ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე… მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს. “ვერ გადარჩება”, – პირველივე დღეებიდან ამბობდნენ ისინი, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა.

calendar დეკემბერი 5, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა… ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ – კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი – სოკო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე… მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს. “ვერ გადარჩება”, – პირველივე დღეებიდან ამბობდნენ ისინი, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

          ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა… ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ – კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი – სოკო.
– ასმათ, ისეთ საშინელებებს ამბობთ!
ასმათ: არ მომერიდება და ვიტყვი, რომ იაშვილის კლინიკაში ჯალათები მუშაობენ! ავადმყოფს მოკლავენ და ჯანმრთელსაც დაასახიჩრებენ. არ დავწვრილმანდები, მაგრამ სწორედ მათი ბრალია, რომ ჩემი გოგონა ასეთ მდგომარეობაშია. ის, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა და უკვე ერთი წელია საავადმყოფოდან ვერ გამოვსულვართ. კარგია, რომ ეს „კანტორა“ დახურეს და ახლა, გამოძიება მიმდინარეობს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენმა მშობელმა გამოიგლოვა შვილები, რომლებიც მკურნალობით დახოცეს ამ ჯალათებმა.

 „ექიმი რომ გახდე, არაა საკმარისი იყო მხოლოდ ადამიანი“

         – როგორ დააღწიეთ თავი იაქურობას?
         ასმათი: როგორც კი ნორმალურ საავადმყოფოებს კოვიდ  სტატუსი მოეხსნა, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში გადავედით. აქ ნინი გაცოცხლდა. აქ ყველაზე გულკეთილი ექიმები მუშაობენ. ნაწოლებიც მოურჩინეს და სოკოც. ნინი ყოველთვის სუფთად არის, თმაც დავარცხნილი აქვს – შეხედვა გესიამოვნება. გეგონება, საკუთარი ტანჯვა არ ჰყოფნიდა.
– ასმათ, გვიამბეთ ნინიზე. სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდა, თავს როგორ გრძნობდა? რა დიაგნოზი აქვს?
ასმათი: ნინის დაბადებისთანავე საშინელი სენი აღმოაჩნდა – სპინალური ამიოტროფია. ამ ვერაგმა დაავადებამ ეტლს მიაჯაჭვა, დამართა კუნთების ატროფია, ფეხების დამბლა, პრაქტიკულად წაართვა მეტყველების უნარი, მაგრამ შეუნარჩუნა გონებრივი შესაძლებლობები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი საბრალო გოგონა აცნობიერებს თავის მდგომარეობას და ეს მის სათუთ გულს სტანჯავს. 
ნინის ხშირად ემართებოდა უჰაერობის შეტევები, რომელიც გადადიოდა ძლიერ ხველებასა და გულის წასვლაში. მაგრამ, მე ვუმკლავდებოდი, ვასულიერებდი. 2021 წლის 22 დეკემბერს კი, საკუთარმა ნახველმა დაახრჩო და სანამ სასწრაფოს ველოდებოდით, ნინი კინაღამ ხელში ჩამაკვდა.

