დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ჩემი შვილის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ! ჩემი ოცნებაა, მისგან მხოლოდ ორი სიტყვა რომ მოვისმინო: „მიყვარხარ, დედა!“

„უკვე ოცდაათი წელია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერთადერთი შვილი. გესმით ჩემი ტკივილი და ჩემი უმწეობა? არა, არ გესმით და უფალს ვთხოვ, არც არასდროს არცერთს ეს სიმწარე არ გაგაგებინოთ, არ გამოგაცდევინოთ! შვილის ტანჯვის ყურება ოცდაათი წელიწადის განმავლობაში… ეს… ეს ყველაზე მძიმე განაჩენია, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც მარტოს უკვე ძალიან მიჭირს. ამიტომ, მინდა ჩემი განწირული ვედრება თქვენც გაგაგონოთ… ხმამაღლა ამოთქმაც ისეთივე რთულია, როგორც თავად ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა თუ არ ამოვთქვი, თუ არ მომეხმარეთ, თუ არ შემეხიდეთ… ჩვენ დავიღუპებით!“ – ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ლალი კოპლატაძე და ისე გვიყვება თავისი უბედურების შესახებ.

შემოწირულია

$6367.89

დონორი

479

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!

„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური… მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის… ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს…“ – გვიყვება 52 წლის ქალი – ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი – უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.

შემოწირულია

$1735.02

დონორი

81

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია

„მეზობელს ვუნახივარ იატაკზე უგონოდ დავარდნილი. კატასტროფის ცენტრის ავტომობილს წავუყვანივარ… მე არაფერი მახსოვს… ოპერაციას შვიდ საათზე მეტხანს აკეთებდნენ ქირურგები. საიქიოდან მომაბრუნეს… მაგრამ იქნებ, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობდა?!“ – გვითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ქალბატონმა ლეილამ – „ეს უკვე რიგით მეორე ოპერაცია იყო, რაც გასულ წელს გამიკეთდა – ჯერ მუცელი გამომფატრეს, მერე თავის ქალა გადამიხსნეს. ახლა, აი ასე, უღონოდ ვარ, დაჩიავებული. ორ კილოიან ტვირთსაც ვერ ვწევ.“

შემოწირულია

$862.23

დონორი

51

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია… ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!

იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს!
წინააღმდეგ შემთხვევაში… ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!

შემოწირულია

$74042.49

დონორი

2449

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ყველა დაავადება ერთდროულად მკლავს, წამლის ფული არ მაქვს… მიშველეთ, გთხოვთ…

„ადამიანების ცხოვრება, თეთრი და შავი ზოლებისგან შედგება. ჩემი ცხოვრება კი, ერთიანად შავია. ეპილეფსიით დაავადებული შვილი, წლების წინ, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ამის შემდეგ, მარტო ვებრძვი გაჭირვებას, ავადმყოფობას, შიმშილს! ეპილეფსიასთან ერთად, სხვა უამრავი დაავადებაც დამემართა. სოციალური დახმარება, ჩემი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც ექიმთან მხოლოდ ერთ ვიზიტს არ ჰყოფნის“ – გვეუბნება ქალბატონი კარინა. „როგორ? ნუთუ, თქვენს ცხოვრებაში ერთი პატარა გამონათებაც კი არ ყოფილა?“ – მინდა, რომ რაიმე კარგი გვიამბოს. „კი, როგორ არა… ეს გამონათება, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უფალმა გამომიგზავნა… რომელთა წყალობითაც გადავრჩი… აი, თქვენი თავიც უფალმა გამომიგზავნა – მე მჯერა ამის!

შემოწირულია

$1711.00

დონორი

91

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 39 40 41 42 43 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის