ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ამქვეყნად ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი, ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს გოჰარია, 57 წლის. საქართველოში, ჩვენი ქვეყნის არცერთ კუთხეში, ასეთ უბედურ და მარტოსულ ქალს ვერ ნახავთ.
ალბათ, საშინელებათა ფილმებში გინახავთ მიტოვებული შენობების შემზარავი კედლები, რომლებიც ადამიანების გულებში შიშს თესავს და მათთან მიახლოებასაც კი ვერავინ ბედავს.
სწორედ ასეთი შემზარავი კედლებია გოჰარის ერთადერთი თავშესაფარი. ისტორია იმისა, როგორ აღმოჩნდა ამ საშინელ შენობაში ეს ქალი, ნამდვილად შემზარავია.
გოჰარი (57 წლის): „წარსულში დედა დავკარგე. მის გარდა არავინ მყავდა, ამიტომ სრულიად მარტო დავრჩი. ამით ჩემმა ნაცნობებმა ისარგებლეს და თაღლითური გზით მიითვისეს ჩემი სახლი. მერე კი, გამასახლეს და ქუჩაში, დავრჩი, ღია ცის ქვეშ.“
ფონდის კორესპონდენტი: „ფონდის მეგობრებო, გოჰარმა ეს შემზარავი ისტორია გვიამბო და კონკრეტული სახელები და გვარებიც დაგვისახელა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ, ამ საქმის გამოძიებაზე საბოლოო დასკვნა ჯერ გაცემული არ არის, ფონდი უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს. მიუხედავად ამისა, პირობას ვდებთ, რომ ფონდი თავის მხრივ ყველანაირად დაეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში ამ მარტოსულ ქალს.“
ნანგრევები, სადაც ეს საბრალო ქალი ცხოვრობს, იმდენად შემაძრწუნებელია, რომ შეუძლებელია ამის სიტყვებით სრულყოფილად გადმოცემა. ამიტომ, ფონდის მიერ მომზადებულ მცირე ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.

უბედურება ამით არ მთავრდება. საბრალო ქალი ნანგრევებში წაიქცა. მას შემდეგ, მისი ისედაც ჯოჯოხეთური ცხოვრება ორმაგ ჯოჯოხეთად იქცა. იმ საბედისწერო დღის მერე, გოჰარს დაზიანებული ხერხემალი, დეფორმირებული აქვს ფეხი, რასაც ნერვის ანთება დაემატა.
ყოველივე ამას, შედეგად მოჰყვა ის, რომ გოჰარი ვეღარ დადის. ორმაგი ტრაგედია კი იმაში მდგომარეობს, რომ მძიმე ტრავმის გამო, მას არა მხოლოდ სიარული, არამედ სკამზე ჯდომაც კი არ შეუძლია. ქალი წელში ვერ იხრება.
მშიერი გოჰარი ყოველდღე კილომეტრებს გადის ხელჯოხით, რათა უფასო სასადილომდე მიაღწიოს. მხოლოდ ერთი მიმართულებით გზის გასავლელად, საათნახევარი სჭირდება.

ანუ, ყოველდღიურად, ეს საბრალო ქალი დაზიანებული ხერხემლითა და ნერვის ანთებით სამ საათს ატარებს გზაში, მხოლოდ იმისთვის, რომ პური, ცოტაოდენი ლობიო და წყალწყალა სუპი წამოიღოს.

ფონდის ჟურნალისტი: „გოჰარ, შესაძლოა ვცდები, მაგრამ თქვენს თვალებში ვხედავ, რომ ოდესღაც ძლიერ გიყვარდათ…“ (ამ სიტყვების გაგონებაზე, ქალმა მძიმედ ამოიოხრა და უსასრულობას მიაპყრო მზერა.)
გოჰარი, 57 წლის: „ეს მრავალი წლის წინ იყო… ეს იყო დიდი სიყვარული… პირველი სიყვარული… დიახ, პირველი და უკანასკნელი. მაგრამ, მას არ ვუყვარდი…“
ამ სიტყვების წარმოთქმისას მე, ფონდის ჟურნალისტმა, ქალის თვალებში ისეთი აუტანელი ტკივილი დავინახე, რომ შემეშინდა… დიახ… შემეშინდა, როდესაც გავიფიქრე:
ნუთუ, სამყარო იმდენად უსამართლოა, რომ ამხელა სიყვარულს ფერფლად აქცევს, მერე კი, უსასრულო სივრცეში ფანტავს ამ ფერფლს. ნამდვილი სიყვარულის დაკარგვა ხომ, ადამიანის გულსაც ფერფლად აქცევს…
დიახ… ჩემ წინ იდგა ქალი, რომლის გულიც ფერფლად იყო ქცეული…
ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ოდნავ მაინც შეუმსუბუქოთ ტანჯული ცხოვრება ამ დიდებულ ქალს. გოჰარს მედიკამენტები ესაჭიროება.
ოპერაციის გარეშე, გოჰარი სიარულს ვერ შეძლებს. მაგრამ, საბრალო ქალი ოპერაციას მხოლოდ იმიტომ ვერ იკეთებს, რომ ვერ წარმოუდგენია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რეაბილიტაციას როგორ გაივლის ამ ნანგრევებში. ასეთ პირობებში, მხოლოდ გაუარესდება ახლად ნაოპერაციები ადამიანის მდგომარეობა.
მეგობრებო, თუ გავერთიანდებით, ორ კვირაში გოჰარისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნას შევძლებთ. ამქვეყნად ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი, ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს.
ამ ღირსეული ქალბატონისთვის გაღებული ყველაზე მცირე შემოწირულობაც კი, აუცილებლად სიკეთით დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს ოჯახს. ამქვეყნად ხომ, უკვალოდ არაფერი იკარგება…
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: დედოფლისწყარო, ბაგრატიონის ქუჩა 3.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
(დანიშნულება: გოჰარ მაკარიანი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
135.00₾დარჩა:
532.20₾