„ანგელოზი დედა რომ არა, ნინი ერთ წელიწადსაც ვერ იცოცხლებდა“

– თქვენი დამსახურებაა, ნინი დღემდე ცოცხალი როა. თქვენ თქვენი შვილის მფარველი ანგელოზი ხართ. 
ასმათი: მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი. მისი ყველა სურვილი ჩემთვის კანონია. სანამ ჯერ კიდევ სახლში იყო, ძალიან უნდოდა თუთიყუში. ვაჩუქეთ. ლაპარაკი ასწავლა. „ნინი კარგია, ნინი ლამაზია!“ – ამბობდა თუთიყუში. საავადმყოფოში რომ გადავედით, ძალიან დარდობდა და მოკვდა. არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა ეს ნინის. გაგიჟდება.
– თუთიყუშიც, ალბათ, იმის გამო მოკვდა, რომ ასეთი საშინელება ნახა!..ახლა, სანამ ნინი რეანიმაციაშია, როგორ უმკლავდებით ყველაფერს? სად ცხოვრობთ?
 ასმათი: მითხრეს, რომ ნინი დიდხანს ვერ გამოვა მდგომარეობიდან, მუდმივად აპარატზე უნდა იყოს შეერთებული, 350 ლარად ოთახი ვიქირავე. ღამის ცვლაში დავიწყე მუშაობა. სამსახურის მერე საავადმყოფოში გავრბივარ, ჩემს გოგოს რომ ჩავეხუტო. ხანდახან, ისე ვიღლები, რომ პირდაპირ მის საწოლზე ვითიშები და მეძინება. ექიმები შედიან ჩემს მდგომარეობაში და არ მაღვიძებენ. ხომ გეუბნებით, ციციშვილის კლინიკაში ადამიანები კი არა, ანგელოზები მუშაობენ! შემიძლია ეს უსასრულოდ ვიმეორო.

„ასმათი დღედაღამ მუშაობს, ავადმყოფი შვილი რომ შეინახოს“

        – სად მუშაობთ, ასმათ?
        ასმათი: გამყიდველად ვმუშაობ, სურსათის მაღაზიაში. ჩემი ხელფასი და ნინის პენსია, ძლივს მყოფნის მის წამლებში. აი, სპეციალურ კვებას კი, რომელიც შეიცავს ყველა მიკროელემენტსა და ვიტამინს, რომელიც ატროფირებულ ორგანიზმს სჭირდება, ვერ ვყიდულობ. ასეთი კვების ერთი ქილა 12 ლარი ღირს. საიდან მოვიტანო ამხელა ფული?
– არავინ გეხმარებათ?
ასმათი: არა, მარტო ვართ მე და ნინი, ჩვენზე არავინ იცის. ჩემი მეუღლე სოფელში დარჩა, შემწეობას იღებს და იმით ინახავს თავს. ხელს არ გვიშლის, რაც მთავარია. ნინის დაბადების დღეზე, 28 ივნისს, ავთანდილ გულიკაშვილმა მოინახულა საავადმყოფოში – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა. ტორტი მოუტანა და საჩუქრები. ვერც კი წარმოიდგენთ, ნინი რა ბედნიერი იყო. სიხარულისგან ტიროდა. ისეთი სენტიმენტალური გახდა: ყველაფერზე ტირის. ახლახან, ფრჩხილებზე ლაქი წავუსვით და ისევ იტირა. ყელში სტომა აქვს და ვერ ლაპარაკობს, ამიტომ, ყველა ემოციას ტირილით გამოხატავს.

შენ ოღონდ ისუნთქე! დედა ყველაფერს გააკეთებს შენთვის!

– როგორ გესაუბრებათ? როგორ გაგებინებთ, რა უნდა?
ასმათი: ძალიან სუსტ ხმებს გამოსცემს. ერთ სიტყვას იტყვის და უკვე იღლება. ახლახან ამიხსნა, რომ უნდა საყურისები კატის ყურებით, რომელიც ანათებს. ალბათ, ხალხი იკითხავს, რად უნდა, ის ხომ გაუნძრევლად წევს. მაგრამ ასეთ წვრილმანზე როგორ ვუთხრა უარი შვილს? მის ოცნებებს როგორ არ ვუგდო ყური? მას ხომ მხოლოდ ასეთი რამეები თუ გაახარებს.
– ასმათ, თქვენთვის და ნინისთვის რის გაკეთება შეგვიძლია, როგორ შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა?
ასმათი: ძალიან გვჭირდება კვება და პამპერსი, 7 ზომა. აქ, საავადმყოფოში ეს ზომა არ არის, კვების ფული კი, არ მაქვს. ასევე გვჭირდება ბალიშები და თეთრეული. ნინისთვის კი, ყურებიანი საყურისები. თუ ვინმეს მოუნდება, ნინი რომ გაახაროს, ნებისმიერი „გოგოშკური“ წვრილმანი გაუხარდება – ფრჩხილის ლაქი, სამაჯურები, ლამაზი თმის სამაგრები.
***
ნეტავ, რას ფიქრობენ ადამიანები, როდესაც სხვის გასაჭირს გულგრილად ჩაუვლიან? „სხვა დაეხმარება?“ თუ „ძლიერია, გაუმკლავდება“. გულგრილი ადამიანები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. წრე იკვრება. მაგრამ, ერთი ადამიანი თუ დაანახებს კარგ მაგალითს, სხვებიც მას მიბაძავენ! გახდი ეს კეთილი ადამიანი!
პატივცემულო მკითხველო, ძვირფასი დედებო და მამებო! დაეხმარეთ პატარა ნინის და მის დედიკოს ულმობელ ბედისწერასთან ბრძოლაში. მათ სწამთ და სასწაულს ელიან!
თუ იცით რამე ასეთ შემთხვევებზე, აუცილებლად მოგვწერეთ ფონდში! მთელ საქართველოსთან ერთად ვიწყებთ ბრძოლას თეთრხალათიანი მკვლელების წინააღმდეგ! შეუერთდით ამ კეთილშობილურ მოძრაობას ქართველების სიცოცხლის დასაცავად და მხარდაჭერის ნიშნად, გამოიწერეთ ჩვენი ვებგვერდი და გამოთქვით აზრი ჩვენი პოსტების კომენტარებში!
ალბათ, ბევრ თქვენგანს მოუნდება მოინახულოს და პირადად გაუწიოს მათ დახმარება. მაგრამ ახლა, ნინი ციციშვილის საავადმყოფოშია. ნებისმიერ მსურველ გავუგზავნით შეტყობინების სახით გავუგზავნით ასმათის ნომერს. გაესაუბრეთ და გაამხნევეთ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინი როსტიაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!

დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიცოდი, რომ ადამიანების გადარჩენა შეგიძლიათ. ორივეს გვაჩუქეთ სიცოცხლე!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 

 

თვალებიც უბრწყინავს და ლოყებიც მოუპუტკუნდა! ვაშა! უკეთ არის ჩვენი ულამაზესი გოგო!

– ჩემს ნინის სპინალური ამიოტროფია აქვს, ეს კი ისეთი დიაგნოზია, რომ შესაბამისი მოვლისა და სახსრების არქონა, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს – ამბობს დედა, ასმათი. – ერთი წლის წინ, ჩემს შვილს კრიზისი დაემართა. გული გაუჩერდა. ის ვეღარ ლაპარაკობდა, ვერ სუნთქავდა. მიჯაჭვული გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე. ნინი მხოლოდ 14 კილოგრამს იწონიდა! ის მტოვებდა…

მაგრამ, თქვენ არ მიეცით ამის უფლება! თქვენ აღმოჩნდით ამ ქვეყნად ყველაზე მზრუნველი ექთნები და საუკეთესო მკურნალები. თქვენ მას იმდენად კარგი მოვლა და კვება აჩუქეთ, რომ ნინი მოძლიერდა. ის უკვე 21 კილოგრამს იწონის!  მთელი ექვსი საათი ძლებს აპარატის გარეშე და შესაბამისად, დედასთან ერთად სეირნობა და სხვა ბავშვებთან საუბარიც შეუძლია.

 – თქვენ სიცოცხლე აჩუქეთ ჩემს გოგოს და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის! – ასმათს სიხარულის ცრემლები ცვივა.

 

 

ასმათი, დედა: „ორივეს გვაჩუქეთ სიცოცხლე! ფაქტია!“

– ის, რომ ნინიმ მე-18 დაბადების დღე აღნიშნა, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა – აგრძელებს ასმათი. – მე რეალისტი ვარ და ვამბობ იმას, რაც არის. თქვენ რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდით. შვილი ხელიდან მეცლებოდა… ვიცი, ნანახი მაქვს, რა ადვილად მიდიან ბავშვები, ვისაც ასეთი დიაგნოზი აქვს. ეს რომ მომხდარიყო, მასთან ერთად მეც მოვკვდებოდი. შვილის გარეშე, რად მინდა სიცოცხლე? ორივე გადაგვარჩინეთ, ეს უნდა იცოდეთ!

უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც თქვენი დამსახურებით, ნინი უზრუნველყოფილია სპეციალური საკვები პროდუქტით. მაღაზიაში მივდივარ და ყოველ ჯერზე, ერთი კვირის სამყოფი მარაგი მომაქვს. ყველაფერი, რაც ექიმმა გვირჩია: იოგურტები, ხაჭო, წვენი, მაწონი. ეს ცილოვანი საკვებია და ძალიან წაგვწია წინ. ნინის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ მედიკამენტები და საავადმყოფოს კვება ვერაფერს უშველიდა.

 – რამხელა ბედნიერებაა, უკეთ რომ არის ჩვენი ულამაზესი გოგო! როგორ გვიხარია, რომ ისევ იღიმის!

 ასმათი: არის დღეები, როდესაც ერთი-ორი სიტყვის თქმაც კი შეუძლია, ხანდახან საერთოდ ვერ ლაპარაკობს. სტომა აქვს ჩადგმული და ძალიან უშლის ხელს. როდესაც ბავშვებს ვსტუმრობთ სხვა პალატებში, ძალიან უხარია ნინის, შეუძლია ჰკითხოს: „როგორ ხარ?“ ემზადებოდა თქვენთან შესახვედრად: თმა ახალი ფერადი თმის სამაგრებით შევუკარი, რომელიც აჩუქეს, მსუბუქი მაკიაჟიც გავუკეთე… ხედავთ, ხელზე სამაჯურები უკეთია. ეს ერთმა გულკეთილმა მამაომ მოუტანა, ჩემს არყოფნაში, მერე მითხრეს ექიმებმა.

 

 

ნინი ჩვენთან შესახვედრად ემზადებოდა, დედამ მაკიაჟი გაუკეთა

 

მერე ბავშვებსაც ესტუმრა სხვა პალატებში, ახალი ამბების გასაგებად

 

 

პატარა მოგზაურობა ლიფტით. რა კარგია, როდესაც არ ხარ აპარატზე დამოკიდებული!

 – ალბათ, ჩვენი ნინუცა უამრავმა ადამიანმა მოინახულა და ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა. პროექტს ხომ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 ასმათი: ნინი ნამდვილად არ იწყენს. საახალწლოდ ერთმა უზომოდ სათნო ქალბატონმა, ნანა ჯოხაძემ (იმედია, გვარს სწორად ვამბობ) სადღესასწაულოდ მორთო ნინის პალატა. აკვარელის საღებავები და ფუნჯები მოუტანა ჩემს შვილს. ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. ნინის ჯერ არ შეუძლია ხატვა, ხომ გახსოვთ,  ადრე ძალიან კარგად ხატავდა. ეს კი დიდი სტიმული იქნება მისთვის. ახლა, უკეთ ამოძრავებს თითებს, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე აღიდგინოს ყველა უნარი. ამის დიდი იმედი მაქვს!

ჩვენი თანასოფლელიც გვესტუმრა პატარა ჩაილურიდან, გიორგი, თან საჩუქრებიც მოუტანა. ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ნინისთვის! ასევე გავიცანით ქალბატონი ლალი შამუგია, ძალიან დაგვეხმარა და ახლა, ვმეგობრობთ კიდეც. სასოფლო მეურნეობის მინისტრის და გახლავთ. არაჩვეულებრივი, უზომოდ ყურადღებიანი ქალბატონია!

ტალღოვანი თუთიყუშიც გვყავს ახლა! ეს სურვილიც აუსრულეს ჩემს ნინის. უზომოდ გულის ამაჩუყებელი და ემოციურია ჩემთვის ის მომენტი, რომ უკვე მთელმა საქართველომ იცის, რა უხარია და რა მოსწონს ნინის. იციან, რომ სიგიჟემდე უყვარს თუთიყუშები. ჰოდა, ერთმა გოგონამ ტალღოვანა აჩუქა ჩემს გოგოს.

