დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა! დაიფარე ჩემი შვილიშვილები, ღმერთო!..

ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა – ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.

შემოწირულია

$3335.82

დონორი

182

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“
მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!

შემოწირულია

$14831.12

დონორი

851

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს … მალე მოკვდება, არა?“ – ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის პატარა გოგონა

სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში…

შემოწირულია

$1355.90

დონორი

91

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სიღატაკე და ავადმყოფობა გადარჩენის არცერთ შანსს არ უტოვებს ამ ბავშვებს… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!

გელა 6 წლის არის, მისი ეშინია არა მხოლოდ მის ძმებს და დას, არამედ, დედას და მამასაც… ეპილეფსიის შეტევა რომ ემართება, ძირს ეცემა, კანკალებს და მხეცივით ღრიალებს. წამლები, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, უკვე აღარ შველის, ეს ხომ ისეთი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, მათ კი, ფული არ აქვთ, გამოკვლევაზე რომ წაიყვანონ! ჰოდა, წვალობენ ასე. ფული არაფერში ჰყოფნით! სოციალური დახმარების თანხა მიდის ქირაში, წამლებსა და პამპერსში… სხვა არაფერში ჰყოფნით. როგორ უნდა იარსებოს დღეში 3 ლარით ოჯახმა, სადაც 7 ბავშვია? წაიკითხეთ, იქნებ, თქვენ იცოდეთ…

შემოწირულია

$1992.55

დონორი

138

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ბედნიერებას ამ სახლთან მიახლოებაც ეშინია!

„აი, ამ ფანჯრებიდან, ოთახში საშინელი ღამურები შემოდიან, შეიძლება, თმაშიც ჩაგაფრინდნენ… ხანდახან მგონია, რომ თვალებს ამომჩიჩქნიან“, – ამბობს 8 წლის მარიამი და გვაჩვენებს ფანჯრებს, რომელზეც ცელოფნებია გაკრული. ამ ფანჯრებს მიღმა კი, ჩანს სხვა ბავშვების ცხოვრება, ისეთი ტკბილი და ლამაზი… ზოგჯერ, ძალიან მოუნდება ხოლმე, გადაიქცეს სხვა გოგონად, ერთი საათი მაინც იცხოვროს სხვა ბავშვებივით. ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ეყოფა ეს შთაბეჭდილებები და მოგონებები… მაგრამ მარიამს, აქვს მისი საკუთარი, მძიმე ცხოვრება… ცელოფანში გამოკრული ცხოვრება, ღამურებით, ნესტის სუნითა და ხმელი პურის გემოთი.

შემოწირულია

$2315.27

დონორი

145

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 13 14 15 16 17 49

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის