ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მამა ადგილზე დაიღუპა, დედა ხეიბრად იქცა! როგორ ვიცოცხლო?!

calendar თებერვალი 20, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

2 წლის წინ, ეკა და მისი საყვარელი მეუღლე სიმონი მანქანამ გაიტანა. ქმარმა მოასწრო, ქალს ხელი ჰკრა და საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა. გონს რომ მოვიდა, ეკას თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. მისი მეუღლე გზის პირას ეგდო, თავგატეხილი. თავის ქალა გახეთქილი ჰქონდა, თვალები კი გადმოცვენილი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მამა ადგილზე დაიღუპა, დედა ხეიბრად იქცა! როგორ ვიცოცხლო?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მანქანის დარტყმა! და ბიჭუნა კინაღამ დაობლდა: მამიკო ადგილზე დაიღუპა, უსაყვარლესი დედიკო კი ხეიბრად იქცა. არადა, რა კარგად გრძნობდა თავს მოსიყვარულე მშობლების გვერდით!

„უბედნიერესი ოჯახი ვიყავით. დღემდე ვერ ვეგუები იმას, რომ დავკარგე ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი“

       2 წლის წინ, ეკა და მისი საყვარელი მეუღლე სიმონი მანქანამ გაიტანა. ქმარმა მოასწრო, ქალს ხელი ჰკრა და საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა. გონს რომ მოვიდა, ეკას თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. მისი მეუღლე გზის პირას ეგდო, თავგატეხილი. თავის ქალა გახეთქილი ჰქონდა, თვალები კი გადმოცვენილი…  უკვე 2 წელი გავიდა, მას კი ეს სურათი კვლავ თვალწინ უდგას. თავადაც არანაკლებ დაშავდა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ხერხემალი დაუზიანდა და ახლა, ყოველი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. ამხელა ტრაგედიის მერე, ეკას დედას ინფარქტმა დაარტყა და უკვე 2 წელია მიჯაჭვულია საწოლს. უჰაერობის შეტევები აქვს, ფეხები უსივდება, საბრალო მოხუცი ქალი, საბანსაც კი ვერ გაისწორებს, თუ შესცივდება. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის! 4 წლის გიორგის გაურკვეველი სენი სჭირს, ბავშვს მუცლის ტკივილი ეწყება, მერე გონებას კარგავს და ტუჩები ულურჯდება. სანამ ეკას მეუღლე ცოცხალი იყო, ექიმებთან დაჰყავდათ, კვლევებს უტარებდნენ, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. შეტევები ხან დღეში რამდენიმეჯერ მეორდება, ხან ერთი თვით შეასვენებს ხოლმე ბიჭუნას დატანჯულ ორგანიზმს.
         სამი მძიმე ავადმყოფის ერთადერთი საყრდენი არის 24 წლის ელენე. დედის, ბებოს და ძამიკოს მოვლის მძიმე ტვირთი მას დააწვა მხრებზე.
        ელენე: სკოლა რაც დავამთავრე, შეიძლება ითქვას, სახლიდან არც გავსულვარ. ძალიან მინდოდა მესწავლა და ექთანი გამოვსულიყავი. მაგრამ, ასე გამოვიდა და ჩემივე ოჯახის წევრების ექთანი გავხდი. ერთ საათსაც ვერ ძლებენ უჩემოდ. ხან ბებო დამიძახებს, ხან დედას ადგომა უნდა, ხან ჩემი ძმა ითხოვს საჭმელს.

„ვოცნებობდი, ექიმი გამოვსულიყავი მაგრამ ახლა, უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრებს მომვლელი ვარ“

         ეკა: გული მიკვდება, რომ ვუყურებ! ნუთუ ასეთი ტანჯვისთვის გავაჩინე? როგორ მენანება, თავისი ახალგაზრდობა, საუკეთესო წლები ჩვენ შემოგვწირა. მეგობრებიც კი არ ჰყავს… ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, უკვე შვილიშვილებიც მეყოლებოდა. თანაც, რა არის ჩვენი ავადმყოფობა იმასთან შედარებით, რის კეთებაც უწევს ჩემს გოგონას ამ მოუწყობელ სახლში, სადაც არც წყალია, არც კანალიზაცია. მრცხვენია, რომ გითხრათ. 

სნეულთა და შეჭირვებულთა ცხოვრება 21-ე საუკუნის საქართველოში: საპირფარეშოს ნაცვლად – განავლით სავსე სათლის დღეში რამდენიმეჯერ გატანა უწევთ! ოჯახში ორი მწოლიარე, მძიმე ავადმყოფია!

        – გვითხარით, ჩვენი ვალია, ჩვენს მკითხველს ნათლად დავანახოთ, რაოდენ საშინელია თქვენი ცხოვრება.
         ეკა: საკუთარი სახლი და ნაკვეთი გვქონდა, მაგრამ გავყიდეთ, მამაჩემს ინსულტმა როდესაც დაარტყა და დასჭირდა ძვირადღირებული მკურნალობა და პროცედურები. მე და ჩემს მეუღლეს გვეგონა, რომ ჯერ ახალგაზრდები ვიყავით და მოვახერხებდით, რამე პატარა ქოხი მაინც რომ გვეყიდა. მაგრამ, არ გამოვიდა. მერე, დედაჩემიც ჩაწვა, ჩემს ბიჭსაც ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა… მერე ამ ავარიამ ქმარი მომიკლა, მე კი ხეიბრად მაქცია…
         ახლობელმა შეგვიფარა ამ დანგრეულ სახლში. ასე გვითხრა: „იცხოვრეთ რამდენიც გინდათო“ – ჰოდა, ჩვენც ვცხოვრობთ. მაგრამ, აქ არაფერი გვაქვს ცარიელი კედლების გარდა, ვერც წყალი შემოგყავს, ვერც კანალიზაცია, არ გვაქვს საამისო სახსრები. სათლი გვიდგას საპირფარეშოს ნაცვლად, ოთახში, ტაშტში ვბანაობთ… წყალს კი ჩემი გოგო გარედან ათრევს, ყინვაშიც და პაპანაქება სიცხეშიც.
         მერე კი, ის ბინძური წყალიც და განავალიც მისი გასატანი და გადასაქცევია… ეს ძალიან დამამცირებელია, ნამდვილი საშინელება. მე გავაკეთებდი ყველაფერს, დედაჩემის მოვლა ჩემი ვალია, მაგრამ მე სიარულიც არ შემიძლია… ტვირთად დავაწექი ჩემს გოგოს. ის ახლა, კინოში უნდა დადიოდეს მეგობრებთან ერთად, ფრჩხილებს, ვარცხნილობებს იკეთებდეს… ან, საკუთარ შვილებს უნდა ზრდიდეს… განავალი კი არ უნდა გაჰქონდეს სათლით… ღმერთო ჩემო!

„ამ საბრალო ოჯახის ყველა პრობლემა 24 წლის ულამაზეს ელენეს დააწვა მხრებზე“

         ელენე: კარგი რა, დედა, ნუ აზვიადებ. ყველამ უნდა მოუაროს თავის ოჯახის წევრს. ჩემს სურვილებს კი, დროებით გვერდზე გადავდებ.
         – მერე, არ გიჭირს, ელენე?
         ელენე: არა, უბრალოდ ამას, როგორც რაღაც სასჯელს არ ვუყურებ. ეს ხომ ჩემი საყვარელი დედიკოა და ჩემი საყვარელი ბებო. გიორგი ხომ, საერთოდ სიგიჟემდე მიყვარს. აბა, როგორ არ უნდა მოვუარო? ვერ გეტყვით, რომ არასდროს დავფიქრებულვარ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ყველანი ჯანმრთელები რომ იყვნენ, მაგრამ ეს უბრალოდ ფიქრებია… და სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი.
         – რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
        ელენე: არ ვიცი, ღმერთს ყოველდღე ვთხოვ, ჯანმრთელობა მისცეს ჩემი ოჯახის წევრებს. ისინი ჯანმრთელად თუ მეყოლება, მუშაობას შევძლებ, ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერ ხელფასზე, მთავარია, საჭმლის პრობლემა აღარ გვქონდეს. თორემ ყველანი ვშიმშილობთ, გიორგის ლუკმა პური რომ არ მოაკლდეს, ბებოს კი – გულის წამლები. დედასაც იმდენი ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება, ის კი ითმენს.
        – რაზე ოცნებობ?
         ელენე: გადავეჩვიე ოცნებას და არც კი ვიცი, ჩემთვის რა ვითხოვო. სხვა რამით მაქვს გონება დაკავებული. მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, ოჯახში ყველა ჯანმრთელად მყავდეს. არ ვიცი, ჩემთვის რა უნდა მინდოდეს… ალბათ, ტელეფონი. საღამოობით ასე, მოწყენილი რომ არ ვიჯდე. არ ვიცი, მართლა. რაც სკოლა დავამთავრე, ნორმალურად არც დავლაპარაკებივარ ადამიანებს. ვიღაცას ოჯახი ჰყავს, შვილები, ვიღაცას კარგი სამსახური… მე კი, ჩემი ოჯახის წევრების მომვლელად ვიქეცი. გიორგი რომ არ გვაშინებდეს ხოლმე, დიდების ავადმყოფობას როგორმე გავუმკლავდებოდით.