 – რა დაარქვა ნინიმ?

 ასმათი: კიკო. სახელების დიდი სია ჩამოვწერე, ეს სახელი რომ ამოვიკითხე, ნინიმ თავი დამიქნია და გამიღიმა. კიკო სახლშია. მე ვუვლი და ერთად ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება ჩვენი ნინი.

 – ნინის სახლში გაწერა როდის მოხერხდება? ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს?

 ასმათი: ჯერ, მისი სახლში წაყვანის მე თვითონაც მეშინია, არ მინდა გავაფუჭო ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოვახერხეთ. აქ უსაფრთხოდ არის, ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი. სახლში კი ასეთი პირობები არ გვაქვს. ძალიან გვჭირდება დისტანციურად სამართავი საწოლი პულტით, ნინიმ ადვილად რომ შეძლოს მდგომარეობის შეცვლა, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს და არაფერი ასტკივდეს. არ მაქვს სარეცხი მანქანა, საწოლის თეთრეული ხშირად რომ გამოვუცვალო. შეიძლება, დიდი ბოდიშის მოხდით, სარეცხი მანქანა რომ ვთხოვო თქვენს ფონდს? თუნდაც, ყველაზე პატარა, 3 კილოგრამზე გათვლილი?

 

 

ნინის თავისი სახლი ენატრება. ის უკვე წელიწადნახევარია, საავადმყოფოში ცხოვრობს

 

აი, გასეირნებაც დასრულდა და იძულებულია, ისევ დაწვეს

 

 

დედიკომ პირობა მისცა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დედა კი, არასდროს ცდება

უზომოდ მიხარია და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! მე ხომ, მუდამ საშინელი დეპრესია მქონდა. თქვენთან ერთად კი, თავი დაცულად ვიგრძენი. იმედი მომეცა. მადლობას გიხდით ახალი მაცივრისთვის, ბლენდერისთვის, სარეცხი მანქანისთვის და მობილური ტელეფონისთვის! ოცდაოთხსაათიანი შრომის მიუხედავად, ამ ნივთების შეძენას ვერაფრით მოვახერხებდი. იმ საჩუქრებისთვისაც, რომელიც ადრე მივიღეთ ფონდის მკითხველებისგან მადლობას გიხდით! გაზქურა, ტელევიზორი, კომპიუტერი, საქანელა-სავარძელი. თქვენ ყველაზე მზრუნველი ადამიანები ხართ ამ ქვეყნად. ნინის უყვარს კატის ყურებიანი ყურსასმენების გაკეთება, რომელიც თქვენ აჩუქეთ. კლასიკური მუსიკის, სხვადასხვა ფრინველის და რა თქმა უნდა, თუთიყუშების ხმების მოსმენა ძალიან ამშვიდებს. დიდი მადლობა, ასე რომ გაახარეთ! მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის!

 

ნინის უყვარს ფრინველების ხმებისა და მშვიდი მუსიკის მოსმენა, ამ დროს, მას ავიწყდება ხოლმე ეს მილები, წამლები და პალატა

ღმერთმა დაგლოცოთ, არასდროს არაფერი გეტკინოთ! მზის სხივებით, სიხარულითა და სითბოთი აგივსოთ ღმერთმა გული. მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს ნინის გადარჩენისთვის! ორივეს გაგვიხანგრძლივეთ სიცოცხლე! ღმერთმა ასი წლის სიცოცხლე მოგცეთ! ასი წელი გამყოფოთ ბედნიერად და ჯანმრთელად!

 – ასმათ, თავს გაუფრთხილდით, ძალიან გთხოვთ! უფალი გფარავდეთ ორივეს! ამ ეტაპზე, კიდევ რა გაწუხებთ?

