ფეთქავს, სადაც სინათლე ძლივს აღწევს.
ძვირფასო მკითხველო, რას ხედავთ ამ ბავშვების სახეებზე? ისინი დახმარებას ითხოვენ, მათ თქვენი იმედი აქვთ. წაიკითხეთ მათი ამბავი და თავად გადაწყვიტეთ, იმსახურებენ ეს პატარა ანგელოზები თანადგომას, თუ არა.
„ბავშვები ფილმიდან“ – ალბათ, ეს არის პირველი, რაც თავში მოგივათ, მათ სახეებს რომ დაინახავთ. მაგრამ, ცნობილი რეჟისორის ნაცვლად, მათ ოჯახს „ჩერნოვეცკის ფონდის“ კორესპონდენტი ეწვია, რათა მთელ საქართველოს უამბოს, რაოდენ საშინელ განსაცდელში არიან ჩავარდნილი…
თამარი, ახალგაზრდა ქართველი ქალი, სამი შვილის დედა შემომეგება. დაღლილი, მაგრამ გულწრფელი ღიმილით. ხმადაბლა მესაუბრება, რადგან პატარა სესილი ახლახან დააძინეს.
„მთელი გულით გელოდებოდათ ჩემი პატარა ანგელოზი, მაგრამ ძილი მოერია და ჩაეძინა. – ამბობს თამარი – გთხოვთ, არ წახვიდეთ, სანამ არ გაიღვიძებს.“
რა თქმა უნდა, პატარა სესილი გაღვიძებას დაველოდე. შეხედეთ მის თვალებს – რაოდენ წმინდა და ამავდროულად, სევდიანია, არა? ყვავილის ღეროსავით ნაზი სამი წლის გოგონა.
ვიქტორი – ოთხი წლის ბიჭუნა, ზრდასრული ადამიანის დაღლილი თვალებით. ბავშვს ყოველკვირა შეტევები ემართება: ძირს ეცემა, მისი სხეული იკრუნჩხება, პირიდან დუჟი მოსდის. ეპილეფსია აქვს! უარესს ვერაფერს წარმოიდგენ. მაგრამ, როდესაც ეს მოსიყვარულე დედის თვალწინ ხდება, შეუძლებელია მისი მდგომარეობის აღწერა! ღმერთო, უშველე! ამ წყეული სენისგან განკურნებაში დაეხმარე, იმდენად მაინც, ბავშვი შეტევების დროს რომ არ მოკვდეს.
სესილისაც ასე ემართება, ოღონდ მხოლოდ მაღალი სიცხის დროს – თვალები უშუპდება, სუნთქვა ეკვრება, დედას კი უბრალოდ ხელში უჭირავს, რომ არ გაიგუდოს.
ეს ძველისძველი „დათუნია“, გოგონას საუკეთესო მეგობარია. განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ბავშვი ნესტიან ოთახში სიცივისგან კანკალებს, ერთგული მეგობარი მას ათბობს.
დედას რომ ვესაუბრებოდი ოთახში უფროსი გოგონა, ანასტასია შემოვიდა. ის ცხრა წლისაა. სუფთა, კოხტა პერანგი ეცვა – „საუკეთესო“, როგორც მოგვიანებით დედამ მითხრა. ანასტასიამ ის ჩაიცვა, როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტი უნდა მოსულიყო. დიდივით, წელში გამართული იდგა. ხმას არ იღებდა.
ვკითხე ანასტასიას, რაზე ოცნებობდა. პასუხი დააყოვნა. ჯერ შეტრიალდა, მერე კი ატირდა. ცრემლები მის ახალ პერანგზე ცვიოდა, ის კი ტიროდა და ჩურჩულებდა: „მინდა, ჩემი და, ჩემი ძმა და მთელი ჩემი ოჯახი ჯანმრთელად და კარგად რომ იყოს…“
ანასტასია ამბობს: „რომ გავიზრდები, ექიმი გავხდები, ყველას გადავარჩენ და დავეხმარები…“
მათი ბავშვობა შეტევები, წამლები და სიჩუმეა. მაგრამ, რომ იღიმიან, ეს სარდაფი თითქოს, ნათდება წამით.
თამარს, სამი შვილის დედას, შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამიტომ, ისიც ხშირად ცუდად გრძნობს თავს. ღამით კი, როდესაც მთელ ქალაქს სძინავს, თამარი თავისი შვილების საწოლთან ზის. ყურს უგდებს მათ სუნთქვას.
ხანდახან, ქალი ჩურჩულებს: „ღმერთო, ოღონდ დღეს არა. დღეს არა, გთხოვ…“ შაქრიანი დიაბეტის გამო, მას ჯანმრთელობის დარღვევები განუვითარდა. მაგრამ, ვერ იმკურნალა, რადგან ფული არ ჰქონდა. შედეგად, სხვადასხვა გართულებები წარმოიშვა. ახლა კი, ზედმეტი წონის გამო, გადაადგილებაც უჭირს.
მეგობრებო, ეს სიღატაკის ისტორია არ არის. ეს სიყვარულის ისტორიაა, რომელიც არ ნებდება. ქალის, რომელიც სიბნელეში ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღე სინათლეს ანთებს საკუთარ გულში, რომ დაინახოს, როგორ სუნთქავენ მისი შვილები.
თამარს ვკითხე: „ამჟამად, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?“ – ქალი დიდხანს დუმდა… ბოლოს თქვა: „ბავშვების გამოკვლევა მინდა. უნდა გავიგო, რა სჭირთ.“ მერე კი, ჩუმად დაამატა: „პროდუქტები გვჭირდება, ბავშვები მშივრები რომ არ წვებდნენ დასანებლად. საყოფაცხოვრებო ტექნიკაც – მაცივარი, სარეცხი მანქანა, ისეთი, დენს რომ არ ურტყამდეს. მაგრამ მთავარი, ჯანმრთელობაა. დანარჩენს კი… როგორმე გავუმკლავდებით.“
მისი მეუღლე, ალექსანდრე, სკამზე ზის კედელთან. თითქმის არ ლაპარაკობს. მხოლოდ ცალი თვალით გვიყურებს რადგან, მეორეთი ვერაფერს ხედავს.
ოდესღაც, ის ძველ გზაზე მუშაობდა, მანქანებს ტვირთავდა, პურის ფულს შოულობდა. მაგრამ, გზა გადაიტანეს. აღარც ხალხი არის და აღარც სამუშაო. ახლა, ის გირჩებს აგროვებს ტყეში და საცხობებში აბარებს. ხან პურს აძლევენ, ხანაც – სულ არაფერს. ოჯახის ერთადერთი ყოველთვიური შემოსავალი, სოციალური შემწეობაა – 850 ლარი. ნებისმიერმა ქართველმა იცის, ამ თანხით თავის გატანა და სამი შვილის შენახვა რაოდენ რთულია.
ტაბატაძეების ოჯახი შეუძლებელს არაფერს ითხოვს. მათ უბრალოდ სურთ, რომ ბავშვებმა იცხოვრონ. სამივე ბავშვს გამოკვლევა ესჭიროება, საკვები პროდუქტები და ცოტაოდენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რათა შეუმსუბუქდეთ ყოფა. და თუკი, დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც სასწაულია საჭირო ყველაზე მეტად, ის სწორედ აქ არის – სარდაფში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუმათელეთი, თამარ მეფის ქ. ბინა 70.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ტაბატაძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
წითელთმიანი პატარა სესილი თავის ღიმილს და მადლიერებით სავსე გულს გჩუქნით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
უფალმა დედა, თამარი სამი ბედნიერებით, სამი წკრიალა ზარით დაასაჩუქრა – ანასტასია, სესილი და ვიქტორი. მათი ანგელოზებრი სახეებით დაუსრულებლად აღფრთოვანება შეიძლება! სიღატაკემ კი, მძიმე განსაცდელით დასაჯა – ცივ სარდაფში ცხოვრობს, სადაც ახლობლებმა დროებით შეიფარეს. ყოველ ღამით უყურებს, მისი ანგელოზი ვიქტორი როგორ ებრძვის მორიგ ეპილეფსიურ შეტევას, რომელმაც შეიძლება წაართვას გონებაც, სიცილიც და ხეიბრად აქციოს დილის დადგომამდე. თამარს დიაბეტი აქვს, მაგრამ სიღარიბის გამო, ვერ მკურნალობს. სიღარიბის გამო, მისმა მეუღლემ, ალექსანდრემ, დაკარგა ერთი თვალი.
ბნელ სარდაფში ერთი ნათელი დღე გათენდა. როდესაც თქვენი საჩუქრები მივუტანეთ, რომელიც ოჯახს ცხოვრებას გაუმარტივებს: ახალი გაზის წყლის გამაცხელებელი, ტელევიზორი, ახალი საწოლი, კომოდი, თეთრეული, ბევრი საკვები, პლანშეტი, სათამაშოები.

აწკრიალდნენ ზარები – ანასტასია, სესილი, ვიქტორი, ცელქობდნენ, ბევრი ტკბილეული შეჭამეს!

ძველმა ტელევიზორმა, ბავშვების გახარებული შეძახილების თანხლებით, მაშინვე იატაკზე გადაინაცვლა, ხოლო ახლის უზარმაზარ ეკრანზე, როგორც კინოთეატრში, ტომი და ჯერი გამოჩნდნენ.

ნახეთ, როგორ გამხიარულდნენ მოწყენილი ბავშვები მულტფილმის ყურების შემდეგ. „საიდუმლოს“ გაგიმხელთ: ისინი ტომს დასცინიან, რომელსაც ჯერი დაუსხლტა ხელიდან.
ხელოსანმა ახალ საწოლზე ბოლო ფიცარი დაამაგრა და ლეიბი დადო თუ არა, მაშინვე სანებივროდ დაწვა სამივე ბავშვი.
ანასტასიამ ყველა საწოლიდან გაყარა და ახალი თეთრეული გადააკრა.
ანასტასია (9 წლის): ისეთი ბედნიერი ვარ, დეიდა! ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი გამოგვიგზავნა, ბავშვები ნამდვილად ძალიან უყვართ! ვუსურვებ, მათი პატარები ჯანმრთელად იყვნენ. მაგრამ, ჩვენი დახმარება თუ დასჭირდებათ, ჩვენც დავეხმარებით, უთხარით მათ. დღეს ცხელ წყალში ვიბანავებთ, ვაშა! და აღარ გავცივდებით! წყალს ღუმელზე აღარ გავაცხელებთ, მზად არის, ონკანიდან უკვე ცხელი მოდის. დღეს, აბაზანაში მე შევალ პირველი!

– ანასტასია, ვიცი, რომ დედიკოს მთავარი დამხმარე შენ ხარ. აბა, როგორც დიასახლისმა, გადახედე, სახლისთვის კიდევ რა არის მოსატანი.
ანასტასია: პასუხი უკვე მზად მაქვს, დეიდა! სარეცხი მანქანა გვჭირდება, ჩვენი წყალდიდობებს გვიწყობს, მე კი, მერე ტილოებს ვწურავ.
ბავშვების სიხარულის, სიცილის, ახალი შთაბეჭდილებების, ჩახუტებისა და მადლიერების ფონზე, რაღაც მომენტში, დედის თვალები შევნიშნე. მადლიერებასთან ერთად, მათში შფოთვაც იკითხებოდა. ღმერთო, ნუთუ, დღევანდელი დღის დასასრულს, ვიქტორის ღამის შეტევა ჩააშხამებს? საყვარელი, ლამაზი, ტკბილი ბიჭუნა! ნუთუ, ამაღამ დღის სიხარულისთვის საზღაურს გადავიხდით?.. სასწრაფო კი, ისევ საავადმყოფოში წაიყვანს ბავშვს?..
თამარი, დედა: ვიქტორი ძილში აჩერებს სუნთქვას, მე კი, მაშინვე ვიღვიძებ და ვხედავ, რომ შეტევა ეწყება. კანკალი ეწყება და უკონტაქტო ხდება. გუშინწინ ძალიან ძლიერი, ხანგრძლივი ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა – 3 წუთი! დამეხმარეთ, გამოკვლევა რომ ჩავუტარო, გთხოვთ, ეს ძალიან საშიშია! უდიდეს მადლობას გიხდით ყველას, თქვენი იმედით ვცოცხლობ!
ანასტასია: დეიდა, მეც ვიღვიძებ ხოლმე, ჩემი ძმა ცუდად რომ არის. არავის გვძინავს. ვტირი და მინდა, რომ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი.
დედას, თამარის მადლობის წერილი:
მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმავე ღამეს, სიხარულისა და საჩუქრების შემდეგ, ვიქტორს კვლავ შეტევა დაემართა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება სრული გამოკვლევა, ეპილეფსიური შეტევების მიზეზის დასადგენად.
სესილისაც სჭირდება გამოკვლევა – მაღალი სიცხის დროს ემართება შეტევები.
ანასტასიას გლანდების ოპერაციის გაკეთება სჭირდება, გულსა და ფეხებზე ცუდად რომ არ იმოქმედოს.
დედას, თამარს უყურადღებოდ დატოვებული დიაბეტის მკურნალობა ესაჭიროება. კრიტიკულია მისი წონა.
ყოველი თქვენი შემოწირულობა – კიდევ ერთი ნათელი დღეა ამ ოჯახისთვის.
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები დამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით, მოგვწერეთ! მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
თქვენ გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ტაბატაძეების ოჯახი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
3950.00₾დარჩა:
0.49₾