აჭარის შორეულ მაღალმთიან სოფელში ცისფერთვალება ბიჭი უიმედობის მიუხედავად, მაინც ელოდება ზარს ჩერნოვეცკის ფონდიდან: „ნიკა, შენი ოპერაციისთვის თანხა კეთილი ადამიანების წყალობით შეგროვდა. მოემზადე…“ ღვთისმოშიშო ადამიანებო, ნიკა თურქეთში უნდა გადავიყვანოთ მანამდე, სანამ სოფელ ინწკირვეთში პირველ თოვლს ჩამოყრის, რადგან გზა თითქმის გაზაფხულამდე ჩაიკეტება და ნიკა ფეხზე დგომის უკანასკნელ შანსს დაკარგავს.