ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მთელი ცხოვრება ოთხზე დადის!!! იამზეს თავისი მეუღლე იმდენად უყვარდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მუხლებზე დაეცა და ვეღარ ადგა!

„უკვე ათი წელია, იამზე გადაადგილდება ხოხვით.“ წვიმაშიც კი, ტალახსა და გუბეებში! საპირფარეშო ხომ, ეზოშია! სახლში პირის დაბანის საშუალებაც კი არ აქვს! წყალი არ არის შეყვანილი! ეს საშინელებაა! კეთილო ადამიანო, წაიკითხე, მიიტანე გულთან ახლოს ეს ტრაგედია და აუცილებლად გააზიარე პოსტი! თუ შეგიძლია, გაუწიე დახმარება ამ საბრალო ქალს, შენს მეგობრებს კი დაეხმარე მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ძაღლური ცხოვრებაა და მეც ძაღლივით ვცხოვრობ. ჩემს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ…“ – იამზე ბებია ძლივს ლაპარაკობს. თითოეული სიტყვის წარმოთქმა უჭირს, პაუზებით საუბრობს, მძიმედ სუნთქავს, მაგრამ ლაპარაკს აგრძელებს. ხანდახან, წარმოდგენაც კი რთული, რაოდენ გაუსაძლისი სატანჯველი ხვდება ცხოვრებაში ადამიანს. იშვიათად ვუფიქრდებით, რამხელა გამძლეობა გააჩნია ადამიანის სულს, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენთ ისეთ გასაოცარ ამბებს, როგორიც იამზეს ცხოვრების ისტორია გახლავთ. ოთხზე დადის და მისი სამყარო აღსავსეა შიშით, ტკივილითა და გაუსაძლისი ტანჯვით.

შემოწირულია

$8427.05

დონორი

709

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით!

ნუთუ, ამ ულამაზეს ბავშვებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყავდათ ჯანმრთელი და მოსიყვარულე მამა გელა და ბიძა რამინი მემკვიდრეობით ერგოთ პაპისგან ეს საშინელი გენეტიკური დაავადება? ნუთუ, მათაც ელით ნელი და მტანჯველი სიკვდილი?!განახლება! ჩერნოვეცკის ფონდმა უკვე გამოყო თავის მხრივ თანხის ნაწილი – 26 000 ლარი, მეგობრებო, ძალიან ცოტა რჩება! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვიხსნით ამ ოჯახს სიკვდილისგან!

შემოწირულია

$67835.21

დონორი

3681

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

საბრალო, ულამაზესი სულის მქონე მარიამს არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე… 20 წლისაა და იმდენად გამრუდებული აქვს ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ტერფები წყლულებით აქვს დაფარული, სისხლი სდის, სუნთქვა უჭირს, ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან უჭირს. ნამდვილად მებრძოლი გოგოა, მაგრამ ასეთ პირობებში ბრძოლა ძალიან რთულია… ორი ათწლეულის განმავლობაში, ხერხემლის გამრუდება და ეტლი, მისი ცხოვრების მნიშვნელი მაინც ვერ გახდა. თავად არის ურყევი ნებისყოფის სიმბოლო, რომელიც ძალას ჰმატებს გარშემომყოფებს, რომ ურთულესი გარემოებების მიუხედავად, საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა განაგრძონ.

შემოწირულია

$7700.22

დონორი

604

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სიცოცხლეს დავემშვიდობე, თქვენ კი ყავარჯნები მომაწოდეთ და სიარული ხელახლა მასწავლეთ!

ორსულობის პერიოდში მაიას ფეხები წაერთვა. ულამაზესი ბიჭუნა გააჩინა, საბა, თავად კი სიარული ვეღარ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის ანთება იყო მიზეზი. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საბა იზრდებოდა, მე კი დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემეძლო, ამბობს მაია. ფეხზე წინდასაც კი ვერ ვისწორებდი. წამოდგომა არ შემეძლო, არც საპირფარეშომდე მისვლა. უბრალოდ, ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი. კაპიკია ასეთი სიცოცხლის ფასი!“ გაჩვენებთ, რა შედეგი მოიტანა გამოკვლევებმა და მკურნალობამ, რომელიც მაიამ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად. მაიას ყავარჯნების მეშვეობით შეუძლია სიარული, ვარჯიში, მარტივი საქმის კეთება სახლში. მაია გათავისუფლდა შავბნელი პესიმიზმისგან და სჯერა, რომ შეძლებს, შვილი ბაღში თავად წაიყვანოს! მკურნალობის შედეგად მაიამ ბევრს მიაღწია. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ, გაამხნევეთ და პრობლემის წარმატებულად გადაჭრის შესაძლებლობაში დაარწმუნეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა და მას კვლავაც სჭირდება თქვენი დახმარება. მაიას არ აქვს იმის საშუალება, რომ აჭამოს და ჩააცვას თავის პატარა შვილს. საწოლების გარდა, სახლში ავეჯი არ დგას, არ არის კომფორტული საცხოვრებელი პირობები. შენც შეუერთდი პროექტის მუდმივ მხარდამჭერებს!

შემოწირულია

$5322.53

დონორი

373

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთი წამიც და მამა შვილს ვეღარ გადაარჩენდა! მაგრამ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ამ ნატანჯი ოჯახის ყველაზე დიდი უბედურება არ არის!!!

თუკი ამ სათაურმა შეგზარათ, მაშინ გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის ცხოვრების შესახებ პოსტის ბოლომდე წაკითხვას არ გირჩევთ. იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელება ნამდვილად არ არის. ოჯახი შედგება ოთხი ადამიანისგან: გიორგი, მისი მეუღლე ნატო და მათი ორი ულამაზესი შვილი, 4 წლის დიმიტრი და 2 წლის ანა. ამჟამად, ჯანმრთელობას მხოლოდ ანა არ უჩივის, დანარჩენი სამი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულაც არ არის სახარბიელო. გიორგის აქვს ეპილეფსია და ხერხემლის თიაქარი. ნატოს – ფსიქიკური პრობლემები აქვს, ლაპარაკი უჭირს. ხანდახან, ღრმა დეპრესიაში ვარდება. ჩავარადება, აბა, რას იზამს?! მის შვილებს ხომ, არავინ ჰყავთ ამ ქვეყნად!

შემოწირულია

$10263.58

დონორი

821

დიახ! მსურს დახმარება!
1 10 11 12 13 14 40