 ასმათი: ახლა, ძალიან მჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომა: ციციშვილის კლინიკაში დარჩენის ნებართვა გვინდა მივიღოთ, ნინის 18 წელი რომ შეუსრულდება. აქ, ჩემი გოგონა სიცოცხლეს დაუბრუნდა. აქ მუშაობენ საოცარი ექიმები და ჩემს გოგონასაც ძალიან უყვარს ისინი.

 

 

ციციშვილის კლინიკაში ნინი სიცოცხლეს დაუბრუნდა. სახლშიც შესაბამისი პირობები თუ ექნება, იქ დაბრუნებას შეძლებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეღავათს გაგვიკეთებენ და არსად გადაგვიყვანენ. სახელმწიფო ადრეც დაგვეხმარა სპინალური ამიოტროფიისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაში. ახლაც მჯერა, რომ უარს არ გვეტყვიან.

ნინი წელიწადნახევარია საავადმყოფოში ცხოვრობს. ის სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ, ამისთვის სჭირდება შესაბამისი პირობები: დისტანციურად სამართავი საწოლი პულტით. ერთად, ჩვენ შევძელით მისი სიცოცხლის გადარჩენას! ერთობლივი ძალებით, ნამდვილად შევძლებთ, სახლში რომ დავაბრუნოთ!

 მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: როსტიაშვილების ოჯახი)

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 იან 29
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
895.00₾
2023 იან 29
პროდუქტები
33.03₾
2023 იან 31
თეთრეული
300.00₾
2023 თებ 08
პროდუქტები
34.57₾
2023 თებ 08
პროდუქტები
30.22₾
2023 თებ 14
პროდუქტები
32.07₾
2023 თებ 21
პროდუქტები
41.27₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
1410.00₾
2023 მარ 01
პროდუქტები
37.07₾
2023 მარ 06
პროდუქტები
39.88₾
2023 მარ 06
პროდუქტები
33.72₾
2023 მარ 06
პროდუქტები
31.10₾
2023 მარ 06
პროდუქტები
24.53₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
288.04₾
2023 მარ 28
პროდუქტები
70.72₾
2023 მარ 28
პროდუქტები
79.36₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
355.00₾
2023 აპრ 10
პროდუქტები
68.16₾
2023 აპრ 24
პროდუქტები
98.10₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
700.00₾
2023 მაი 04
პროდუქტები
54.56₾
2023 მაი 14
პროდუქტები
66.94₾
2023 მაი 22
პროდუქტები
44.22₾
2023 ივნ 07
პროდუქტები
55.54₾
2023 ივნ 07
პროდუქტები
65.53₾
2023 ივნ 08
პროდუქტები
81.59₾
2023 ივლ 04
პროდუქტები
73.84₾
2023 ივლ 10
პროდუქტები
64.74₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
493.62₾
2023 ივლ 10
მობილური ტელეფონი
359.99₾
2023 ივლ 10
სარეცხი მანქანა
730.00₾
2023 ივლ 10
საწოლები
800.00₾
2023 ივლ 24
პროდუქტები
49.38₾
2023 ივლ 24
პროდუქტები
37.12₾
2023 აგვ 02
პროდუქტები
127.86₾
2023 აგვ 17
პროდუქტები
83.34₾
2023 სექ 20
პროდუქტები
68.48₾
2023 სექ 20
პროდუქტები
103.80₾
2023 ოქტ 04
პროდუქტები
81.76₾
2023 ოქტ 19
პროდუქტები
89.89₾
2023 დეკ 04
პროდუქტები
185.74₾
2023 დეკ 22
პროდუქტები
181.59₾
2024 იან 10
პროდუქტები
276.46₾
2024 იან 28
პროდუქტები
173.27₾
2024 მარ 10
პროდუქტები
170.41₾
2024 მაი 12
პროდუქტები
299.76₾
19.06.2024
პროდუქტები
299.83₾
20.09.2024
პროდუქტები
399.14₾

სულ ხარჯები:

10120.24₾

დარჩა:

2440.72₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2024 10:30:42
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2024 17:13:27
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.05.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.05.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾12,560.96

986 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾12,560.96

986 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება