ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
15 წლის მარინეს არც სიარული შეუძლია, არც ჯდომა და არც ის, რომ დედას უთხრას – „მტკივა“… ხელ–ფეხი ისე ეკრუნჩხება, თითქოს, რკინის მარწუხებით უგრეხენ. კუნთები კი ისე აქვს დაჭიმული, რომ გოგონა კივის და ბორგავს, დედას კი, ის ხელში უჭირავს და ვერაფერს შველის. მარინეს სასწრაფოდ ესაჭიროება რეაბილიტაცია და მასაჟი, რათა მშვიდად, ტკივილის გარეშე წოლა, ძილი და სუნთქვა მაინც შეძლოს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, იპოვონ უფლის გზა!
არმენუი, დედა (50 წლის): „მთელი ღამე ხელში მიჭრავს და ტირის. ყოველი მისი წამოკივლება გულს მიკლავს. ვლოცულობ, რომ ოდნავი შვება მაინც იგრძნოს… და მასთან ერთად ვტირი. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ვერაფერს ვშველი. შვილის მკურნალობისთვის ფული არ მაქვს…“
მარინე ხომ აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მას და დედას განსხვავებული რეზუს-ფაქტორები აღმოაჩნდათ. ექიმს ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინექცია დაბადებისთანავე უნდა გაეკეთებინა… მაგრამ მან, ვენაში ნემსი ვერ შეიყვანა და არც კი უთქვამს მშობლებისთვის, რამდენად სერიოზული იყო ეს ყველაფერი.
არმენუი, დედა (50 წლის): „შვილს ვაჭამე… და უცებ, ჩემს ხელებში გაყვითლება დაეწყო…“
ღამით, მშობლებმა ბავშვი ახალქალაქიდან სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეს. პატარა მარინეს სისხლი გადაუსხეს.

არმენუი, დედა (50 წლის): „ექიმებმა თქვეს: სულ ცოტა კიდევ რომ დაგეგვიანათ, შეიძლებოდა მომკვდარიყო…“

ის გადარჩა, თუმცა, საშინელი შედეგები მთელი მისი ცხოვრების თანმდევი გახდა. მარინეს თავის ტვინი აქვს დაზიანებული.
მას არც სიარული, არც ჯდომა, არც დამოუკიდებლად ჭამა არ შეუძლია.
ბავშვობიდან ხელში აყვანილი დაჰყავთ მშობლებს.
არმენუი, დედა (50 წლის): „ის ჩემი მეოთხე შვილია… მეუბნებიან – დატოვეთ ის ინტერნატში… მაგრამ, საკუთარი შვილის მიტოვება როგორ შეიძლება? მე მას არასოდეს მივატოვებ. არასოდეს!“

დედას მარინესთვის აქვს მიძღვნილი ცხოვრების ყოველი დღე – აჭმევს, ბანს, ავარჯიშებს.
თითქმის არასდროს სძინავს ღამით, რადგან ხელში უჭირავს შვილი.
არმენუი, დედა (50 წლის): „ის გვცნობს… ხანდახან, იღიმის… და იმ წუთებში, ყველაზე ბედნიერი მშობლები ვართ ამქვეყნად…“
ადრე, მარინე რეაბილიტაციასა და მასაჟებზე დაჰყავდათ მშობლებს. თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნია.
ახლა, მარინეს ძალიან სჭირდება:

ერთი წუთით წარმოიდგინეთ… როგორ გაუბრწყინდება მარინეს სახე, როდესაც ბოლოს და ბოლოს მოუდუნდება კუნთები, როდესაც მუდმივი ტკივილი უკან დაიხევს, როდესაც ღამით მშვიდად, ტირილის გარეშე წოლას შეძლებს. მისთვის ეს ნამდვილი სასწაული იქნება. ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია ეს სასწაული მოვახდინოთ!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოკამი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მარგარიანების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2006.57₾დარჩა:
1.33₾