„ეს გოგო თავისი ოჯახის წევრების მომვლელად იქცა“

        – ეკა, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ გიორგიზე?
         ეკა: 7 თვის იყო, ჭოჭინაში იჯდა და ჟღარუნა სათამაშოთი ერთობოდა. უცებ ატირდა, გადაბჟირდა… მერე მთქნარება აუტყდა, გვეგონა, რომ ეძინებოდა, მაგრამ უცებ, ოფლმა დაასხა, გაფითრდა და გაითიშა… ღმერთო, რა გადავიტანეთ, სიტყვით ვერ აღვწერ. სასწრაფო გამოვიძახეთ, მის მოსულიერებას ცდილობდნენ, ის კი მკვდარივით იყო… მერე, მოვიდა გონს ჩემი ბიჭი, ისე გაიღიმა, ვითომც არაფერი მომხდარა. ვისთან არ გვყავდა, რა ანალიზები არ ჩავაბარეთ, მაგრამ ვერც ერთმა ექიმმა ვერ დასვა დიაგნოზი.

„ეს ანგელოზი გონებას რომ კარგავს და ლურჯდება, ამ დროს დედის გული კვდება“

         – კი მაგრამ, ამ პრობლემის მოგვარების რაღაც ხერხი ხომ უნდა იყოს?
         ეკა: არ ვიცი… მეუღლის დაღუპვის მერე არც მე, არც ჩემი შვილი, არც დედაჩემი ექიმთან არ ვყოფილვართ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალია დედის პენსია და ობლობის შემწეობა. დაახლოებით 400 ლარი გამოდის. დღევანდელ დროში, რა უნდა იყიდო ამ ფულით? წამლები ძალიან ძვირი ღირს, პროდუქტის ფასები გაორმაგებულია. რა ვქნათ? აი, ელენე სულ მუშაობის დაწყებას ფიქრობს, ოთხ კედელს შუა პატიმარივით არის გამოკეტილი და ჩვენ გვემსახურება… ჩემი ერთადერთი  ოცნებაა, თავი მოვიწესრიგო და შვილი ექიმთან წავიყვანო. იქნებ, შესაძლებელია ჩემი ხერხემლის განკურნებაც? იქნებ, მეც შევძლო სიარული და შვილს აღარ დავაწვე ტვირთად?
* * *
      ახლა, ჩემი ერთადერთი სურვილია წავიდე წნორში, ვიპოვო ეს საბრალო ოჯახი, ჩავეხუტო და გული გავუთბო მათ… ძალიან მინდა, ელენეს აღარ მოუწიოს იმის კეთება, რაც მის ასაკს არ შეეფერება… მინდა, რომ მხოლოდ ყვავილებით სავსე უზარმაზარი სათლი ჰქონდეს სათრევი. მისი ერთადერთი საფიქრალი კი ის იყოს, რომელ ფილმს უყუროს საღამოს, ან მეგობრებთან ერთად სად გაისეირნოს. ბავშვებმა არ უნდა ზიდონ ამხელა ტვირთი. და მანამ, სანამ მის ბებოს, დედას და ძმას არ ექნებათ მედიკამენტები, საჭმელი და ნორმალური პირობები, ის უნდა იჯდეს სახლში და მათ ტანჯვას უყუროს. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა! ვინმეს კი არა, სწორედ ჩვენ. დიახ, მე და შენ! და შენს მეგობრებს, ვისაც ამ ისტორიას გაუზიარებ!
        მათ არ სჭირდებათ ბევრი. მხოლოდ პროდუქტი, მედიკამენტები, კარგ ექიმებთან კვლევების ჩატარება, ყველაზე მთავარი პრობლემა კი, არის სახლში წყლის შეყვანა და სველი წერტილის კეთილმოწყობა. ელენეს კი, ტელეფონი სჭირდება!
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი წნორი, ქიზიყის ქ. 31.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბარნაბიშვილების ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: 
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თურმე, სასწაულებიც ხდება, ნამდვილად ვუყვარვართ ღმერთს…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ორი წლის წინ, ეკას და მის მეუღლეს საშინელი ტრაგედია დაატყდათ თავს, ისინი მანქანამ გაიტანა. ქმარმა ხელი ჰკრა ქალს და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა, თავად კი, სამუდამოდ დარჩა მის ტყვეობაში…

 მეგობრებო, თქვენი დახმარებით, ერთხელ უკვე შეიცვალა ამ ოჯახის ცხოვრება, თქვენ მათ იმედი დაუბრუნეთ.

 ბარნაბიშვილების ოჯახს  ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდა, არ ჰქონდათ აბაზანა. საბრალო ქალი ასეთ პირობებში უვლიდა სამ ავადმყოფს. სწორედ  ეს იყო მათი მთავარი პრობლემა, რომელიც კეთილი ადამიანების დახმარებით გადაიჭრა.  ჩვენ ვესტუმრეთ ბარნაბიშვილების ოჯახს, რათა გვენახა, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება დახმარების მიღების შემდეგ:

 – გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

 ეკა: კეთილი ხალხის დახმარებით, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. პროდუქტის შეძენა ისევ მიჭირს, მაგრამ, მათი დამსახურებით, ახლა აბაზანა გვაქვს, ეს კი დიდი შვებაა ჩემთვის. მით უმეტეს, რომ სამი ავადმყოფი ვართ ოჯახში. შეიძლება ითქვას, ამოვისუნთქე. ალბათ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებაა როდესაც გაქვს თბილი წყალი და სუფთა აბაზანა. ალბათ, ბევრისთვის ჩვეულებრივი ამბავი არის, ჩვენთვის კი ოცნება იყო. ხშირად მიტირია, რადგან მიწევდა წყლის ზიდვა, მერე კი გაცხელება. ახლა, გიორგი ბედნიერია, წყალში ჭყუმპალაობა ძალიან უყვარს.

უწინ

ახლა

„ახლა, ჩემი აბაზანა ასე გამოიყურება, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი…“

„ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენი დახმარებით დიდი პრობლემა მომეხსნა…“

 ასე იპრანჭება სარკესთან…

 – ახლადშეძენილი მეგობრებიდან ვის გამოყოფდით? ვინ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება თქვენზე? 

 ეკა: ერთი ქალბატონი სოციალური ქსელის მეშვეობით დამიკავშირდა, გამომკითხა სახელი, გვარი და მისამართი,  ჩამოვიდა წნორში და პროდუქტი ჩამოგვიტანა. ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ მისი. ყველას ღმერთმა გადაუხადოს ამ სიკეთისთვის. აქამდე,  არ მჯეროდა სასწაულების. ახლა კი ვიცი, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება! ის ქალბატონი შემპირდა, რომ კიდევ დამეხმარება, რითიც შეძლებს. დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ მარტო არ ხარ, რომ მძიმე წუთს დაგეხმარება ვინმე. თქვენ დამიბრუნეთ სიცოცხლის ხალისი.

 კონკრეტული სახელები არ მახსოვს, ჩემთვის მათ კეთილი ადამიანები ჰქვიათ. სამი ახალგაზრდა ბიჭი გვესტუმრა, პროდუქტი და სათამაშოები მოგვიტანეს. ჩემს შვილის ასეთი სათამაშოები არასდროს ჰქონია, დღემდე სიხარულით თამაშობს. ჩემი შვილი დღემდე აღტაცებით იხსენებს მათთან შეხვედრას, იმ ბიჭებმა დიდი ხნის ოცნება აუსრულეს. მოუტანეს ფუმფულა დათუნია, მანქანა და კონსტრუქტორი. დათუნიას წამითაც არ იცილებს, მასთან ერთად სძინავს. პლანშეტზე ხომ, საერთოდ ვერც ვიოცნებებდით. ახლა, გიორგი ბედნიერია, ამ სათამაშოებსა და პლანშეტს რომ ხედავს, ბედნიერებისგან უბრწყინავს სახე. მისი ღიმილის დანახვა კი, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. თითქმის არ იღიმებოდა ადრე.

 – ეკა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

 ეკა: განცხადება დამაწერინეს ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით, 100 ლარი ჩაგვირიცხეს, სულ ეს იყო. სხვა არაფერი.

 – რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

 ეკა: ეს დახმარება ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. სიტყვიერად ამას ვერც გამოვხატავ. ორი შვილი მყავს, დედაჩემი კი  მძიმედ ავად არის. გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ახლაც ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ დახმარებამ, სიცოცხლის იმედი დამიბრუნა. 

„ეს პლანშეტი ჩემი საუკეთესო მეგობარია…“

 – გიორგი, რა მოგეწონა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?

 გიორგი: პლანშეტი რომ მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა. პირველად მივიღე ასეთი საჩუქარი. მაშინვე ჩავრთე და მულტფილმების ყურება დავიწყე. ყველაზე მეტად ისეთი მულტფილმები მომწონს, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და კარგად მთავრდება.

 „ყოველთვის ზუსტად ასეთზე ვოცნებობდი…“

 გიორგი: სათამაშო თოფი  და მანქანა, ისეთი პრიალა და ახალი იყო! ასეთი სათამაშოები არასოდეს მქონია. იცი, როგორ ვუფრთხილდები? ვითამაშებ, მერე კი ვასუფთავებ და ვინახავ. (ბედნიერი ღიმილით მაჩვენებს თავის საგანძურს.)

 – რაზე ოცნებობ?

 გიორგი:  ძალიან მინდა სხვა ბავშვებივით ვიარო ბაღში, ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომ მქონდეს. იცი? ბაღში უნა წავიდე სექტემბერში. კიდევ მინდა, რომ არაფერი მტკიოდეს და დედა და ბებო კარგად რომ იყვნენ. მეტი არაფერი.

 – იქნებ, გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი მკითხველი შეძლებს თქვენს დახმარებას?

 ეკა: პირველ რიგში, პროდუქტის შეძენა მიჭირს. ჯანმრთელობის პრობლემებიც გვაქვს, ყოველდღიურად გვჭირდება მედიკამეტები, მათი შეძენის საშუალება კი არ გვაქვს. არ გვაქვს გაზქურა. ადრე მათხოვა ახლობელმა, მაგრამ ისიც გაფუჭდა და წაიღო. მეზობელთან მიწევს საჭმლის მომზადება. სექტემბრიდან ბავშვის ბაღში შეყვანა მინდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოხერხდება. თითქმის არაფერი გვაქვს. ბავშვს ბაღისთვის სჭირდება ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა. ჩვენ კი, ვერ ვუყიდით მას ამ ყველაფერს. ძალიან გვჭირდება დახმარება…

 მეგობრებო, გთხოვთ,  კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ვუთხრათ ამ ოჯახს, რომ გაჭირვებას უფლებას არ მივცემთ, დაუპატიჟებელი სტუმარი გახდეს მათ ოჯახში…

 ნუ ჩავთვლით, რომ ერთჯერადი დახმარება საკმარისია. ამ ოჯახს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ჭიდილი ყოველდღიურად უწევს და ამ ბრძოლაში, ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბარნაბიშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 06
პროდუქტები
149.14₾
2023 აპრ 10
სამშენებლო მასალა
1800.00₾
2023 აპრ 10
სამშენებლო მასალა
390.00₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
134.25₾
2023 აპრ 24
სამშენებლო მასალა
1800.00₾
2023 აპრ 26
პროდუქტები
299.86₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
1790.00₾
2023 მაი 14
ქვიშა
120.00₾
2023 მაი 22
კაფელი
432.00₾
2023 მაი 31
სარემონტო სამუშაო
3150.00₾
2023 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
225.00₾

სულ ხარჯები:

10290.25₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2023 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2023 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾10,290.19

687 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,290.19

687 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება