დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

როგორ ავუხსნა შვილებს, რომ მათი ომის გმირი მამა საქართველოს მტრების ტყვიამ კი არა, იმ ქვეყნის გაუნათლებელმა ექიმებმა მოკლეს, რომელსაც იგი იცავდა?!

„მინდა, მამასავით, ჯარისკაცი ვიყო!“ – ამაყად აცხადებს გაბრიელი და წინკარიდან, მამის პორტრეტისაკენ მექაჩება. – „იცით, დეიდა, მამაჩემი გმირია. ის ომში იყო და მეც აუცილებლად გმირი გავხდები!“ – აგრძელებს გულღია ბიჭუნა. – „მამა ახლა ზეცაშია. არ იფიქროთ, რომ მიგვატოვა. ის უბრალოდ ანგელოზებმა წაიყვანეს თავისთან, იმიტომ რომ ასეთი კეთილი, მამაცი და კარგია!“

შემოწირულია

$1489.54

დონორი

113

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

როდესაც შიმშილისგან კუჭი გეწვის

„იცი, რა არასასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილზე ზიხარ, შენი მუცელი კი უცებ ხმამაღლა იწყებს ბუყბუყს და პურის ნაჭერს გთხოვს! ბიჭები ჩემკენ ბრუნდებიან. ფიქრობენ, რომ უკულტურო ვარ… ყოველთვის ისე უდროოდ მთხოვს: „მომეცი, მომეცი“. მან ხომ არ იცის, რომ დღეს დილით ჩემი ძმების ჯერი იყო, ეჭამათ. ისინი პატარები არიან, – უხერხულად გვეუბნება 9 წლის მილენა, უცებ წითლდება (რამე სისულელე ხომ არ თქვა?) და თვალებს ხრის. – მე დიდი ვარ და შემიძლია, მოვითმინო. დათოს და დანის კი არ შეუძლიათ. არაფერი იფიქრო, დეიდა, ისინი კეთილები არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებიან, რომ მეც მშიერი ვარ, დედას კი ფული არ აქვს! მაგრამ შენ? ჩვენი საჩუქრების ფული შენ საიდან მოგაქვს? შენ არ გიბუყბუყებს? – გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი და რატრატს აგრძელებს: – მაგრამ სხვა რა გზაა? მე ხომ დიდი ვარ. დედას თანადგომა სჭირდება. მას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად ვიყოთ. დედის გარდა, ჩვენ არავინ გვყავს.“

შემოწირულია

$1560.65

დონორი

100

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 25 26 27 28 29 49

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის